30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ჩვალ­ბე­ჩი­დან დეხ­ვი­რამ­დე – 150 წე­ლი

spot_img

„ლეჩხუ­მის სა­შუ­ალს, ცხე­ნის­წყ­ლის კი­დე­ზედ არის ცი­ხე კლდე­სა ზე­და შე­ნი, დეხ­ვი­რი, თა­ვი თა­კუ­ე­რი­სა, რა­მე­თუ, რო­მელ­სა უპყ­რავს იგი, მორ­ჩი­ლე­ბი­სა მის­სა ში­ნა არი­ან სრუ­ლი­ად.“

ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნი

 

ის­ტო­რი­უ­ლი სო­ფე­ლი დეხ­ვი­რი რა­ჭა-ლეჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის მხა­რის ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს, ცა­გე­რის ქვა­ბულ­ში, მდი­ნა­რე ცხე­ნის­წყ­ლის მარ­ცხე­ნა მხა­რეს. სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რედ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე, ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დის, თაკ­ვე­რად და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან დეხ­ვი­რად წო­დე­ბუ­ლი, ცი­ხე-კომ­პ­ლექ­სია, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი ად­გი­ლი იყო. მე­მა­ტი­ა­ნე მოგ­ვითხ­რობს, რომ „გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­შიც ლეჩხუ­მის ცენ­ტ­რი აქ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ეს იქ­ნე­ბო­და „ლეჩხუ­მის თა­ვი“, „ლეჩხუ­მის ბა­ტო­ნი“, ძი­რი­თა­დი საყ­რ­დე­ნი. მის მპყრო­ბელს და­ე­მორ­ჩი­ლე­ბო­და მთე­ლი ლეჩხუ­მი“ (კ. კე­კე­ლი­ძე, ძვ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან).

ამ­ჟა­მად, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ღია ცის ქვეშ, ფუნქ­ცი­ო­ნი­რებს არ­ქე­ო­ლო­გი­ურ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი, რო­მე­ლიც სიძ­ვე­ლის, აღ­მო­ჩე­ნე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის კე­რაა მნახ­ველ­თათ­ვის. ცი­ხე-სი­მაგ­რის მახ­ლობ­ლად იყო მჭიდ­რო და­სახ­ლე­ბის სო­ფე­ლი ჩვალ­ბე­ჩი (ამ­ჟა­მინ­დე­ლი დეხ­ვი­რი), სა­დაც 1873 წელს პირ­ვე­ლი ერ­თ­კ­ლა­სი­ა­ნი სას­წავ­ლე­ბე­ლი გა­იხ­ს­ნა. რო­გორც ის­ტო­რია გად­მოგ­ვ­ცემს, სკო­ლა გლე­ხე­ბის ხარ­ჯით იყო აშე­ნე­ბუ­ლი და მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფას­საც გლე­ხებს ახ­დე­ვი­ნებ­დ­ნენ. სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დ­ნენ რო­გორც გლე­ხის შვი­ლე­ბი, ასე­ვე თა­ვა­დაზ­ნა­უ­რე­ბის შვი­ლე­ბიც.

სკო­ლის პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ახალ­კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მი­ხე­ილ გო­ლე­თი­ა­ნი ყო­ფი­ლა.

1949 წელს სკო­ლა რვაწ­ლი­ა­ნად გა­და­კეთ­და და პირ­ველ დი­რექ­ტო­რად სა­მა­მუ­ლო ომის ვე­ტე­რა­ნი ლუ­არ­საბ გას­ვი­ა­ნი და­ი­ნიშ­ნა. აქ­ვე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და „ღა­მის სკო­ლა“, სა­დაც, მოზ­რ­დილ­თა ჯგუფ­ში (მე-7, მე-8, მე-9 კლა­სე­ბი), წე­რა-კითხ­ვას შე­მოკ­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მით ეუფ­ლე­ბოდ­ნენ სოფ­ლის მკვიდ­რ­ნი და მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე სკო­ლას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დ­ნენ ღირ­სე­უ­ლი პე­და­გო­გე­ბი: ამ­ბერ­კი სი­ლა­გა­ძე, გუ­ლი­ვერ ბრეგ­ვა­ძე, ინ­დი­სი ბრეგ­ვა­ძე, ჯა­ჯუ ჭა­ბუ­კი­ა­ნი, თა­მაზ ხე­ცუ­რი­ა­ნი. მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის საქ­მეს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და უამ­რა­ვი ღვაწ­ლ­მო­სი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი: გე­რონ­ტი კო­პა­ლი­ა­ნი, ეკა­ტე­რი­ნე ასა­თი­ა­ნი, შიო ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი, გრი­შა ცხვე­დი­ა­ნი, გრი­შა ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი, ლო­ლა ჭა­ბუ­კი­ა­ნი, ნო­რა გას­ვი­ა­ნი, შა­მილ დევ­და­რი­ა­ნი, თა­მარ დარ­სა­ძე, მე­რი გალ­და­ვა, გა­ლაქ­ტი­ონ ჭა­ბუ­კი­ა­ნი, ნუგ­ზარ ჭა­ბუ­კი­ა­ნი, გია მუშ­კუ­დი­ა­ნი ,ემე­ლი ხუ­ცი­ძე, ბე­ჟან ბრეგ­ვა­ძე, ვა­სილ ჭა­ბუ­კი­ა­ნი. გარ­დაც­ვ­ლი­ლი პე­და­გო­გე­ბის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ და მა­თი ღვაწ­ლის უკ­ვ­დავ­სა­ყო­ფად სკო­ლას ამ­შ­ვე­ნებს სა­პა­ტიო და­ფა „ჩვე­ნი სკო­ლის მა­ტი­ა­ნე“. არ ვი­ვიწყებთ, ვმე­გობ­რობთ და აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ სკო­ლი­დან წა­სულ, ხან­დაზ­მულ პე­და­გო­გებ­თან, რომ­ლე­ბიც ხში­რად სტუმ­რო­ბენ სკო­ლას და მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სას­კო­ლო პრო­ექ­ტ­სა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში.

2011 წელს აშენ­და ახა­ლი სკო­ლის შე­ნო­ბა, რა­შიც დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის იმ­დ­რო­ინ­დელ დი­რექ­ტორს, ბა­ტონ თა­მაზ ხე­ცუ­რი­ანს.

ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის, პრობ­ლე­მი­სა და გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­და სკო­ლა, მაგ­რამ გო­ნივ­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბით, მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე ზრუნ­ვი­თა და საქ­მი­სად­მი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, სო­ფელ­ში ამა­ყად დგას სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე სას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის 150 წლის იუბი­ლე გრან­დი­ო­ზუ­ლად და შთამ­ბეჭ­და­ვად აღ­ვ­ნიშ­ნეთ. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ რა­ჭა-ლეჩხუმ-ქვე­მო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნი­ის, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი; სა­პა­ტიო სტუმ­რად მოწ­ვე­უ­ლი იყ­ვ­ნენ სკო­ლის წი­ნა­მორ­ბე­დი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი და ღვაწ­ლ­მო­სი­ლი პე­და­გო­გე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ის­ტო­რი­უ­ლი სოფ­ლის ეთ­ნოგ­რა­ფია, კულ­ტუ­რა და ის­ტო­რია.

სკო­ლა მე­ო­რე ოჯა­ხია, სა­დაც მარ­თ­ვის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტი­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მოა შექ­მ­ნი­ლი. მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლია მე­გობ­რო­ბა­სა და ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის მზა­ო­ბას შე­ი­ძი­ნონ ცოდ­ნა, გა­მო­ავ­ლი­ნონ თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი და მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი გა­ვიდ­ნენ ცხოვ­რე­ბის ფარ­თო გზა­ზე. სკო­ლის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას აცოცხ­ლებს და ახა­ლი­სებს სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, სა­ვე­ლე გაკ­ვე­თი­ლე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბით-შე­მეც­ნე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

სკო­ლა­ში გვაქვს სას­წავ­ლო ნაკ­ვე­თი. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დეგ, ჩვენს სო­ფელს და მშობ­ლი­ურ ად­გი­ლებს და­ვუბ­რუ­ნეთ ავ­თენ­ტუ­რი ჯი­შის ხორ­ბ­ლის სა­ხე­ო­ბა (ზან­დუ­რი, მა­ხა), სკო­ლის ბა­ღი გან­ვა­ახ­ლეთ და გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნეთ გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი ლეჩხუ­მუ­რი ვაშ­ლის უნი­კა­ლუ­რი ჯი­შე­ბით (ყი­ნუ­ლი, აბი­ლა­უ­რი, ნა­ცა­რა); სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან შე­მო­ვი­ტა­ნეთ და გა­ვა­შე­ნეთ წიწ­ვო­ვა­ნი და ფოთ­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი. ჩვე­ნი ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა სას­კო­ლო გა­რე­მო­ზე და მის გამ­წ­ვა­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვა.

მინ­და გა­გაც­ნოთ იმ სას­კო­ლო და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც ჩვენ­მა სკო­ლამ გა­ი­მარ­ჯ­ვა:

  1. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „და­ვიც­ვათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სი­სუფ­თა­ვე“ გა­რე­მოს­დაც­ვით კონ­კურ­ს­ში, პრო­ექ­ტით „გა­ამ­წ­ვა­ნე ჩვე­ნი ეზო“;
  2. იდე­ე­ბის კონ­კურ­ს­ში – „ორ­ბე­ლი­ა­ნი მე­ტის“, „UNDP, GEORGIA“-ს, ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ი­სა და თე­მის მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბით-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ღია სივ­რ­ცე „ვა­ჩუ­ქოთ მო­მა­ვალს ფე­რა­დი სამ­ყა­რო“;
  3. გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის მი­ერ (FEE) გა­მოცხა­დე­ბულ საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით გა­მარ­ჯ­ვე­ბულ 60 სა­უ­კე­თე­სო სკო­ლას შო­რის, პრო­ექ­ტით „აჩუ­ქე ნივ­თებს მე­ო­რე სი­ცოცხ­ლე — შე­ამ­ცი­რე ნარ­ჩე­ნე­ბი“;
  4. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Keep Georgia Tidy — და­ვიც­ვათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სი­სუფ­თა­ვე „ეკოს­კო­ლე­ბის გზავ­ნი­ლე­ბის“ კონ­კურ­ს­ში;
  5. კონ­სორ­ცი­უმ კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის (KAS) ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში „ეს ქვე­ყა­ნა შე­ნია“;
  6. ფო­ტოგ­რა­ფი­ის კონ­კურ­ს­ში „გა­ზარ­დე შე­ნი ხე­ლით“, რომ­ლის ორ­გ­ზა­ნი­ზა­ტო­რია ეკოს­კო­ლე­ბის პროგ­რა­მა ეს­ტო­ნეთ­ში, რო­მელ­შიც 9 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ ბავ­შ­ვ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში, მი­ვი­ღეთ „აუდი­ტო­რი­ის საყ­ვა­რე­ლი ფო­ტოს“ ტი­ტუ­ლი და „გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის საყ­ვა­რე­ლი ფო­ტოს“ ტი­ტუ­ლი.
  7. გვყავს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რის კონ­კურ­სის „მწვა­ნე ჯილ­დოს“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი – გვან­ცა ჭა­ბუ­კი­ა­ნი;

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბით სკო­ლამ არა­ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გრან­ტი მო­ი­პო­ვა, რო­მე­ლიც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის შე­ძე­ნა­სა და სას­წავ­ლო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მოხ­მარ­და. სკო­ლა ჩარ­თუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკოს­კო­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში. მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ, სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს მოს­წავ­ლე­თა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბას გა­რე­მოს დაც­ვის სა­კითხებ­ში, აგ­რეთ­ვე, შრო­მის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მიმ­დი­ნა­რე წელს მო­ვი­პო­ვებთ „მწვა­ნე დრო­შის“ სტა­ტუსს.

მშობ­ლებ­თან, თემ­თან, მუ­ნი­ცი­პა­ლურ სტრუქ­ტუ­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მა­თი მხარ­და­ჭე­რი­თა და ჩარ­თუ­ლო­ბით კუ­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა თუ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვგეგ­მავთ მო­მა­ვალ­ში. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლა კვლა­ვაც ბევრ სი­ახ­ლეს შეს­თა­ვა­ზებს თა­ვის აღ­საზ­რ­დე­ლებს.

ხა­თუ­ნა ხე­ცუ­რი­ა­ნი
სსიპ ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დეხ­ვი­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები