26 აპრილი, პარასკევი, 2024

ინტერვიუ შალვა ტაბატაძესთან

spot_img
გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს სწავ­ლის დაწყე­ბას­თან მი­ღე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე და აფა­სებს მო­დელს, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი ყვე­ლა­ზე მოქ­ნილ მო­დელს უწო­დებს – მშობ­ლე­ბს შე­უძ­ლი­ათ  აირ­ჩი­ონ სად ის­წავ­ლონ შვი­ლებ­მა – სახ­ლ­ში თუ სკო­ლა­ში, დის­ტან­ცი­უ­რად თუ პი­რის­პირ.
შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ძა­ლი­ან ცუ­დია, რო­ცა სა­მი­ნის­ტ­რო მხო­ლოდ ზო­გა­დი გან­მარ­ტე­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა და მშობ­ლებს, რომ­ლებ­საც ონ­ლა­ინ­ ს­წავ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ, რე­გის­ტ­რა­ცი­ას სთა­ვა­ზობს ისე, რომ დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცი­ან.
„ეს ჩემ­თ­ვის ნიშ­ნავს, ერ­თი მხრივ, ცუდ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, მე­ო­რე მხრივ, სპონ­ტა­ნურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რა­შიც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თუმ­ცა, ორი­ვე  შემ­თხ­ვე­ვა­ში, ფაქ­ტია, რომ მზა­ო­ბა ნაკ­ლე­ბია.“

– ბა­ტო­ნო შალ­ვა, რას ფიქ­რობთ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სწავ­ლის დაწყე­ბას­თან მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ, თქვე­ნი აზ­რით, მო­დე­ლი, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტ­რომ გა­მო­აცხა­და, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია და არის თუ არა მზად ამის­თ­ვის სის­ტე­მა? მშობ­ლებს ეძ­ლე­ვათ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა – შვი­ლებ­მა ონ­ლა­ინ ის­წავ­ლონ თუ პი­რის­პირ. რო­გორც მი­ნის­ტ­რი ამ­ბობს, ყვე­ლა­ზე მოქ­ნი­ლი მო­დე­ლი შეს­თა­ვა­ზეს, რას ფიქ­რობთ თქვენ ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ?

–  ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში მე კი არა, სა­მი­ნის­ტ­როს თა­ნამ­შ­რომ­ლებ­საც უჭირთ იმის თქმა, კონ­კ­რე­ტუ­ლად რა­ზეა სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ მხო­ლოდ ზო­გა­დი გან­მარ­ტე­ბე­ბი კეთ­დე­ბა და თან მშობ­ლებს ეუბ­ნე­ბი­ან – გა­ი­ა­რეთ რე­გის­ტ­რა­ცია თუ ონ­ლა­ინ­ ს­წავ­ლე­ბის სურ­ვი­ლი გაქვთ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მშო­ბელ­მა რე­გის­ტ­რა­ცია გა­ი­ა­როს, რო­ცა არა­ფე­რი არ იცის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ, არ არის საქ­მის კურ­ს­ში. ზო­გა­დად, იდე­ას რაც შე­ე­ხე­ბა, რომ მოქ­ნი­ლი სის­ტე­მა შე­იქ­მ­ნას და იყოს სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის არ­ჩე­ვა­ნი – ეს მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კაა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს, აქ მშობ­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი  კლას­ში დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს, თუმ­ცა, ნა­წი­ლი ამ­ბო­ბს, რომ უსაფ­რ­თხო­ე­ბა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა მათ­თ­ვის უპირ­ვე­ლე­სია, რომ ხე­დავენ რისკ-ფაქ­ტო­რებს და ამი­ტომ ურ­ჩევ­ნიათ, სახ­ლ­ში იყ­ვ­ნენ შვი­ლე­ბი და ონ­ლა­ინ ­რე­ჟიმ­ში ის­წავ­ლონ. აქ პრობ­ლე­მა სხვა რა­მე­შია. იმ ქვყნებ­ში, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა სის­ტე­მებ­მა შეს­თა­ვა­ზეს მშო­ბელს არ­ჩე­ვა­ნი, თუ გარ­კ­ვე­უ­ლ საფ­რ­თხე­ებს ხე­დავს, შეუძლია ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი აირჩიოს. თუმ­ცა, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ამ სის­ტე­მა­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ემ­ზა­და – დე­ტა­ლუ­რად და მკა­ფი­ოდ გან­საზღ­ვ­რეს, რა ფორ­მა­ტით  და რო­გორ მოხ­დე­ბა ონ­ლა­ინ ჯგუ­ფე­ბის ფორ­მი­რე­ბა, რა ტი­პის სას­წავ­ლო გეგ­მა იქ­ნე­ბა ასე­თი სწავ­ლე­ბი­სას,  რამ­დე­ნად ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლია მო­დე­ლი, გა­ივ­ლი­ან თუ არა სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მებს ონ­ლა­ინ და პი­რის­პირ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე  და ა.შ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვამ­ბობ, რომ იდეა აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი – მშო­ბელ­მა რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვალ­სი­წი­ნე­ბით თვი­თონ მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რა ფორ­მა­ტით ურ­ჩევ­ნია, მის­მა შვილ­მა რომ ის­წავ­ლოს. ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უცებ გა­მოცხა­დდა.  ით­ქ­ვა, რომ მშობ­ლებ­მა გა­ი­ა­რონ რე­გის­ტ­რა­ცია და არა­ვინ იცის რა ფორ­მა­ტით და რო­გორ ხდე­ბა ეს. რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თ­ვის არა­ფორ­მა­ლუ­რად არის ცნო­ბი­ლი, უნ­და მოხ­დეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის ფორ­მი­რე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ერ­თი სკო­ლის მე­ექ­ვ­სე კლა­სის ნა­წი­ლი ონ­ლა­ინ კი არ ის­წავ­ლის და ნა­წი­ლი პი­რის­პირ, არა­მედ, ონ­ლა­ინ­ ს­წავ­ლე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა ჯგუ­ფი. მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის გლდა­ნი-ნაძ­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი­დან შე­იქ­მ­ნე­ბა ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ჩა­უ­ტარ­დე­ბა ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რაუ­დოდ, მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე სკო­ლას ან, ერ­თი სკო­ლის ქვეშ, რამ­დე­ნი­მე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აქ არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ ერ­თი და იგი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩა­ა­ტა­რებს პი­რის­პირ გაკ­ვე­თილ­საც და ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თილ­საც, არა­მედ, ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლის მსურ­ვე­ლებს, მა­თი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეს­თა­ვა­ზე­ბენ არა სა­კუ­თა­რი მას­წავ­ლებ­ლის, არა­მედ შერ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს. და­ზუს­ტე­ბუ­ლად ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­ცი, თუმ­ცა, ვა­რა­უდს გა­მოვ­თ­ქ­ვამ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი სის­ტე­მა იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა­ში, სა­დაც ჩე­მი შვი­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ, ანა­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მა მოქ­მე­დებს, თუმ­ცა, კი­დევ ერ­თხელ ვამ­ბობ, რომ დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ამის­თ­ვის. იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ მსურ­ვე­ლებს სკო­ლა კი არ უტა­რებს ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს, არა­მედ შე­არ­ჩ­ევს ორ­გა­ნი­ზა­ციას, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლიზ­დე­ბო­და დი­ს­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში. სწო­რედ ისი­ნი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ აღ­ნიშ­ნულ სერ­ვისს სკო­ლე­ბი­სა და სას­კო­ლო ოლ­ქე­ბის­თ­ვის. ასე­თი და­გეგ­მი­ლი იყო პრო­ცე­სი და,  რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ირ­ჩევ­ნ­დენ ისეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მელ­საც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და და ერ­გე­ბო­და კონ­კ­რე­ტუ­ლი სას­კო­ლო ოლ­ქის სას­წავ­ლო გეგ­მას, მიდ­გო­მებს და ა.შ. ოლ­ქის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ერ­თო ჯგუფ­ში ასე­თი კრი­ტე­რი­უ­მით შერ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია  ახორ­ცი­ე­ლებს დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი იდეა, ვფიქ­რობ მსგავ­სია, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, ჩვენს სის­ტე­მას მსგავსი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია და არც არა­ნა­ი­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ ჩა­უ­ტა­რე­ბია, თუნ­დაც შიგ­ნით, სას­კო­ლო ან რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის დო­ნე­ზე. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამის შე­სა­ხებ არ თქმუ­ლა. თუ წი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და და სა­მი­ნის­ტ­რომ ამა­ზე იფიქ­რა, ამის შე­სა­ხებ აუცი­ლებ­ლად უნ­და გვითხ­რას. მხო­ლოდ მშრა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით არ უნ­და შე­მო­ი­ფარ­გ­ლოს – თუ ვინ­მეს არ გინ­დათ სკო­ლა­ში ატა­როთ ბავ­შ­ვი, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­საც შე­მოგ­თა­ვა­ზებ­თო, ამის­თ­ვის, მო­დით და და­რე­გის­ტ­რირ­დი­თო. ეს ჩემ­თ­ვის ნიშ­ნავს, ერ­თი მხრივ, ცუდ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, მე­ო­რე მხრივ, სპონ­ტა­ნურ  გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რა­შიც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თუმ­ცა, ორი­ვე  შემ­თხ­ვე­ვა­ში, ფაქ­ტია, რომ მზა­ო­ბა ნაკ­ლე­ბია.

– მშობ­ლე­ბი კი­დევ სხვა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სწავ­ლე­ბის მო­დელ­ზეც სა­უბ­რო­ბენ – მა­გა­ლი­თად, ითხო­ვენ  თუ სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბას აირ­ჩევენ, უფ­ლე­ბა მის­ცენ, რომ სკო­ლის გაც­დე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­თი შვი­ლი დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში ჩა­ერ­თოს. ასე­თი ტი­პის მო­დელ­ზე თუ გსმე­ნი­ათ, არ­სე­ბობს ასე­თი პრაქ­ტი­კა?

– ეს ცო­ტა ამო­ვარ­დ­ნი­ლია, თუ ერ­თი სის­ტე­მით მი­დის სწავ­ლე­ბა, ორი დღით მე­ო­რე სის­ტე­მა­ში ჩარ­თ­ვა, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად გან­ს­ხა­ვა­ვებ­უ­ლია დი­ნა­მი­კით და თუნ­დაც თე­მა­ტი­კით, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ანუ ეს არ არის სის­ტე­მა (ისევ ჩემს ვა­რა­უდს ვამ­ბობ),  რო­დესც ერ­თი და იგი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი კლას­შიც შე­დის და ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თილ­საც ატა­რებს. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად იდენ­ტუ­რი იქ­ნე­ბა (რაც ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია), გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა – ერ­თი პი­რის­პირ და მე­ო­რე კომ­პი­უ­ტერ­ში, კი­დევ შე­იძ­ლე­ბა. თუ ერ­თი და იგი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის, ერ­თი და იგი­ვე კონ­ტინ­გენ­ტია, არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა  მიდ­გო­მე­ბი, უბ­რა­ლოდ, პი­რის­პირ მი­დის პრო­ცე­სი და ხან კომ­პი­უ­ტე­რით, მა­შინ, რა თქმა უნ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და (მაგ­რამ კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, ეს მი­უ­ღე­ბე­ლია, ცუ­დია, რად­გან დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია). მაგ­რამ, ისეთ სის­ტე­მა­ში, რო­მელ­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რე, სხვა­დას­ხ­ვა კ­ლა­სი­დან გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ჯგუ­ფებ­თან სწავ­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს სხვა მას­წავ­ლე­ბე­ლი, სხვაგვარად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. რა თქმა უნ­და, თუ ეს და­უშ­ვეს, რომ მოს­წავ­ლე ერ­თი დღე დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თილს და­ეს­წ­როს და მე­ო­რე დღეს – პი­რის­პირს, რა­ი­მე თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა­ზე და შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია.

– რე­ა­ლუ­ა­რად, თქვენ ამ­ბობთ, რომ სწავ­ლის დაწყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ სპონ­ტა­ნუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის ში­ნა­არ­სი ბუნ­დო­ვა­ნია?

–  რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ეს მარ­თ­ლაც ასეა. მთე­ლი  ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის პრობ­ლე­მა, სწო­რედ, სპონ­ტა­ნუ­რად მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბია, რო­მელ­საც თუ გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს პერ­ს­პექ­ტი­ვით და გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით შევ­ხე­დავთ, რა თქმა უნ­და, ეს არ შე­იძ­ლე­ბა!  თა­ვის­თა­ვად, ასე არ ხდე­ბა, 13 სექ­ტემ­ბერს მითხ­რა, რომ 15 სექ­ტემ­ბერს, პი­რის­პირ სწავ­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე უნ­და გა­დახ­ვი­დე და მე­რე, 1 ოქ­ტომ­ბერს, ისევ უნ­და და­უბ­რუნ­დე ან არ და­უბ­რუნ­დე სკო­ლას. ბუ­ნებ­რი­ვია, ამას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა რო­გორც ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი, ისე ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი კუთხით, სკო­ლა­შიც და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­შიც. მარ­ტო ცხრი­ლე­ბის შედ­გე­ნა ხომ არ კმა­რა, მით უმე­ტეს, რო­ცა რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია მან­ძი­ლე­ბი, ყვე­ლა­ფერს გა­დაწყო­ბა სჭირ­დე­ბა. მას­წავ­ლე­ბელ­მა,  ლექ­ტორ­მა ხომ უნ­და და­გეგ­მოს პრო­ცე­სი. ამი­ტომ, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სპონ­ტა­ნუ­რია და თან პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად გა­და­აქვთ სკო­ლებ­სა და უმაღ­ლე­სებ­ზე მა­შინ, როდესაც ამის გან­ხორ­ცი­ელ­ება სრუ­ლი­ად არა­რე­ა­ლის­ტუ­რია ორი­ვეს­თ­ვის.

უნი­ვერ­სა­ლუ­რად მი­ღე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მა­შინ ვი­გებთ, რო­ცა, მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სისზო­გი­ერთ სკო­ლა­ში და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლა უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია. მათ აწყ­ვე­ტი­ნებ დაწყე­ბულ სას­წავ­ლო პრო­ცესს და ეუბ­ნე­ბი, რომ ორ დღე­ში გა­და­ერ­თონ ონ­ლა­ინ ­ს­წავ­ლე­ბა­ზე, მე­რე, ცო­ტა ხან­ში, ისევ და­უბ­რუნ­დნენ. ამას აკე­თებ იმის ნაც­ვ­ლად, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნო, სკო­ლა ან უნი­ვერ­სი­ტე­ტი არის თუ არა მზად სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი შე­აწყ­ვე­ტი­ნო, მა­გა­ლი­თად, კერ­ძო სკო­ლებს დაწყე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, მათ­თან მი­მარ­თე­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ვიდ­რე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაც, ერ­თი მხრივ, სპონ­ტა­ნუ­რია და, მე­ო­რე მხრივ, არ ­მომ­დი­ნა­რე­ობს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­გან. ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად პრობ­ლე­მა სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის, ძა­ლი­ან სუს­ტი ხმაა რო­გორც  გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, ისე­ვე მი­სი იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცი­ისას. გა­ნათ­ლე­ბის ხედ­ვა და გა­ნათ­ლე­ბის ფი­ლო­სო­ფია სა­ერ­თოდ არ ჩანს არც მი­ღე­ბულ და არც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ში. სწო­რედ ამის გა­მო გვაქვს ასე­თი სუ­რა­თი. ახ­ლა ვი­ღაც  ჯან­დაც­ვი­დან ფიქ­რობს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ორ დღე­ში გა­და­ვი­დეს სკო­ლა დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ასე­თი ბრძა­ნე­ბა გას­ცეს ისე, რომ არა­ვინ იკითხოს სას­კო­ლო  თუ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რი. მათ შო­რის, არც  მშობ­ლის აზ­რი აინ­ტე­რე­სებს ვინ­მეს, არც მის ეკო­ნო­მი­კურ  ფაქ­ტორს ით­ვალ­ის­წი­ნებს, რაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­საც გა­ნა­ვი­თა­რებს. უცებ უცხა­დებს მშო­ბელს, იცით რა, პი­რის­პირ სწავ­ლე­ბა ორ დღე­ში კი უნ­და დაწყე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ახ­ლა დის­ტან­ცი­უ­რად და­იწყე­ბა. ასე მარ­ტი­ვი არ არის – თა­ვის­თა­ვად მშო­ბელ­მა  ბავ­შ­ვე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზეც უნ­და იფიქ­როს, მაგ­რამ  მან სამ­სა­ხურ­თან და­კავ­შ­რე­ბუ­ლი გეგ­მე­ბიც უნ­და შეც­ვა­ლოს. რე­ა­ლუ­რად, პირ­და­პირ ეუბ­ნე­ბი მშო­ბელს, რომ გა­აც­დი­ნე სამ­სა­ხუ­რი ან შეცვა­ლე შე­ნი ბიზ­ნეს გეგ­მე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, არც ამ კუთხით აქვთ ნა­ფიქ­რი,  არც აქ ჩანს გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა. სპონ­ტა­ნუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი კი მძი­მე ტვირ­თად აწევს სკო­ლა­საც, მშო­ბელ­საც,  მას­წავ­ლე­ბელ­საც და მა­თი ძა­ლის­ხ­მე­ვა მი­მარ­თუ­ლია უშე­დე­გო პრო­ცე­სებ­ზე.

– რად­გან პა­სუ­ხისმ­გებ­ლო­ბა ვახ­სე­ნეთ, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის საგ­რ­ძ­ნობ­ლად გაზ­რ­დილ ფონ­ზე, მშობ­ლებ­ზე გა­დაწყ­ვეტ­ლე­ბის და­კის­რე­ბა – შვი­ლებ­მა ონ­ლა­ინ ის­წავ­ლონ  თუ პი­რის­პირ, ხომ არ ნიშ­ნავს სახ­ლ­მ­წი­ფოს გაქ­ცე­ვას პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის­გან?

–  მე ვერ ვიტყ­ვი, რომ აქ მა­ინ­ც­და­მა­ინც პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­დაბარება/გ­ა­დაბ­რა­ლე­ბა იყოს პრობ­ლე­მა. ეს ცალ­სა­ხად ვერ მოხ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, რად­გან მთავ­რო­ბამ იცის, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სი­ტუ­ა­ცია გა­უ­ა­რეს­და,  მშო­ბელს ვე­რა­ფერს გა­და­აბ­რა­ლებს და ვერც პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას და­ა­კის­რებს, ვერც იმ მშო­ბელს, რო­მელ­მაც, სკო­ლა­ში წაყ­ვა­ნის ნაც­ვ­ლად, შვილი სახ­ლ­ში და­ტო­ვა და ვერც იმას, ვინც სკო­ლა­ში წაყ­ვა­ნის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გან სა­ხელ­მ­წი­ფომ თქვა, რომ სკო­ლა­ში ყვე­ლა­ფე­რი მზად აქვს. ამი­ტომ არ მგო­ნია, გა­დაბ­რა­ლე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მოხ­ს­ნის მე­ქა­ნიზ­მ­მა იმუ­შა­ოს. ეს, უფ­რო მე­ტად, იმ ხმა­უ­რი­ა­ნი მშობ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, მა­თი შვი­ლე­ბი სახ­ლ­ში ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. ჩემ­თ­ვის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გაუგებარია, რა გან­საზღ­ვ­რავს ამ დი­ნა­მი­კას. მა­გა­ლი­თად, სექ­ტემ­ბ­რის შუა რიცხ­ვებ­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბის ასამ­დე შემ­თხ­ვე­ვა რომ გვქონ­და, მი­ვი­ღეთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ დის­ტან­ცი­ურ­ზე გა­და­სუ­ლიყ­ვ­ნენ სკო­ლე­ბი, რო­ცა შემ­თხ­ვე­ვე­ბი სა­მა­სამ­დე გა­ი­ზარ­და (და წი­ნას­წა­რი პროგ­ნო­ზი ისე­თია, რომ გა­და­ა­ჭარ­ბებს ამ რა­ო­დე­ნო­ბას),  ვი­ღებთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რომ გავ­ხ­ს­ნათ სკო­ლე­ბი. მა­შინ რა­ტომ და­ვა­კარ­გ­ი­ნეთ 15 სექ­ტემ­ბ­რი­დან დღემ­დე დრო მოს­წავ­ლე­ებს? თუ ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო სწო­რი, მა­შინ დღეს რა­ტომ ვხსნით სკო­ლებს? ვე­რა­ნა­ირ ლო­გი­კას და თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბას ვერ ვხე­დავ.

პრობ­ლე­მა ის უფ­როა, რა­ტომ არ იყ­ვ­ნენ 15 სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის სკო­ლე­ბი და უმაღ­ლე­სე­ბი მზად სა­მი­ვე მო­დე­ლის­თ­ვის — პი­რის­პირ სწავ­ლე­ბის­თ­ვის, შე­რე­უ­ლი სწავ­ლე­ბის­თ­ვის ან დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის. რა გა­ვა­კე­თეთ ზაფხულ­ში ამის­თ­ვის? რა გვიშ­ლი­და ხელს, რომ სკო­ლე­ბი მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა, რა გა­ვა­კე­თეთ იმის­თ­ვის, რომ გაგ­ვე­ზარ­და  ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ინ­ტერ­ნეტ­ზე და კომ­პი­უ­ტე­რებ­ზე;  რა გა­ვა­კე­თეთ იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ცია გაზ­რ­დი­ლი­ყო, რა გა­ვა­კე­თეთ ფი­ლო­სო­ფი­უ­რი და პე­და­გო­გი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის შე­საც­ვ­ლე­ლად დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. სად არის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პო­ზი­ცია, რო­ცა, და­ახ­ლო­ე­ბით, ათი ათას მოს­წავ­ლეს სჭირ­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რი და ინ­ტერ­ნე­ტი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ში ჩა­სარ­თა­ვად?

ამის ნაც­ვ­ლად, მთავ­რო­ბამ 200-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბე­ბი და­უ­რი­გა მოს­წავ­ლე­ებს, რაც ვი­ღა­ცის­თ­ვის მარ­თ­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, მაგ­რამ ვი­ღა­ცის­თ­ვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ზედ­მე­ტი, ნა­ყი­ნებ­სა და ტან­საც­მ­ლის შე­ძე­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნა. რა­ტომ არ მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი? რა­ტომ არ იზ­რუ­ნა ზა­ფ­ხულ­ში გა­ზაფხულ­ზე სწავ­ლის მიღ­მა აღ­მო­ჩენი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე? სამ­წუ­ხა­როდ, ამ თვალ­საზ­რი­სით, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, მხო­ლოდ იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­იწყო, რო­მე­ლიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შეუ­ს­რუ­ლე­ბა­დია და რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ და­ა­ვა­ლა. არც აქ ჩანს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პო­ლი­ტი­კა, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა.

– ბა­ტო­ნო შალ­ვა, თქვე­ნი აზ­რით, რა იყო  გა­ნათ­ლე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დი­დი ხარ­ვე­ზი პან­დე­მი­ის დროს, რაც სა­მი­ნის­ტ­როს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნა?

–  ერთ-ერ­თი პრობ­ლე­მა,  რაც ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­იკ­ვე­თა, მათ შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც, ინ­ტერ­ნეტ­ზე და კომ­პი­უ­ტე­რებ­ზე წვდო­მაა, მოს­წავ­ლე­თა დიდ რა­ო­დე­ნო­ბას არც ერ­თი და არც მე­ო­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­თა­ნა­დოდ არ ჰქონ­და. ერთ­მნიშ­ვ­ნელოვნად,  ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა – არც ჩა­მორ­ჩე­ნის და არც უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კუთხით. პან­დე­მი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა გა­და­უ­დე­ბელ პი­რო­ბებ­ში კი ჩა­ა­ტა­რეს (ნა­წილ­მა ვერ შეძ­ლო) თიმ­სის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, თუმ­ცა, ეს, პე­და­გო­გი­უ­რად და ფი­ლო­სო­ფი­უ­რად, არ ყო­ფი­ლა სწო­რი სწავ­ლე­ბა.  მე­თო­დე­ბი და მიდ­გო­მე­ბი კი არ შეც­ვა­ლეს, რაც მოს­წავ­ლე­ებს ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას მის­ცემ­და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, არა­მედ, უბ­რა­ლოდ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­იც­ვა­ლა. ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში  უკ­ვე მი­დის ლა­პა­რა­კი იმის შე­სა­ხებ, რომ შე­იც­ვა­ლოს მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის მიდ­გო­მე­ბი. შე­იც­ვა­ლოს რო­გორც მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლის, ისე მოქ­მე­დის მომ­ზა­დე­ბა/გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი, რომ პე­და­გო­გე­ბი სწავ­ლე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­დე­ლის­თ­ვის იყ­ვ­ნენ მზად. ჩვენ­თან კი, ამა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს, არც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და არც მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი, რო­მე­ლიც მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გა­მო­იკ­ვე­თა ჩარ­თუ­ლო­ბის კუთხი­თაც. ჩე­მი მო­ნა­ცე­მე­ბით, უფ­რო მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბა და ეფექ­ტუ­რო­ბა იყო დაწყე­ბით კლა­სებ­ში, რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გა­მო: პირ­ვე­ლი —  მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი იყო უფ­რო მა­ღა­ლი დაწყე­ბით კლა­სებ­ში; მე­ო­რე — დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­თა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც იყო მა­ღა­ლი, უმ­რავ­ლე­სო­ბას ბუ­კე­ბი ჰქონ­და და მე­სა­მე — დაწყე­ბი­თის მას­წავ­ლე­ბელ­თა მზა­ო­ბა იყო უფ­რო მა­ღა­ლი, იმი­ტომ, რომ ისი­ნი, სწო­რედ ბუ­კე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მე­ტად  მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი დახ­ვ­დ­ნენ პრო­ცე­სებს. სა­შუ­ა­ლო და სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე კი, დი­დი ნა­წი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­და. სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი თით­ქ­მის ჩა­ვარ­და და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ფორ­მა­ლუ­რი იყო, მათ შო­რის თიმ­ს­ში რე­გის­ტ­რა­ცი­აც და ა.შ. არც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლა რა­მე. ახ­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­შუ­ა­ლო და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი, დიდ ქა­ლა­ქებ­ში, დის­ტან­ცი­ურ რეჟ­იმ­ზე დარ­ჩა და არა­ვინ იცის, რო­დის გა­დავ­ლენ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში. ისევ ამ ჯგუფ­ში გვაქვს ყვე­ლა­ზე დი­დი ხარ­ვე­ზი დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ვერც ერ­თი  ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ხარ­ვე­ზის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად ვერ და­ვი­ნა­ხე კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გ­მუ­ლი.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები