26 აპრილი, პარასკევი, 2024

ფონეტიკა, ბგერათა კლასიფიკაცია არტიკულაციის მიხედვით  

spot_img

ფონეტიკა ენათმეცნიერების დარგია, რომელიც შეისწავლის  სამეტყველო ბგერებს, რომლებიც წარმოიქმნება  ფიზიოლოგიურად, აღიქმება აკუსტიკურად და გამოიყენება სოციალურად.

ადამიანის სამეტყველო ორგანოთა მიერ წარმოქმნილ ბგერათა რაოდენობა საგრძნობლად აღემატება ნებისმიერი ანბანის სიმბოლოთა რაოდენობას.  ბევრ დამწერლობაში ერთი და იმავე სიმბოლოთი ხშირად სხვადასხვა ბგერას აღნიშნავენ. ინგლისურში a სიმბოლოთი (ასოთი) შეიძლება ხუთი სხვადასხვა ხმოვანი იყოს აღნიშნული. ზოგიერთ ენაში ერთი ბგერის ჩასაწერად (გამოსახვისთვის) იყენებენ რამდენიმე ნიშანს, მაგალითად, გერმანულ ენაში ჩ ბგერის გამოსახატავად საჭიროა  T S C H კომბინაცია.

სამეტყველო ბგერა წარმოიქმნება ადამიანის სამეტყველო მექანიზმში. ეს მექანიზმი საკმაოდ რთული, რამდენიმე ორგანოს კომბინაციაა. საფონაციო ჰაერნაკადი, რომელიც ფილტვებიდან მოდის, სხვადასხვა ტიპის დაბრკოლების გადალახვის მერე გარდაიქმნება ბგერად.

ჰაერნაკადი ამოიდევნება ფილტვებიდან დიაფრაგმის მეშვეობით და გაივლის  სასუნთქ   მილსხორხშიხახაშიპირისა და/ან ცხვირის ღრუებში. თუ ჰაერნაკადი საფონაციო არაა, მაშინ ბგერაც არ წარმოიქმნება (ჰაერნაკადი მუდამ მოძრაობს ატმოსფეროდან ფილტვებისკენ ან პირიქით, მაგრამ სამეტყველო ბგერა ყოველთვის არ წარმოიქმნება).

გამოყოფენ ბგერათა არტიკულაციის ექვს ტიპს:

  1. ხახა-ცხვირ-პირის ღრუების ხშვის დროს ერთ-ერთ წერტილში ჰაერნაკადი სრულ დაბრკოლებას აწყდება, რასაც განხშვა, „სკდომა“ მოსდევს. ასე წარმოქმნილ ბგერებსხშულებიანუ ხშულ-მსკდომები ეწოდება.
  2. ზოგჯერ ხდება არა სრული ხშვა, არამედ საარტიულაციო ორგანოების ერთმანეთთან ძლიერ მიახლოება – ნაპრალის წარმოქმნა. ასეთ ნაპრალში გამოტარებულ ბგერებსნაპრალოვნები, სპირანტები ანუ ფრიკანტები ეწოდება.
  3. პირის ღრუ დახშულია ენით, ჰაერნაკადი გამომდინარეობს ღრუს ერთ-ერთ ან ერთდროულად ორივე მხარეს. ასეთ ბგერებსგვერდითი ბგერები ანუ  ლატერალები  ეწოდება.
  4. ჰაერნაკადი იწვევს ერთ-ერთი მოძრავი სამეტყველო ორგანოს თრთოლვას, ვიბრაციას. ასეთ ბგერებსმთრთოლი ბგერები ანუ ვიბრანტები ეწოდება.
  5. თუ ჰაერნაკადი ნაწილობრივ გაივლის პირის ღრუში, ნაწილობრივ კი ცხვირის ღრუში, წარმოიქმნებაცხვირისმიერი ბგერებიანუ ნაზალები.
  6. ჰაერნაკადი დაუბრკოლებლად ამოედინება ფილტვებიდან და გაივლის პირისა და ცხვირის ღრუებს. პირის ღრუს ფორმა იცვლება ენისა და ბაგეების სხვადასხვა მოძრაობების შესაბამისად. ასე წარმოქმნილ ბგერებს ხმოვნები  ანუ  ვოკიდები         ეწოდება.  დანარჩენი ტიპის ბგერები თანხმოვნებია (კონტოიდები,  იგივე კონსონანტები).

 ნატა შუბითიძე – თბილისის #152 საჯარო სკოლა  X3  კლასი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები