27 აპრილი, შაბათი, 2024

წლის სა­უ­კე­თე­სო სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი და­ჯილ­დოვ­დ­ნენ

spot_img

დი­დუ­ბის სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტ­რ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა, რი­გით მე­ა­თე წლი­ურ კონ­ფე­რენ­ცია-გა­მო­ფე­ნას უმას­პინ­ძ­ლა. სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტ­რის მე­სა­მე პა­ვი­ლი­ონ­ში დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, გას­ც­ნო­ბო­და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს. პე­და­გო­გე­ბი სტუმ­რებს, ერ­თ­მა­ნეთს იმ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კას უზი­ა­რებ­დ­ნენ, რომ­ლე­ბიც მათ, თა­ვი­ანთ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას შე­ი­ძი­ნეს და რა­მაც სკო­ლა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი მო­უ­ტა­ნა. ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­ს­ნა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნის 200-მდე სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგს მი­ე­სალ­მა და პრო­ფე­სი­უ­ლი დღე მი­უ­ლო­ცა USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­ნა უშ­ვე­რი­ძემ. მან ისა­უბ­რა  USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის შე­დე­გებ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ  სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, უკ­ვე  650 სკო­ლა­ში მუ­შა­ობს წარ­მა­ტე­ბით.

„დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა სკო­ლა­ში. რი­გით მე­ა­თე წლი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა,  პირ­ვე­ლად, 2012 წელს USAID-ის მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტარ­და, მას შემ­დეგ სტა­ბი­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბით წინ მი­დის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა და ახალ­გაზ­რ­დებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა. პროგ­რა­მის მი­ზა­ნიც ის არის, რომ ხე­ლი შე­ვუწყოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. დე­მოკ­რა­ტია ის­წავ­ლე­ბა ქმე­დე­ბით. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწავ­ლე­ბა ქმე­დე­ბით, სწავ­ლე­ბა პრო­ექ­ტე­ბით. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ ადა­მი­ა­ნებს აერ­თი­ა­ნებთ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ერ­თი მი­ზა­ნი, ისი­ნი ძა­ლი­ან დიდ შრო­მას დე­ბენ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის,  ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა­ში,“ – გა­ნაცხა­და მა­რი­ნა უშ­ვე­რი­ძემ.

კე­ლი დეგ­ნა­ნი, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის  ელ­ჩი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში: „მიხა­რია, რომ ვიმ­ყო­ფე­ბი რი­გით მე­ა­თე სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. ჩვენ, ამე­რი­კის სა­ელ­ჩო და USAID  ვა­მა­ყობთ, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ნა­წი­ლი ვართ.

მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ღო­ნის­ძი­ე­ბის და­საწყის­ში, და­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბია ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მელ­საც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ეწე­ვით მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, რაც ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვია. USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა ვერ იქ­ნე­ბო­და ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რომ არა თქვე­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვა,  შთა­გო­ნე­ბა, ღვაწ­ლი მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. აშშ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გვერ­დით დგას არა მხო­ლოდ დღეს, არა­მედ ამა­ვეს გეგ­მავს მო­მა­ვალ­შიც. სწო­რედ დღე­ვან­დე­ლი დღე არის კარ­გი და ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იმ საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რი­სა, რა­საც ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ხით, რო­მე­ლიც სა­წინ­და­რია წარ­მა­ტე­ბუ­ლი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და უსაფ­რ­თხო ქვეყ­ნი­სა. ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნი­სა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, აქ­ტი­უ­რი ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად შრო­მო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის. მინ­და აშშ-ის და ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს სა­ხე­ლით დი­დი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს იმ უდი­დე­სი ღვაწ­ლის­თ­ვის და კონ­ტ­რი­ბუ­ცი­ის­თ­ვის, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აკე­თებთ. ყო­ველ­დღი­უ­რად, თქვე­ნი შრო­მით საკ­ლა­სო ოთახ­ში და მის გა­რეთ საქ­მი­ა­ნო­ბით, ხელს უწყობთ უფ­რო აქ­ტი­უ­რი და უფ­რო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის, მო­ქა­ლა­ქის და ლი­დე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ზუს­ტად ეს არის ის სა­წინ­და­რი და მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს აქვს – გან­ვი­თარ­დეს წარ­მა­ტე­ბულ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნად, რა­შიც თქვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­გაქვთ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით.

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც სა­გა­ნი, შე­და­რე­ბით ახა­ლია ქარ­თულ სას­კო­ლო სის­ტე­მა­ში, თუმ­ცა ის­ტო­რი­უ­ლად, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის. თქვენ ყვე­ლამ კარ­გად იცით, რომ სწო­რედ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი აქ­ტი­უ­რი, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ახალ­გაზ­რ­დე­ბის აღ­ზ­რ­და, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნის გან­ვ­ითა­რე­ბა­ში. ჩვენ ყვე­ლამ კარ­გად ვნა­ხეთ ამ პროგ­რა­მე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მო­ტა­ნი­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და სწო­რედ თქვენ ხართ, მას­წავ­ლებ­ლე­ბო ,ის, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობთ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­და­სა და ფორ­მი­რე­ბა­ში. მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, მას­წავ­ლებ­ლებს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს, მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც თა­ნამ­შ­რომ­ლობთ ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებ­თან, სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­თან. თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით და აქ­ტი­ვო­ბე­ბით გრძელ­ვა­დი­ან და­დე­ბით შე­დე­გებს მო­ი­ტანთ ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის.“

კა­ხა ხან­დო­ლიშ­ვი­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბისა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო: „განათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს, რი­სი ილუს­ტ­რა­ცია და დას­ტუ­რი ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ აიღო, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, ასე­ვე ში­და სა­მარ­თ­ლებ­რივ დო­კუ­მენ­ტებ­ში, რა­თა გა­ნათ­ლე­ბისა და მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯოს მთლი­ა­ნი ში­და პრო­დუქ­ტის 6 პრო­ცენ­ტი, რაც დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის, მი­ნი­მუმ, გა­ორ­მა­გე­ბას ნიშ­ნავს. ეს ბუ­ნებ­რი­ვად ით­ვა­ლის­წი­ნებს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ახა­ლი სკო­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, სა­თა­ნა­დო აღ­ჭურ­ვას; ით­ვა­ლის­წი­ნებს სკო­ლებ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბას; ით­ვა­ლის­წი­ნებს მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­სა და შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბის ზ­რ­დას. გრძელ­ვა­დი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი წინ­ს­ვ­ლა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი ამ მხრივ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან თქვე­ნი, პე­და­გო­გე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მოს­წავ­ლე­ებ­მა და ახალ­გაზ­რ­დებ­მა უნ­და შე­ი­ძი­ნონ ისე­თი უნა­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი­სა და ერ­თ­მა­ნე­თის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი…

USAID-ის პროგ­რა­მე­ბი, სწო­რედ ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რა­შიც  სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­სია აკის­რი­ათ.

დი­დი მად­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტრა­ტე­გი­ულ პარ­ტ­ნი­ორს აშშ-ს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებს.“

კონ­ფე­რენ­ცია-გა­მო­ფე­ნა­ში, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მის მი­ერ (აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი – მა­კა ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი), ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძე, რო­მელ­მაც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა; სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვა, რომელმაც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მი­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი გა­აც­ნო მო­ნა­წი­ლე­ებს. აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის სა­გა­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტია. მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რა­დ ის­წავ­ლე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სხვა­დას­ხ­ვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში, რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, და­ჯილ­დოვ­დ­ნენ წლის სა­უ­კე­თე­სო სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, წლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი და სას­კო­ლო სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბე­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­ურ­ვე­ე­ბი. პე­და­გო­გე­ბი შე­ირ­ჩ­ნენ შემ­დე­გი  კრი­ტე­რი­უ­მე­ბით: რამ­დე­ნად მუ­შა­ობს პე­და­გო­გი მოს­წავ­ლე­ებ­თან პრო­ექ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, რამ­დე­ნად ზრუ­ნავს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რამ­დე­ნად ნერ­გავს სი­ახ­ლე­ებს სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გარ­და, მო­იხ­მარს თუ არა დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სებს.

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში წლის სა­უ­კე­თე­სო სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გი სი­გე­ლებით და­ჯილ­დოვ­დ­ნენ:

მი­მო­ზა ღო­ლი­ჯაშ­ვი­ლი, გო­რი, ხი­დის­თა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა;

ნი­ნო კახ­ნი­აშ­ვი­ლი, წყალ­ტუ­ბო, ბა­ნო­ჯის სა­ჯა­რო სკო­ლა;

თა­მარ აბ­რა­მიშ­ვი­ლი, ადი­გე­ნი, სო­ფე­ლი ბო­ლა­ჯუ­რი;

ნუგ­ზარ სა­დი­კო­ვი, თბი­ლი­სის №55 სა­ჯა­რო სკო­ლა;

ინ­გა გე­გე­ში­ძე, ბა­თუ­მის №16 სა­ჯა­რო სკო­ლა.

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში წლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ჯილ­დოვ­დ­ნენ:

ხა­თუ­ნა აბ­რა­მი­ძე, ოზურ­გე­თი, ბახ­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა;

მაია ლა­პი­აშ­ვი­ლი, დე­დოფ­ლის­წყა­როს №1 სა­ჯა­რო სკო­ლა;

ფიქ­რია ხა­ჭა­პუ­რი­ძე, ქუ­თა­ი­სის №33 სა­ჯა­რო სკო­ლა;

ირი­ნა ჯვარ­შე­იშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის №182 სა­ჯა­რო სკო­ლა;

მი­ხე­ილ (მე­ლორ) ცქვი­ტაია, აფხა­ზე­თის №10 სა­ჯა­რო სკო­ლა;

ირი­ნა მი­ქა­ვა, ბოლ­ნი­სი, (აიიპ) სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და იოანე ბოლ­ნე­ლის სა­ხე­ლო­ბის კერ­ძო სკო­ლა;

შო­რე­ნა ბრეგ­ვა­ძე, დუ­შე­თი, სა­შა­ბუ­როს სა­ჯა­რო სკო­ლა.

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სას­კო­ლო სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბის წლის სა­უ­კე­თე­სო მე­ურ­ვე­ე­ბი და­ჯილ­დოვ­დ­ნენ:

მა­დო­ნა გო­გი­ტი­ძე, ქო­ბუ­ლე­თის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა;

შო­რე­ნა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი, ხა­შუ­რი, სუ­რა­მის№ 2 სა­ჯა­რო სკო­ლა;

კონ­ს­ტან­ტი­ნე მარ­ტი­ნენ­კო, ახალ­ცი­ხე, აწყუ­რის სა­ჯა­რო სკო­ლა;

ნა­ნა სის­ვა­ძე, კორ­ბო­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა;

შალ­ვა სარ­და­ლიშ­ვი­ლი, ფო­თის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა.

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში მოს­წავ­ლე­თა პრო­ექ­ტე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ჯილ­დოვ­დ­ნენ:

ფიქ­რია ჭიღ­ვა­რია, ცა­გე­რი, ლა­ჯა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა;

ნი­კო­ლოზ იმე­დაშ­ვი­ლი, ბა­თუ­მის №9 სა­ჯა­რო სკო­ლა;

დო­დო ჭყო­ნია, სიღ­ნა­ღის, სა­ქო­ბოს სა­ჯა­რო სკო­ლა;

ეკა­ტე­რი­ნე ნა­დი­რა­ძე, წყალ­ტუ­ბო, გე­გუ­თის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა;

ნა­ნა გო­გა­ტიშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის №182 სა­ჯა­რო სკო­ლა;

  ლა­შა ახო­ბა­ძე, მარ­ტყო­ფის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა;

მზია ქო­რი­ძე, ჩო­ხა­ტა­უ­რი, სა­ჭა­მი­ა­სე­რის სა­ჯა­რო სკო­ლა.

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის და­ჯილ­დოვ­და მხო­ლოდ ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი – პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს საკ­ლუ­ბო საქ­მი­ა­ნო­ბას, მათ შო­რის, ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბი­თა და აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. გა­ლის რა­ი­ონ­ში, მი­სი თა­ოს­ნო­ბით, სკო­ლა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ოთხი კლუ­ბი: სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, სტემ, ეკო და სა­ხე­ლო­ბო. თი­თო­ე­უ­ლი კლუ­ბი მოს­წავ­ლე­ებს სხვა­დას­ხ­ვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში მოს­წავ­ლე­თა მხრი­დან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი წვლი­ლის შე­ტა­ნაა. მა­გა­ლი­თად, სა­ხე­ლო­ბო კლუ­ბის ფარ­გ­ლებ­ში, დამ­ზად­და ეკო ჩან­თე­ბი აფხა­ზუ­რი წარ­წე­რე­ბით, ხო­ლო სტემ კლუ­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და სკო­ლის ვებ­გ­ვერ­დ­ზე აფხა­ზუ­რე­ნო­ვა­ნი სტა­ტი­ე­ბის გან­თავ­სე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცა აფხა­ზე­თის მე-7  სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგს, ნი­ნო ფა­რუ­ლა­ვას: „ბედ­ნი­ე­რი ვარ, მაგ­რამ ორ­მა­გად ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი აფხა­ზე­თის  სა­ხე­ლით რომ წარ­ვ­მ­დ­გა­რი­ყა­ვი თქვენ წი­ნა­შე. მჯე­რა, მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რას აუცი­ლებ­ლად  სო­ხუმ­ში ჩა­ვა­ტა­რებთ.“

მი­მო­ზა ღო­ლი­ჯაშ­ვი­ლი:  „დღე­ვან­დე­ლი დღე უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თ­ვის. დღე­სას­წა­უ­ლია თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ასე­თი შე­ფა­სე­ბა, იმ ღვაწ­ლის და­ფა­სე­ბა, რა­საც თი­თო­ე­უ­ლი პე­და­გო­გი, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლა­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, მოს­წავ­ლე­ებ­თან, თემ­თან ერ­თად, უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ცია და ძა­ლი­ან დი­დი სტი­მუ­ლია. პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დია იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის, მა­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დავ­გეგ­მოთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ჩე­მი, რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გის, მო­ვა­ლე­ო­ბაა,  მოს­წავ­ლე­ე­ბი სწორ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე აღ­ვ­ზარ­დო.“

ნუგ­ზარ სა­დი­კო­ვი: „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა სწო­რედ ის სა­გა­ნია, რომ­ლი­თაც ვას­წავ­ლით და ჩვენ თა­ვად ვსწავ­ლობთ. ვი­ნა­ი­დან ეს სა­გა­ნი უშუ­ა­ლოდ იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და პრინ­ცი­პებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რაც დღეს უმ­თავ­რე­სად გვჭირ­დე­ბა, რა­თა შევ­ქ­მ­ნათ თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, შევ­ქ­მ­ნათ კე­თილ­დღე­ო­ბა ჩვენ გარ­შე­მო. მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ბავშვს, მშობ­ლებს და დი­რექ­ცი­ას, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გვიდ­გა­ნან მხარ­ში.“

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები