21 მაისი, სამშაბათი, 2024

სამოქალაქო განათლების ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევები აბიტურიენტებს

spot_img

ღია დავალებებში მაქსიმალური ქულის მისაღებად:

  • ყურადღებით გაეცანით დავალების მოთხოვნას და გაეცით კონკრეტული პასუხი;
  • პასუხში უნდა ჩანდეს სამოქალაქო განათლების საგნის ცნებებისა და ტერმინების ცოდნა და მათი გამოყენების უნარი, სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების ანალიზის უნარი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არგუმენტაციის უნარი;
  • წერეთ გარკვევით;
  • პასუხი ჩაწერეთ პასუხების ფურცელზე შესაბამის ადგილას. თქვენი ნაწერი არ უნდა გასცდეს პასუხისათვის გამოყოფილ არეალს.
  • თუ სამუშაო ფურცელზე მუშაობთ, დაიტოვეთ საკმარისი დრო თქვენი ნაშრომის პასუხების ფურცელზე გადასატანად.

!!გაითვალისწინეთ:

  • დავალების შესრულებისას, რომელიც ითვალისწინებს შეცდომების გასწორებას, პასუხების ფურცელზე უნდა გადაიტანოთ მხოლოდ ნაპოვნი შეცდომა მის გასწორებულ ვარიანტთან ერთად და არა მთელი წინადადება. შეცდომათა არასწორი თანმიმდევრობა გავლენას არ მოახდენს შეფასებაზე.
  • სასკოლო პროექტის  მონახაზის შედგენის დროს შეეცადეთ პასუხი არ იყოს შაბლონური. თქვენ მიერ შემოთავაზებული ამოცანები პროექტში დასახული მიზნის მიღწევის ორ განსხვავებულ მიდგომას უნდა ასახავდეს.  თითოეული ამოცანა და მათი განხორციელების გზა უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმგვარი ფორმით, რომ შესაძლებლობას იძლეოდეს განისაზღვროს მისაღწევი შედეგი.
  • დავალების შესრულებისას, რომელიც ითხოვს სადისკუსიო საკითხის შესახებ არგუმენტირებულ მსჯელობას,  თქვენ უნდა დაასახელეთ  როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა არგუმენტები.  გაითვალისწინეთ, თითოეული არგუმენტი უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი აზრის მატარებელი.  მსჯელობა უნდა  მოიცავდეს მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც გარკვეული პოზიციის დასაბუთებაა შესაძლებელი.

ტესტში მოცემული იქნება შემდეგი დავალებები:

  • არჩევითპასუხებიანი დავალებები  (მაქსიმალური ქულა – 24);
  • შესაბამისობის დადგენა  (მაქსიმალური ქულა – 2);
  • შეცდომის გასწორება (მაქსიმალური ქულა – 11);
  • სასკოლო პროექტი (მაქსიმალური ქულა – 4);
  • ილუსტრაციის ანალიზი (მაქსიმალური ქულა – 4);
  • არგუმენტირებული მსჯელობა (მაქსიმალური ქულა – 4);
  • წყაროს ანალიზი (მაქსიმალური ქულა – 11).

 

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სამოქალაქო განათლების ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 3 საათი და 10 წუთი.

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები