26 აპრილი, პარასკევი, 2024

დრო­ის ფაქ­ტორ­მა რომ არ წა­შა­ლოს ოკუ­პა­ცი­ის სიმ­ძაფ­რე

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის დრო­ის ათ­ვ­ლა15 წლის მო­ზარ­დებ­მა – 🔗ნი­კო­ლოზ სირ­ბი­ლა­ძემ, 🔗ნი­კო­ლოზ ხა­ბე­ლაშ­ვილ­მა და 🔗გი­ორ­გი კა­ხი­ან­მა – Georgian Liberty-ს პლატ­ფორ­მა­ზე, 1801 წლი­დან და­იწყეს და მათ ინ­ტე­რეს­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის მძი­მე პე­რი­ო­დი მო­ექ­ცა, 2008 წლამ­დე. რა გახ­და აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ომის დაწყე­ბის მი­ზე­ზი და რა­ტომ არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის მი­ერ? – ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხებს, მო­ზარ­დე­ბის მი­ერ მო­ძი­ე­ბუ­ლი და ორე­ნო­ვან (ქარ­თულ/ინ­გ­ლი­სურ) პლატ­ფორ­მა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით არა მხო­ლოდ ქარ­თ­ვე­ლი, არა­მედ უცხო­ე­ლი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლიც იპო­ვის. ლე­გი­ტი­მუ­რი, ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას სწო­რედ ამ თა­ო­ბის­თ­ვის იძენს. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის­თ­ვის, ეს პლატ­ფორ­მა რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის ერ­თ­გ­ვარ ფორ­მა­დაც კი იქ­ცა.

რო­გორ გაჩ­ნ­და ოკუ­პა­ცი­ის თე­მა­ზე პლატ­ფორ­მის შექ­მ­ნის იდეა, ამა­ზე მო­ზარ­დე­ბი  თა­ვად სა­უბ­რო­ბენ.

ნი­კუ­შა სირ­ბი­ლა­ძე, ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი სკო­ლის მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლე: „ზო­გა­დად, ჩემს ოჯახ­ში ოკუ­პა­ცია ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა და რად­გან ბავ­შ­ვო­ბი­დან მქონ­და გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ, შემ­დეგ უფ­რო და უფ­რო გა­მიძ­ლი­ერ­და ინ­ტე­რე­სი. ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­ცა 2008 წლის ომი მოხ­და. ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სულ მინ­დო­და სო­ხუმ­ში ჩას­ვ­ლა, შემ­დეგ უკ­ვე ცხინ­ვალ­ში ჩას­ვ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა იდე­ას, სრუ­ლი­ად სპონ­ტა­ნუ­რად მოგ­ვი­ვი­და – რა­ღაც კონ­კ­რე­ტულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სა ამ თე­მა­ზე და ვერ­სად ვი­პო­ვეთ ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი. სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ვუ­რე­კე ჩემს მე­გობ­რებს, გი­ორ­გის და ნი­კას და ერ­თობ­ლი­ვად გა­დავ­წყ­ვი­ტეთ პლატ­ფორ­მის გა­კე­თე­ბა. ეს არ იყო ზე­რე­ლე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რად­გან რე­ა­ლუ­რად ავ­წონ-დავ­წო­ნეთ ვი­თა­რე­ბა და მივ­ხ­ვ­დით, რომ რო­მე­ლი­მე ჩვე­ნი თა­ნა­ტო­ლი ოკუ­პა­ცი­ის თე­მით თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, ვერც ის შეძ­ლებ­და სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყო­ველ­გ­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფალ, ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ერ­თად თავ­მოყ­რილს, ნამ­დ­ვი­ლად ვერ იპო­ვი­და. ასე გაბ­ნე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას კი, ამ ასაკ­ში, ალ­ბათ, არა­ვინ და­იწყებს. არც ჩვენ და­ვიწყებ­დით, ამ სა­კითხით დი­დი დო­ზით რომ არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვით. სქელ­ტა­ნი­ა­ნი „ესე­ე­ბი“ უხ­ვა­დაა ინ­ტერ­ნეტ­ში, მაგ­რამ, რო­გორც გითხა­რით, მი­მო­ფან­ტუ­ლია.

შე­ვუ­დე­ქით ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას. რა თქმა უნ­და, დაგ­ვეხ­მარ­ნენ ის­ტო­რი­კო­სე­ბი, რამ­დე­ნი­მე წიგ­ნიც გა­მო­ვი­ყე­ნეთ საყ­რ­დენ წყა­როდ, ძი­რი­თა­დი კონ­ტენ­ტი ამოვ­კ­რი­ბეთ, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბიც ჩავ­წე­რეთ. პლატ­ფორ­მის გაშ­ვე­ბის შემ­დე­გაც, ძა­ლი­ან ბევ­რი გზავ­ნი­ლი მი­ვი­ღეთ მკითხ­ვე­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც შეს­წო­რე­ბებს გვწერ­დ­ნენ. ბევ­რი რამ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ და ჩა­ვას­წო­რეთ კი­დეც. ცხა­დია, ხარ­ვე­ზე­ბი იყო, პლატ­ფორ­მა ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში მომ­ზად­და, ამი­ტომ მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობთ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბა­ზეც და შეს­წო­რე­ბებ­ზეც.

ჩვენს სა­იტ­ზე ის­ტო­რი­ის ათ­ვ­ლა 1801 წლი­დან იწყე­ბა და 2008 წლამ­დე გრძელ­დე­ბა. ყე­ლა­ზე მე­ტი მკითხ­ვე­ლი მა­ინც აფხა­ზე­თის ომს, 1992 და 2008 წლე­ბის ქარ­თულ-რუ­სულ კონ­ფ­ლიქ­ტებს ჰყავ­და. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ იმით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ასე­თი დი­დი ინ­ტე­რე­სი და ჩარ­თუ­ლო­ბა მოჰ­ყ­ვა. პლატ­ფორ­მა ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტია რო­გორც ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში, ისე დი­დებ­შიც. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა, ძი­რი­თა­დად, პო­ზი­ტი­უ­რად.“

გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნი, გი­ვი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლე: „რო­დე­საც შე­ვამ­ჩ­ნი­ეთ, რომ არ იყო არ­ცერ­თი წყა­რო, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ, ზო­გა­დად, რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ფ­ლიქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აერ­თი­ა­ნებ­და, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ისე­თი ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის შექ­მ­ნა, სა­დაც მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის ოკუ­პა­ცი­ის თე­მა­ზე ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი და ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლი ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბო­და გან­თავ­სე­ბუ­ლი. ამის სა­ჭი­რო­ე­ბა რე­ა­ლუ­რად არის, რად­გან წყა­რო­ე­ბი გა­ფან­ტუ­ლია და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არც არის ობი­ექ­ტუ­რი და სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში, ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მეტ-ნაკ­ლე­ბად, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი დე­ფი­ცი­ტიც კია. შე­სა­ბა­მი­სად, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ, ეს დე­ფი­ცი­ტი, მა­გა­ლი­თად, ტექ­ს­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც ვე­ტე­რა­ნებ­თან, იმ დრო­ის პო­ლი­ტი­კო­სებ­თან ან პო­ლი­ტი­კურ     პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თულ პი­რებ­თან და კონ­ფ­ლიქ­ტო­ლო­გებ­თან, ასე­ვე, და­ზა­რა­ლე­ბულ პი­რებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით შეგ­ვევ­სო — ეს უკეთ და­ა­ნა­ხებ­და ხალხს, თუ რი­სი გა­და­ტა­ნა მო­უხ­და ქვე­ყა­ნას ომის პე­რი­ოდ­ში.

რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი თე­მაა ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თ­ვის, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვე­ყა­ნა — რუ­სე­თი მუდ­მი­ვად ცდი­ლობს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ეჭ­ვ­ქ­ვეშ და­ყე­ნე­ბას და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის უფ­რო და უფ­რო მე­ტი ნა­წი­ლის მი­სი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის ქვეშ მოქ­ცე­ვას. ცხა­დია, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო ამ სა­კითხს სხვაგ­ვა­რად უდ­გე­ბა, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი და ამე­რი­კა აღი­ა­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და მი­აჩ­ნი­ა, რომ რუ­სე­თის მი­ერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს იურის­დიქ­ცი­ის ქვეშ უნ­და იყოს. რაც მთა­ვა­რია, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებ­სა და ქვეყ­ნის და­ნარ­ჩენ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის აუცი­ლებ­ლად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და იყოს, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, მა­თი ჩა­რე­ვის გა­რე­შე.“

ნი­კა ხა­ბე­ლაშ­ვი­ლი, ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი სკო­ლის მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლე: „პირ­ველ რიგ­ში, იმით და­ვიწყებ, რომ ეს თე­მა მთე­ლი ქვეყ­ნის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სენ­სი­ტი­უ­რია და ალ­ბათ, ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რიც. ოკუ­პა­ცი­ის თე­მის შეს­წავ­ლა პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ვიწყეთ და რო­გორც ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა თქვეს, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ არც თუ სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ კუთხით, ძი­რი­თა­დად, გა­ფან­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ციაა და ვერც კი მიხ­ვ­დე­ბი რე­ა­ლუ­რად რო­მელს უნ­და ენ­დო, რთუ­ლად გა­სა­აზ­რე­ბე­ლია. ვი­ფიქ­რეთ, თუ ჩვენ­თ­ვის ასე­თი რთუ­ლია ამ თე­მა­ზე სან­დო და თან ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, ასე­თი­ვე რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და ნე­ბის­მი­ე­რი მო­ზარ­დის­თ­ვის და მე­ტიც, ჩვე­ნი თა­ნა­ტო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა, შე­იძ­ლე­ბა ამით აღარც და­ინ­ტე­რეს­დეს. ამი­ტომ მოგ­ვი­ვი­და აზ­რი, რომ შეგ­ვექ­მ­ნა ერ­თ­გ­ვა­რი პლატ­ფორ­მა, სა­დაც ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­ს­დე­ბო­და, მარ­ტივად მი­საწ­ვ­დო­მი და რაც მთა­ვა­რია, აუცი­ლებ­ლად ობი­ექ­ტუ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბით გან­მ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი, ყო­ველ­გ­ვა­რი პრო­პა­გან­დის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი.“

გი­ორ­გი გვიყ­ვე­ბა, რომ ერ­თ­მა­ნე­თი, და­ახ­ლო­ე­ბით, მე­ო­რე კლას­ში გა­იც­ნეს, ნი­უ­ტო­ნის სკო­ლა­ში, შემ­დეგ მან სწავ­ლა ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში გა­აგ­რ­ძე­ლა, მე­გობ­რე­ბი კი დღემ­დე ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფალ სკო­ლა­ში სწავ­ლო­ბენ. თუმ­ცა, მა­თი მე­გობ­რო­ბა გრძელ­დე­ბა და სა­ფიქ­რა­ლიც ხში­რად ერ­თი აქვთ, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბენ. ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნ­ლო­ვა­ნი მა­ინც ოკუ­პა­ცი­ის პრო­ექ­ტი აღ­მოჩ­ნ­და, რო­მელ­საც დი­დი დრო და ენერ­გია და­უთ­მეს.

„რე­ა­ლუ­რად, ჩვენ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პრო­დუქ­ტის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა ორ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა: პირ­ვე­ლი – ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას. არ უნ­და და­ვუშ­ვათ, რომ თე­მამ აქ­ტუ­ა­ლო­ბა და­კარ­გოს. ეს აუცი­ლე­ბე­ლია იმის­თ­ვის, რომ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თ­ვის ბრძო­ლის პრო­ცე­სი უწყ­ვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს და პრობ­ლე­მის მი­მართ რე­ზის­ტენ­ტუ­ლო­ბაც შე­სა­ბა­მი­სი იყოს; მე­ო­რე – გლო­ბა­ლურ მას­შ­ტაბ­ზე გათ­ვ­ლა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფარ­გ­ლებს გა­რე­თაც მი­ი­ღონ ობი­ექ­ტუ­რი და სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტებს ეფუძ­ნე­ბა და არ იცავს არც ერთ მხა­რეს. ხში­რად ვე­ჯა­ხე­ბით რუ­სუ­ლი   პრო­პა­გან­დის პრობ­ლე­მას, რუ­სე­თი მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, იმარ­თ­ლოს თა­ვი, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე, ამი­ტომ, ჩვენ მხო­ლოდ ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით შეგ­ვიძ­ლია და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ მის მცდე­ლო­ბებს,“ – ამ­ბობს გი­ორ­გი.

რა­ტომ ახ­ლა, 15 წლის ასაკ­ში, ასეთ სე­რი­ო­ზულ თე­მას­თან შე­ჭი­დე­ბა? – სა­მი­ვე მო­ზარ­დის სათ­ქ­მე­ლი ერ­თია — ახ­ლა იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა ამ­ჟა­მად ოკუ­პა­ცია მი­აჩ­ნი­ათ და მათ­მა თა­ო­ბამ უნ­და შეც­ვა­ლოს არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა. წლე­ბი გა­ვა, ისი­ნიც გა­იზ­რ­დე­ბი­ან და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის დი­დი ნა­წი­ლიც, ნელ-ნე­ლა, ახა­ლი თა­ო­ბის ხელ­ში გა­და­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ეს თა­ო­ბა არ იქ­ნე­ბა სწო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ოკუ­პა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ ექ­ნე­ბა კარ­გად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი და გულ­თან ახ­ლოს მი­ტა­ნი­ლი ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი, მა­შინ მათ­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლო­ბას და­კარ­გავს ოკუ­პა­ცი­აც და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის­თ­ვის ბრძო­ლაც. „შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ არ გვინ­და და­ვუშ­ვათ ეს და ამი­ტომ ვუწყობთ ხელს ამ სა­კითხის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რ­დებ­ში. არაფ­რით არ უნ­და და­ვუშ­ვათ, რომ დრო­ის ფაქ­ტორ­მა შე­არ­ბი­ლოს ოკუ­პა­ცი­ის სიმ­ძაფ­რე, — ამ­ბობს გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნი, — ახალ­გაზ­რ­დებ­მა, პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე შე­მოს­ვ­ლი­სას, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თ­ვის ბრძო­ლა, ფიქ­რი და მუ­შა­ო­ბა უნ­და გა­აგ­რ­ძე­ლონ. იმი­სათ­ვის კი, რომ სა­კითხი მუდ­მი­ვად აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყოს, აუცი­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში (ცხა­დია, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად) რა­ღა­ცის კე­თე­ბა. ამ პრო­ექ­ტის მთავა­რი მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის — არ და­ვუშ­ვათ ამ სა­კითხის გაქ­რო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი­დან. ახ­ლა 15 წლის ვართ, ათი წლის შემ­დეგ უკ­ვე 25-ის ვიქ­ნე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, ნელ-ნე­ლა, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბიც ჩვენს ხელ­ში გად­მო­ვა“.

ნი­კა ხა­ბე­ლაშ­ვი­ლი: „დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ეს კონ­ფ­ლიქ­ტი კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­დე­ბა და სწო­რედ ჩვენ ვიქ­ნე­ბით ის ხალ­ხი, ვინც პრო­ცე­სებ­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბა და ამ ყვე­ლა­ფერს მო­აგ­ვა­რებს. რე­ა­ლუ­რად, პრობ­ლე­მას იმა­შიც ვხე­დავთ, რომ სკო­ლა­ში ამ თე­მა­ზე, დღემ­დე, არა­ფე­რი გაგ­ვივ­ლია, ჩვენ თვი­თონ გაგ­ვიჩ­ნ­და ინ­ტე­რე­სი, ხში­რად ვსა­უბ­რობ­დით ამ თე­მა­ზე — გახ­სოვს 2008 წლის ომი??? სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არა­ფე­რი გვახ­სოვს, რად­გან მა­შინ 2 წლი­სა­ნი ვი­ყა­ვით, უფ­რო­სე­ბის­გან მო­ნა­ყო­ლი ამ­ბე­ბი კი ნამ­დ­ვი­ლად გვახ­სოვს.

ვფიქ­რობთ, ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ცაა, იცო­დეს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის უახ­ლე­სი ის­ტო­რია. ჩვენ, ზო­გა­დად, ის­ტო­რი­ის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ ყვე­ლა ხომ ასე არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა ასაკს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს რა ასა­კის ხარ, შე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია შე­ნი ცხოვ­რე­ბის თან­მ­დე­ვია ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე, ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია, პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე იცო­დე (თა­ვის­თა­ვად, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი) რა ხდე­ბო­და შენს ქვე­ყა­ნა­ში, თუნ­დაც იმ სა­უ­კუ­ნე­ში, რო­მელ­შიც ცხოვ­რობ. ჩვენ თუ და­ვინ­ტე­რეს­დით, სხვე­ბი რა­ტომ არ და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ამ ასაკ­ში?!“

პლატ­ფორ­მა მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დი იქ­ნე­ბა. ნი­კუ­შა სირ­ბი­ლა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ი­ტის ახალ ვერ­სი­ა­ზეც მუ­შა­ო­ბენ, ბევ­რად უფ­რო დახ­ვე­წი­ლი რომ იყოს. ამის გარ­და, რამ­დე­ნი­მე საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ, იგეგ­მე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში, ბავ­შ­ვებ­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, უშუ­ა­ლოდ ომის ვე­ტე­რა­ნე­ბიც ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან. მო­ზარ­დებს ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა აქვთ და­გეგ­მი­ლი, რა­საც სპონ­სო­რებ­თან და მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.

ბუ­ნებ­რი­ვია, პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და გა­აზ­რე­ბა მო­უ­წი­ათ, უფ­რო ახ­ლო­დან შე­ხე­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ამ რთულ მო­ნაკ­ვეთს, რაც მათ­თ­ვის, თა­ვის­თა­ვად, ემო­ცი­უ­რა­დაც დატ­ვირ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და,  რო­გორც ამ­ბო­ბენ, იმა­ზე მე­ტად, ვიდ­რე წარ­მო­ედ­გი­ნათ. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის თე­მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას, მათ­თ­ვის ამ პრო­ცე­სებ­ში უშუ­ა­ლოდ ჩარ­თულ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი აღ­მოჩ­ნ­და: „რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი მა­ინც იმ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი იყო, ვინც ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ პრო­ცე­სებ­ში, ვგუ­ლის­ხ­მობ ომის ვე­ტე­რა­ნებს, ომის­გან და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, მათ, ვი­საც უშუ­ა­ლოდ შე­ე­ხო ოკუ­პა­ცია. ძა­ლი­ან მძი­მე იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ე­ბის მოს­მე­ნა, ვინც სა­კუ­თარ თავ­ზე იწ­ვ­ნია ომის სი­სას­ტი­კე. ურ­თუ­ლე­სი მო­სას­მე­ნია, თუ რო­გორ გად­მოს­ცე­მენ ამ ყვე­ლა­ფერს და თან ხე­დავ მათ თვა­ლებ­ში აღ­ბეჭ­დილ მძი­მე რე­ა­ლო­ბას. ეს სა­მი­ვეს შეგ­ვე­ხო, რა­მაც კი­დევ უფ­რო გაგ­ვიძ­ლი­ე­რა სურ­ვი­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა დი­დი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ამ სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბა­ში,“  – გვითხ­რა გი­ორ­გი კა­ხი­ან­მა.

ნი­კუ­შა სირ­ბი­ლა­ძის­თ­ვი­საც ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი შთა­ბე­ჭი­ლე­ბა ომ­გა­მოვ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნათხ­რო­ბია, ამ­ბობს, რომ ემო­ცი­ის გა­რე­შე ვერ ის­მენს ის­ტო­რი­ებს, რო­მე­ლიც ამ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­ი­ა­რეს. „რო­დე­საც იაზ­რებ და უყუ­რებ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად გა­დახ­და თავს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ურ­თუ­ლე­სია. პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ მათ­განს, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით დაგ­ვ­თან­ხ­მ­დ­ნენ და საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლი ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მი­მართ. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნი მო­ვიც­ვათ, ჩავ­წე­როთ, ჯერ­ჯე­რო­ბით მარ­ტო ერ­თი ინ­ტერ­ვიუ დევს, რამ­დე­ნი­მეს ახ­ლა ვა­მონ­ტა­ჟებთ“.

ნი­კა ხა­ბე­ლაშ­ვი­ლი: „ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ჩვმთვი­საც იმ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი აღ­მოჩ­ნ­და, ვი­საც უშუ­ა­ლოდ აქვს გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ამ კონ­ფ­ლიქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის. რე­ა­ლუ­რად, უფ­რო მე­ტი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია სწო­რედ მათ­გან შე­ვიტყ­ვეთ, ვიდ­რე წყა­რო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, რად­გან მათ­გან მო­ნა­ყო­ლი იყო პირ­და­პირ გად­მო­ცე­მუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რა­მაც სა­ერ­თოდ შეგ­ვიც­ვა­ლა პერ­ს­პექ­ტი­ვა ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ისეთ ამ­ბებს გვიყ­ვე­ბოდ­ნენ ინ­ტერ­ვი­უ­ე­რე­ბი – ომის ვე­ტე­რა­ნე­ბი, კონ­ფ­ლიქ­ტო­ლო­გე­ბი თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ პი­რა­დად მე წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მქონ­და ბევრ რა­მე­ზე. მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც იმა­ზე, რო­მე­ლი სოფ­ლე­ბი და­ი­ბომ­ბა, რა იარა­ღი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­გორ გან­ვი­თარ­და შემ­დ­გომ მოვ­ლე­ნე­ბი და რამ­ხე­ლა წვლი­ლი შე­იტა­ნა ხალ­ხ­მა ამ ყვე­ლაფ­რის გა­მოს­წო­რე­ბა­ში.“

სად ხე­და­ვენ თა­ვი­ანთ მო­მა­ვალს 15 წლის მო­ზარ­დე­ბი, რომ­ლებ­მაც ოკუ­პა­ცი­ის თე­მა ისე შე­მო­ი­ტა­ნეს თა­ო­ბა­ში, თით­ქოს, მა­თი ასა­კის­თ­ვის ისე­თი­ვე ჩვე­უ­ლია, რო­გორც თავ­გა­და­სავ­ლე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლი რა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩე­ვენ, თუმ­ცა, ნი­კუ­შა სირ­ბი­ლა­ძის­თ­ვის ერ­თი რამ ნა­თე­ლია — რად­გან ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს ციფ­რუ­ლი სამ­ყა­რო (ეს სა­ი­ტიც მთლი­ა­ნად მი­სი გა­მარ­თუ­ლია), დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ აუცი­ლებ­ლად ციფ­რულ სფე­რო­ში და­საქ­მ­დე­ბა; გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნი ფიქ­რობს, მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბას და­უ­კავ­ში­როს, მაგ­რამ არც იმას გა­მო­რიცხავს, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლოს და პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დეს; ნი­კა ხა­ბე­ლაშ­ვი­ლი უფ­რო სტარ­ტა­პე­ბის­კენ იხ­რე­ბა, თუმ­ცა, მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია ჯერ არც მას აქვს არ­ჩე­უ­ლი: „ჩე­მი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია არა მგო­ნია, მა­ინ­ც­და­მა­ინც, ამ ყვე­ლა­ფერ­თან იყოს კავ­შირ­ში, მაგ­რამ ნამ­დ­ვი­ლად ვი­ცი, რომ ეს იქ­ნე­ბა პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად ექ­ნე­ბა თა­ვი­სი ად­გი­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რად­გან ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბას გა­ვაგ­რ­ძე­ლე­ბთ. ამის­თ­ვის დრო ყო­ველ­თ­ვის უნ­და გა­მოვ­ყოთ.“

შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში სა­მი­ვე მო­ზარ­დ­მა შეც­ვა­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, თუმ­ცა, რა პრო­ფე­სი­ა­შიც უნ­და იყ­ვ­ნენ, უც­ვ­ლე­ლი დარ­ჩე­ბა ერ­თი რამ და ეს ოკუ­პა­ცი­ის თე­მაა, რო­მე­ლიც ამ ასა­კი­დან­ვე მძაფ­რად შე­იჭ­რა მათ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში. პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო მიზ­ნამ­დე სვლამ – ყვე­ლა ასაკ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი გა­ხა­დონ ოკუ­პა­ცი­ის თე­მა – საკ­მა­ოდ კარ­გი სტარ­ტი აიღო.

კონ­ფ­ლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ას და და­პი­რის­პი­რე­ბას, იმ გან­წყო­ბას, რაც დღეს არ­სე­ბობს თუნ­დაც აფხაზ ხალ­ხ­ში, მა­თი აზ­რით, სწო­რედ იმ ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნის შე­დე­გად ვი­ღებთ, რო­მელ­საც ოკუ­პან­ტი ახ­დენს. ამ­ბო­ბენ, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დაა, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ომი, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­ვი­გოთ. მა­თი პო­ზი­ცია კი, ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორც პლატ­ფორ­მის შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბის, არ გა­მო­ხა­ტავს რო­მე­ლი­მე ერ­თი მხა­რის პო­ზი­ცი­ას — „ჩათ­ვა­ლეთ, რომ გვერ­დი­დან ვდგა­ვართ და გიყ­ვე­ბით, ამ დროს და აქ ეს მოხ­და, რად­გან სა­ი­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბაა ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ.“ რაც მთა­ვა­რია, მათ კარ­გად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად საფ­რ­თხი­ლო თე­მაა და რომ არა­ნა­ი­რი შეც­დო­მა სა­პა­ტიო არ არის.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები