19 მარტი, სამშაბათი, 2024

გა­რან­ტი მომ­ხ­მა­რებ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან შემ­ქ­მნე­ლის როლ­ში გა­და­სას­ვ­ლე­ლად

spot_img

ცო­ტა ხნის წინ, სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლების STEM გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის მი­ერ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საწყი­სებ­ზე, STEM მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია და­ფუძ­ნ­და, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში STEM და STEAM გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბაა. ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ავ­ტო­რი და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან: ტო­ლია(უტა) კი­ლა­სო­ნია — სე­ნა­კის წმინ­და ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ის და სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხორ­შის სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი — თბი­ლი­სის კერ­ძო სკო­ლა „ქო­რა­ლის“ მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თი­ნა­თინ ზარ­დი­აშ­ვი­ლი — თბი­ლი­სის 143-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ის და 147-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ფი­ზი­კი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ლო­მე ნას­ყი­დაშ­ვი­ლი — თბი­ლი­სის 55-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი და ეკა წუ­ლუ­კი­ძე — მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ფა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი.

STEM მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია, პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იწყებს, მათ შო­რის, სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბას; თე­მა­ტუ­რი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა­სა და გა­ზი­ა­რე­ბას; შეხ­ვედ­რებს, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და კონ­კურ­სებს; მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ტრე­ნიგ-მო­დუ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას და ჩა­ტა­რე­ბას. რო­გორც დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შ­რომ­ლე­ბენ რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო, ისე კერ­ძო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან.

რა­ტომ გაჩ­ნ­და STEM ასო­ცი­ა­ცი­ის და­ფუძ­ნე­ბის იდეა და რა როლს ითა­მა­შებს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რ­და­ში STEM-ის გან­ვი­თა­რე­ბა, ამ თე­მა­ზე უფ­რო დე­ტა­ლუ­რად ასო­ცი­ა­ცი­ის გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე უტა კი­ლა­სო­ნია და თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე ანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი სა­უბ­რო­ბენ.

უტა კო­ლა­სო­ნია ასო­ცი­ა­ცი­ის და­ფუძ­ნე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას იმით ხსნის, რომ ჩვენს გარ­შე­მო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კი, ამ კუთხით, ჯერ კი­დევ მომ­ხ­მა­რებ­ლის პა­სი­ურ როლ­შია. მი­სი აზ­რით „გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ამა თუ იმ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი სიძ­ლი­ე­რი­სათ­ვის, გა­დამ­წყ­ვე­ტი იყო ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი, დღეს კი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი ას­რუ­ლებს ქვეყ­ნის აღ­მავ­ლო­ბის სა­კითხ­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს როლს. აშშ-ს კო­მერ­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ეკო­ნო­მი­კი­სა და სტა­ტის­ტი­კის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, STEM სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინო­ვა­ცი­ებს ქმნი­ან და ზრდი­ან ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ პო­ტენ­ცი­ალ­სა და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას. ბო­ლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მსოფ­ლი­ო­ში, STEM სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე მოთხოვ­ნა 10-ჯერ გა­ი­ზარ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, სა­ინ­ჟინ­რო და ტექ­ნო­ლო­გი­ურ სფე­რო­ებ­ში კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია. იმი­სათ­ვის, რომ მხო­ლოდ მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი არ ვი­ყოთ და ჩვენ თვი­თონ მი­ვი­ღოთ STEM გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან გან­ვუ­ვი­თა­როთ ტექ­ნი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, მათ უნ­და შეძ­ლონ სხვა­დას­ხ­ვა დის­ციპ­ლი­ნუ­რი საგ­ნე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა და ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა. ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში კი, STEM და STEAM გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, არა­თა­ნა­ბა­რია. მე­ტიც, სკო­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 90%-ს ხე­ლი არ მი­უწ­ვ­დე­ბა სა­თა­ნა­დო რე­სურ­სებ­ზე, სკო­ლებ­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ქმნის იმის სა­ფუძ­ველს, რომ ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცეს სჭირ­დე­ბა დამ­ხ­მა­რე ძა­ლა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს კად­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას და სკო­ლებ­ში STEM და STEAM გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბას.

სწო­რედ ამ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა, რომ­ლებ­საც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საწყი­სებ­ზე, შეგ­ვექ­მ­ნა STEM მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია.“

STEM-ის ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მებს უტა კი­ლა­სო­ნია ისევ ქვეყ­ნის რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნი­ხი­ლავს და ამ­ბობს, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სკო­ლებ­ში, ამ მხრივ, რე­ა­ლო­ბა მე­ტად სა­ვა­ლა­ლოა, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა მხო­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ­ბობს, რომ პე­და­გო­გებს არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ აქვთ აქ­ტი­უ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად: „მხო­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში მო­ცე­მუ­ლი ფორ­მუ­ლე­ბი­სა თუ ცნე­ბე­ბის და­ზე­პი­რე­ბა მოს­წავ­ლეს ვერ უვი­თა­რებს ინ­ტე­რესს ამ საგ­ნე­ბის მი­მართ, ის ვერ ახერ­ხებს ნას­წავ­ლის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბას, არ შე­უძ­ლია სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი. მოს­წავ­ლის­თ­ვის, ნას­წავ­ლი რომ გა­ი­აზ­როს, აუცი­ლე­ბე­ლია მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონდეს და თუ ეს არ აქვს, მის­თ­ვის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მე­ტად უინ­ტე­რე­სო ხდე­ბა. ამი­ტო­მაც არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა, სკო­ლე­ბის აღ­ჭურ­ვა სა­თა­ნა­დო რე­სურ­სე­ბით და პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ბუ­ნე­ბი­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა გა­ცი­ლე­ბით დიდ ეფექტს მოგ­ვ­ცემს, ვიდ­რე დღეს არ­სე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბა.

გა­მოც­დი­ლე­ბაც მიჩ­ვე­ნებს, რომ მოს­წავ­ლე ელექ­ტ­რო­ნულ კომ­პო­ნენ­ტებს, რომ­ლებ­საც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი ეც­ნო­ბა, რე­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში ვერ აღიქ­ვამს და ვერ სცნობს, ვერ ხვდე­ბა სად და რის­თ­ვის უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს ესა თუ ის კომ­პო­ნენ­ტი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცხად­ყოფს, თუ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად არ გამ­ყარ­და, სრუ­ლი­ად უსარ­გებ­ლო და ფუ­ჭია.“

ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბლის, ანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლის აზ­რით, STEM გა­ნათ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბაც სწო­რედ ის არის, რომ ამ მიდ­გო­მა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია მეც­ნი­ე­რე­ბის, მა­თე­მა­ტი­კის, ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ის ცოდ­ნა. მოს­წავ­ლე, კონ­კ­რე­ტულ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, მის­და უნე­ბუ­რად, იყე­ნებს ცოდ­ნას მა­თე­მა­ტი­კი­დან, ფი­ზი­კი­დან, ბი­ო­ლო­გი­ი­დან, ხე­ლოვ­ნე­ბი­დან, ინ­ჟი­ნე­რი­ი­დან და თუ მას ეს ცოდ­ნა არ აქვს, თა­ვად ცდი­ლობს გა­არ­კ­ვი­ოს, მო­ი­ძი­ოს ინ­ფორ­მა­ცია და ის­წავ­ლოს, რომ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნოს.

ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი ხაზს უს­ვამს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ზრდა­ში STEM-ის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს. ამ­ბობს, რომ, თუ გვსურს, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს, გვქონ­დეს მზარ­დი ეკო­ნო­მი­კა და მომ­ხ­მა­რებ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან შემ­ქ­მენ­ლის როლ­ში გა­და­ვი­დეთ, ფე­ხი ავუწყოთ თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­დუს­ტ­რი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, სა­თა­ნა­დო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მო უნ­და შევ­ქ­მ­ნათ, გავ­ზარ­დოთ, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა. მი­სი­ვე თქმით, „შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში STEM გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა იძ­ლე­ვა გა­რან­ტი­ას, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი პა­სი­უ­რი ცოდ­ნის მი­ღე­ბი­დან პრაქ­ტი­კულ ქმე­დე­ბა­ზე გა­დავ­ლენ, გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ კრი­ტი­კულ და შე­მოქ­მე­დე­ბით აზ­როვ­ნე­ბას. და, რაც მთა­ვა­რია, სკო­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ უპა­სუ­ხონ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს და ახალ­გაზ­რ­დე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ მო­ამ­ზა­დონ.“

ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის აზ­რით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია წამ­ყ­ვა­ნი ქვე­ყე­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა STEM გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ყო­ველ­წ­ლი­უ­რად და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რ­დის მხრი­ვაც. „STEM გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა იმი­ტომ არის აუცი­ლე­ბე­ლი, რომ ამით შევ­ქ­მ­ნათ ისე­თი გა­რე­მო, სა­დაც ახალ­გაზ­რ­დე­ბი იქ­ნე­ბი­ან ინო­ვა­ტო­რე­ბი, შემ­ქ­მნე­ლე­ბი და ეს, მო­მა­ვალ­ში, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და­დე­ბი­თად აისა­ხოს. წამ­ყ­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბიც, სწო­რედ ამ მიზ­ნით ზრდი­ან ყო­ველ­წ­ლი­უ­რად და­ფი­ნან­სე­ბას STEM გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.“ — ამ­ბობს ანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ასო­ცი­ა­ცი­ის გეგ­მებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მელ­საც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ, პირ­ველ რიგ­ში, ასო­ცი­ა­ცი­ის მი­ზა­ნია, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით და­გეგ­მოს და გა­ნა­ვი­თა­როს ის მიდ­გო­მე­ბი, რაც ხელს შე­უწყობს STEM და STEAM გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვას.

შე­სა­ბა­მი­სად, მათ მი­ერ და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხელს შე­უწყობს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნი­სა და ამო­ცა­ნე­ბის მიღ­წე­ვას. უპირ­ვე­ლე­სად კი, ასო­ცი­ა­ცია გეგ­მავს, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, STEM და STEAM გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას და სკო­ლებ­ში ციფ­რუ­ლი კლუ­ბე­ბის შექ­მ­ნას, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა ინო­ვა­ცი­უ­რი კონ­კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, რაც, თა­ვის­თა­ვად, გაზ­რ­დის მათ მო­ტი­ვა­ცი­ას და ჩარ­თუ­ლო­ბას; ასე­ვე, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი­სა და სე­მი­ნა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. „ჩვე­ნი მი­ზა­ნია მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, სწო­რედ მათ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით შე­ვი­ტანთ წვლილს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში STEM გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა­ში.“ — ამ­ბობს ანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ STEM მი­მარ­თუ­ლე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი დამ­ხ­მა­რე სა­შუ­ა­ლე­ბა პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, ასო­ცი­ა­ცი­ის­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­უ­ლია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლად ითარ­გ­მ­ნოს ლი­ტე­რა­ტუ­რა, უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბი და მიღ­წე­ვე­ბი, რა­თა გა­ი­ზარ­დოს პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის რე­სურ­სებ­ზე წვდო­მა.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები