7 მაისი, სამშაბათი, 2024

ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების ცენტრთან არსებული დასის სპექტაკლი

spot_img

ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბათუმის №26 საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების ცენტრთან არსებული დასის „ცისარტყელა“ სპექტაკლი „ბაბაჯანას ქოშები“ გაიმართა.

სპექტაკლი 2023 წლის, აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროგრამების, გამარჯვებული პროექტია. სამინისტრო მუდმივად მხარს უჭერს ინტეგრირებული პროექტების განხორციელებას როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურული მიმართულებით.

„ბაბაჯანას ქოშები“, წელს, მაყურებლის თხოვნით, განმეორებით ჩატარდა. სპექტაკლში, დასის წევრებთან ერთად, №26 სკოლის მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებიც მონაწილეობენ. პროექტის მიზანია შემოქმედებითი უნარების განვითარება შშმ ბავშვებში და მათი ინტეგრაცია.

ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის შენობაში ინკლუზიური სწავლების ცენტრი 2016 წლიდან ამოქმედდა. სკოლის სახელოსნოებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯგუფებს, განახლებული მეთოდებით ასწავლიან სხვადასხვა სახელოვნებო პროფესიას. დღის პირველ ნახევარში ბავშვები აკადემიურ უნარებს ეუფლებიან, ხოლო მეორე ნახევარში სახელოსნოებში გადიან სწავლებას. მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, სადაც ბავშვები თიხის დამუშავების ტექნოლოგიას და გაფორმებას, ასევე, კვილინგზე და ბატიკაზე მუშაობას ეუფლებიან.

სსსმ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები