30 აპრილი, სამშაბათი, 2024

შეკითხვებს პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი

spot_img

 

შეკითხვებს პასუხობს

 ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი

 

♦ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რ­ცელ­და აზ­რი, რომ ეს მო­გო­ნი­ლია სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად. რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დ­ვი­ლეს?

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­სავ­ლე­ლად სა­ჭი­როა ოთხი სტან­დარ­ტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. არც ერ­თი სკო­ლის და­ხურ­ვა არ არის სა­ხელ­მ­წი­ფოს გეგ­მა, სურ­ვი­ლი, გან­ზ­რახ­ვა. ცხა­დია, სკო­ლამ უნ­და შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი მი­სია: და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მოთხოვ­ნე­ბი, მი­აღ­წი­ოს სა­ფე­ხუ­რის შე­დე­გებს და მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ე­უფ­ლონ სას­წავ­ლო ცნე­ბებს. არის კი­დევ ბევ­რი დე­ტა­ლი, რო­მელ­თა ჩა­მოთ­ვ­ლაც შორს წაგ­ვიყ­ვანს და ამი­ტომ, მოკ­ლედ ვიტყ­ვი, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი­დან ერთ-ერ­თია სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მი, რო­მე­ლიც კომ­პ­ლექ­სუ­რად აფა­სებს ცალ­კე აღე­ბუ­ლი სა­ფე­ხუ­რის სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მას, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. უფ­რო ნათ­ლად რომ ვთქვათ, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძვი­რი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც სკო­ლას ესა­ჭი­რო­ე­ბა, არის კუ­რი­კუ­ლუ­მი. იგი ძვი­რი იმ თვალ­საზ­რი­სი­თაა, რომ მო­ითხოვს დიდ დრო­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ას. კუ­რი­კუ­ლუ­მის შექ­მ­ნა­ში ჩარ­თუ­ლი უნ­და იყოს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და არა მხო­ლოდ კა­თედ­რის ერ­თი წევ­რი, ასე­ვე, ესგ-ის საგ­ნობ­რივ სტან­დარ­ტებ­თან უნ­და იყოს შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში, ეფუძ­ნე­ბო­დეს კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზმს და ა.შ. მკითხ­ვე­ლი რომ არ და­ვაბ­ნი­ოთ, ამის­თ­ვის მარ­ტი­ვი გზაც არ­სე­ბობს: სკო­ლებს ხელთ ექ­ნე­ბათ საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მის სა­ნი­მუ­შო ვერ­სი­ე­ბი, რო­მელ­თა მო­დი­ფი­ცი­რე­ბა მარ­ტი­ვია სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. რე­ზი­უ­მედ და­ვა­მა­ტებ, შე­დე­გე­ბი რომ სა­სურ­ვე­ლი გვქონ­დეს, უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი ისე, რო­გორც ეს გან­საზღ­ვ­რუ­ლია „სწო­რი“ პე­და­გო­გი­კით.

♦ რო­გორ უნ­და შე­მუ­შავ­დეს ან მო­დი­ფი­ცირ­დეს კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი?

ფაქ­ტია, რომ სკო­ლებ­ში კა­თედ­რე­ბის მუ­შა­ო­ბა ისე­თია, ხში­რად, კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. საგ­ნობ­რი­ვი კა­თედ­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა-ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სწო­რად წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის. კა­თედ­რის ერთ-ერ­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა-დახ­ვე­წაა. ამით გუნ­დუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის სის­ტე­მაც და­ი­ნერ­გე­ბა სკო­ლა­ში. კუ­რი­კუ­ლუ­მი არ­სე­ბობს სკო­ლის და არა მას­წავ­ლებ­ლის, ამი­ტომ მას ქმნი­ან/ცვლი­ან კა­თედ­რე­ბი.

♦ რა არის სა­ჭი­რო კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შექ­მ­ნი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­სის სწო­რად წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის?

კითხ­ვა მას­შ­ტა­ბუ­რია, თუმ­ცა, ვცა­დოთ მოკ­ლე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ისევ კითხ­ვე­ბით. მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბამ უნ­და უპა­სუ­ხოს შემ­დეგ შე­კითხ­ვებს:

⇒  რა მიზ­ნით ვას­წავ­ლი?

⇒  რა მა­სა­ლა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვას­წავ­ლი?

⇒  რო­გორ ვას­წავ­ლი?

⇒  რო­გორ ვა­ფა­სებ?

♦ მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ რას გვეტყო­დით?

სას­კო­ლო თე­მის ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რგო­ლი მშო­ბე­ლია. ევ­რო­პის ზოგ ქვე­ყა­ნა­ში მშობ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მკაც­რა­დაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი და იქ მხო­ლოდ უფ­ლე­ბებ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ. ჩვენ­თან, ნა­თე­ლია, რომ მშო­ბელ­თა პე­და­გო­გი­ზა­ცი­ის დო­ნე არაა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. ნა­ხავთ მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც ისევ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არი­ან ნიშ­ნებ­ზე, არ აქვთ კო­მუ­ნი­კა­ცია მას­წავ­ლებ­ლებ­თან მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლე­ბის მი­საგ­ნე­ბად და ა.შ. ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, ავა­მაღ­ლოთ მშობ­ლე­ბის პე­და­გო­გი­ზა­ცი­ის დო­ნე, ავუხ­ს­ნათ, ცოდ­ნის სა­ხე­ე­ბი­დან, რა არის 21-ე სა­უ­კუ­ნის­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და ა.შ. მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის იდე­აც გა­მო­ვი­ყე­ნეთ. გა­სულ წელს უკ­ვე ყვე­ლა სკო­ლამ უზ­რუნ­ველ­ყო მშობ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მ­ნა­ზე იმუ­შა­ვებ­დ­ნენ მა­თი შვი­ლე­ბი.

♦ სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ აუცი­ლე­ბე­ლია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ჩარ­თ­ვა. ბევ­რი ამის წი­ნა­აღ­მ­დე­გია და ამ­ბობს, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ხი­ფა­თოა.

სა­ხი­ფა­თოა ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბაც, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბაც, ცურ­ვაც და ა.შ. ვამ­ბობთ მათ­ზე უარს? არა! ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ორ ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს: 1. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა მოს­წავ­ლის­თ­ვის; 2. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით უფ­რო ეფექ­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს კო­მუ­ნი­კა­ცია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს შო­რის. გა­დავ­ხე­დოთ უახ­ლო­ეს წარ­სულს. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე მი­ვაღ­წევ­დით რა­მეს?!

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები