19 მარტი, სამშაბათი, 2024

ასი კითხვა პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“ (II ნაწილი)

spot_img
  1. სად ცხოვრობდნენ ასმათი და ტარიელი?
  2. როგორი იყო ავთანდილისა და ასმთის შეხვედრა?
  3. რატომ არ მოუყვა ავთანდილს ასმათი უცხო მოყმის შესახებ?
  4. იგრძნობა ტუ არა ნაწარმოებში ავტორის განსაკუტრებული დამოკიდებულება ავთანდილისადმი?
  5. ვინ იყო სარიდანი?
  6. რა იყო ფარსადანისა და მისი მეუღლის ტკივილი?
  7. როგორი მებრძოლია ტარიელი?
  8. „ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა“ ვისზეა საუბარი მოცემულ ტაეპში?
  9. სად იზრდებოდა ნესტან-დარეჯანი?
  10. ვის უწოდებს ავტორი ტარიას?
  11. რატომ დაკარგა გონება ტარიელმა ნესტანის ნახვის შემდეგ?
  12. როგორ გესმით სიტყვა „გარდმეთხია“?
  13. რამდენი დღის განმავლობაში იყო უგონო მდგომარეობაში ტარიელი?
  14. „თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი“ ვინ არის ამ შემთხვევაში შემოქმედი?
  15. როგორ გესმით სიტყვა „აჯა“?
  16. რა მოისურვა ტარიელმა გონს მოსვლის შემდეგ?
  17. რა როლს ასრულებდა ასმათი ტარიელისა და ნესტანის ურთიერთობაში?
  18. რა ეწერა ნესტან-დარეჯანის „სააშიკო წიგნში“
  19. რას ნიშნავს სიტყვა „წიგნი“?
  20. „სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა“ როგორ გესმით „გახსნევა ხელისა“?
  21. რა მიაჩნია ნესტან-დარეჯანს მიჯნურობის გამოვლენის მთავარ გზად?
  22. რა დაავალა ნესტანმა ტარიელს?
  23. რა მოიმოქმედა ტარიელმა ნესტანის წერილის მიღების შემდეგ?
  24. როგორ გესმით სიტყვა „მელალოდა“?
  25. რას ნიშნავს სიტყვა „უსტარი“?
  26. რა დაავალა ნესტანმა ასმათს?
  27. რა მიართვა ტარიელმა ასმათს?
  28. რა პასუხი გასცა ასმათმა ტარიელს შემოთავაზებაზე?
  29. „ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს“ ვინ ამბობს ამ სიტყვებს?
  30. რატომ გააგზავნა ტარიელმა კაცი ხატაეთში?
  31. რა ეწერა ხატაეთის მეფისთვის გაგზავნილ ტარიელის წერილში?
  32. „ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული“ ვისზე საუბრობს ტარიელი?
  33. როგორ გესმით სიტყვა „უფრჭვნელი“?
  34. რას ნიშნავს სიტყვა „კუბო“?
  35. რა ერქვა ხატაეტის მეფეს?
  36. რა პასუხი მიიღო ტარიელმა ხატაეთიდან?
  37. რა უთხრა ნესტანმა ტარიელს პირის-პირ შეყრისას?
  38. როგორ ემზადებოდა ტარიელი ხატაეთში წასასვლელად?
  39. როგორ გესმით „მევლო, პაშტაი ხანია“?
  40. რას სთხოვს რამაზ მეფე ტარიელს?
  41. რა ურჩიეს ვეზირებმა ტარიელს?
  42. გაითვალისწინა თუ არა ტარიელმა ვეზირების რჩევა?
  43. ვინ შეხვდა ტარიელს ხატაეთისკენ მიმავალ გზაზე?
  44. რა უთხრა უცხო კაცმა ტარიელს?
  45. რა მოიმოქმედა ტარიელმა მას შემდეგ, რაც რამაზ მეფის ჩანაფიქრის შესახებ შეიტყო?
  46. როგორ შევიდა ტარიელი ხატაეთში?
  47. რა მოხდა მას შემდეგ რაც ხატაელები ტარიელის წინააღმდეგ დამარცხდნენ?
  48. რა შეუთვალა ტარიელმა ინდოეთის მეფეს გამარჯვების შემდეგ?
  49. დიდ საჭურჭლესთან ერთად ვინ წამოიყვანა ტარიელმა ინდოეთში ტყვედ?
  50. როგორ მიიღო ფარსადანმა რამაზ მეფე?
  51. როგორ დახვდა ინდოეთი გამარჯვებულ ტარიელს?
  52. რისი უფლება მისცა ფარსადანმა ტარიელს?
  53. როგორ გესმით სიტყვა „აჯიღოსანი“?
  54. რა ვითარებაში შეხვდნენ ერთმანეტს ტარიელი და ნესტანი?
  55. რა მისწერა ნესტან-დარეჯანმა გამარჯვებულ ტარიელს?
  56. „მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღი ბაღჩად უშენოსა“ ვისზეა საუბარი მოცემულ მონაკვეთში?
  57. რა მოსთხოვა ნესტანმა ტარიელს?
  58. ვისზე ათოვებდა ფარსადანი ნესტანს?
  59. რა რეაქცია ჰქონდა ტარიელს ფარსადანის გადაწყვეტილებაზე?
  60. რა მიზნით სთხოვა ნესტანმა ტარიელს ხვარაძმშას უფლისწულის მოკვლა?
  61. რა მოიმოქმედა ფარსადანმა, როცა ტარიელისგან ხვარაზმშას ძის მკვლელობა შეიტყო?
  62. რატომ უარყო ტარიელმა მიჯნურობა?
  63. რა მოიმოქმედა დავარმა, როცა ნესტანისა და ტარიელის მიჯნურობა შეიტყო?
  64. ვინ გააგებინა ტარიელს ნესტანის დაკარგვის ამბავი?
  65. ვინ იყო ნურადინ ფრიდონი?
  66. როგორ შეხვდნენ ტარიელი და ფრიდონი ერთმანეთს?
  67. რაში დაეხმარა ტარიელი ნურადინ ფრიდონს?
  68. რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყო ტარიელმა ფრიდონისგან?
  69. რა მოხდა ავთანდილის არაბეთში დაბრუნების შემდეგ?
  70. რატომ გაიპარა ავთანდილი ტარიელის დასახმარებლად?
  71. რა რეაქცია ჰქონდა რპოსტევანს ტარიელის გაპარვაზე?
  72. სად იპოვეს ასმათი ტარიელმა და ავთანდილმა?
  73. რა მოხდა ავთანდილისა და ფრიდონის შეხვედრის შემდეგ?
  74. სად სეხვდა ქარავანს ავთანდილი?
  75. სად ეძებდა ავთანდილი ნესტან-დარეჯანს?
  76. რა ვითარებაში მივიდა ავთანდილი გულანშაროში?
  77. ვინ არის ფატმანი?
  78. რატომ მისწერა წერილი ფატმანმა ავთანდილს?
  79. როგორი იყო ავთანდილის პასუხი ფატმანისადმი?
  80. რა მიზნით დაუახლოვდა ავტანდილი ფატმანს?
  81. შეიძლება თუ არა ავთანდილის საქციელს ღალატი ვუწოდოთ?
  82. რა უამბო ფატმანმა ავტანდილს ნესტან-დარეჯანის შესახებ?
  83. რა ვიტარებაში შეიპყრეს ქაჯებმა ნესტანი?
  84. რას განიცდიდა ნესტანი ქაჯეთის ციხეში ყოფნისას?
  85. რა მისწერა ნესტანმა ფატმანს?
  86. რა შეატყობინა ავთანდილმა ფრიდონს?
  87. სად გაემართნენ ტარიელი და ავთანდილი?
  88. რა გადაწყვეტილება მიიღეს ფრიდონთან შეხვედრის შემდეგ ტარიელმა და ავთანდილმა?
  89. სამთა თათბირისას, რა უნდა მოემოქმედებინათ ნესტანის დასახსნელად ავთანდილის აზრით?
  90. რას ფიქრობდა ფრიდონი ნესტანის დახსნასთან დაკავშირებით/
  91. როგორ სურდა ტარიელს მიჯნურის გადარჩენა?
  92. რა გზით დაიხსნეს ნესტან-დარეჯანი ქაჯეთის ციხიდან?
  93. როგორი ქორწილი გადაუხადა ფრიდონმა ტარიელსა და ნესტანს?
  94. რა გზით წავიდნენ არაბეთში ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი?
  95. როგორი ქორწილი გადაიხადეს ავთანდილმა და თინათინმა არაბეთში?
  96. როგორ შეიტყვეს ნესტანმა და ტარიელმა ინდოეთის მეფის გარდაცვალება?
  97. რა გზით დაიმორჩილა ტარიელმა ხატაელები?
  98. როგორი ქორწილი გადაიხადეს ტარიელმა და ნესტანმა ინდოეთში?
  99. რა ბედი ეწია ასმათს?
  100. როგორ იდილიას გვიხატავს ავტორი პოემის ეპილოგში?

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები