27 აპრილი, შაბათი, 2024

საახალწლო მიმართვა ერთგულ მკითხველს

spot_img
წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლოდ, ალ­ბათ, უფ­რო სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და მხო­ლოდ და­დე­ბით ემო­ცი­ებ­ზე აგე­ბუ­ლი თე­მის ინი­ცი­რე­ბა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნი­ლი რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, სა­გან­გე­ბოდ სა­ა­ხალ­წ­ლო გან­წყო­ბის შექ­ნას, ვამ­ჯო­ბი­ნე, ორი სიტყ­ვით იმ რე­ა­ლო­ბას შე­ვე­ხო, რო­მელ­შიც დღეს მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს უწევს ყო­ფნა და ეს რე­ა­ლო­ბა არის თავ­სა­ტე­ხად ქცე­უ­ლი ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ბევ­რი მოს­წავ­ლის­თ­ვის უბ­რა­ლოდ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი არ არის – მი­ზე­ზი ინ­ტერ­ნე­ტის და ტექ­ნი­კუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბის არქო­ნაა. ბევ­რის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია, მაგ­რამ მხო­ლოდ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა რომ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სი არ არის, ეს ცხად­ზე ცხა­დია. ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა იქით იყოს და, ზო­გა­დად, სის­ტე­მა რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრებ­ზე დგას, ეს კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვი­დას­ტუ­რა კო­ვიდ პან­დე­მი­ამ. დღეს, რო­გორც არას­დ­როს, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე ძლი­ერ და წამ­ყ­ვან ძა­ლად მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მო­იკ­ვე­თა, რო­მელ­საც, ახ­ლა, კი­დევ ერ­თი საზ­რუ­ნა­ვი და­ე­მა­ტა – რო­გორ­მე გა­და­არ­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე ან მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნას და მე­ტიც, გა­და­არ­ჩი­ნოს სის­ტე­მა! მე­რე რა, რომ ამას ხში­რად სა­კუ­თა­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის რის­კის ფა­სა­დაც კი სთხო­ვენ, მე­რე რა, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მე­გა­ბა­ი­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად იებს ახა­რებს და მე­რე ყი­დის… სა­მა­გი­ე­როდ, მან თა­ვი­სი მოს­წავ­ლე უნ­და ჩარ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში (მე­რე­და რო­გორ გა­უ­მარ­თ­ლა ამ მოს­წავ­ლეს/მოს­წავ­ლე­ებს ასე­თი მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ში), სკო­ლა გა­და­არ­ჩი­ნოს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, სის­ტე­მა უნ­და გა­და­არ­ჩი­ნოს!
ამ რთუ­ლი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ში თი­თო­ე­ულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა და სკო­ლამ თქვენ გვერ­დით გვი­გუ­ლეთ, მხო­ლოდ, რო­გორც ხე­დავთ და იცით,  ხმა­უ­რი­ა­ნი გვერ­დ­ში დგო­მა ჩვენ არ გვჩვე­ვია – მოჩ­ვე­ნე­ბით და ხმა­უ­რის გა­მო­საწ­ვე­ვად და­წე­რილ თუნ­დაც ერთ „კრი­ტი­კულ“ წე­რილს ვამ­ჯო­ბი­ნებთ ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის, პირ­ველ რიგ­ში კი, თქვე­ნი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე გულ­წ­რ­ფელ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ რე­ა­გი­რე­ბას. 22-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­აც სწო­რედ ასეთ­მა, არ მო­მე­რი­დე­ბა ამის თქმა, აკა­დე­მი­ურ­მა სტილ­მა გა­ნა­პი­რო­ბა და არა რე­ი­ტინ­გულ­მა ხმა­ურ­მა.
ბუ­ნებ­რი­ვია, ახა­ლი წლის მი­ლოც­ვი­სა და მად­ლო­ბის გა­რე­შე ვერც ეს წე­ლი ჩა­ივ­ლის. ჰო­და, მად­ლო­ბას გიხ­დით ჩვე­ნო ხელ­მომ­წე­რე­ბო და მკითხ­ვე­ლე­ბო მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი ერ­თ­გუ­ლე­ბის­თ­ვის, კი­დევ ერ­თი წლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის და დამ­დეგ ახალ წელს გი­ლო­ცავთ!
ძა­ლი­ან რთუ­ლი წე­ლი­წა­დის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლიც, უმე­ტეს­წი­ლად, არატ­რა­დი­ცი­ულ ფორ­მატ­ში წა­რი­მარ­თა, ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მა­ინც შედ­გა. ვა­ფა­სებთ, რომ გა­გე­ბით მო­ე­კი­დეთ ამ ყვე­ლა­ფერს და ბო­დიშს გიხ­დით იმ შე­ფერ­ხე­ბის­თ­ვის, რაც ფორს-მა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ას თან ახ­ლ­და. იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ივ­ლის, ქვე­ყა­ნა ჩვე­ულ რიტმს და­უბ­რუნ­დე­ბა, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა კი, 2021 წელს კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რი გახ­დე­ბა. ჩვენს მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად, ბუ­ნებ­რი­ვია, ისევ დარ­ჩე­ბა ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის პრობ­ლე­მე­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის გა­შუ­ქე­ბა, პე­და­გო­გე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა. თქვენს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი ჩვენ­თ­ვის, დღემ­დე, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვაა. ასე­თი­ვე რო­ლი გვინ­და შე­ვას­რუ­ლოთ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­შიც, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ერ­თა­დერთ წყა­როდ ვრჩე­ბით – მშობ­ლი­ურ ენა­ზე მი­ი­ღონ და გა­მო­აქ­ვეყ­ნონ მათ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია და მე­თო­დუ­რი წე­რი­ლე­ბი კო­ლე­გე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.
ამ წლის ბო­ლო ნო­მე­რი 24 დე­კემ­ბერს გა­მო­ვა, 2021 წელს, ბევ­რი სი­ახ­ლით და­გიბ­რუნ­დე­ბით, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ში კი, თქვენ უპირ­ვე­ლე­სი ად­გი­ლი გი­ჭი­რავთ.
თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ჩვენ­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია.
ბედ­ნი­ერ წელს გი­სურ­ვებთ!
„ახალი განათლების“ რედაქტორი ლა­ლი ჯე­ლა­ძე

საახალწლო მიმართვა ერთგულ მკითხველს

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები