30 აპრილი, სამშაბათი, 2024

დე­და­ე­ნის დღე და ჩვე­ნი სა­ფიქ­რა­ლი

spot_img

ლეილა ხონელიძე
სსიპ ილ. ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ფო­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

არა  მარ­ტო სიტყ­ვი­ე­რე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, არა­მედ ყვე­ლა, ვი­საც ოდ­ნავ მა­ინც აწუ­ხებს  ქვეყ­ნის, მშობ­ლი­უ­რი ენის, მო­მავ­ლის ბე­დი, გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით აკ­ვირ­დე­ბა, რო­გორ ვა­ღა­რი­ბებთ ქარ­თულ ენას, რო­გორ ვა­მა­ხინ­ჯებთ ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან თუ პრე­სის ფურ­ც­ლე­ბი­დან, რო­გორ და­ვი­და ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­მეტყ­ვე­ლო ლექ­სი­კა რამ­დე­ნი­მე ათე­ულ (უკე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში!) სიტყ­ვამ­დე.

ჰოდა, რო­ცა მო­რი­გი სა­ტე­ლე­ვი­ზიო „მარ­გა­ლი­ტი“ მო­ვის­მი­ნე ერთ-ერ­თი გა­და­ცე­მი­დან, რო­მელ­შიც  წამ­ყ­ვა­ნი გა­და­ცე­მის გმირ­ზე ამ­ბობ­და, რომ და­ი­ბა­და, შვი­დი თვი­სა იყოო (სა­ვა­რა­უ­დოდ, დღე­ნაკ­ლულს გუ­ლის­ხ­მობ­და), მით უმე­ტეს, რომ ამას ჩვენს სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი კვი­რე­უ­ლის გახ­ს­ნა და­ემ­თხ­ვა, გა­დავ­წყ­ვი­ტე, რამ­დე­ნი­მე კითხ­ვა და­მეს­ვა ყვე­ლა იმ კლა­სის მოს­წავ­ლი­სათ­ვის, რო­მელ­თაც ვას­წავ­ლი და რო­მელ­თაც არა­ერ­თ­გ­ზის მო­უს­მე­ნი­ათ (და არამ­ხო­ ლოდ ჩემ­გან), რო­გო­რი გაფ­რ­თხი­ლე­ბა და მოვ­ლა სჭირ­დე­ბა ქარ­თულ ენას, რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ ამის­თ­ვის, რო­გორ „არ უნ­და შე­ვე­ხოთ ენას ცოდ­ვი­ლის ხე­ლით“.

კითხ­ვე­ბი ამ­გ­ვა­რი გახ­ლ­დათ:

1) რა იცით დე­და­ე­ნის დღის – 14 აპ­რი­ლის შე­სა­ხებ?

2) თქვე­ნი აზ­რით, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღეს ქარ­თუ­ლი ენა? ემუქ­რე­ბა თუ არა მას რა­ი­მე საფ­რ­თხე და თუ ემუქ­რე­ბა, რა საფ­რ­თხეა ეს?

3) რო­გო­რია თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დე­და­ე­ნი­სად­მი? აკე­თებთ თუ არა ყვე­ლა­ფერს მის და­სა­ცა­ვად?

4) თქვე­ნი აზ­რით, რით შე­იძ­ლე­ბა ეშ­ვე­ლოს ენას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს?

5) რო­გო­რია დღე­ვან­დე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ენა და ახ­დენს თუ არა ის გავ­ლე­ნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე?

6) რო­მე­ლი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა გიყ­ვართ გა­მორ­ჩე­უ­ლად?

7) რო­მელ სიტყ­ვებს ხმა­რობთ ყვე­ლა­ზე ხში­რად?

8) რო­მე­ლი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა გე­ხა­მუ­შე­ბათ?

9) რა არის თქვენ­თ­ვის დე­და­ე­ნა?

პა­სუ­ხე­ბის ანა­ლიზ­მა მეც ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რა, ზოგ­მა გა­მაკ­ვირ­ვა, ზოგ­მა აღ­მაშ­ფო­თა კი­დეც, ზოგ­მა იმე­დის ნა­პერ­წ­კა­ლიც გა­მი­ჩი­ნა.

სამ­წუ­ხა­როდ, მი­უ­ხე­და­ვად ჩვენ მი­ერ არა­ერ­თხელ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­უბ­რი­სა, ღო­ნის­ძი­ე­ბი­სა, აქ­ტი­ვო­ბი­სა, მოს­წავ­ლე­თა დიდ­მა ნა­წილ­მა არა­ფე­რი იცო­და (ან არა­ფე­რი ახ­სოვ­და) დე­და­ე­ნის დღის შე­სა­ხებ: „არა­ფე­რი ვი­ცი, გარ­და იმი­სა, რომ დე­და­ე­ნის დღეა“; „სამ­წუ­ხა­როდ, არა­ფე­რი ვი­ცი, მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლის ბევ­რ­ჯერ მო­ნა­ყო­ლი­სა“.

იყ­ვ­ნენ ბავ­შ­ვე­ბიც, რო­მელ­თაც გარ­კ­ვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დათ ამ დღის ის­ტო­რი­ა­ზე: „36 წლის წინ, 1978 წლის 14 აპ­რილს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვ­ლა მო­აწყო და წინ აღუდ­გა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქარ­თუ­ლი ენის, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო ენის, გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ“ (სტი­ლი და­ცუ­ლია – ლ.ხ.); „14 აპ­რილს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე გა­მო­ვი­და, რა­თა ქარ­თუ­ლი ენი­სათ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სტა­ტუ­სი არ ჩა­მო­ერ­თ­მი­ათ“; „14 აპ­რილს გა­და­ვარ­ჩი­ნეთ ქარ­თუ­ლი ენა!“; „14 აპ­რილს მო­ვი­პო­ვეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ გვე­სა­უბ­რა ჩვენს მშობ­ლი­ურ ენა­ზე“.

რო­ცა ქარ­თუ­ლი ენის დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ, სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბით ბევ­რ­მა გა­ნაცხა­და: „ქარ­თულ ენას არა­ნა­ი­რი საფ­რ­თხე არ ემუქ­რე­ბა!“; „დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ დღეს ქარ­თულ ენას არა­ნა­ი­რი საფ­რ­თხე არ ემუქ­რე­ბა“; „დღეს ქარ­თუ­ლი ენა კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია“; თუმ­ცა აქ­ვე იყო პა­სუ­ხე­ბიც, რომ­ლებ­შიც კარ­გად ჩანს, რა­ში ხე­და­ვენ ამ საფ­რ­თხეს ბავ­შ­ვე­ბი (უპირ­ვე­ლე­სად, ბარ­ბა­რიზ­მე­ბის მო­ძა­ლე­ბაა, მა­თი აზ­რით, მთა­ვა­რი საფ­რ­თხე): „ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა (გან­სა­კუთ­რე­ბით – ახალ­გაზ­რ­დე­ბი), ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში სა­უბ­რობს ჟარ­გო­ნე­ბით, რაც ქარ­თულ ენას უქ­მ­ნის საფ­რ­თხეს“; „დღეს თით­ქ­მის ყვე­ლა იყე­ნებს ბარ­ბა­რიზ­მებს, ჟარ­გო­ნებს, სლენგს, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ამა­ხინ­ჯებს ენას და შე­იძ­ლე­ბა, იმ­დე­ნად მი­ვეჩ­ვი­ოთ უცხო ენი­დან შე­მო­ტა­ნილ სიტყ­ვებს, რომ ჩვე­ნი ენა დაგ­ვა­ვიწყ­დეს“; „ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, მარ­თა­ლია, 1978 წლის 14 აპ­რილს გა­და­ვურ­ჩით ენის და­კარ­გ­ვას, მაგ­რამ საფ­რ­თხე დღეს­დღე­ო­ბი­თაც არ­სე­ბობს“; „ქარ­თულ სიტყ­ვებს უცხო­უ­რი სიტყ­ვე­ბით ანაც­ვ­ლე­ბენ, იყე­ნე­ბენ ბარ­ბა­რიზ­მებს, რაც საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის ენის არ­სე­ბო­ბას“; „მარ­თა­ლია, არა­ვინ ცდი­ლობს ჩვენ­თ­ვის ენის წარ­თ­მე­ვას, თუმ­ცა ქარ­თ­ვე­ლე­ბი ვერ და არ ვუფ­რ­თხილ­დე­ბით მას, ვი­ყე­ნებთ ბარ­ბა­რიზ­მებს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ულა­მა­ზე­სი სიტყ­ვე­ბი გვაქვს ქარ­თულ­ში“; „ქარ­თ­ვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ერთ წი­ნა­და­დე­ბა­შიც კი მრა­ვალ შეც­დო­მას უშ­ვებს“; „ბევრ ბარ­ბა­რიზმს ვი­ყე­ნებთ და და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი და მწი­რი ქარ­თუ­ლით ვმეტყ­ვე­ლებთ“; „რა თქმა უნ­და, ქარ­თულ ენას ემუქ­რე­ბა საფ­რ­თხე ჩვე­ნი უდი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო, ვლა­პა­რა­კობთ გა­უ­მარ­თა­ვად, ვწერთ გა­უ­მარ­თა­ვად“; „ქარ­თულ ენას საფ­რ­თხე ემუქ­რე­ბა ჩვენ­გან, რად­გან ჩვე­ნი თა­ო­ბა ვერ ხვდე­ბა ენის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს“.

პა­სუ­ხე­ბი­დან ისიც კარ­გად ჩან­და, რომ სა­კუ­თარ „წვლილ­საც“ აც­ნო­ბი­ე­რებ­დ­ნენ ამ საფ­რ­თხის არ­სე­ბო­ბა­ში, ერ­თ­მა ისიც კი და­წე­რა: „დი­ახ, ემუქ­რე­ბა ქარ­თულ ენას საფ­რ­თხე ჩვე­ნის­თა­ნე­ბის ხელ­ში“.

წა­ვი­კითხე ბევ­რი გულ­წ­რ­ფე­ლი აღი­ა­რე­ბა იმი­სა, რომ არა­ფერს (ვე­რა­ფერს) ან თით­ქ­მის არა­ფერს (ვე­რა­ფერს) აკე­თებს უმ­რავ­ლე­სო­ბა ქარ­თუ­ლი ენის და­სა­ცა­ვად: „მის და­სა­ცა­ვად, სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ“; „ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო მის და­სა­ცა­ვად, მაგ­რამ ხან­და­ხან მეც მეშ­ლე­ბა“; „ქარ­თუ­ლი ენა კი მომ­წონს და მიყ­ვარს, მაგ­რამ, ჩე­მი აზ­რით, მე მის და­სა­ცა­ვად ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ“; „სი­მარ­თ­ლე რომ ვთქვა, სამ­წუ­ხა­როდ, სა­კად­რი­სად ვერ ვი­ცავ, რო­ცა სხვა ბარ­ბა­რიზ­მე­ბით სა­უბ­რობს, ვაძ­ლევ შე­ნიშ­ვ­ნას, თუმ­ცა ზოგ­ჯერ მეც იმას ვამ­ბობ, რა­საც სხვას ვუ­წუ­ნებ“; „ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ მის და­სა­ცა­ვად, მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად კი­დევ ბევ­რია სას­წავ­ლი“; „ყვე­ლა­ფერს ვერ ვა­კე­თებ, მაგ­რამ ვცდი­ლობ, რომ სწო­რად ვი­მეტყ­ვე­ლო“; „ვერ ვიტყ­ვი, რომ რა­მეს გან­სა­კუთ­რე­ბულს ვა­კე­თებ, მაგ­რამ ვცდი­ლობ, სწო­რი და გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით ვი­სა­უბ­რო“; „ვცდი­ლობ, ქარ­თუ­ლი ენა „და­ვიც­ვა“ და ვი­სა­უბ­რო გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით, მაგ­რამ ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ გა­მომ­დის, სამ­წუ­ხა­როდ, მეც იმ ახალ­გაზ­რ­დე­ბის სი­ა­ში ვარ, რომ­ლებ­საც ხში­რად ავიწყ­დე­ბათ ბარ­ბა­რიზ­მე­ბის ქარ­თუ­ლი შე­სატყ­ვი­სე­ბი“; „ვცდი­ლობ, ჩე­მი ლექ­სი­კა გა­ვამ­დიდ­რო წიგ­ნე­ბის კითხ­ვით“; „მე არ ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს ჩე­მი ენის და­სა­ცა­ვად, მარ­ტო ენის სიყ­ვა­რუ­ლი არ კმა­რა“; „ზოგ­ჯერ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებ­საც ვუს­წო­რებ ხოლ­მე“; „რო­ცა ვხე­დავ, რომ სიტყ­ვებს არას­წო­რად წარ­მოთ­ქ­ვა­მენ, ვცდი­ლობ, ყო­ველ­თ­ვის შე­ვუს­წო­რო“; „ასე სათ­ქ­მე­ლად მარ­ტი­ვია, შე­მიძ­ლია, დავ­წე­რო: „დი­ახ, მე ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ“, „მაგ­რამ მთა­ვა­რია, საქ­მით რო­გორ და­ვი­ცავ ენას“. თით­ქ­მის ყვე­ლა მათ­გან­მა იცის, რომ ენას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს ეშ­ვე­ლე­ბა მე­ტი კითხ­ვით, სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბით, ყო­ველ­დღი­ურ მეტყ­ვე­ლე­ბა­ში ბარ­ბა­რიზ­მებ­ზე უარის თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის იმის მუდ­მი­ვი შეხ­სე­ნე­ბით, რო­გო­რი რთუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი ენის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და რის ფა­სად და­უჯ­დათ ეს ქარ­თ­ვე­ლებს.

ფაქ­ტია, რომ ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ებს ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი ნაკ­ლე­ბად უყუ­რე­ბენ (მე შენ გეტყ­ვი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი დახ­ვ­დე­ბათ შე­მეც­ნე­ბი­თი გა­და­ცე­მე­ბი­სა!), მაგ­რამ, ვი­საც ყუ­რი მო­უკ­რავს  ან თვა­ლი უდევ­ნე­ბია რო­მე­ლი­მე გა­და­ცე­მი­სათ­ვის, დას­კ­ვ­ნა­საც ასეთს აკე­თებს: „ენას ისე ამა­ხინ­ჯე­ბენ, რომ მათ მოს­მე­ნას აჯო­ბებს, ტე­ლე­ვი­ზო­რი სა­ერ­თოდ გა­მოვ­რ­თოთ“. ერ­თ­მა კი სუ­ლაც ასე­თი პა­სუ­ხი გამ­ცა კითხ­ვა­ზე: რო­გო­რია დღე­ვან­დე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ენა?: „ჟურ­ნა­ლის­ტებს რომ ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში შეც­დო­მე­ბი აქვთ, ამ­დენს მეც კი არ ვუშ­ვებ შე­მა­ჯა­მე­ბელ­შიო“.

რაც შე­ე­ხე­ბა მათ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რელ ქარ­თულ სიტყ­ვებს, აქაც სტან­დარ­ტუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გახ­ლ­დათ: მიყ­ვარ­ხარ, მე­ნატ­რე­ბი, შე­მო­გევ­ლე, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა, ულა­მა­ზე­სი, სა­გან­ძუ­რი, დე­და, ოჯა­ხი, დე­და­ე­ნა, ბუ­ნე­ბა, ცის­კა­რი, შთამ­ბეჭ­და­ვი, სიყ­ვა­რუ­ლი, გა­სა­ო­ცა­რი, სა­ი­დუმ­ლო, სა­უნ­ჯე, სატ­რ­ფო, გა­მარ­ჯო­ბა, კუს­კუ­სი, ნარ­ნა­რი, ბო­დი­ში;  სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში „თა­ვი­სუფ­ლე­ბის“, „პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის“, „მად­ლი­ე­რე­ბის“ ვა­ჟა­სე­უ­ლი „აფორ­თ­ქ­ლე­ბუ­ლის“ აღ­მო­ჩე­ნა, ერ­თ­მა გა­მორ­ჩე­ულ სიტყ­ვად „ჟრჟო­ლა“ და­ა­სა­ხე­ლა („ვერ­ცერთ სხვა ენა­ში ვერ მო­ძებ­ნით ამ სიტყ­ვის გან­მარ­ტე­ბას, მე კი ზუს­ტად ვგრძნობ, რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა“), მე­ო­რემ – „მიყ­ვარ­ხარ“ („ბა­ნა­ლუ­რად ჟღერს, მაგ­რამ გა­მორ­ჩე­უ­ლი სიტყ­ვაა ჩემ­თ­ვის „მიყ­ვარ­ხარ“ – ხში­რად არ ვამ­ბობ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ლა­მა­ზია“) მე­სა­მემ – „თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი“ („მე მიყ­ვარს „თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი“ – არ ვი­ცი, რად, მაგ­რამ მომ­წონს“).

მა­თი დღის რე­ჟი­მის წარ­მოდ­გე­ნაც მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხით – ყვე­ლა­ზე ხში­რად რო­მელ სიტყ­ვებს იყე­ნე­ბენ? ასე­თი აღ­მოჩ­ნ­და სიტყ­ვე­ბი: მინ­და, თა­მა­ში, ვის­წავ­ლე, დე­და, გა­მარ­ჯო­ბა, ნახ­ვამ­დის, კი, არა, გა­ჩერ­დი, ამი­ტომ, ნაკ­ლე­ბად, თით­ქოს, ალ­ბათ, მე­ძი­ნე­ბა, მშია, მე­ზა­რე­ბა, ვნა­ხოთ, შე­იძ­ლე­ბა, და­მა­ვიწყ­და, სკო­ლა, გაკ­ვე­თი­ლე­ბი, და­ვა­ლე­ბა, მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, ვი­მე­ცა­დი­ნე; ფრა­ზე­ბი: თა­ვი და­მა­ნე­ბე, არ მომ­წონს, ვი­მე­ცა­დი­ნე უკ­ვე, არ მაქვს და­სა­წე­რი, აუ, ცუ­დად ვარ, გა­დი რა…

რო­ცა უნ­და ეპა­სუ­ხათ კითხ­ვის­თ­ვის, რო­მე­ლი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა ეხა­მუ­შე­ბათ, ყუ­რად­სა­ღე­ბად მო­მეჩ­ვე­ნა ერ­თი პა­სუ­ხი: „გა­აჩ­ნია, ადა­მი­ა­ნი რო­გორ წარ­მოთ­ქ­ვამს, თო­რემ ისე არც ერ­თი სიტყ­ვა არ მე­ხა­მუ­შე­ბა“. ამ თან­მ­ხ­ლე­ბი ინ­ტო­ნა­ცი­ის  გა­მო ხომ არ ეხა­მუ­შე­ბათ ნე­ტა ის სიტყ­ვე­ბი და ფრა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­მოთ­ვა­ლეს და რო­მელ­თაც ინ­ტო­ნა­ცი­ის გა­რე­შეც არ აკ­ლი­ათ უარ­ყო­ფი­თი კო­ნო­ტა­ცია (უზ­რ­დე­ლი, დე­ბი­ლი, ჩლუნ­გი, თავ­ხე­დი, ტუ­ტუ­ცი, ლა­ჩა­რი, მე­ზიზღე­ბა, ვნა­ხოთ, შე­იძ­ლე­ბა, მგო­ნი, სუ­ლე­ლი, რა­ტომ ვერ წერ? რა გჭირს? ვერ შეძ­ლებ!). მრავ­ლის­მ­თ­ქ­მე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, და­მე­თან­ხ­მე­ბით!

ბო­ლო კითხ­ვა ამ­გ­ვა­რი იყო – რა არის თქვენ­თ­ვის დე­და­ე­ნა? გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ი­ღე, ზო­გი – გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი, ზო­გი – გულ­წ­რ­ფე­ლად მარ­ტი­ვი: სიყ­ვა­რუ­ლი, ღმერ­თი, გან­ძი, თბი­ლი და ტკბი­ლი დე­და­სა­ვით; მა­მუ­ლი­ვით სა­ნუკ­ვა­რი და რწმე­ნა­სა­ვით გა­საფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი; ჩვე­ნი წარ­სუ­ლი და ის­ტო­რია; „ის, რაც მე ჩემს სამ­შობ­ლოს­თან მა­კავ­ში­რებს“; „ის, რა­საც, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მე­ტად უნ­და გა­ვუფ­რ­თხილ­დე“; „ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მახ­სე­ნებს“ და ჩემ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი პა­სუ­ხი – „დე­და­ე­ნა ჩემ­თ­ვის არის ის, რის გა­რე­შეც სულ სხვა პი­როვ­ნე­ბა ვიქ­ნე­ბო­დი“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები