27 აპრილი, შაბათი, 2024

ლალი ვეფხისტყაოსანში

spot_img

„ვეფხისტყაოსანში“ ხშირად გვხვდება სხვადასხვა სახის ძვირფასი მინერალი. ზოგიერთ მათგანს ავტორი პირდაპირი მნიშვნელობით იყენებს, ზოგს კი მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებად. პოემაში ლალი სხვადასხვა სახით 38-ჯერ არის გამოყენებული: ლალი, ლალსა, ლალად, ლალითა და სხვა.

„თქვა: „მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე, ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესად-რე.“

139-ე სტროფში ავთანდილი თავის უბედობაზე საუბრობს, სამწუხაროდ უწევს თინათინისგან განშორება. ამბობს, რომ მისი ბროლის და ლალის მსგავს კანს ქარვის ფერი ედება. ამ ნაწილში სიტყვა ლალი კანის ფერის აღსანიშნავად იყენებს.

„ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა, იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა: არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა, მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა! “

ამ შემთხვევაში ლალი გამოყენებულია 207-ე სტროფში სადაც მას პიროვნების დასახასიათებლად იყენებს.

„მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს, ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს, ყელი ყელსა გადააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს, ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს. “

აქ უკვე ავთანდილის და ტარიელის შეხვედრის მონაკვეთზე გვაქვს საუბარი. სადაც ერთმანეთს ისე შეხვდნენ თითქოს უკვე დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ.  გადაეხვივნენ და ტირილი დაიწყეს. შოთა გვიამბობს, რომ მათი სახეები ლალად ღირდა.

„მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა; ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა, კარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა; იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!“

ახლა კი საუბარი გვაქვს 329 სტროფზე, სადაც ტარიელი უყვება ავთანდილს მის ამბავს. კონკრეტულად კი ნესტანის სამყოფელზე, სადაც სიცოცხლის უმეტესი ნაწილი გაატარა. ტახტრევანი კი იაგუნდის და ლალის იდგა. ამ შემთხვევაში ლალი პირდაპირი მნიშვნელობითაა გამოყენებული და არა რაიმეს დასახასიათებლად.

„ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა; ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რა დამეთვალოდა! გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მელალოდა; მუნ პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალოდა.“

აქ ლალი ორი  ფორმითაა გამოყენებული: მელალოდა და გამელალოდა. რითაც ტარიელი საკუთარ ემოციებს გადმოსცემს, რომ შეკრთა და გაწითლდა.

„ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა; შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.“

ამ შემთხვევაშიც ლალი გამოყენებულია ტახტრევანის აღსაწერად, რომ ის შემკული იყო ბროლით და ბადაღშით. ეს არის 394-ე სტროფი, სადაც საუბარია ტარიელის და ნესტანის შეხვედრაზე.

„შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა; “

წამოვიდა ტარიელი თავის საძინებელში, წამოწვა, თუმცა ძალა არ ჰქონდა რომ დაეძინა. ლალი ბროლთან ერთად გამოყენებულია ემოციების დასახასიათებლად.

„შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა; სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა! ჯამი და ჭიქა – ყველაი ფეროზისა და ლალისა.

დიდი გამარჯვების შემდეგ გაიმართა ნადიმი. ამ დრომდე ასეთი გახარებული არავინ ყოფილა. ყველაფერი ფირუზით და ლალით იყო შემკული. აქ ლალი პირდაპირი მნიშვნელობითაა გამოყენებული.

„პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აიხეწა, ლალი ქარვად გარდიქცია, ბროლი სრულად დაილეწა;“

ამ შემთხვევაში ლალი გარეგნობის აღსაწერადაა გამოყენებული, რომ სილამაზე ქარვად გადაიქცა.

„რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს, მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს!“

711-ე სტროფში ლალი გამოყენებულია ბროლთან ერთად და ქმედების აღმნიშვნელია.

„ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა.“

აქ უკვე საუბარია იმ მომენტზე, როდესაც ავთანდილი მეფეს უყვება ტარიელის ამბავს. გვერდით უზის და  ამბობს, რომ ისეთი ამბავი იყო ბაგეებს ბროლ-ლალი გასჭვრიტდა.

ნათელია რომ პოემაში ლალი მრავალმნიშვნელოვნადაა გამოყენებული. თითოეული მათგანი გამორჩეული დატვირთვის მატარებელია და ქმნის რუსთაველის სალექსო, მხატვრულ ენას.

ზურაბ კურდღელაშვილი -სსიპ გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები