26 აპრილი, პარასკევი, 2024

ინო­ვა­ცი­ე­ბის ცენ­ტ­რი – მეს­ტი­ის ახალ­გაზ­რ­დე­ბის ციფ­რუ­ლი გზამ­კ­ვ­ლე­ვი

spot_img

პრო­ექ­ტი „ინო­ვა­ცი­ე­ბის ცენ­ტ­რი – მო­მავ­ლის­თ­ვის“, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მას­შ­ტა­ბით, სსიპ ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გრან­ტის ფარ­გ­ლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მას ზე­მო სვა­ნეთ­ში მოქ­მე­დი სა­თე­მო ორ­გა­ნი­ზა­ცია „გა­ვაძ­ლი­ე­როთ სოფ­ლად ახალ­გაზ­რ­დე­ბი“ უდ­გას სა­თა­ვე­ში. პრო­ექ­ტის იდე­ის ავ­ტო­რი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ფა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის (დირექტორი – გულო ვიბლიანი) პე­და­გო­გი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „გა­ვაძ­ლი­ე­როთ სოფ­ლად ახალ­გაზ­რ­დე­ბი“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ეკა წუ­ლუ­კი­ძე.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ახალ­გაზ­რ­დებ­ში (14-29 წლამ­დე), არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში, STEM და STEAM გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის­თ­ვის სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნაა – STEM გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და ზე­მო სვა­ნე­თის სკო­ლებ­ში მი­სი და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბაა. სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი კი, ახალ­გაზ­რ­დუ­ლი პლატ­ფორ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იქ მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­სა და აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად აღ­ზ­რ­და­ზე.

 

სწო­რედ ამ მიზ­ნით, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ფა­რის ახალ­გაზ­რ­დულ ცენ­ტ­რ­ში, მო­ეწყო ინო­ვა­ცი­ე­ბის ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მოწყო­ბი­ლო­ბე­ბით აღი­ჭურ­ვა.

 
შე­იქ­მ­ნა სას­წავ­ლო კურ­სე­ბი:

1) პროგ­რა­მი­რე­ბა და ანი­მა­ცი­ე­ბი;

2) რო­ბო­ტექ­ნი­კის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი;

3) რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის მა­თე­მა­ტი­კუ­რი მო­დე­ლი­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით;

4) corel.

სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 10 თე­მი­დან, 25 ახალ­გაზ­რ­და ჩა­ერთ. 3 თვეა, ისი­ნი STEM და STEAM მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბას ეუფ­ლე­ბი­ან, კვი­რა­ში ერ­თი დღე კი, პრაქ­ტი­კულ სა­მუ­შა­ო­ებს ეთ­მო­ბა. ახალ­გაზ­რ­დე­ბი ფა­რის ინო­ვა­ცი­ე­ბის ცენ­ტ­რ­ში მი­დი­ან და თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას არ­დუ­ი­ნოს პროგ­რა­მის შე­სას­წავ­ლად იყე­ნე­ბენ.

 რა სა­ხის ცოდ­ნას იღე­ბენ ახალ­გაზ­რ­დე­ბი?

მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ Adobe Flash Professional CS6 პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბას, ქმნი­ან სას­წავ­ლო რე­სურ­სებს, რომ­ლის და­ნერ­გ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, რო­გორც ციფ­რუ­ლი რე­სურ­სის.

სწავ­ლო­ბენ რო­ბო­ტექ­ნი­კის სა­ფუძ­ვ­ლებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­ეც­ნონ ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­ინ­ჟინ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში. ამის გარ­და, გა­იღ­რ­მა­ვონ ცოდ­ნა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში და შეძ­ლონ ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი თა­ვად ემ­ზა­დე­ბი­ან, შექ­მ­ნან ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გია და მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სამ­ყა­რო­ში კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი გახ­დ­ნენ.

„პრო­ექ­ტი ხელს უწყობს, რომ ახალ­გაზ­რ­დებს კრი­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ, მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­უფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნ­დეთ, სა­ინ­ჟინ­რო და სა­კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რო უნა­რე­ბი გა­მო­უ­მუ­შავ­დეთ, მო­დე­ლი­რე­ბი­სა და კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის პრო­ცეს­ში, შეძ­ლონ და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაწყ­ვი­ტონ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ამო­ცა­ნა,“ – ამ­ბობს პრო­ექ­ტის იდე­ის ავ­ტო­რი.

სას­წავ­ლო კურსს მოწ­ვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ: სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნ­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლი­რე­ბი­სა და კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ვირ­ტუ­ა­ლურ-რე­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ავ­ტო­რი და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი; წმ. ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ის STEM-ის პე­და­გო­გი, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის მი­ერ 2019 წლის სა­უ­კე­თე­სო ისტ პე­და­გო­გის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, 2017 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კონ­კურ­სის ათე­უ­ლის წევ­რი ტო­ლია (უტა) კი­ლა­სო­ნია; პროგ­რა­მისტ-ანი­მა­ტო­რი, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­ს, კულტურისა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს პრო­ექ­ტის – buki.ge – სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი რე­სურ­სე­ბის ავ­ტო­რი ილია სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ახალ­გაზ­რ­დუ­ლი კლუ­ბი – „ROBO SPACE-რო­ბო­სივ­რ­ცე“, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ახალ­გაზ­რ­დუ­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, სვა­ნე­თის ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის STEM გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის გაზ­რ­და­ზე, აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და ახალ­გაზ­რ­დუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ზე.

კლუ­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გე­ბი, კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბა­სა და ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტ­ზე, ასე­ვე, და­საქ­მე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. „მსგავ­სი ცენ­ტ­რი და პრო­ექ­ტის ში­ნა­არ­სი, პირ­ვე­ლია მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ცოდ­ნა, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რ­დე­ბი აქ მი­ი­ღე­ბენ, დიდ გა­მოც­დი­ლე­ბად დარ­ჩე­ბა ჩვენს რე­გი­ონს. დღეს, სკო­ლებ­ში, არ გვაქვს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, რი­თიც სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ისი­ნი ვერ ხე­და­ვენ კავ­შირს ნას­წავ­ლ­სა და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას შო­რის, უჭირთ ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი. ეს პრო­ექ­ტი ხელს უწყობს სწო­რედ იმის და­ნახ­ვას, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ მოს­წავ­ლე­ებ­მა სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა სხვა­დას­ხ­ვა ფი­ზი­კუ­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის ამო­სახ­ს­ნე­ლად და ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტის შე­საქ­მ­ნე­ლად. მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თ­ვის დღი­თი დღე სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა ფი­ზი­კის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და ქი­მი­ის შეს­წავ­ლა, რად­გან ხე­და­ვენ მათ კავ­შირს იმ გა­რე­მოს­თან, რო­მელ­შიც ცხოვ­რო­ბენ. ამ მე­თო­დი­კის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი თა­ნა­მედ­რო­ვე სუ­პერ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მიღ­წე­ვებს ემ­ყა­რე­ბა, ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზე­ბის პრო­ექ­ტებს მო­ი­ცავს, რაც მოს­წავ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, გა­ეც­ნოს ფი­ზი­კურ მოვ­ლე­ნებს, პროგ­რა­მი­რე­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს, მარ­ტი­ვი ალ­გო­რით­მე­ბის შექ­მ­ნას და მათ გა­მო­ყე­ნე­ბას რო­გორც ვირ­ტუ­ა­ლურ, ასე­ვე რე­ა­ლურ გა­რე­მო­ში.

მსგავ­სი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ემ­ყა­რე­ბა ცოდ­ნის მი­ღე­ბას, რა­ი­მე ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნის ან მზა ობი­ექ­ტის (მაგ., მე­ქა­ნიზ­მის, მოწყო­ბი­ლო­ბის, მო­დე­ლის და ა.შ.) დე­ტა­ლურ შეს­წავ­ლას.

პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი  ანა­ლო­გი­უ­რი მოწყო­ბი­ლო­ბე­ბის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხ­მობს, მოს­წავ­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ მარ­ტი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მ­ნა­სა და დაპ­როგ­რა­მე­ბას, რაც კი­დევ უფ­რო გა­აღ­რ­მა­ვებს მათ ცოდ­ნას და შეს­ძენს გა­მოც­დი­ლე­ბას.

პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის პრო­ცე­სი, ამავ­დ­რო­უ­ლად, სხვა­დას­ხ­ვა მოვ­ლე­ნის კვლე­ვი­სა და ძი­რე­უ­ლი გა­აზ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.“  – ამ­ბობს ეკა წუ­ლუ­კი­ძე.

მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის პე­და­გო­გებ­სა და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რებს, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ტრე­ნინ­გე­ბიც ჩა­უ­ტარ­დათ – „რო­გორ მო­ვამ­ზა­დოთ ახალ­გაზ­რ­დე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თ­ვის და ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას“. ცხა­დია, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა, რად­გან ამით გაკ­ვე­თი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის იოლად გა­სა­გე­ბი და აღ­საქ­მე­ლია სხვა­დას­ხ­ვა მოვ­ლე­ნის არსი, ამას­თა­ნა­ვე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მხო­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე აღარ არის მი­ჯაჭ­ვუ­ლი.

რო­გორც პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გვი­ამ­ბობს, ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და ინ­ტე­რე­სი მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ახალ­გარ­ზ­დებ­ში ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის შეს­წავ­ლი­სად­მი. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სხვა­და­სხ­ვა საგ­ნებ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი იქ­მ­ნე­ბა, რაც მას­წავ­ლებ­ლებს ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბათ, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში და მთა­ვარ მი­ზან­თან და­ახ­ლო­ე­ბა­ში –  ხელ­შე­სა­ხე­ბი გა­ხა­დონ STEM და STEAM გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა და გა­ზარ­დონ მას­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა.

 პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი კამ­ყო­ფი­ლე­ბი გვი­ამ­ბო­ბენ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ:

სან­დ­რა ფირ­ცხე­ლა­ნი, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ლა­ტა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე: „წარ­მო­უდ­გენ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო და დატ­ვირ­თუ­ლი 3 თვე გა­ვი­და და ჩვე­ნი ცოდ­ნა გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია, თუნ­დაც ისეთ საგა­ნ­ში, რო­გო­რიც არის ფი­ზი­კა. ამ სამ თვე­ში პროგ­რა­მი­რე­ბის რამ­დე­ნი­მე დარ­გი შე­ვის­წავ­ლეთ, კლუ­ბი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ, სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გებს ვეს­წ­რე­ბო­დით და ეს დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის.“

ნი­ნო ქურ­დი­ა­ნი, და­ბა მეს­ტი­ის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-7 კლა­სის მოს­წავ­ლე: „პრო­ექ­ტით მი­ვი­ღე უფ­რო მე­ტი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, ბევ­რი ისე­თი რამ ვის­წავ­ლეთ, რა­ზეც აქამ­დე წარ­მოდ­გე­ნა არ გვქონ­და, საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­ვიგ­როვ­და. დი­დი მად­ლო­ბა პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის“.

ავ­თან­დილ გა­ბულ­და­ნი, კლუბ „რო­ბო­სივ­რ­ცის“ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ნა­წი­ლე, მე-7 კლა­სის მოს­წავ­ლე ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტი იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სინ­ტე­რე­სოა მის­თ­ვის, დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც, ალ­ბათ, მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბით და­კავ­დე­ბა. პრო­ფე­სი­აც უკ­ვე შერ­ჩე­უ­ლი აქვს – რო­ბო­ტექ­ნი­კის ინ­ჟი­ნე­რი უნ­და გა­მო­ვი­დეს: „ბე­ჩოს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ. ერ­თი რო­ბო­ტი უკ­ვე შევ­ქ­მე­ნი, თუმ­ცა, ბო­ლომ­დე არ მაქვს დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ვა­პი­რებ, რო­ბოტს ტუმ­ბო­ე­ბი მი­ვუ­ერ­თო და, ფაქ­ტობ­რი­ვად, სარ­წყა­ვი აპა­რა­ტი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ეზო­ში ივ­ლის და მცე­ნა­რე­ებს მორ­წყავს. ჩე­მი აზ­რით, უფ­რო რთუ­ლი რა­მის შექ­მ­ნა­საც შევ­ძ­ლებ. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბა­რი რო­ბო­ტი ავაწყო, რო­მე­ლიც სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შეძ­ლებს იმ მიზ­ნით, რომ დაჭ­რილ ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მა­როს. სა­ერ­თოდ კი, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ამ პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ბავ­შ­ვი უნ­და ჩა­ერ­თოს. ბევრ სა­სარ­გებ­ლო რა­მეს გა­ი­გე­ბენ, შეძ­ლე­ბენ გახ­დ­ნენ არა მარ­ტო მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი, არა­მედ მწარ­მო­ებ­ლე­ბიც. თან აქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა სკო­ლა­შიც გა­მო­მად­გა, გან­სა­კუთ­რე­ბით ფი­ზი­კა­ში, რად­გან  რო­ბო­ტექ­ნი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­ცა რა­მეს გვიხ­ს­ნის, ფი­ზი­კა­ზეც გვე­სა­უბ­რე­ბა.“

„ჩვენ გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა მი­მართ უზო­მოდ დი­დი მად­ლი­ე­რე­ბის გან­ც­და მე­უფ­ლე­ბა და მინ­და, მათ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. რო­ცა პრო­ექ­ტი „ინო­ვა­ცი­ე­ბის ცენ­ტ­რი – მო­მავ­ლის­თ­ვის“ და­ვიწყეთ, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა და გვერ­დ­ში დაგ­ვიდ­გა იმის­თ­ვის, რომ ახალ­გაზ­რ­დებს სვა­ნეთ­ში მე­ტი და მე­ტი ინო­ვა­ცი­უ­რი ცოდ­ნის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გას­ჩე­ნო­დათ. პრო­ექ­ტ­ში მარ­თ­ლა უნი­ჭი­ე­რე­სი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი, რომ­ლე­ბიც ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში სა­კუ­თარ გზას მი­იკ­ვ­ლე­ვენ და ის შრო­მა, რო­მე­ლიც თან ახ­ლავს პრო­ექ­ტის მარ­თ­ვას, მით უფ­რო, ამ ურ­თუ­ლეს ეპიდ­ვი­თა­რე­ბის დროს, მათ­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად ღირს.

რას ვა­კე­თებთ ინო­ვა­ცი­ე­ბის კლუბ­ში? – ვიწ­ვევთ ახალ­გაზ­რ­დებს, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მას­შ­ტა­ბით, ვსწავ­ლობთ პროგ­რა­მი­რე­ბას, ვქმნით ანი­მა­ცი­ებ­სა და ვირ­ტუ­ა­ლურ სას­წავ­ლო რე­სურ­სებს, ვსწავ­ლობთ ელექ­ტ­რო­ნი­კა­სა და რო­ბო­ტექ­ნი­კის სა­ფუძ­ვ­ლებს; ვსწავ­ლობთ დი­ზა­ი­ნის შექ­მ­ნა­სა და სხვა­დას­ხ­ვა მოწყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ჩვე­ნი ახალ­გ­ზ­რ­დე­ბით და, რაც მთა­ვა­რია, მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც ჩვე­ნი ინო­ვა­ცი­ე­ბის ცენ­ტ­რით და­ინ­ტე­რეს­და.“  – ამ­ბობს ეკა წუ­ლუ­კი­ძე.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები