27 აპრილი, შაბათი, 2024

ლექსის სახეები – ტრიოლეტი, მუხამბაზი და იამბიკო

spot_img

 

 ექსი მხატვრული ნაწარმოებია, რომელშიც აზრები ხატოვნადაა გამოსახული და უმეტესად დაცულია მარცვლების რაოდენობა  (სალექსო ზომა ანუ მეტრი), მარცვალთა თანაზომიერი გამეორება (რიტმულობა) და სხვადასხვა სტრიქონში განმეორებულია ბგერები (რითმა). ეს განმარტება კონვერსიული, ანუ რითმიანი ლექსისთვისაა. არსებობს ურითმო ლექსებიც.

არსებობს ლექსის მრავალი სახე,  მათ შორისაა ტრიოლეტი, მუხამბაზი და იამბიკო. განვიხილოთ ლექსის ეს სამი სახეობა.

რიოლეტი  არის რვა ტაეპიანი ლექსი, რომელშიც პირველი ტაეპი სამჯერ მეორდება. რიოლეტს გააჩნია ორი სახის რითმა,  ამ რვა ტაეპიდან პირველი, მესამე , მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე ტაეპები ერთ რითმას ატარებს, ხოლო მეორე, მეექვსე, და მერვე _ მეორეს.

მაგალითად ავიღოთ ვალერიან გაფრინდაშვილის „სანტიმენტალური ტრიოლეტი“:

1.ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
2. ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
3. შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა,
4.ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
5. მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა,
6. ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი.
7. ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
8. ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.

ტრიოლეტის რითმული წყობა გრაფიკულად ასეთია: abaaabab.

რიოლეტი გავრცელებული იყო შუა საუკუნეების ფრანგულ პოეზიაში (ტერმინი მომდინარეობს იტალიურ-ფრანგულიდან), საქართველოში კი XX საუკუნის 10-იან წლებში დაამკვიდრეს ქართველმა პოეტებმა ვალერიან გაფრინდაშვილმა, პაოლო იაშვილმა, იოსებ გრიშაშვილმა და ალექსანდრე აბაშელმა.

უხამბაზი (არაბულიდან მომდინარე ტერმინია და ნიშნავს მუხამას _ ხუთეული) არ არის შეზღუდული სტროფების რაოდენობაში, პირველი სტროფის ხუთივე ტაეპი ატარებს ერთ რითმას და იგივე რითმა შემდეგ დანარჩენი სტროფების ბოლო ტაეპებში მეორდება. პირველი სტროფის მომდევნო სტროფების ყოველ პირველ ოთხ ტაეპს საკუთარი საერთო მომდევნო რითმები აქვს. რითმული წყობა გრაფიკულად ასეთია: aaaaa, bbbba, cccca…

მუხამბაზი ლექსის იმდენად ცნობილი და პოპულარული სახე იყო, რომ ბესიკმა ირანის შაჰისგან ჯილდოდ მიიღო ბრილიანტით მოჭედილი თარი, ხოლო საიათნოვამ ერეკლე მეორისაგან _ ძვირფასი ხალათი. მუხამბაზი პოპულარული იყო ქართველი რომანტიკოსების შემოქმედებაშიც.

ამბიკო ბერძნულ პოეზიაში სახუმარო, დაცინვითი შინაარის ლექსს აღნიშნავდა. ძველ ქართულ სასულიერო პოეზიაში იამბიკოს უწოდებენ ხუთმუხლიან და თორმეტმარცვლიან ურითმო ლექსს.  იამბიკო ქართულ ჰიმნოგრაფიაში გამორჩეულად პოპულარული სახე ყოფილა. ამბობენ, რომ იამბიკოები დაუწერიათ გრიგოლ ხანძთელსა და თამარ მეფესაც. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იამბიკოდ სახელდება საგალობელი „შენ ხარ ვენახი“ (მეფე დემეტრე 1125-1159).

მარიამ მაისურაძე, თეთრიწყაროს რაიონის სოფ. კოდის საჯარო სკოლის  XIა კლასის მოსწავლე

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები