8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

ახალი შესაძლებლობა, მეტი აკეთო მოსწავლეებისა და ქვეყნისთვის

spot_img

ნი­ნო ფსუ­ტუ­რი

2023 წლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი

გო­რის მე-8 სა­ჯა­რო სკო­ლის ბი­ო­ლო­გი­ის მენ­ტო­რი მასწავლებე­ლი

 

▶️ რა შეგ­რ­ძ­ნე­ბაა გა­ღი­ა­რონ წლის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლად?

გა­მარ­ჯ­ვე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან დი­დი სი­ხა­რუ­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც დღემ­დე მომ­ყ­ვე­ბა. ალ­ბათ, ბო­ლომ­დე ვერც ვაც­ნო­ბი­ე­რებ… მო­ტი­ვა­ცი­ას მმა­ტებს და დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მი­ჩენს ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის, კო­ლე­გე­ბის მი­მართ, ზო­გა­დად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის მი­მართ – გინ­და, კი­დევ უფ­რო კარ­გად აკე­თო შე­ნი საქ­მე. ახ­ლა, აი, ეს შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი და ემო­ცი­ე­ბი ირე­ვა ერ­თ­მა­ნეთ­ში.

რო­დე­საც სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­ულ­ში ხარ, რა თქმა უნ­და, ფიქ­რობ, რომ გა­მარ­ჯ­ვე­ბას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ხარ, ანუ შე­იძ­ლე­ბა შენ იყო ის, ვი­საც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლად გა­მო­აცხა­დე­ბენ. თუმ­ცა, ვფქი­რობ, ხუ­თი­ვეს თა­ნა­ბა­რი შან­სი გვქონ­და. მო­ლო­დი­ნი, რა თქმა უნ­და, იყო, მაგ­რამ არ ვფიქ­რობ­დი, რომ აუცი­ლებ­ლად მე გავ­ხ­დე­ბო­დი  2023 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი. საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გვერ­დით ვი­დე­ქი რო­გორც ათე­ულ­ში, ისე ხუ­თე­ულ­ში. ამი­ტომ ვამ­ბობ, შან­სი ხუ­თი­ვეს­თ­ვის თა­ნა­ბა­რი იყო, თუმ­ცა, ჟი­უ­რიმ მე შე­მარ­ჩია.

ემო­ცი­ებს ჩაცხ­რო­მა ვერ ვა­ცა­ლე, მე­ო­რე დღეს­ვე უკ­ვე ტრე­ნინ­გ­ზე ვი­ჯე­ქი – დე­ბა­ტე­ბის ტექ­ნი­კე­ბის ტრე­ნინ­გ­ზე. ამ ტრე­ნინ­გის შე­სა­ხე­ბაც, სწო­რედ, ამ ათე­ულ­თა კლუ­ბი­დან გა­ვი­გე. ზო­გა­დად,

ათე­ულ­თა კლუ­ბის წევ­რო­ბაც და გა­მარ­ჯ­ვე­ბაც, ეს არის შან­სი, გა­იც­ნო უფ­რო მე­ტი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი, მეტ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტ­სა თუ აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩა­ერ­თო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­მარ­ჯ­ვე­ბა­საც ამ კუთხით გა­მო­ვი­ყე­ნებ და მეტ აქ­ტი­ვო­ბა­სა და პრო­ექტს შევ­თა­ვა­ზებ ჩემს მოს­წავ­ლე­ებს, უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოს გავ­ხ­დი მათ­თ­ვის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას.

ამის გარ­და, ვფქი­რობ, ჩე­მი გა­მარ­ჯ­ვე­ბა, გარ­შე­მო მყო­ფი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში აპი­რე­ბენ შე­მოს­ვ­ლას, დი­დი სტი­მუ­ლი გახ­დე­ბა. ყო­ველ­დღე მწე­რენ, მი­ლო­ცა­ვენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მათ­თ­ვი­საც მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლია ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, ერ­თი ჩე­მი მოს­წ­ვ­ლის წე­რილს მო­ვიყ­ვან, სა­დაც მწერს, რომ: ალ­ბათ იცით, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა მინ­და და უკ­ვე წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, მაგ სცე­ნა­ზე მეც რომ დავ­დგე­ბი და სი­ა­მა­ყით ვიტყ­ვი, ჩე­მი დამრი­გე­ბე­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლიც არის ამ ჯილ­დოს მფლო­ბე­ლიო. ეს მარ­თ­ლა აღ­მოჩ­ნ­და მათ­თ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის მიმ­ცე­მი – მას­წავ­ლებ­ლო­ბა თუ უნ­დო­დათ, ახ­ლა კი­დევ უფ­რო გა­უმ­ყარ­დე­ბათ ეს სურ­ვი­ლი, რად­გან ხე­და­ვენ, რომ ეს პრო­ფე­სია აღი­ა­რე­ბუ­ლია და შე­ნი შრო­მა – და­ფა­სე­ბუ­ლი. თუმ­ცა, და­მერ­წ­მუ­ნეთ, არც ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ამას აღი­ა­რე­ბის­თ­ვის არ აკე­თებს, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე ასე ვფიქ­რობ. მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­ცა მე­რე ყვე­ლა­ფე­რი ასე გი­ფას­დე­ბა.

▶️ არის დღეს, რე­ა­ლუ­რად, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია სა­თა­ნა­დოდ და­ფა­სე­ბუ­ლი?

დღეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია სა­თა­ნა­დოდ და­ფა­სე­ბუ­ლი ნამ­დ­ვი­ლად არ არის. შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი უფ­რო მე­ტი, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის, სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტით, გარ­კ­ვე­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით სარ­გებ­ლობ­დეს ან თუნ­დაც უფ­რო მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი ჰქონ­დეს. მეს­მის, რომ ხელ­ფა­სე­ბი რა­ღაც ტემ­პით იზ­რ­დე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა ვხე­დავთ, რომ ეს არ არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში დღეს არ­სე­ბულ სა­ბაზ­რო ფა­სებ­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლებ­ლებს არ აქვთ ისე­თი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი, რო­გო­რიც უნ­და ჰქონ­დეთ. მას­წავ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან დიდ შრო­მას მო­ითხოვს, 24 სა­თი­დან, ალ­ბათ, 14 სა­ა­თი შენს პრო­ფე­სი­ა­ზე ფიქ­რობ — რა რო­გორ გა­ა­კე­თო.

რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბას, ვფიქ­რობ, წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, რო­დე­საც მე ვიწყებ­დი მას­წავ­ლებ­ლო­ბას, უფ­რო პრეს­ტი­ჟუ­ლი გახ­და. ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ახალ­გაზ­რ­დე­ბის­გან უფ­რო ხში­რად მეს­მის, რომ ჩვენს პრო­ფე­სი­ას ირ­ჩე­ვენ. ეს გარ­და­ტე­ხა ამ კონ­კურ­ს­მაც გა­ნა­პი­რო­ბა, ახალ­გაზ­რ­დებ­მა უფ­რო მე­ტად გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ თუ ისი­ნი არ აღ­ზ­რ­დი­ან და გაზ­რ­დი­ან ისეთ თა­ო­ბას, რო­გო­რიც მათ სურთ, ვერც მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბათ. ალ­ბათ, ამა­საც ფიქ­რო­ბენ: მო­დი, ჩავ­დ­გეთ ამ როლ­ში და აღ­ვ­ზარ­დოთ (მე ასე ვფქი­რობ) ახა­ლი თა­ო­ბა. მათ კარ­გად აქვთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი უკე­თე­სი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­და­ში.

ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა გა­აზ­რე­ბუ­ლად მოხ­და, ასე მგო­ნია, რომ ეს პრო­ფე­სია ჩემ­თან ერ­თად და­ი­ბა­და, რაც თა­ვი მახ­სოვს, მას­წავ­ლებ­ლო­ბა მინ­დო­და. ბავშ­ვო­ბა­შიც „მას­წავ­ლებ­ლო­ბას“ ვთა­მა­შობ­დი. და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში ვი­ფიქ­რე, ექი­მი ხომ არ გავ­ხ­დე-თქო, მაგ­რამ მე­რე ისევ მძლია ბავ­შ­ვო­ბის­დ­რო­ინ­დელ­მა სურ­ვილ­მა. სხვა­თა შო­რის, შემ­დეგ მქონ­და შან­სი, სხვა სფე­რო­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, სა­დაც უფ­რო მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა მექ­ნე­ბო­და (ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პე­რი­ო­დის­თ­ვის), მაგ­რამ ერ­თი წუ­თით არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ისე ვთქვი უარი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე. დავ­რ­ჩი ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში და არც არას­დ­როს მი­ნა­ნია, პი­რი­ქით, მად­ლო­ბა ღმერთს, რომ ასე მოხ­და.

▶️ რო­გორ ფიქ­რობთ, რი­თი მი­იქ­ცი­ეთ ჟი­უ­რის ყუ­რადღე­ბა?

ამა­ზე მეც ხში­რად ვფიქ­რობ. ალ­ბათ, იმით, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მქონ­და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი… მოს­წავ­ლე­ე­ებ­თან ერ­თად, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი გვაქვს ჩვე­ნი სტარ­ტა­პი, სა­მე­წარ­მეო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ; შე­საძ­ლოა იმი­თაც, რომ, ზო­გა­დად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში არა მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლად, არა­მედ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვმუ­შა­ობ. ისე­ვე, რო­გორც სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ალ­ბათ, ჩე­მი პედ­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კაც სა­ინ­ტე­რე­სო იყო. კონ­კურ­სის შემ­დეგ გა­ვი­გე ისიც, რომ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­საც გა­ე­სა­უბ­რ­ნენ და მათ ძა­ლი­ან დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­უხ­დე­ნი­ათ. ალ­ბათ, ამა­საც მი­აქ­ცი­ეს ყუ­რადღე­ბა. თუმ­ცა, ზუს­ტი პა­სუ­ხი ამ კითხ­ვა­ზე ნამ­დ­ვი­ლად არ მაქვს.

▶️ არ­სე­ბობს მაქ­სი­მუ­მი თქვენს პრო­ფე­სი­ა­ში, რი­სი გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბა?

ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამო­უ­წუ­რა­ვია. თუ კონ­კ­რე­ტუ­ლად მას­წავ­ლე­ბელ­ზე ვსა­უბ­რობთ, არა­სო­დეს უნ­და შე­ე­ცა­დო, ამო­წუ­რო შენს თავ­ში რე­სურ­სი, ვერ ამო­წუ­რავ და არც გაქვს ამის უფ­ლე­ბა. არ უნ­და მო­დუნ­დე, მუდ­მი­ვად უნ­და ეცა­დო გან­ვი­თარ­დე, მა­ღა­ლი მიმ­ღებ­ლო­ბა უნ­და გქონ­დეს სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი. შენ თვი­თონ თუ არ გან­ვი­თარ­დე­ბი და სა­კუ­თარ თავ­ში არ მო­ახ­დენ ძი­რე­ულ ცვლი­ლე­ბებს, ისე შე­უძ­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლე შეც­ვა­ლო უკე­თე­სო­ბის­კენ. ჯერ შენ უნ­და შე­ი­მეც­ნო, გა­ი­თა­ვი­სო ის, რა­საც ას­წავ­ლი და მე­რე გა­დას­ცე მოს­წ­ავ­ლეს. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია. ვიდ­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი გქვია და სკო­ლა­ში ხარ, ანუ „სანამ ბე­დავ, რომ ას­წავ­ლო, თა­ვა­დაც არ უნ­და შეწყ­ვი­ტო სწავ­ლა“.

თვით­გან­ვი­თა­რე­ბა მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში ვე­რას­დ­როს და­ა­სა­ხე­ლებ იმ მაქ­სი­მუმს, რომ­ლის იქით კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

▶️ ორი სიტყ­ვით სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც გვითხა­რით, რის გა­კე­თე­ბას აპი­რებთ თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის მე­ტი პროგ­რე­სის­თ­ვის, გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის? რას უკავ­ში­რდებ­ა თქვე­ნი უახ­ლო­ე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გე­გ­მე­ბი?

რო­გორც გითხა­რით, მე­ო­რე დღეს­ვე უკ­ვე ტრე­ნინ­გ­ზე – დე­ბა­ტე­ბის ტექ­ნი­კის შეს­წავ­ლა –  ვი­ყა­ვი. უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის გეგ­მებ­ში სწო­რედ დე­ბა­ტე­ბის კლუ­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა სკო­ლა­ში. მინ­და გა­ვაძ­ლი­ე­რო მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ კუთხით იმი­ტომ, რომ დე­ბა­ტე­ბია ის, რაც მოს­წავ­ლე­ებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და სა­ჭი­რო უნა­რებს ავი­თა­რებს. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მომ­წონს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ელე­მენ­ტე­ბის ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში გა­და­ტა­ნა, ამი­ტომ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა დე­ბა­ტე­ბის ტექ­ნი­კე­ბის შე­ტა­ნა ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში. გარ­და ამი­სა, წელს ვას­წავ­ლი მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს, ეს არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნია. ვა­ყა­ლი­ბებ მოს­წავ­ლე­თა კორ­პო­რა­ცი­ებს და ახ­ლა ზუს­ტად იმ ეტაპ­ზე ვართ, რო­ცა მოს­წავ­ლე­თა ხუ­თი კორ­პო­რა­ცია უნ­და შევ­ქ­მ­ნათ, ეს სე­მეს­ტ­რი ამ ახა­ლი წა­მოწყე­ბით იქ­ნე­ბა ჩვენ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. მე და ჩემს მოს­წავ­ლე­ებს გვინ­და, გა­ვა­ფარ­თო­ვოთ და ხორ­ცი შე­ვას­ხათ ჩვენს იდე­ებს. 12 ოქ­ტომ­ბერს კი, ვე­ლო­დე­ბით ნიკო კეცხო­ვე­ლის კონკურსის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს და ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რის დი­დი იმე­დი გვაქვს. ერ­თი სიტყ­ვით, არ ვჩერ­დე­ბით, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლებს წინ უამ­რა­ვი გეგ­მა გვაქვს.

▶️ ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, რას და­ა­სა­ხე­ლებ­დით დღე­ვან­დე­ლი სკო­ლის ყვე­ლა­ზე დიდ გა­მოწ­ვე­ვად?

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა დღეს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, მათ შო­რის ჩვენს სკო­ლა­საც, არ აქვს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, რაც ნამ­დ­ვი­ლად ხე­ლის შემ­შ­ლე­ლია ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლე­ბის­თ­ვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­გ­ვა­რი ბა­რი­ე­რია მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის. ბა­რი­ე­რი იყო ჩემ­თ­ვი­საც, რომ სა­ინ­ტე­რე­სოდ მეს­წავ­ლე­ბი­ნა ჩე­მი სა­გა­ნი, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლო­ბა ზუს­ტად იმას ნიშ­ნავს, რომ შენ თვი­თონ იპო­ვო პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის შე­ნე­უ­ლი გზა და ხერ­ხი, რო­მე­ლიც შე­ამ­სუ­ბუ­ქებს პრობ­ლე­მას, სიმ­ძაფ­რეს და­ა­კარ­გ­ვი­ნებს.

რა­ღა­ც გა­მო­სა­ვა­ლი მა­ინც უნ­და იპო­ვო მას­წავ­ლე­ბელ­მა, რომ პრობ­ლე­მამ და­ღი არ და­ას­ვას სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს, უნ­და შე­ე­ცა­დო, რე­სურ­სე­ბის სიმ­ცი­რის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­დო ბავ­შ­ვის­თ­ვის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი.

ეს უნ­და შეძ­ლო! ბა­რი­ე­რიც ზუს­ტად ესაა ჩვენ­თ­ვის – ბევ­რი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას და გა­მოწ­ვე­ვე­ბის გამ­კ­ლა­ვე­ბას, ხში­რად, სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ღებთ. ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მათ შო­რის მეც, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯი­თაც კი ვყი­დუ­ლობთ რე­სურ­სებს, სხვაგ­ვა­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ინ­ტე­რე­სო და მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა.

კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნელო­ვან პრობ­ლე­მად სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში ბავ­შ­ვ­თა კვე­ბას და­ვა­სა­ხე­ლებ. მინ­და წი­ნა პლან­ზე წა­მოვ­წიო უფა­სო სას­კო­ლო კვე­ბის სა­კითხი. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ნო­მერ პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მაა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ზე მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნიც კი, ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში. ვას­წავ­ლი სა­ბა­ზო-სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურს, აქე­დან მოს­წავ­ლე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას დღე­ში 7 გაკ­ვე­თი­ლი აქვს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ უნ­და იმუ­შა­ოს გო­ნე­ბამ ან რა ენერ­გია უნ­და ჰქონ­დეს ბავშვს, რო­მე­ლიც შვი­დი გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში (9 სა­ა­თი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, სა­მის ნა­ხევ­რამ­დე) მში­ე­რია. შე­უძ­ლე­ბე­ლია, დრო­ის ამ ინ­ტერ­ვალ­ში, ერ­თ­ჯე­რა­დად მა­ინც თუ არ გა­მო­იკ­ვე­ბა ბავ­შ­ვი, სრულ­ყო­ფი­ლად შეძ­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ის ათ­ვი­სე­ბა ან სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გო­ნებ­რი­ვი ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­საც ვითხოვთ დ აუცი­ლე­ბე­ლია სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. თუნ­დაც ერ­თხელ, თან ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის მცი­რე ულუ­ფის მი­ღე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ზე უფ­რო მწვა­ვე პრობ­ლე­მად ამას და­ვა­სა­ხე­ლებ­დი, თუ ერ­თი პრობ­ლე­მა უნ­და გა­მოვ­ყო.

▶️ არის თუ არა ბა­რი­ე­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად უმ­ტ­კი­ცოს სა­ხელ­მ­წი­ფოს, რომ ის კომ­პე­ტენ­ტუ­რია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ანუ კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა, არ­სე­ბუ­ლი სა­ხით, რე­ა­ლუ­რად, აძ­ლევს თუ არა მას­წავ­ლე­ბელს პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თუ მხო­ლოდ კი­ბეა სტა­ტუ­სი­დან სა­ტა­ტუს­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად, რო­მელ­ზეც სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტია მიბ­მუ­ლი?

გა­აჩ­ნია, რო­გორ მი­უდ­გე­ბა ამას მას­წავ­ლე­ბე­ლი. ვფიქ­რობ, თუ გო­ნივ­რუ­ლად მი­ვუდ­გე­ბით, პრობ­ლე­მა აღარ იქ­ნე­ბა. რას ნიშ­ნავს ეს?

არ უნ­და გქონ­დეს იმის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ ტრე­ნინ­გე­ბი, აქ­ტი­ვო­ბე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი მხო­ლოდ იმის­თ­ვის უნ­და გა­ი­ა­რო და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო, რომ შემ­დეგ ვი­ღა­ცამ ამა­ში წამ­ყ­ვა­ნის ან მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი მო­გა­ნი­ჭოს. ეს, უპირ­ვე­ლე­სად, შე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის უნ­და აკე­თო, პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თ­ვის.

ამავ­დ­რო­უ­ლად, იმის­თ­ვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მოს­წავ­ლე­ებ­თან, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, შე­ი­ტა­ნო სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. თუ­კი ამას შემ­დეგ ავ­ტო­მა­ტუ­რად მოყ­ვე­ბა, და აუცი­ლებ­ლად მოყ­ვე­ბა, სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბა, ამას რა სჯობს. პრაქ­ტი­კა­ში რომ გა­და­ი­ტა­ნო რა­ღაც, აუცი­ლებ­ლად თე­ო­რი­უ­ლად უნ­და იცო­დე. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, არც გა­მოც­დას და არც პორ­ტ­ფო­ლი­ოს არ უნ­და შე­ხე­დოს მას­წავ­ლე­ბელ­მა ისე, თით­ქოს მის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი საქ­მეა. ეს ყვე­ლა­ფე­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის თან­მ­დე­ვია, შე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის თავ­მოყ­რა და დო­კუ­მენ­ტი­რე­ბაა, რა­საც შემ­დ­გომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გა­და­ხე­და­ვენ, შე­ა­ფა­სე­ბენ, და­გი­დას­ტუ­რე­ბენ და გი­ღი­ა­რე­ბენ შე­ნი შრო­მის შე­დე­გებს, რა­საც მოს­წავ­ლე­ებ­თან, წე­სით, ყო­ველ­დღი­უ­რად უნ­და აკე­თებ­დე. თუ ასე მი­ვუდ­გე­ბით – მხო­ლოდ სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბის­თ­ვის კი არ ვა­კე­თებთ ამას, არა­მედ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის – დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აღარ იქ­ნე­ბა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი არც გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა და არც პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­მო­ე­ბა.

მთა­ვა­რია, სა­კუ­თარ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა და თა­ვი­სით ლაგ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, თა­ვის­თა­ვად იქ­მ­ნე­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პორ­ტ­ფო­ლი­ოც.

იმა­საც ვე­თან­ხ­მე­ბი, რომ ანაზღა­უ­რე­ბა სტა­ტუ­სის მი­ხედ­ვით უნ­და იყოს. ერ­თია ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და მე­ო­რეა მა­თი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, რას აკე­თებ ამის­თ­ვის, ამი­ტომ, რა თქმა უნ­და, ეს და­ნა­მა­ტე­ბით უნ­და და­ფას­დეს, რო­მე­ლიც სტა­ტუსს მოჰ­ყ­ვე­ბა.

▶️ აუცი­ლებ­ლად მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ბო­ლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხ­დარ ფაქ­ტებს, რო­მე­ლიც, თა­ვის­თა­ვად, არის სას­კო­ლო პრობ­ლე­მა – ერ­თი ეხე­ბა ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სკო­ლა­ში მოს­წავ­ლის ჩაგ­ვ­რას თა­ნა­ტო­ლე­ბის მხრი­დან და მე­ო­რე – 14 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბას, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა „ცო­ლად“ მო­იხ­სე­ნი­ებს, რაც კი­დევ ცალ­კე პრობ­ლე­მაა

პირ­ველ რიგ­ში, ვიტყ­ვი, რომ სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბებს ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ. ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ალ­ბათ – ვერც მას­წავ­ლე­ბე­ლი და ვერც სკო­ლის ლი­დე­რი. არ ან ვერ ვხვდე­ბით რო­დის უნ­და მივ­მარ­თოთ სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს, რო­დის და რა­ტომ უნ­და ჩავ­რ­თოთ პრო­ცე­სებ­ში, არა­და, ეს აუცი­ლე­ბე­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ უნ­და მო­ვე­რი­დოთ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის ჩარ­თ­ვას. ხან­და­ხან არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ჩვენ ვერ ვე­რე­ვით ან მარ­ტო დამ­რი­გე­ბე­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან პრობ­ლე­მას. ამი­ტომ, აუცი­ლე­ბე­ლია გა­მო­ვი­ჩი­ნოთ მე­ტი გო­ნი­ე­რე­ბა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და არ დავ­მა­ლოთ და­ნა­შა­უ­ლი. ალ­ბათ, მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის გა­სა­ღე­ბია. თუ მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა გაქვს, გულ­გ­რი­ლო­ბა გა­მო­რიცხუ­ლია ასე­თი სა­კითხე­ბის მი­მართ. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში, და გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო, რო­ცა მო­ძა­ლა­დემ 14 წლის გო­გო­ნა გა­ი­ტა­ცა ქორ­წი­ნე­ბის მიზ­ნით და შემ­დეგ მოკ­ლა – ოჯახს და სკო­ლას თა­ნაბ­რად ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. მე­ტიც, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც ძა­ლი­ან დი­დია იმი­ტომ, რომ იმ სო­ცი­უმ­ში, სა­დაც 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ჯერ კი­დევ ასე აზ­როვ­ნე­ბენ, ე.ი. ვერ შევ­ც­ვა­ლეთ ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა ისე, რომ არც მას­წავ­ლე­ბელ­მა, არც მე­ზო­ბელ­მა და არც მშო­ბელ­მა არ და­უშ­ვას, რომ 14 წლის ბავშვს ერ­ქ­ვას „ცო­ლი“. ამი­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ყვე­ლა რგოლ­მა კარ­გად გა­ვი­აზ­როთ სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და და­ნა­შა­უ­ლი კი არ დავ­მა­ლოთ იმის გა­მო, რომ პრობ­ლე­მას ვერ ვე­რე­ვით ან უბ­რა­ლოდ სცილ­დე­ბა ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ას, არა­მედ მე­ტი გო­ნი­ე­რე­ბა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ და დრო­უ­ლად ჩავ­რ­თოთ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი თუ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ამით ნამ­დ­ვი­ლად ავი­ცი­ლებთ თა­ვი­დან ასეთ სას­ტიკ შე­დე­გებს.

▶️ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვას გა­უ­გო­ნა­რი აგ­რე­სია მოჰ­ყ­ვა ბუ­ლე­რი/მო­ძა­ლა­დე მო­ზარ­დის მი­მართ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი მის სას­ტიკ დას­ჯას ითხოვ­და. არის თუ არა ეს კი­დევ ცალ­კე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ან რა ტი­პის პრე­ვენ­ციაა სა­ჭი­რო ძა­ლა­დო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად?

მეტ-ნაკ­ლე­ბად, ყვე­ლა სკო­ლა­ში გვაქვს ბუ­ლინ­გის პრობ­ლე­მა. დღე­ვან­დელ ტრე­ნინ­გ­ზეც გან­ვი­ხი­ლავ­დით ამ თე­მას და ჩვენ­მა ტრე­ნერ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რამ თქვა – ხან­და­ხან, პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ძა­ლი­ან მძაფ­რად ვა­წო­დებთ მოს­წავ­ლე­ებს ბუ­ლინ­გის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას. შე­იძ­ლე­ბა კლას­ში არც იყ­ვ­ნენ ბუ­ლე­რე­ბი და ამ სა­კითხ­ზე ამ­დე­ნი ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბით, ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბით, შე­საძ­ლოა, პი­რი­ქით, უფ­რო მე­ტად გა­ვაღ­ვი­ვოთ ინ­ტე­რე­სი. ამ მო­საზ­რე­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლად და­მა­ფიქ­რა. კარ­გად უნ­და იყოს შეს­წავ­ლი­ლი რო­გო­რი ფო­ნია კლას­ში, რამ­დე­ნად სა­ჭი­როა ან რა დო­ზი­თაა სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბე­ლი, ესა­უბ­რო ბავ­შ­ვებს ძა­ლა­დო­ბა­ზე. თუ­კი ამის აუცი­ლებ­ლო­ბაა, სა­სურ­ვე­ლია, ფსი­ქო­ლოგ­თან ერ­თად ისა­უბ­რო, რად­გან ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს არ ჰყოფ­ნის ამის­თ­ვის კომ­პე­ტენ­ცია – რა ფორ­მით ან მე­თო­დით მი­ა­წო­დო კლასს ინ­ფორ­მა­ცია, აჩ­ვე­ნო ფილ­მი ან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო აქ­ტი­ვო­ბა, დი­დი სიფ­რ­თხი­ლეა სა­ჭი­რო.

არ მი­მაჩ­ნია სწო­რად, ერ­თი ხე­ლის მოს­მით ან გა­უ­აზ­რებ­ლად, ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბის თე­მას ეხე­ბა. ჩვენ ბავ­შ­ვებ­თან სწორ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე უნ­და გა­ვა­მა­ხი­ლოთ ყუ­რადღე­ბა, ეს უკე­თეს შე­დეგს მოგ­ვ­ცემს.

და მე­ო­რე, ასე­ვე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი, რო­მელ­საც კითხ­ვა­ში სვამთ – რო­გორ მო­ვექ­ცეთ ბუ­ლერს? არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა მჩაგ­ვ­რელს იგი­ვე­ნა­ი­რად ვუ­პა­სუ­ხოთ, რო­გორც ის მო­ექ­ცა თა­ნა­ტოლს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში – ბუ­ლინ­გის მსხვერპლს. ეს ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია, ყვე­ლა­ნა­ი­რი თვალ­საზ­რი­სით – გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლი. არც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შია სა­ჭი­რო, ასე ხე­ლა­ღე­ბით და ასე­თი დო­ზით, გეს­მის თუ არა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზა, ვწე­როთ ჩვე­ნი აგ­რე­სი­უ­ლი, ძა­ლა­დობ­რი­ვი მო­საზ­რე­ბე­ბი. ჩე­მი აზ­რით, ესეც და­უშ­ვე­ბე­ლია და რა თქმა უნ­და, იწ­ვევს ძა­ლა­დო­ბის ახალ ტალ­ღას. ფაქ­ტობ­რი­ვად, რა­საც გმობ, იგი­ვეს აკე­თებ. ამი­ტომ, ძა­ლი­ან დი­დი სიფ­რ­თხი­ლეა სა­ჭი­რო რო­გორც პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის მი­სა­ღე­ბად, ისე პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვი­სას.

▶️ და­ბო­ლოს, ისევ ჯილ­დოს და­ვუბ­რუნ­დეთ – რას შეც­ვ­ლის თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ან პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო?

მას­წავ­ლე­ბ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო შან­სია, გა­აც­ნო შე­ნი პრაქ­ტი­კა სხვა ადა­მი­ა­ნებს, პრო­ფე­სი­ა­ში მყოფს თუ ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ერს; სხვი­სი პრაქ­ტი­კაც გა­ი­ზი­ა­რო, შე­ი­ძი­ნო უამ­რა­ვი ახა­ლი მე­გო­ბა­რი. ათე­ულ­თა კლუ­ბის წევ­რო­ბით, შე­გიძ­ლია ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ აკე­თო რო­გორც შე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ისე ზო­გა­დად შე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის (თუ ძა­ლი­ან ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქ­ვა­მი არ იქ­ნე­ბა).

ჯილ­დოს მი­ღე­ბით, პირ­ველ რიგ­ში, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მა­ტუ­ლობს და მო­ტი­ვა­ცია იზ­რ­დე­ბა – უნ­და გახ­დე იმა­ზე კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვიდ­რე იყა­ვი, უნ­და აკე­თო იმა­ზე მე­ტი, ვიდ­რე აკე­თებ­დი და კი­დევ უფ­რო მე­ტი მოს­წავ­ლის გუ­ლი უნ­და აან­თო სიყ­ვა­რუ­ლით, მო­ტი­ვა­ცი­ით. მხო­ლოდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში იქ­ნე­ბა ეს ჯილ­დო გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი.

თა­ვის­თა­ვად, ეს უნ­და შევ­ძ­ლო. მად­ლო­ბა ჯილ­დოს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის!

ბო­ლოს მინ­და გითხ­რათ, რომ ჯილ­დოს ცე­რე­მო­ნი­ა­ლის შემ­დეგ, ღა­მის 12 სა­ათ­ზე, შინ დაბ­რუ­ნე­ბულს, სახ­ლ­თან ჩე­მი სა­დამ­რი­გებ­ლო კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი და მა­თი მშობ­ლე­ბი დამ­ხ­ვ­დ­ნენ. ეს ცალ­კე ზე­ი­მი იყო. ვერ მო­ით­მი­ნეს, იცოდ­ნენ, რომ პა­რას­კევს სკო­ლა­ში არ ვიქ­ნე­ბო­დი და ასე მო­მი­ლო­ცეს. ჩემ­თ­ვის ეს კი­დევ ერ­თი მთა­ვა­რი ჯილ­დოა!

ესაუბრა ლალი ჯელაძე

⇑⇓ 2017 წელს პირველად ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი და ამ პროექტით, საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. მასწავლებელთა კორპუსი, განათლების სფეროს და ზოგადად, საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გამორჩეული წარმატებით ტარდება.

⇑⇓ ჯილდოს კონკურსში, შვიდი წლის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა მასწავლებელმა, ხოლო წარდგენილი იყო 4663 პედაგოგი.

⇑⇓ კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები