4 მაისი, შაბათი, 2024

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრების განრიგი ცნობილია

spot_img

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურსის ფარგლებში გასაუბრების ეტაპი იწყება. გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც კონკურსის პირველი ეტაპი – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი  (მაქსიმალურ ქულათა 60%). ასევე, იმ პირებს, რომელთაც აქვთ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი და დადგენილ ვადებში დარეგისტრირდნენ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 2024 წლის 24 აპრილს დაიწყება.

იხილეთ გასაუბრების განრიგი 

📌 გასაუბრების კომისიების მიერ განისაზღვრა კონკურსში მონაწილე დირექტორობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც ხელმისაწვდომია  ბმულზე 

♦ თითოეულ კრიტერიუმში აპლიკანტი შეფასდება 4-ქულიანი სისტემით.

♦  გასაუბრების მაქსიმალური შეფასებაა 16 ქულა.

♦  იმისათვის, რომ აპლიკანტმა წარმატებით გაიაროს გასაუბრების ეტაპი, ჯამურად უნდა დააგროვოს 12 ქულა ან მეტი (75% ან მეტი).

♦ აპლიკანტის მიერ წარდგენილი თითოეული სკოლის სტრატეგიული ხედვა ფასდება ცალკე.

♦ კომისიის თითოეული წევრი აპლიკანტს აფასებს ინდივიდუალურად.

♦ საბოლოო შეფასება გამოითვლება კომისიის თითოეული წევრის მიერ დაწერილი ქულის საშუალო არითმეტიკულით. 

📌 გასაუბრების თარიღი და ადგილმდებარეობა დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები