26 აპრილი, პარასკევი, 2024

სტუ­დენ­ტუ­რი ასა­კი რის­კის ასა­კია ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით

spot_img

და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბის – ჯა­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის და ნი­ნო მა­ხაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ილი­ა­უ­ნის სტუ­დენ­ტ­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტი­რე­ბის ცენ­ტ­რი და­არ­ს­და, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში ეხ­მა­რე­ბა. სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტ­რით სარ­გებ­ლო­ბა და მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ სტუ­დენტს შე­უძ­ლია, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ისეთ გავ­რ­ცე­ლე­ბულ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა: შფოთ­ვა, დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი, სტრე­სის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და ა.შ. მომ­სა­ხუ­რე­ბა უფა­სოა და, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კონ­სულ­ტა­ცია ანო­ნი­მუ­რი. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში კონ­სულ­ტი­რე­ბის ცენ­ტ­რი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­და.

ილი­ა­უ­ნის სტუ­დენ­ტ­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტი­რე­ბის ცენ­ტ­რის მუ­შა­ო­ბის, მიზ­ნე­ბის, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ჯა­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

 

⇒ რა არის ილი­ა­უ­ნის სტუ­დენ­ტ­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტი­რე­ბის ცენ­ტ­რის მი­ზა­ნი და რა სა­ხის დახ­მა­რე­ბას უწევთ სტუ­დენ­ტებს?

⇒ ზო­გა­დად, სტუ­დენ­ტუ­რი ასა­კი რის­კის ასა­კია ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბის მქო­ნე ზრდას­რულ­თა და­ახ­ლო­ე­ბით ორ მე­სა­მედ­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი 24 წლამ­დე ასაკ­ში და­იწყო. ასე­ვე, არ­სე­ბობს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყა­ნა­ში სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტ­თა შო­რის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მთე­ლი მა­სი­ვი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის მა­ღალ დო­ნეს. აქ სა­უ­ბა­რია ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ისეთ გავ­რ­ცე­ლე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა დეპ­რე­სია, შფოთ­ვა, პოს­ტ­ტ­რავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და ა.შ. სხვა­თა შო­რის, ამ თვალ­საზ­რი­სით, გარ­კ­ვე­უ­ლი დი­ნა­მი­კაც შე­ი­ნიშ­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, ინ­გ­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, სწავ­ლე­ბის მე­ო­რე წელს, ბა­კა­ლავ­რებს შო­რის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დის­ტ­რე­სის დო­ნე უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე პირ­ველ წელს, ხო­ლო მე­სა­მე წელს ოდ­ნავ უფ­რო და­ბა­ლია, ვიდ­რე მე­ო­რე წელს, მაგ­რამ უფ­რო მა­ღა­ლი, ვიდ­რე პირ­ველ წელს.

უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სერ­ვი­სი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყოს რო­გორც გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად, ასე­ვე ფი­ნან­სუ­რად და ასა­კობ­რი­ვად. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მსოფ­ლი­ოს ბევრ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტი­რე­ბის სერ­ვი­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა-უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. მაგ., ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტურ სერ­ვის­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, 3000 სტუ­დენ­ტი იღებს მომ­სა­ხუ­რე­ბას (თი­თო­ე­უ­ლი სე­სია, სა­შუ­ა­ლოდ, 50-წუ­თი­ა­ნია, მომ­სა­ხუ­რე­ბა 1-დან 3 სე­სი­ამ­დე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბი­საა). ამ­გ­ვა­რი ხან­მოკ­ლე დახ­მა­რე­ბა შემ­თხ­ვე­ვა­თა დიდ ნა­წილ­ში საკ­მა­რი­სია, რომ სტუ­დენ­ტ­მა თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს.

სწო­რედ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით შევ­ქ­მე­ნით, 2019 წელს, ილი­ა­უ­ნის სტუ­დენ­ტ­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტი­რე­ბის ცენ­ტ­რი – ილი­ა­უ­ნის პრო­ფე­სორ­მა, ნი­ნო მა­ხაშ­ვილ­მა და მე. იმ პე­რი­ო­დის­თ­ვის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ეს სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის პირ­ვე­ლი სერ­ვი­სი იყო. მომ­სა­ხუ­რე­ბა უფა­სოა. ცენ­ტ­რ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი უაღ­რე­სად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ახალ­გაზ­რ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, ილი­ა­უ­ნის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი – თეკ­ლა ლა­თი­ბაშ­ვი­ლი, ანა მე­უ­ნარ­გია, თა­მარ მჭედ­ლიშ­ვი­ლი და ანა პა­პა­ვა. ცენ­ტ­რის მი­ზა­ნია ილი­ა­უ­ნის სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტ­რო და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტ­თა დახ­მა­რე­ბა სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დის­ტ­რე­სის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში და შე­სა­ბა­მი­სად – ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

⇒ რო­გო­რია მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა და რას ურ­ჩევთ იმ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­საც ჯერ არ მო­უ­მარ­თავთ თქვენ­თ­ვის?

⇒ დღი­დან და­არ­სე­ბი­სა, ცენ­ტ­რ­ში მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა მა­ღა­ლია და გვაქვს ე.წ. „მო­ლო­დი­ნის სია“, რაც გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ თუ ოთხი­ვე კონ­სულ­ტან­ტი და­კა­ვე­ბუ­ლია იმ მო­მენ­ტ­ში, რო­დე­საც ცენტრს მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლის მქო­ნე სტუ­დენ­ტი მი­მარ­თავს, დაც­დას სთა­ვა­ზო­ბენ და რო­გორც კი თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა ად­გი­ლი, ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი ამის შე­სა­ხებ ატყო­ბი­ნებს. სა­შუ­ა­ლოდ, 2-3 კვი­რა, მაქ­სი­მუმ ერ­თი თვეა მოც­დის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა. მო­ლო­დი­ნის სია მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ეხე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვებს, სა­დაც მწვა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის. ცენ­ტ­რის მან­და­ტი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დის­ტ­რე­სის სიმ­პ­ტო­მე­ბი­სა და გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს; მწვა­ვე და/ან მძი­მე ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ხდე­ბა გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­რეთ არ­სე­ბულ შე­სა­ბა­მის სერ­ვი­სებ­ში.

⇒ და­მე­თან­ხ­მე­ბით, ალ­ბათ, რომ ბევ­რი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მებს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ჩვენ, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი?

⇒ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლამ რომ გა­აც­ნო­ბი­ე­როს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და მო­ინ­დო­მოს სერ­ვი­სებ­ში მი­მარ­თ­ვა, მკურ­ნა­ლო­ბის მოთხოვ­ნას, ამ ეტაპ­ზე, ქვე­ყა­ნა ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს იმი­ტომ, რომ ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის უწყ­ვე­ტი ჯაჭ­ვის შე­საქ­მ­ნე­ლად, ჯერ­ჯე­რო­ბით, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ არის საკ­მა­რი­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ძი­რი­თა­დად, მძი­მე და მწვა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ფი­ნან­ს­დე­ბა (რაც ძა­ლი­ან კარ­გია და უფ­რო დი­დი მას­შ­ტა­ბით უნ­და და­ფი­ნან­ს­დეს, ვიდ­რე ამ­ჟა­მად არის, აქაც მოთხოვ­ნის სრუ­ლად დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ვერ ხდე­ბა). ამ­ჟა­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა არ ფი­ნან­ს­დე­ბა. არა­და, ამ პრობ­ლე­მე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი რის­კ­ფაქ­ტო­რია სი­ღა­რი­ბე, ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ერ­თ­სა­ა­თი­ან სე­სი­ა­ში 50-70 (ხში­რად მე­ტი) ლა­რი გა­და­ი­ხა­დონ, კერ­ძო სერ­ვი­სებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად. ამი­ტომ, თუნ­დაც ყვე­ლამ რომ გა­აც­ნო­ბი­ე­როს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თე­რა­პი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა, დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბას ვერ ექ­ნე­ბა, თუ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შე­სა­ბა­მი­სი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი და ზრუნ­ვის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა არ გან­ვი­თარ­და.

⇒ რო­გორ უნ­და შევ­ძ­ლოთ პრობ­ლე­მის (სა­კუ­თა­რი თა­ვის) მარ­თ­ვა, გამ­კ­ლა­ვე­ბა?

⇒ ვი­ყოთ სა­კუ­თარ თავ­თან კონ­ტაქ­ტ­ში – მი­ვა­ყუ­რა­დოთ და მო­ვუს­მი­ნოთ ჩვენს თავს, არ უგუ­ლე­ბელ­ვ­ყოთ ჩვე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, იქ­ნე­ბა ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თუ ფი­ზი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, შე­ვე­ცა­დოთ, ვი­ყოთ ჰარ­მო­ნი­ა­ში (გა­ვუ­წი­ოთ ან­გა­რი­ში და თან, ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი და მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბიც და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლოთ) გარ­შე­მომ­ყო­ფებ­თან და გა­რე­მომ­ც­ველ სო­ცი­ა­ლურ და ფი­ზი­კურ სი­ნამ­დ­ვი­ლეს­თან.

ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა ერ­თი მთლი­ა­ნი სის­ტე­მაა, ერ­თი მე­ო­რე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ, სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა სა­კუ­თარ თავ­თან კარ­გი კონ­ტაქ­ტით იწყე­ბა, თვით­გაც­ნო­ბი­ე­რე­ბით, სა­კუ­თა­რი თა­ვის, გა­რე­მომ­ც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და გა­რე­მომ­ც­ვე­ლი ფი­ზი­კუ­რი თუ ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი სი­ნამ­დ­ვი­ლის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, შემ­წყ­ნა­რე­ბე­ლი, გაფ­რ­თხი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი და სტრეს­თან, რომ­ლი­თაც სავ­სეა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა (ეს ყო­ველ­თ­ვის ასე იყო და არც 21-ე სა­უ­კუ­ნეა გა­მო­ნაკ­ლი­სი), გამ­კ­ლა­ვე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვა. მა­გა­ლი­თად, ახ­ლა ჩვენ­ზე კო­ვიდ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტრე­სორ­თა კომ­პ­ლექ­სუ­რი სის­ტე­მა ზე­მოქ­მე­დებს, და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ გამ­კ­ლა­ვე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი გვქონ­დეს ისე­თი, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ბით პრობ­ლე­მებს არ შეგ­ვიქ­მ­ნის. სულ უბ­რა­ლო მა­გა­ლი­თი: გამ­კ­ლა­ვე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი – მოძ­რა­ო­ბა, ვარ­ჯი­ში, გნე­ბავთ – ცეკ­ვა და სხვა. ბევ­რ­მა კუ­ლი­ნა­რი­ას მი­მარ­თა და ესეც ძა­ლი­ან კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი გამ­კ­ლა­ვე­ბაა, რო­მე­ლიც ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი გამ­კ­ლა­ვე­ბის კლასს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა (საჭ­მ­ლის მომ­ზა­დე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი ხარ, მოქ­მე­დებ), მაგ­რამ, თუ კე­თე­ბას­თან ერ­თად ჭარ­ბად მი­ვირ­თ­ვით ან ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბა და­ვიწყეთ, ეს გამ­კ­ლა­ვე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბია და ჭარბ წო­ნას­თან/ალ­კო­ჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს მოგ­ვი­ტანს. ამი­ტომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად ვი­ყე­ნებ­დეთ გამ­კ­ლა­ვე­ბის სტრა­ტე­გი­ებს და შე­სა­ბა­მი­სად, გვქონ­დეს ცოდ­ნა გამ­კ­ლა­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ხებ. ეს დაგ­ვეხ­მა­რე­ბა შე­ვა­ფა­სოთ, რამ­დე­ნად კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ულ სტრა­ტე­გი­ას ვი­ყე­ნებთ და მივ­ხ­ვ­დეთ, რომ გვჭირ­დე­ბა ცვლი­ლე­ბა. უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და პო­ზი­ტი­უ­რი გამ­კ­ლა­ვე­ბის სტრა­ტე­გიაა სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, გა­ზი­ა­რე­ბა, სხვი­სი დახ­მა­რე­ბა, დახ­მა­რე­ბის ძი­ე­ბა და თხოვ­ნა მა­შინ, რო­ცა ეს გჭირ­დე­ბა.

⇒ რა ხდე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად მო­ზარ­დებ­ში დეპ­რე­სი­ის, ფსი­ქი­კის დატ­ვირ­თ­ვის მი­ზე­ზი?

⇒ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს ბევ­რი რის­კ­ფაქ­ტო­რი აქვს – მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში ეს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ასა­კობ­რი­ვი ფაქ­ტო­რე­ბია – გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში, ბავ­შ­ვო­ბა­სა და ზრდას­რუ­ლო­ბას შო­რის, ად­გი­ლი აქვს ჰორ­მო­ნა­ლურ ძვრებს, ფსი­ქო­სექ­სუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მის ძვრებს, ასე­ვე, ე.წ. იდენ­ტო­ბის კრი­ზისს – რო­დე­საც მო­ზარ­დი ეძი­ებს თა­ვის იდენ­ტო­ბას, „იზო­მებს“ სხვა­დას­ხ­ვა იდენ­ტო­ბას, ექ­ს­პე­რი­მენ­ტი­რებს. ამ დროს მას ახა­სი­ა­თებს ე.წ. „ოპო­ზი­ცი­უ­რი ქცე­ვა“, რო­დე­საც უპი­რის­პირ­დე­ბა ზრდას­რულ­თა სამ­ყა­როს და ამ და­პი­რის­პი­რე­ბით ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნას. თუ მო­ზარ­დი დის­ფუნ­ქ­ცი­ურ ოჯახ­შია, სა­დაც პრობ­ლე­მე­ბის მარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია, თუ სკო­ლა­ში, რო­მელ­შიც ის და­დის, არ არის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი კლი­მა­ტი და ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­სა და დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ მის სა­მე­ზობ­ლო თემ­ში სი­ღა­რი­ბე და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მწი­რი გა­რე­მოა – ეს ყვე­ლა­ფე­რი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის და სხვა ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კებს ზრდის.

⇒ ყვე­ლა­ზე უკეთ რა მე­თო­დი მუ­შა­ობს ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მებ­თან?

⇒ გა­აჩ­ნია ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მას. პა­ნა­ცეა აქ არ არ­სე­ბობს. მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა ზრუნ­ვის ჯაჭვს – ის უნ­და იყოს უწყ­ვე­ტი და მო­ი­ცავ­დეს შემ­დეგ რგო­ლებს:

ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრო­მო­ცია (სამ­წუ­ხა­როდ, ამ ტერ­მინს ქარ­თუ­ლი შე­სატყ­ვი­სი არ აქვს), რაც გუ­ლის­ხ­მობს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის (ჯან­სა­ღი კვე­ბა, დღის რე­ჟი­მი, ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში და ა.შ.) წინ წა­მო­წე­ვას, და­ნერ­გ­ვას და შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მ­ნას სა­ხელ­მ­წი­ფო და ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე. მა­გა­ლი­თად, თუ ვამ­ბობთ, რომ კარ­გია ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში, ეს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი უნ­და იყოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის. ცი­უ­რიხ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში (რო­მე­ლიც უაღ­რე­სად ძვი­რი ქვე­ყა­ნაა), სა­ცუ­რაო აუზის ერ­თი თვის აბო­ნე­მენ­ტი 5 ევ­რო ღირს, რაც სა­შუ­ა­ლო შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ხელ­ფა­სის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო პრო­ცენ­ტია (ალ­ბათ, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 თეთ­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი). ჩვენ­თან ერ­თი თვის აბო­ნე­მენ­ტი ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, რო­მელ­ზე­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ხე­ლი ან ვერ, ან რთუ­ლად თუ მი­უწ­ვ­დე­ბა.

ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრო­მო­ცი­ის საქ­მე­ში უაღ­რე­სად დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ჰა­ე­რის სი­სუფ­თა­ვე­სა და ზო­გა­დად საცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მოს ეკო­ლო­გი­ა­ზე ზრუნ­ვას, რი­სი ცნო­ბი­ე­რე­ბაც ჩვენ­თან, ზო­გა­დად, არ არ­სე­ბობს, მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის სექ­ტორ­ში.

✔ შემ­დ­გო­მი რგო­ლი ჯაჭ­ვ­ში არის პრე­ვენ­ცია, რო­მე­ლიც, ერ­თი მხრივ, გუ­ლის­ხ­მობს სი­ღა­რი­ბეს­თან (რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბურ რის­კ­ფაქ­ტორ­თან) ბრძო­ლის პროგ­რა­მებს. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს შე­მო­სავ­ლე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წა­ხა­ლი­სე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც და­საქ­მე­ბა­ზე და მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ღა­რი­ბი­დან ამოყ­ვა­ნა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

მე­ო­რე მხრივ, პრე­ვენ­ცია გუ­ლის­ხ­მობს ე.წ. უნი­ვერ­სა­ლურ პრე­ვენ­ცი­ას და აქ წამ­ყ­ვა­ნი რო­ლი გა­ნათ­ლე­ბის და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ებს ეკუთ­ვ­ნით. მაგ., სკო­ლებ­ში ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნარ-ჩვე­ვე­ბის (ემო­ცი­უ­რი რე­გუ­ლა­ცია, პრობ­ლე­მე­ბის მარ­თ­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სხვ.) გა­სა­ვი­თა­რებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი ექ­ს­ტ­რა­კუ­რი­კუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა პრე­ვენ­ცი­უ­ლი მუ­შა­ო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფორ­მა­ტია. უნი­ვერ­სა­ლურ პრე­ვენ­ცი­ა­ში დი­დი წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგოლს – ოჯა­ხის ექი­მებს, რომ­ლე­ბიც, მა­გა­ლი­თად, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში აღ­ჭურ­ვი­ლი არი­ან შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნი­თა და უნარ-ჩვე­ვე­ბით იმის­თ­ვის, რომ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბის პირ­ვე­ლა­დი სკრი­ნინ­გი გა­ა­კე­თონ და შე­სა­ბა­მი­სი პრე­ვენ­ცი­უ­ლი, 5-15-წუ­თი­ა­ნი, ინ­ტერ­ვენ­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. ეს პრე­ვენ­ცი­ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი მე­თო­დია, რო­მე­ლიც ჩვენ­თან ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის და­ნერ­გი­ლი.

პრე­ვენ­ცი­ის კი­დევ ერ­თი ფორ­მა­ტია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრე­ვენ­ცია, მაგ., ემო­ცი­უ­რი და ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი სერ­ვი­სე­ბის ამოქ­მე­დე­ბა. ამ­გ­ვა­რი სერ­ვი­სე­ბის დახ­მა­რე­ბით, ფსი­ქი­კუ­რი სიმ­პ­ტო­მე­ბის გამ­კ­ლა­ვე­ბა­ზე ზრუნ­ვით, მათ აშ­ლი­ლო­ბა­ში გა­დას­ვ­ლას ავი­ცი­ლებ­დით თა­ვი­დან.

✔ ზრუნ­ვის ჯაჭ­ვის უკ­ვე შემ­დე­გი რგო­ლია მკურ­ნა­ლო­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვე­ბის­თ­ვის, სა­დაც უკ­ვე ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა, მი­სი სინ­დ­რო­მია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. აქ მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს. იმ­დე­ნი ეფექ­ტუ­რი მე­თო­დია, მორ­გე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბა­ზე, სხვა­დას­ხ­ვა ასაკ­სა და გენ­დერ­ზეც კი, რომ „რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი“ – შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. უბ­რა­ლოდ ვიტყ­ვი, რომ მე­თო­დი, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებთ რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბა­ში, ასე­ვე პრე­ვენ­ცი­ა­ში, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს, ანუ უნ­და არ­სე­ბობ­დეს სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის შე­დე­გე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ის ეფექ­ტუ­რია, და თუ არ არ­სე­ბობს, უნ­და ვიზ­რუ­ნოთ, რომ ვიკ­ვ­ლი­ოთ და და­ვა­დას­ტუ­როთ, რომ რა­საც ვა­კე­თებთ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა – არ ვნებს ადა­მი­ანს, და უკ­ვე შემ­დეგ – ეფექ­ტუ­რია იმ პრობ­ლე­მის სამ­კურ­ნა­ლოდ, რომ­ლის­თ­ვი­საც ვი­ყე­ნებთ.

✔ ზრუნ­ვის შემ­დ­გო­მი რგო­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ციაა, სა­დაც ასე­ვე ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დი იყ­რის თავს. აქ დე­ტა­ლებ­ში აღარ შე­ვალ და მხო­ლოდ იმას ვიტყ­ვი, რომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უნ­და იყოს მი­მარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის აქ­ტი­უ­რი და ხა­რის­ხი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მ­ნა­ზე.

რომ და­ვა­ჯა­მო, დღე­ვან­დე­ლი მიდ­გო­მა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვის საქ­მე­ში (იქ­ნე­ბა ეს ბავ­შ­ვი, მო­ზარ­დი, ახალ­გაზ­რ­და/სტუ­დენ­ტი თუ ზრდას­რუ­ლი), ეს არის ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის უწყ­ვე­ტი ჯაჭ­ვის შექ­მ­ნა, მი­სი შე­სა­ბა­მი­სი რგო­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­ნერ­გ­ვა (ამა თუ იმ დო­ნის სერ­ვი­სის შექ­მ­ნა, მი­სი და­ფი­ნან­სე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მი­სი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, ფი­ნან­სუ­რი და ასა­კობ­რი­ვი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა) და ზრუნ­ვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები