30 აპრილი, სამშაბათი, 2024

რამდენიმე მიზეზი, რითაც KIU გამოირჩევა სხვა უნივერსიტეტებისგან

spot_img

ლუკა გოგიაშვილი

♦ ინტერვიუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მეოთხე კურსის სტუდენტთან

„სწავლა-განათლება არის სათავე სიმდიდრისა, მაშასადამე, აქ არაფრის დაზოგვა არ უნდა, რომ ამ სათავიდან სიმდიდრის წყარო მოვადინოთ – ამბობს დიდი ილია – სწავლების კარგად წარმართვაზეა დამოკიდებული არამც თუ სვე-ბედი მარტო მომავლის, არამედ სვე-ბედი თვითონ ქვეყნისაც, რადგანაც ქვეყნის მომავალი, მომავალი თაობის კუთვნილია და მაშასადამე, ის ჩვენი, მომავალი თაობის ხელშია“. აი, სწორედ ასეთი თაობების აღზრდას ემსახურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

რატომ ავირჩიე KIU?

არის რამდენიმე მიზეზი, რითაც KIU გამოირჩევა სხვა უნივერსიტეტებისგან:

ეს არის ქალაქი ქალაქში, ე.წ. საუნივერსიტეტო ქალაქი, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტებისთვის. ყველაფერი ერთ სივრცეშია განთავსებული, რაც დროის დაზოგვაში გვეხმარება.

ყველა პირობაა იმისათვის, რომ თავი ვიგრძნოთ ლაღად, სწავლისგან თავისუფალ დროს დავკავდეთ საყვარელი საქმიანობით, სპორტით, შეგვიძლია დასვენება და მწვანე გარემოში ცხოვრება, რასაც კამპუსის ტერიტორიის ბიომრავალფეროვნება გვთავაზობს. უნივერსიტეტში შექმნილი სასიამოვნო გარემო კი დიდწილად განაპირობებს ჩვენს მოტივაციასა და სწავლის ხარისხს.

კიდევ რა განაპირობებს KIU-ს პრესტიჟულობას

კონკურენტუნარიანობა, აკადემიური თავისუფლება – ეს ფუნდამენტური პრინციპები უზრუნველყოფს იდეების, შეხედულებების, ცოდნის თავისუფალ გავრცელებას; ასევე, მაღალკვალიფიციური მოწვეული ექსპერტებისა და ლექტორების გუნდი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტთა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, შეფასების გამჭირვალობა და ვალიდურობა, მართვის ეფექტური სტრუქტურა, მაღალი დონის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ინფრასტრუქტურა, სასწავლო პროგრამების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, განათლების მიღების ხელმისაწვდომობა, სტიპენდიები და სხვადასხვა ტიპის დაფინანსება, სტუდენტთა სტაჟირება, უსაფრთხო გარემო, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით სწავლება, ხარისხიანი განათლებისთვის შესაბამისი პირობები, დამსაქმებლის მოთხოვნაზე ორიენტირებული კვალიფიციური კადრების მომზადება და ეკონომიკური უკუგების მოლოდინი, რომელსაც უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მიიღებს.

სტაჟირება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურიკულუმის ნაწილია

დიახ, აქედან გამომდინარე, ჩვენ, სტუდენტებს, უნივერსიტეტის დამთავრებისას, გვაქვს შესაბამისი გამოცდილება და მზაობა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზრის გამოწვევებსა და სირთულეებს გავუმკლავდეთ.

მე პირადად სტაჟირება კომპანია ECOWOOD-ში გავიარე, სადაც რეალურ პროექტებს შევეჭიდე და უდიდესი გამოცდილება მივიღე. ჩემი და კომპანია ECOWOOD-ის ურთიერთობა დაიწყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის „საინფორმაციო ტექნოლოგიები ინდუსტრიის განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდა. მაშინ ჩემმა გუნდმა მოიპოვა გრანტი. პროექტის ფარგლებში გავეცანი თანამედროვე ინტერნეტბაზარს, ვისწავლე ბიზნესთან ურთიერთობა და კომპლექსური დავალებების ოპტიმალურად გადაჭრა. როგორც წარმატებული გუნდი, არაერთ ტელევიზიაში მიგვიწვიეს ჩვენი გამოცდილებისა და პროექტის სპეციფიკის შესახებ სასაუბროდ.

ალბათ საინტერესოა ისიც, რომ KIU სტუდენტებს აძლევს საშუალებას, დაინახონ სწავლების პროცესი როგორც სტუდენტის, ასევე ასისტენტის პოზიციიდან

უკვე 2 წელია ვმუშაობ უნივერსიტეტში ასისტენტად და სრულიად სხვა თვალით შევხედე სწავლა-სწავლების პროცესს. ასისტენტობამ მომცა შესაძლებლობა, ცოდნის გაღრმავების პარალელურად, სტუდენტებთან პედაგოგიური მუშაობის გამოცდილებაც მიმეღო, რამაც შეიძლება განსაზღვროს ჩემი მომავალი საქმიანობის სფერო.

ამის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის გრანტებსა და დაფინანსებას, სტიპენდიებს, რაც წაახალისებს და უბიძგებს მათ ჩაერთონ აკადემიურ ცხოვრებაში და გახდნენ უფრო აქტიურები. სწორედ ამ გრანტის ფარგლებში მივიღე სტიპენდია 2023 წლის საგაზაფხულო სემესტრში უმაღლესი აკადემიური მოსწრებისათვის.

ძალიან ვამაყობ ჩემი უნივერსიტეტით. მიხარია, რომ ვითარდება და ხდება მიმზიდველი უცხოელი სტუდენტებისთვისაც. ჩვენ კი, KIU-ს კურსდამთავრებულები, აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სიტყვას ქვეყნის აღმშენებლობასა და ახალი, ევროპული საქართველოს მშენებლობაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები