9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

ქარ­თ­ვე­ლი „CinéDOC-ელი“ მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან

spot_img

„CinéDOC-სკო­ლის“ 8 მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც კონ­კუ­რენ­ტუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის გან­ხილ­ვის შემ­დეგ მოხ­ვ­დ­ნენ ორი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის სე­ლექ­ცი­ა­ში, გა­ზაფხულ­ზე, ფეს­ტი­ვა­ლებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა ვორ­ქ­შო­ფებს და­ეს­წ­რე­ბი­ან.

მათ­გან ექ­ვ­სი პე­და­გო­გი – ლე­ლა წურ­წუ­მია, სო­ფო გო­გო­ხია, შუ­შა­ნა ტა­რი­ე­ლა­ძე, ია ძირ­კ­ვა­ძე, ელი­სო ვა­და­ქა­რია და ანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი შვე­დეთ­ში, კერ­ძოდ მალ­მო­ში, ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვალ­ში (BUFF) მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც 1984 წლი­დან არ­სე­ბობს და ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი ფილ­მე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფეს­ტი­ვა­ლია. ხო­ლო ორი პე­და­გო­გი –  მაია მე­ნაბ­დე და მე­გი კურ­ტა­ნი­ძე – მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბს CPH:DOX – სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე და­გეგ­მილ ახალ­გაზ­რ­დულ ჩვე­ნე­ბებ­სა და გვერ­დით ინ­დუს­ტ­რი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. CPH:DOX მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლია.

რას ნიშ­ნავს ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის „CinéDOC სკო­ლა“ და რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში – ამ თე­მა­ზე სა­უბ­რო­ბენ სო­ფიო გო­გო­ხია – „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ 2021 წლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, აფხა­ზე­თის №10 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი და ია ძირ­კ­ვა­ძე, სამ­ტ­რე­დი­ის №1 და №11 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

პირ­ველ რიგ­ში, მათ ერ­თ­გ­ვა­რი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თეს „CinéDOC სკო­ლის“ შე­სა­ხებ და მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­საც გა­უს­ვეს ხა­ზი. ირა ძირ­კ­ვა­ძის შე­ფა­სე­ბით, „CinéDOC არის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში ამოგ­ზა­უ­რებს. ეს არის ბავ­შ­ვე­ბის ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით შერ­ჩე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის პლატ­ფორ­მა, რო­მელ­შიც მას­წავ­ლე­ბე­ლი (შე­საძ­ლოა, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად) არ­ჩევს ფილმს, აჩ­ვე­ნებს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ან საკ­ლუ­ბო/არა­ფორ­მა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე, რის შემ­დე­გაც იმარ­თე­ბა დის­კუ­სია. ბავ­შ­ვე­ბი, მშვიდ გა­რე­მო­ში, გა­მო­ხა­ტა­ვენ სა­კუ­თარ აზრს, უს­მე­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, მსჯე­ლო­ბენ და ივი­თა­რე­ბენ 21-ე სა­უ­კუ­ნის უნარ-ჩვე­ვებს. იღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა თუ სხვა ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­ტო­ლე­ბი­სა და უფ­რო­სე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ“. სო­ფიო გო­გო­ხია ამ­ბობს, რომ: „პრო­ექ­ტი „CinéDOC სკო­ლა“ ით­ვა­ლის­წი­ნებს სწავ­ლე­ბას დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის, რო­გორც რე­სურ­სის, გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ფორ­მა­ლურ, ისე არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში. გარ­და იმი­სა, რომ „CinéDOC სკო­ლა“ თა­ვად გვაწ­ვ­დის გამ­ზა­დე­ბულ რე­სურ­სებს გა­მარ­თუ­ლი პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით, თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს ეხ­მა­რე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა­ში, დის­კუ­სი­ის სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ით წარ­მარ­თ­ვა­ში, მი­ნი-კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­სა და სა­ზაფხუ­ლო კი­ნოს­კო­ლე­ბის მოწყო­ბა­ში და ა.შ. ამ პრო­ექ­ტის წყა­ლო­ბით უამ­რავ სკო­ლა­ში შე­იქ­მ­ნა და მუ­შა­ობს კი­ნოკ­ლუ­ბი. პლატ­ფორ­მა იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ასე­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბი და ისარ­გებ­ლონ სა­გულ­და­გუ­ლოდ შერ­ჩე­უ­ლი კი­ნო­თე­კით“.

⇒ „CinéDOC სკო­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი

სო­ფიო: პირ­ვე­ლად CinéDOC-ის შე­სა­ხებ 2017 წელს გა­ვი­გე ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლის­გან, რო­მე­ლიც ფეს­ტი­ვა­ლის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ჟი­უ­რის წევ­რი იყო. უშა­უ­ლოდ ჩვე­ნი და CinéDOC-ის ის­ტო­რია კი 2018 წლი­დან იწყე­ბა. მა­შინ სას­კო­ლო პრო­ექ­ტი ჯერ არც არ­სე­ბობ­და და ჩვე­ნი სკო­ლის კი­ნოკ­ლუბ „დუბ­ლის“ მე­გობ­რე­ბი­სა და წევ­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღეთ – უნ­და დავ­ს­წ­რე­ბო­დით CinéDOC-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის კი­ნოჩ­ვე­ნე­ბებს. მათ ასე­ვე შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თ­ვა.

რა თქმა უნ­და, უარი არ გვით­ქ­ვამს და მა­შინ მოს­წავ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბამ პირ­ვე­ლად ნა­ხა ნამ­დ­ვი­ლი კი­ნო­დარ­ბა­ზი, კი­ნო­ეკ­რა­ნი. ის დღე და­უ­ვიწყა­რი იყო ჩვენ­თ­ვის. ასე და­ვიწყეთ მე­გობ­რო­ბა CinéDOC-თან, რაც დღემ­დე არც შეწყ­ვე­ტი­ლა.

ასე და­იწყო ჩვე­ნი სტუმ­რო­ბა ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ჯერ თბი­ლის­ში, შემ­დეგ ბა­თუმ­ში. CinéDOC-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ ჩვენ­თან და ჩვე­ნი სკო­ლი­სა და კი­ნოკ­ლუ­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი გახ­დ­ნენ. კი­ნოჩ­ვე­ნე­ბე­ბი დას­წ­რე­ბუ­ლად თუ ონ­ლა­ინ, დის­კუ­სი­ე­ბი, ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ჩარ­თ­ვა, ლექ­ცი­ე­ბი, მას­ტერ­კ­ლა­სე­ბი, ფილ­მე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბა, სა­ზაფხუ­ლო კი­ნოს­კო­ლა, გას­ვ­ლი­თი კი­ნოჩ­ვე­ნე­ბე­ბი – „CinéDOC-მო­ბი­ლი“, ტრე­ნინ­გე­ბი – ეს ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია.

ია: პრო­ექ­ტი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იღებს ახალ მას­წავ­ლებ­ლებს. უკ­ვე ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ სხვა მას­წავ­ლებ­ლებს, შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­სა­უბ­რე­ბა და პრო­ექ­ტის ახა­ლი წევ­რე­ბის მი­ღე­ბა. მეც ამ სქე­მით მოვ­ხ­ვ­დი პრო­ექ­ტ­ში.

უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ იმა­ვე წელს მო­მიხ­და სა­მუ­შაო ად­გი­ლის შეც­ვ­ლა და სამ­ტ­რე­დი­ის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გად­მო­ვე­დი, სა­დაც უკ­ვე დამ­ხ­ვ­და „სი­ნე­დოკ­ში“ ჩარ­თუ­ლი ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე, იდე­ე­ბით აღ­სავ­სე მას­წავ­ლე­ბე­ლი – ეკა­ტე­რი­ნე შვან­გი­რა­ძე. უკ­ვე ორი წე­ლი­წა­დია, რაც ჩვენ ძა­ლი­ან შეხ­მატ­კ­ბი­ლე­ბუ­ლად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ და ვმარ­თავთ ფილ­მის ჩვე­ნე­ბებს რო­გორც ცალ-ცალ­კე, ისე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლად. ამ­ჟა­მად „CinéDOC-კლუბს“ ორ სკო­ლა­ში – სამ­ტ­რე­დი­ის №1 და №11 სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ. ორი­ვე სკო­ლა­ში კლუ­ბი რო­გორც ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის, ისე სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის მხარ­და­ჭე­რი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ჩვე­ნე­ბებ­საც ვმარ­თავთ.

სექ­ტემ­ბ­რის და­საწყის­ში, სამ­ტ­რე­დი­ის №6 სა­ჯა­რო სკო­ლა­სა და ღა­ნი­რის სა­ჯა­რო სკო­ლებ­თან ერ­თად, სამ­დღი­ა­ნი მი­ნი-ფეს­ტი­ვა­ლი გავ­მარ­თეთ. ფეს­ტი­ვალ­ზე მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, „სი­ნე­დო­კის“ სუ­ლის ჩამ­დ­გ­მე­ლე­ბი – არ­ჩილ ხე­თა­გუ­რი, ილე­ა­ნა სტან­კუ­ლეს­კუ და ქე­თი ცი­რი­კი­ძე. ასე­ვე, ჩვენ მი­ერ ნაჩ­ვე­ნე­ბი ერთ-ერ­თი ფილ­მის რე­ჟი­სო­რი – მაგ­და გვე­ლე­სი­ა­ნი. ფეს­ტი­ვა­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო და მოს­წავ­ლე­ებ­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღეს, ისი­ნი თა­ვად იყ­ვ­ნენ ფეს­ტი­ვა­ლის და­გეგ­მ­ვა/გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი. გა­ნიმ­ს­ჭ­ვალ­ნენ და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი­თა და ახა­ლი იდე­ე­ბით. გარ­და ამი­სა, ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს „CinéDOC სკო­ლის“ ერთ-ერ­თი ფილ­მის – „სკა­ის“ გახ­მო­ვა­ნებ­ში.

აქ­ვე აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ჩე­მი სკო­ლის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რობს „CinéDOC-კლუბს“, ეს­წ­რე­ბი­ან ჩვე­ნე­ბებს და მი­ნი-ფეს­ტი­ვა­ლებს. აქ­ტი­უ­რად აჩ­ვე­ნე­ბენ „სი­ნე­დო­კის“ ფილ­მებს თა­ვი­ანთ კლა­სებ­ში. „CinéDOC-კლუ­ბის“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია ჩვე­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც მუ­დამ ჩვენ გვერ­დი­თაა და აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია. ასე­ვე, ფეს­ტი­ვა­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხარს გვი­ჭერ­და ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მაგ: ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი „ლი­ლეო“ და დიდ ჯი­ხა­იშ­ში მდე­ბა­რე ნ. ნი­კო­ლა­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია. მათ ფილ­მე­ბის­თ­ვის დაგ­ვით­მეს სივ­რ­ცე­ე­ბი და ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბის პრო­ცეს­ში.

⇒ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის რო­ლი სკო­ლა­ში

სო­ფიო: კი­ნოკ­ლუბ „დუბ­ლ­ში“ ხში­რად ვამ­ბობთ ხოლ­მე, რომ ფილ­მე­ბით სწავ­ლე­ბა, ასე ვთქვათ, მოკ­ლე გზით სი­ა­რულს წა­ა­გავს, უფ­რო ად­ვი­ლად, სწრა­ფად და ამას­თა­ნა­ვე სა­სი­ა­მოვ­ნოდ სწავ­ლობ. ეს შე­ე­ხე­ბა რო­გორც მხატ­ვ­რულ, ასე­ვე დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებ­საც. დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი­კა­ზე სულ სხვა წარ­მოდ­გე­ნა გვქონ­და ად­რე მეც და მოს­წავ­ლე­ებ­საც და CinéDOC-თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ეს წარ­მოდ­გე­ნა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, შეგ­ვიყ­ვარ­და დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნო, გა­ვე­ცა­ნით ჟან­რებს (ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი, პო­ე­ტუ­რი, დამ­კ­ვირ­ვებ­ლუ­რი და სხვა.). ასე მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სა­ხა­ლი­სო, ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლი, ად­ვი­ლად­ვე მი­დის მოს­წავ­ლე­ე­ბის გუ­ლამ­დე, უად­ვი­ლებს მათ გუ­ლახ­დი­ლო­ბას სა­უბ­რე­ბი­სა და დის­კუ­სი­ის დროს, წა­მოჭ­რის მე­ტად სა­ჭი­რო თე­მებ­სა და სა­კითხებს. ხე­და­ვენ, რომ ყვე­ლას აქვს შან­სი და სა­შუ­ა­ლე­ბა, შექ­მ­ნას ის­ტო­რია, იყოს ერ­თ­გ­ვა­რი მე­მა­ტი­ა­ნე და ეს პრო­ექ­ტი სწო­რედ ამის­კენ უბიძ­გებს მათ.

ია: დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, შე­მეც­ნე­ბი­თი და ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი გზაა მოს­წავ­ლე­თა თვალ­სა­წი­ე­რის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად. ბავ­შ­ვე­ბი 30-40-წუ­თი­ა­ნი ფილ­მე­ბით ეც­ნო­ბი­ან სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას. მოს­წონთ, გა­ნიც­დი­ან, მსჯე­ლო­ბენ, ეძე­ბენ გა­მო­სა­ვალს, ასა­ხე­ლე­ბენ და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მოვ­ლე­ნებ­სა და პერ­სო­ნა­ჟებს… სწავ­ლო­ბენ ცუ­დი­სა და კარ­გის გარ­ჩე­ვას და უყა­ლიბ­დე­ბათ ემ­პა­თი­უ­რო­ბის გან­ც­და. მათ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ იცი­ან, ფილ­მე­ბი, რომ­ლებ­საც უყუ­რე­ბენ, ნამ­დ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე მოგ­ვითხ­რობს.

⇒ ფილ­მე­ბის თე­მა­ტი­კა და მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სი

სო­ფიო: „CinéDOC სკო­ლის“ პლატ­ფორ­მა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის თე­მა­ტი­კა ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბა არ არის რთუ­ლი. ფილ­მე­ბის დი­დი ნა­წი­ლი მა­თი­ვე ტოლ ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზეა, მათ სი­ხა­რულ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე, მათ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის გზებ­ზე. ბევ­რი რამ ნაც­ნო­ბი და ახ­ლო­ბე­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, ეს აად­ვი­ლებს ყუ­რე­ბას, აღ­ქ­მას. უბიძ­გებს მათ გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რი­სა­კენ.

აუცი­ლებ­ლად უნ­და ით­ქ­ვას, რომ არა მხო­ლოდ ფილ­მე­ბის გა­მარ­თუ­ლი პლატ­ფორ­მით ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს სა­კუ­თა­რი ან­გა­რი­შის მეშ­ვე­ო­ბით გვაქვს წვდო­მა, არა­მედ ყო­ვე­ლი ფილ­მი ყვე­ლა წე­სი­სა და კა­ნო­ნის დაც­ვი­თაა შე­ძე­ნი­ლი და ნე­ბა­დარ­თუ­ლია მა­თი ჩვე­ნე­ბა „CinéDOC სკო­ლის“ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. ამ პლატ­ფორ­მა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი ფილ­მი სწო­რედ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის არის გან­კუთ­ვ­ნი­ლი და შერ­ჩე­უ­ლი. თე­მა­ტი­კა ძალ­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ვირ­ჩევთ აქ­ტუ­ა­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ან ვუ­სა­ბა­მებთ საკ­ლუ­ბო შეხ­ვედ­რე­ბის თე­მა­ტი­კას, ან სუ­ლაც ვი­ყე­ნებთ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. ფილ­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა მცი­რე­მეტ­რა­ჟი­ა­ნია და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მა­თი ჩა­შე­ნე­ბა მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. გა­მო­ყე­ნე­ბის დრო და ად­გი­ლი იც­ვ­ლე­ბა, რო­გორც ჩავ­თ­ვ­ლით სა­ჭი­როდ და რო­გორც მოგ­ვი­ხერ­ხ­დე­ბა. რაც ყვე­ლა­ზე კარ­გია, „CinéDOC სკო­ლის“ ფილ­მე­ბი არა მხო­ლოდ სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო, არა­მედ დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­ზე­ცაა გათ­ვ­ლი­ლი და კარ­გი რე­სურ­სია დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის.

ია: ბავ­შ­ვე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა მა­ღა­ლია. მათ ძა­ლი­ან მოს­წონთ სწავ­ლა ციფ­რუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და ბუ­ნებ­რი­ვია, მოს­წონთ ფილ­მე­ბის ნახ­ვა, რის შემ­დე­გაც ყვე­ლა ხა­ლი­სი­თა და მონ­დო­მე­ბით ერ­თ­ვე­ბა დის­კუ­სი­ა­ში. ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ ხში­რად მო­აქვთ ფილ­მის თე­მა­ტი­კა­ზე შექ­მ­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი – ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი, კო­მიქ­სე­ბი და ა.შ. სკო­ლა­ში ყვე­ლამ იცის „CinéDOC-კლუ­ბის“ შე­სა­ხებ და ყვე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს ის.

„სი­ნე­დო­კის“ პლატ­ფორ­მა­ზე ფილ­მე­ბი ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვი­თაა გან­ლა­გე­ბუ­ლი. იმის მი­ხედ­ვით ვარ­ჩევ, რო­მე­ლი თე­მაა აქ­ტუ­ა­ლუ­რი ჩვენს კლას­ში, სკო­ლა­ში, თემ­ში ან ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნა­ში. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ფილ­მებს გაკ­ვე­თი­ლის თე­მა­ტი­კის მი­ხედ­ვი­თაც ვარ­ჩევ ან კლას­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად (მაგ: ბუ­ლინ­გი, გა­რი­ყუ­ლი მოს­წავ­ლე და ა.შ.). აღ­ნიშ­ნულ ფილ­მებს ვი­ყე­ნებ რო­გორც სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ისე არა­ფორ­მა­ლუ­რი, კლუ­ბუ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბის დროს. ჩე­მი კო­ლე­გე­ბი ხში­რად მომ­მარ­თა­ვენ, რო­დე­საც კონ­კ­რე­ტულ თე­მა­ტი­კა­ზე სჭირ­დე­ბათ ფილ­მი, მე ვარ­ჩევ „სი­ნე­დო­კის“ პლატ­ფორ­მა­ზე და ვმარ­თავთ ჩვე­ნე­ბას. მა­გა­ლი­თად, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გვაქვს და ვაჩ­ვე­ნეთ შე­სა­ბა­მი­სი თე­მა­ტი­კის ფილ­მი „ჯო­ვა­ნი და წყლის ბა­ლე­ტი“, რის შემ­დე­გაც მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მარ­თეს დის­კუ­სია და მო­ამ­ზა­დეს თე­მა­ტუ­რი პოს­ტე­რე­ბი.

⇒ ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბა

სო­ფიო: ბევ­რი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბა-დის­კუ­სია გვქო­ნია. გა­მო­ვარ­ჩევ­დი ფილმს „ბე­ბია და ბა­ბუა“. მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ ფო­ტო­ე­ბით მო­ყო­ლი­ლი გა­და­სახ­ლე­ბის ამ­ბე­ბი სტა­ლი­ნუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის დროს. ფილ­მი ანი­მა­ცი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბით იყო გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი და მოს­წავ­ლე­ებ­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. გარ­და ფორ­მი­სა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, თუ რას ყვე­ბო­და მთა­ვა­რი გმი­რი. ასე­თი ფილ­მე­ბი უჩენს სურ­ვილს, თა­ვა­დაც მოყ­ვ­ნენ, ფო­ტო­ე­ბით თუ ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამ პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის.

ია: ფეს­ტი­ვალ­ზე ვაჩ­ვე­ნეთ ფილ­მი „ჰეი, გუ­ნეშ!“, რო­მე­ლიც სუბ­ტიტ­რე­ბით იყო მო­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა მოს­წავ­ლე­ებს ყუ­რადღე­ბა წა­მით არ მო­უ­დუ­ნე­ბი­ათ და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი დის­კუ­სი­ა­შიც. ფილ­მის თე­მა­ტი­კა იყო პა­ტა­რა გო­გო­ნას (გუ­ნე­შის) ცხოვ­რე­ბა. ის, ოჯახ­თან ერ­თად, ცხვრის ფა­რას მწყემ­სავ­და და არ მი­უწ­ვ­დე­ბო­და ხე­ლი გა­ნათ­ლე­ბა­ზე. მა­მას გუ­ლი სწყდე­ბო­და, შვი­ლი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა რომ რჩე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, გო­გო­ნა სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნეს. ბავ­შ­ვე­ბი აღ­ტა­ცე­ბუ­ლი დარ­ჩ­ნენ ფილ­მით. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფილ­მის ჩვე­ნე­ბა ფეს­ტი­ვალ­ზე გვქონ­და და უფ­რო­სე­ბიც ხა­ლი­სით ჩა­ერ­თ­ვ­ნენ დის­კუ­სი­ა­ში.

⇒ გან­წყო­ბა მა­ლ­მო­ში გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე

სო­ფიო: „CinéDOC სკო­ლა“ მა­ნამ­დეც გვა­ნე­ბივ­რებ­და სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით, სწო­რე­დაც რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტია. ჩვენ დავ­ს­წ­რე­ბი­ვართ ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რებ­სა და ტრე­ნინ­გებს დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბით სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ ფრანგ, შვედ, რუ­მი­ნელ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, რე­ჟი­სო­რებ­თან მრა­ვა­ლი ქვეყ­ნი­დან. „CinéDOC სკო­ლის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად გვაწ­ვ­დი­ან და გვი­ზი­ა­რე­ბენ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლას სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა­თა ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა უფ­რო ნა­ყო­ფი­ე­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყოს. ჩემ­და სა­ა­მა­ყოდ უნ­და ვთქვა, რომ CinéDOC-თან ურ­თი­ერ­თო­ბის მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის გარ­და, წი­ლად მხვდა პა­ტი­ვი, პრო­ექტ „CinéDOC სკო­ლის“ და­არ­სე­ბი­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩვე­ნი სკო­ლის კი­ნოკ­ლუბს უკ­ვე რამ­დე­ნი­მე „CinéDOC თა­ო­ბა“ ჰყავს და ასე მოვ­ხ­ვ­დი ამ სა­პა­ტიო სი­ა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა გან­წყო­ბას, წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­ხა­რია და კი­დევ ერ­თხელ ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ასე გვი­ჭერს მხარს მას­წავ­ლებ­ლებს და გვა­ნე­ბივ­რებს რო­გორც რე­სურ­სე­ბით, ცოდ­ნით, გა­მოც­დი­ლე­ბით, ასე­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით, რაც ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თ­ვის.

ია: ჩემ­თ­ვის ეს არის ძა­ლი­ან დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა, მო­ტი­ვა­ცია და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა.

მინ­და, ამ ვი­ზი­ტი­დან ბევ­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია ჩა­მო­ვი­ტა­ნო, გა­ვუ­ზი­ა­რო კო­ლე­გებს, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, ჩე­მი სკო­ლის სი­ნე­დოკ კლუ­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას გახ­დის კი­დევ უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვანს, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან კი­დევ უფ­რო ბედ­ნი­ე­რე­ბი, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი და ექ­ნე­ბათ უნარ-ჩვე­ვე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­ემ­ხ­მა­რე­ბათ სა­მო­მავ­ლოდ მი­ი­ღონ სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი, იყ­ვ­ნენ ემ­პა­თი­უ­რე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღირ­სე­უ­ლი წევ­რე­ბი.

კი­დევ ერ­თი კარ­გი ამ­ბა­ვი არის ის, რომ ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე ანა­ნო ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი შე­ირ­ჩა „სი­ნე­დო­კის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტ­ში და მას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი ელო­დე­ბა დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის სამ­ყა­რო­ში. ის და­ეს­წ­რე­ბა ტრე­ნინ­გებს და ის­წავ­ლის რო­გორ ხდე­ბა დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა.

♦ ♦ ♦

სო­ფიო გო­გო­ხია მი­იჩ­ნევს, რომ რაც უნ­და კარ­გი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი იყოს პრო­ექ­ტი, თა­ვი­სი მიზ­ნე­ბი­თა და აქ­ტი­ვო­ბე­ბით, მთა­ვა­რია, ვინ არი­ან გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი, ვინ მარ­თავს მას და რო­გორ. ამ­ბობს, რომ ამ მხრივ სა­ოც­რად გა­უ­მარ­თ­ლა ყვე­ლა „CinéDOC-ელს“, ვი­საც რა­მე­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს CinéDOC-თან და „CinéDOC სკო­ლას­თან“. „არ­ჩილ ხე­თა­გუ­რი და ილე­ა­ნა სტან­კუ­ლეს­კუ, CinéDOC-ის ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მელ­თან ერ­თად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ცალ­კე ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ძა­ლი­ან უყ­ვარს „CinéDOC-ელე­ბი“ – არ­ჩი­ლი, ილე, ქე­თი, ვა­ნო და ყვე­ლა, ვინც ამ პრო­ექ­ტის წყა­ლო­ბით გა­ვი­ცა­ნით. ისი­ნი ხში­რად და­დი­ან ჩვენ­თან, ჩხო­როწყუ­ში, ჩა­მოჰ­ყავთ რე­ჟი­სო­რე­ბი, ჩვენ ხში­რად ვსტუმ­რობთ მათ. ჩვე­ნი სკო­ლი­სა და კი­ნოკ­ლუ­ბი­სათ­ვის ეს გან­სა­კუთ­რე­ბით საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტი რომ არის, სწო­რედ ამ ჯგუ­ფის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. „CinéDOC სკო­ლა“ მარ­თ­ლა ერ­თი დი­დი ოჯა­ხია და ამას და­გი­მოწ­მე­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, მე­ლო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და ყვე­ლა, ვინც კი ჩა­ერ­თო“. სო­ფიო, სა­უბ­რის ბო­ლოს, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა კი­ნოკ­ლუ­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის CinéDOC-ის ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რებ­მა. „ეს იყო მარ­თ­ლა სა­ოც­რად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, რო­მელ­მაც გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ის წე­ლი და გაგ­ვი­ხა­ლი­სა უფე­რუ­ლი ჩა­კე­ტი­ლო­ბა. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ დღეს „CinéDOC სკო­ლას“ უამ­რა­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­უ­ერ­თ­და“. ეს და სხვა უამ­რა­ვი მო­გო­ნე­ბა აკავ­ში­რებს ამ პრო­ექ­ტ­თან მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს – „CinéDOC-ელებს“, რო­გორც თა­ვად ეძა­ხი­ან.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები