6 მაისი, ორშაბათი, 2024

ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ ცენ­ტ­რ­ში ვი­ზი­ტის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი

spot_img

CERN-ში ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სტა­ჟი­რე­ბის პრო­ექ­ტის იდეა, და­ახ­ლო­ე­ბით, 2009 წელს გაჩ­ნ­და. მას მე­რე, 2011 წლი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ ცენ­ტ­რ­თან (CERN), ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი (გა­მო­ნაკ­ლი­სი პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი იყო) და სტა­ჟი­რე­ბა უკ­ვე 240-მა ქარ­თ­ველ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­რა.

თუმ­ცა ურ­თი­ერ­თო­ბა CERN-სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­რის მა­ნამ­დეც არ­სე­ბობ­და – 1996 წლი­დან თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა თუ უცხო­ე­თის სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ ცენ­ტ­რ­თან. მათ­გან ბევ­რია ქარ­თ­ველ მას­წავ­ლე­ბელ­თა CERN-ში სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი და ახ­ლაც გვი­მას­პინ­ძ­ლეს, ფი­ზი­კოს ჯეფ ვი­ნერ­თან ერ­თად:

ირაკ­ლი მი­ნაშ­ვი­ლი – ფი­ზი­კო­სი, CERN-ის ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რი და ATLAS ექ­ს­პე­რი­მენ­ტის კა­ლო­რი­მეტ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი;

გი­ვი სეხ­ნი­ა­ი­ძე – ფი­ზი­კო­სი, ფე­დე­რი­კო II უნი­ვერ­სი­ტე­ტის INFN – ნე­ა­პო­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბა, იტა­ლია, 1996 წლი­დან თა­ნამ­შ­რომ­ლობს CERN-თან;

ალექ­სი მეს­ტ­ვი­რიშ­ვი­ლი – ფი­ზი­კო­სი, მა­ღა­ლი ენერ­გი­ე­ბის ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი ფი­ზი­კის დოქ­ტო­რი, 1996 წლი­დან თა­ნამ­შ­რომ­ლობს CERN-თან; ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში აიოვას უნი­ვერ­სი­ტე­ტის უფ­რო­სი მეც­ნი­ე­რი, 2005 წლი­დან მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს CERN-ში;

ვახ­ტანგ ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი – CERN-ის ასო­ცი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, ლან­კას­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი;

ქე­თე­ვან ქა­ა­ძე – ფი­ზი­კო­სი, კან­ზა­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი;

ირ­მა მგე­ლა­ძე – შვე­ი­ცა­რი­ა­ში მოღ­ვა­წე ფი­ზი­კო­სი, მკვლე­ვა­რი, პე­და­გო­გი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი;

ირაკ­ლი მი­ნაშ­ვი­ლი – ფი­ზი­კო­სი („ჯუ­ნი­ო­რი“).

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და CERN-ს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა 1996 წლი­დან და­იწყო. კო­ლა­ი­დე­რის შექ­მ­ნა­სა და მი­ს გა­მარ­თუ­ლ მუ­შა­ო­ბას, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად, ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. მა­თი კვლე­ვის ძი­რი­თა­დი სა­გა­ნია, რო­გო­რი იყო სამ­ყა­რო მი­სი წარ­მოქ­მ­ნის დროს, 14 მი­ლი­არ­დი წლის წინ, პირ­ველ მიკ­რო­წა­მებ­ში, რო­გორ შე­იქ­მ­ნა პირ­ვე­ლი ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კი, ატო­მი, მო­ლე­კუ­ლა, შემ­დეგ კი — ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი, პლა­ნე­ტე­ბი და გა­ლაქ­ტი­კე­ბი; რა არის შა­ვი ხვრე­ლი; გან­ვი­თა­რე­ბის რა გზა გა­ი­ა­რა და რო­გო­რი და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბა სამ­ყა­როს.

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გი­გან­ტუ­რი ამაჩ­ქა­რე­ბე­ლი აგე­ბუ­ლია საფ­რან­გე­თი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის საზღ­ვარ­ზე არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და უკა­ვია 100 მეტ­რის სიღ­რ­მე­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი გვი­რა­ბი, რომ­ლის წრე­წი­რის სიგ­რ­ძე 27 კი­ლო­მეტ­რია. LHC-ზე ძი­რი­თა­დად აჩ­ქა­რე­ბენ პრო­ტო­ნე­ბის კო­ნებს. მა­თი აჩ­ქა­რე­ბა ხდე­ბა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით, არის წერ­ტი­ლე­ბი სა­დაც ეს პრო­ტონ­თა კო­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს უნ­და შე­ე­ჯა­ხონ. ამ დროს წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა უამ­რა­ვი ელე­მენ­ტა­ლუ­რი ნა­წი­ლა­კი… მი­სი შეს­წავ­ლით, მი­ახ­ლო­ე­ბი­თი წარ­მოდ­გე­ნა იქ­მ­ნე­ბა თუ რო­გო­რი იყო სამ­ყა­რო დი­დი აფეთ­ქე­ბის პირ­ველ მიკ­რო­წა­მებ­ში.

პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, CERN-ში 14 მას­წავ­ლე­ბე­ლი ვიმ­ყო­ფე­ბო­დით.  პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს ბევ­რი ქვეყ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. მი­სი პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი კი, რა თქმა უნ­და, მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახალ­გაზ­რ­დებ­ში ფი­ზი­კის შეს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბაა, რად­გან ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა­ში არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით, ფი­ზი­კის შეს­წავ­ლა.

აქ­ვე CERN-ის მიზ­ნებ­სა და მი­სი­ა­საც გა­გაც­ნობთ:

♦  ჩა­ხედ­ვა წარ­სულ­ში – ცოდ­ნის საზღ­ვ­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა;

♦  დი­დი აფეთ­ქე­ბის სა­ი­დუმ­ლო – რო­გო­რი იყო სამ­ყა­რო წარ­მო­შო­ბის პირ­ველ მო­მენ­ტ­ში;

♦  ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა;

♦ მო­მა­ვალ მეც­ნი­ერ­თა მომ­ზა­დე­ბა;

♦  სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რი­სა და ქვეყ­ნის ხალ­ხ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა.

აბ­რე­ვი­ა­ტუ­რა CERN ასე იშიფ­რე­ბა – Conseil Europღen pour la Recherche Nuclღaire; CERN – ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ციაა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სით – ჩა­მო­ყა­ლიბ­და 1954 წელს 12 ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის შე­თან­ხ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ამ­ჟა­მად ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი 23 ქვე­ყა­ნაა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო ჯერ არ არის წევ­რი ქვე­ყა­ნა, თუმ­ცა ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი შთამ­ბეჭ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბით არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი. CERN-ის წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტი 1.206 მი­ლი­არ­დი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ფრან­კია.

LHC – დი­დი ად­რო­ნუ­ლი კო­ლა­ი­დე­რი იმის­თ­ვის შე­იქ­მ­ნა, რომ ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლად და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ, აღ­მო­ე­ჩი­ნათ ნა­წი­ლა­კი, რომ­ლის არ­სე­ბო­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის სა­მო­ცი­ან წლებ­ში, პირ­ვე­ლებ­მა, პი­ტერ ჰიგ­ს­მა და ფრან­სუა ან­გ­ლერ­მა ივა­რა­უ­დეს.

დიდ ად­რო­ნულ კო­ლა­ი­დერ­ზე, სხვა­დას­ხ­ვა წერ­ტილ­ში, მუ­შა­ობს ოთხი ძი­რი­თა­დი დე­ტექ­ტო­რი – ALISE, ATLAS, LHCb და CMS.

ყვე­ლა დე­ტექ­ტო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ას ერ­თი მე­თო­დით არე­გის­ტ­რი­რებს და აანა­ლი­ზებს:

  1. ტრე­კუ­ლი სის­ტე­მა – სი­ლი­კო­ნუ­რი სტრი­პე­ბი და პიქ­სე­ლე­ბი;
  2. ელექ­ტ­რო­მაგ­ნი­ტუ­რი კა­ლო­რი­მეტ­რი;
  3. ად­რო­ნუ­ლი კა­ლო­რი­მეტ­რი;
  4. მი­უ­ო­ნუ­რი სის­ტე­მა.

კო­ლა­ი­დე­რი ინ­გ­ლი­სუ­რი სიტყ­ვაა (collide) და შე­ჯა­ხე­ბას ნიშ­ნავს. კერ­ძოდ, კო­ლა­ი­დერ­ში, თით­ქ­მის სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი, პრო­ტო­ნე­ბის ორი კო­ნა გა­მო­დის სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით და ეჯა­ხე­ბა ერ­თ­მა­ნეთს. ამ დროს, წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა დი­დი ენერ­გია (7ტევ) და უამ­რა­ვი ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კი. ეს ახა­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი ძა­ლი­ან არამ­დ­გ­რა­დე­ბია – წა­მის ნა­წი­ლებ­ში შე­უძ­ლი­ათ არ­სე­ბო­ბა. კო­ლა­ი­დე­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი აპა­რა­ტი იწერს ამ მო­ნა­ცე­მებს, შემ­დეგ კი დე­ტა­ლუ­რად აანა­ლი­ზებს.

7 ტე­ვამ­დე ნა­წი­ლა­კის აჩ­ქა­რე­ბა პირ­და­პირ არ ხდე­ბა, ამი­სათ­ვის მან რამ­დე­ნი­მე ამაჩ­ქა­რე­ბე­ლი უნ­და გა­ი­ა­როს. წრფი­ვი ამაჩ­ქა­რებ­ლით 50მევ-მდე აჩ­ქა­რე­ბენ პრო­ტო­ნებს. შემ­დეგ ნა­წი­ლა­კი გა­და­დის PS-პრო­ტო­ნულ ამაჩ­ქა­რე­ბელ­ში, ანუ Booster-ში, სა­დაც 1,4გევ-მდე ჩქარ­დე­ბა. Booster-ის რა­დი­უ­სი 600 მეტ­რია. აქე­დან გა­და­დი­ან პრო­ტო­ნულ სინ­ხოტ­რონ­ში, სა­დაც პრო­ტო­ნის ენერ­გია 28გევ-მდე ადის. შემ­დეგ – SPS-ში, ანუ პრო­ტო­ნულ სუ­პერ სინ­ხოტ­რონ­ში, სა­დაც ენერ­გია 400გევ-მდე იზ­რ­დე­ბა. ამ ამაჩ­ქა­რებ­ლის რა­დი­უ­სი 7კმ-ია. და­ბო­ლოს, გა­და­დის LHC-დიდ ად­რო­ნულ კო­ლა­ი­დერ­ში, სა­დაც უკ­ვე პრო­ტო­ნის ენერ­გია იქ­ნე­ბა 3,5 ტევ, ე.ი. შე­ჯა­ხე­ბის დროს, სულ, 7 ტე­ვი ენერ­გია გროვ­დე­ბა.

დე­ტექ­ტო­რე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლ დი­დი მო­ცუ­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ ქვეყ­ნებ­ში გა­დას­ცე­მენ, სა­დაც ექ­ს­პე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე მეც­ნი­ე­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ცერ­ნ­მა ამ მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი ახა­ლი სის­ტე­მა – GRID შე­ი­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც ამუ­შა­ვებს და ინა­ხავს დე­ტექ­ტო­რე­ბი­დან მო­სულ ინ­ფორ­მა­ცი­ას (წე­ლი­წად­ში15 მლნ გე­გა­ბა­იტს აღ­წევს). შე­საძ­ლოა, GRID სის­ტე­მა ახა­ლი სუ­პერ-ინ­ტერ­ნე­ტის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს. ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ  ინ­ტერ­ნე­ტი (მსოფ­ლიო ქსე­ლი) შე­იქ­მ­ნა ცერ­ნ­ში, რად­გა­ნაც სა­ჭი­რო იყო ამ უზარ­მა­ზა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის სწრა­ფი მი­წო­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტი­ნენ­ტებ­ზე მცხოვ­რე­ბი მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის. შე­დე­გად, ცერ­ნ­ში შე­იქ­მ­ნა მსოფ­ლიო ინ­ტერ­ნეტ­ქ­სე­ლის (WWW) პრო­ტო­ტი­პი, შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით. ეს არც პირ­ვე­ლი სარ­გე­ბე­ლია დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის და არც უკა­ნას­კ­ნე­ლი, რაც მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად შე­იქ­მ­ნა და გავ­რ­ცელ­და.

CERN-ში ვი­ზი­ტის პირ­ვე­ლი­ვე დღეს მი­ვე­დით ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რის, ტიმ ბერ­ნერს-ლის სა­მუ­შაო ოთახ­თან, სა­დაც მან, 1989 წელს, მსოფ­ლიო ქსე­ლი გა­მო­ი­გო­ნა (თავ­და­პირ­ვე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა – ში­და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო).

ზე­მოთ უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ, რომ LHC იმ ნა­წი­ლა­კის აღ­მო­სა­ჩე­ნად შე­იქ­მ­ნა, რომ­ლის არ­სე­ბო­ბა, ჯერ კი­დევ წი­ნა სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი­დან, რამ­დე­ნი­მე ფი­ზი­კოს-თე­ო­რე­ტი­კოს­მა მეც­ნი­ერ­მა ივა­რა­უ­და. კერ­ძოდ, უნ­და ეარ­სე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წი­ლაკს, რო­მე­ლიც დი­დი აფეთ­ქე­ბის პირ­ველ მიკ­რო­წა­მებ­ში ძა­ლი­ან დიდ როლს ითა­მა­შებ­და სხვა ნა­წი­ლა­კე­ბის წარ­მოქ­მ­ნა­ში. 60 წელ­ზე მეტ­ხანს არ ხერ­ხ­დე­ბო­და მი­სი აღ­მო­ჩე­ნა. 2009-2012 წლებ­ში სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუ­ფებ­მა CMS-სა და ATLAS-ზე მსგავ­სი თვი­სე­ბის ნა­წი­ლა­კი შე­ნიშ­ნეს. ბო­ლოს ნამ­დ­ვი­ლად და­დას­ტურ­და, რომ აღ­მო­ჩე­ნილ იქ­ნა ე.წ. ჰიგ­სის ნა­წი­ლა­კი, ეს სა­ხე­ლი იმ მეც­ნი­ე­რის პა­ტივ­სა­ცე­მად ეწო­და, რო­მელ­მაც მი­სი არ­სე­ბო­ბა ივა­რა­უ­და – ბრი­ტა­ნე­ლი ფი­ზი­კოს-თე­ო­რე­ტი­კო­სი პი­ტერ ჰიგ­სი. მას ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ე­ნი­ჭა დიდ ბელ­გი­ელ ფი­ზი­კოს-თე­ო­რი­ტი­კოს ფრან­სუა ან­გ­ლერ­თან ერ­თად (სამ­წუ­ხა­როდ, პი­ტერ ჰიგ­სი 2024 წლის 8 აპ­რილს 94 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა). ჰიგ­სის ბო­ზო­ნის აღ­მო­ჩე­ნა­ში CMS-სა და ATLAS-ზე მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი ფი­ზი­კო­სე­ბი იმ გუნ­დი­დან, რო­მე­ლიც ზე­მოთ ჩა­მოვ­თ­ვა­ლე.

ვი­ზი­ტის და­საწყის­ში გაგ­ვაც­ნეს უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი, რო­მელ­საც CERN-ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა და გვირ­ჩი­ეს კომ­ფორ­ტუ­ლი ტან­საც­მ­ლი­სა და ფეხ­საც­მ­ლის მორ­გე­ბა.

ჩვე­ნი გრა­ფი­კი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად და თე­მა­ტუ­რად ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი იყო. დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ვის­მენ­დით სხვა­დას­ხ­ვა სე­მი­ნარს ელე­მენ­ტა­ლუ­რი ნა­წი­ლა­კე­ბის, კოს­მო­ლო­გი­ის, თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის აღ­მო­ჩე­ნე­ბის შე­სა­ხებ, ბა­ტო­ნე­ბის: გი­ვი სეხ­ნი­ა­ი­ძის, ვახ­ტანგ ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლის, ჯეფ ვი­ნე­რის, ირაკ­ლი მი­ნაშ­ვი­ლის, ირაკ­ლი მი­ნაშ­ვი­ლის-„ჯუ­ნი­ო­რის“, ქალ­ბა­ტონ ქე­თე­ვან ქა­ა­ძის ლექ­ცი­ებს, გვქონ­და კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟი­მი; დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ეთ­მო­ბო­და, ვთქვათ, სინ­ქ­რო­ციკ­ლოტ­რო­ნი­სა და ATLAS კონ­ტ­რო­ლის ოთა­ხის, ATLAS მარ­თ­ვის ოთა­ხის, CERN-ის კონ­ტ­რო­ლის ცენ­ტ­რი­სა და კრი­ო­გე­ნუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის დარ­ბა­ზის/SM18-ის, CCC-ის, ღრუბ­ლო­ვა­ნი პა­ლა­ტის სა­ხე­ლოს­ნო­სა და გა­მო­ფე­ნე­ბის, ან­ტი­მა­ტე­რი­ის ქარ­ხ­ნი­სა და და­ბა­ლი ენერ­გი­ის იონუ­რი რგო­ლის/LINAC2, მო­ნა­ცემ­თა ცენ­ტ­რის და სტა­ჟი­რე­ბის კულ­მი­ნა­ცი­ის CMS-ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, სა­დაც ჩვე­ნი მუდ­მი­ვი მეგ­ზუ­რი იყო ბა­ტო­ნი ალექ­სი მეს­ტ­ვი­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 10 აპ­რილს სკო­ლა­ში ჩაგ­ვერ­თო CERN-იდან და ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა უამ­რა­ვი კითხ­ვა და­უს­ვეს.

სტა­ჟი­რე­ბი­სას ასე­ვე მო­ვის­მი­ნეთ ქალ­ბა­ტონ ირ­მა მგე­ლა­ძის სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის სწავ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ. მან, რო­გორც კო­ლე­ჯის მას­წავ­ლე­ბელ­მა, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გაგ­ვი­ზი­ა­რა.

ჩვე­ნი ჩას­ვ­ლის დროს ერ­თი კვი­რის ჩარ­თუ­ლი დაგ­ვ­ხ­ვ­და LHC. თურ­მე, რო­ცა კო­ლა­ი­დე­რი ჩარ­თუ­ლია, იქ შეს­ვ­ლა ყვე­ლას ეკ­რ­ძა­ლე­ბა, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუცი­ლებ­ლო­ბი­სას კი კო­ლა­ი­დერს გა­მორ­თა­ვენ იმ დრო­ით, რა დროც სჭირ­დე­ბა იქ კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბას, ანუ დიდ ად­რო­ნულ კო­ლა­ი­დერ­ზე ვი­ზი­ტო­რე­ბი იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბი­ან და თით­ქ­მის ვერც. თუმ­ცა, ჩვენ სა­დაც ვი­ყა­ვით CMS-ზე (სა­დაც ჩვე­ნი უც­ვ­ლე­ლი გი­დი – ბა­ტო­ნი ალექ­სი მეს­ტ­ვი­რიშ­ვი­ლი მუ­შა­ობს), მი­ნუს მე­ო­რე დო­ნე­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 91მ სიღ­რ­მე­ზე, სულ რა­ღაც ათი­ო­დე მეტ­რიც აღარ გვა­შო­რებ­და LHC-ს. ეს რო­გო­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა იყო იცით? თით­ქოს 10 მეტ­რი გვა­შო­რებ­და სამ­ყა­როს წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რი­ას – მი­სი არ­სე­ბო­ბის პირ­ველ წამს.

ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია აქვს CERN-ის შე­სა­ხებ, ის მის­ტი­კურ სა­ბურ­ველ­შია გახ­ვე­უ­ლი, რა­საც ხე­ლი შე­უწყო დენ ბრა­უ­ნის ბეს­ტ­სე­ლერ­მა რო­მან­მა „ან­გე­ლო­ზე­ბი და დე­მო­ნე­ბი“, რომ­ლის პირ­ვე­ლი თა­ვი თით­ქოს­და აქ მომ­ხ­დარ მოვ­ლე­ნებს ეძღ­ვ­ნე­ბა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, მის­ტი­კუ­რი არა­ფე­რია, თუმ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბის სას­წა­უ­ლი კი ნამ­დ­ვი­ლად გახ­ლავთ. ვი­ყა­ვით ან­ტი­მა­ტე­რი­ის ცენ­ტ­რ­ში და ბა­ტონ ალექ­სი მეს­ტ­ვი­რიშ­ვი­ლის­გან მო­ვის­მი­ნეთ, რო­გორ იქ­მ­ნე­ბა ან­ტიწყალ­ბა­დი. ან­ტი­მა­ტე­რი­ის დიდ­ხანს „შე­ნახ­ვა“ არ ხერ­ხ­დე­ბა, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რივ მა­ტე­რი­ას­თან ანი­ჰი­ლირ­დე­ბა და დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ენერ­გია გა­მო­ი­ყო­ფა. ან­ტი­მა­ტე­რი­ის არ­სე­ბო­ბაც ივა­რა­უ­დეს მეც­ნი­ე­რებ­მა – დი­დი აფეთ­ქე­ბის დროს ისიც უნ­და წარ­მო­შო­ბი­ლი­ყო, თუმ­ცა მის კვალს სამ­ყა­რო­ში ვერ­სად აგ­ნებ­დ­ნენ. შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მი­სი თვი­სე­ბე­ბის შეს­წავ­ლა, უკ­ვე ისიც ცნო­ბი­ლია, რომ ან­ტი­მა­ტე­რია გრა­ვი­ტა­ცი­ას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ტე­რი­ის მსგავ­სად ემორ­ჩი­ლე­ბა.

და თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ რა იყო ჩემ­თ­ვის CERN-ში სტა­ჟი­რე­ბა და ზო­გა­დად CERN, რო­გორც სა­ჯა­რო სკო­ლის ფი­ზი­კის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, რი­გი­თი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, უყოყ­მა­ნოდ გი­პა­სუ­ხებთ, რომ ეს არის ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი სა­მოთხე, ალ­ბათ „იმ­ქ­ვეყ­ნი­უ­რიც“!

მოგ­ვა­ნი­ჭეს CERN-ის ელ­ჩე­ბის სა­პა­ტიო წო­დე­ბა, რაც გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს იქ ნა­ნა­ხის, აღ­ქ­მუ­ლის გა­ზი­ა­რე­ბას სას­კო­ლო თუ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. CERN-ის მთა­ვა­რი მი­სი­აც ხომ მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და მო­მა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის აღ­ზ­რ­დაა? ჩვე­ნი ვა­ლია, შე­მო­ვატ­რი­ა­ლოთ მოს­წავ­ლე­ე­ბი ფი­ზი­კის, მა­თე­მა­ტი­კის, ინ­ჟი­ნე­რი­ის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შეს­წავ­ლის­კენ. ეს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას და თუ პა­ტა­რა წვლილს მეც შე­ვი­ტან ამ საქ­მე­ში, მი­სი­აც შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ამ მიზ­ნით, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი 10 აპ­რილს, ხორ­ნა­ბუ­ჯის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში წარ­დ­გე­ნი­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ით გა­დავ­დ­გი, აქაც დახ­მა­რე­ბა აღ­მო­მი­ჩი­ნა ბა­ტონ­მა ალექ­სი მეს­ტ­ვი­რიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც CERN-იდან ჩაგ­ვერ­თო. არ და­მა­ვიწყ­დე­ბა ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის აციმ­ცი­მე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი ამ დი­დი მეც­ნი­ე­რის პა­სუ­ხე­ბის მოს­მე­ნი­სას. დი­ა­ლო­გი, და­გეგ­მი­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის ნაც­ვ­ლად, ორი სა­ა­თი გაგ­რ­ძელ­და, ყვე­ლა­ზე მე­ტი კითხ­ვა მე-9 კლა­სელ­მა მოს­წავ­ლემ, ლი­კა ჯი­ნაშ­ვილ­მა დას­ვა. თა­ვი გა­მო­ი­ჩი­ნეს მერ­ვეკ­ლა­სე­ლებ­მა – თა­მარ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა, ნია ჯან­ყა­რაშ­ვილ­მა, ინ­გა მჭე­დე­ლა­ძემ, ან­ჟე­ლი­კა ხა­ჩა­ტუ­რი­ან­მა.

არ შე­მიძ­ლია უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით არ მო­ვიხ­სე­ნიო ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი, უშუ­ა­ლო­ნი, თავ­მ­და­ბალ­ნი, ჩვე­ნი აღ­ტა­ცე­ბით შე­ფა­რუ­ლად მომ­ღი­მარ­ნი. მათ­თან არა­ფორ­მა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი ამ პრო­ექ­ტის კი­დევ ერ­თი სა­ჩუ­ქა­რი იყო. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვა მო­ვის­მი­ნეთ, უფ­რო მე­ტი კითხ­ვის დას­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან სა­ლექ­ციო დრო­ით არ ვი­ყა­ვით შეზღუ­დუ­ლე­ბი. მად­ლო­ბა მათ ამ შემეცნებითი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო დი­ა­ლო­გე­ბის­თ­ვის.

ასე­ვე მინ­და დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მას­წავ­ლე­ბელ­თა სახლს ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის! პერ­სო­ნა­ლუ­რი მად­ლო­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორს, ბა­ტონ ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძეს, ბა­ტონ ნუგ­ზარ მო­სუ­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი სუ­ლის­ჩამ­დ­გ­მე­ლია, ბა­ტონ ზუ­რაბ ბე­რი­ა­სა და ქალ­ბა­ტონ მაია ნა­კა­ში­ძეს.

ნი­ნო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლი
სსიპ დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. ხორ­ნა­ბუ­ჯის სა­ჯა­რო სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები