30 აპრილი, სამშაბათი, 2024

KIU-ს წარმატებული სტუდენტისა და ახალგაზრდა მკვლევრის წარმატების ისტორია

spot_img

ცოტნე მიქაძე

ცოტნე მიქაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მეოთხე კურსის სტუდენტია. ის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული და ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის ორგზის ფინალისტია. მიღწეული წარმატებების გამო ცოტნემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლისა და კამპუსის სრული დაფინანსება, ასევე ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა.

☑️ რატომ აირჩია KIU?

„არჩევანის გაკეთებისას ჩავთვალე, რომ KIU ინოვაციური და მომავლის უნივერსისტეტი იყო,“ – ამბობს ცოტნე.

KIU-ში ჩაბარების შემდეგ ის DAAD-ის მიერ შერჩეულ სტუდენტებს შორის მოხვდა და ორი კვირა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) გაატარა. TUM-ში მას საშუალება მიეცა ინოვაციებისა და კვლევების მიმართულებით ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება მიეღო და მისთვის საინტერესო ლექციებს დასწრებოდა.

KIU-ში სწავლის პერიოდში ცოტნემ არაერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და წარმატებას მიაღწია: იგი არის KIU Visual Math Fest 2021-ის გამარჯვებული, ევროკავშირის კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის (EUCYS) – ფინალისტი,  2022 და 2023 წელს საერთაშორისო კონფერენციის – „გამოთვლადობა ევროპაში (CiE)“ მონაწილე და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი მოხალისე სტუდენტის სახით, ასევე გახლავთ KIU- საუნივერსიტეტო კონფერენციის მონაწილე.

☑️ ყველაზე დიდ წარმატებად ცოტნე სტუდენტ-ასისტენტობის გამოცდილებას ასახელებს

სტუდენტასისტენტობამ საკამოდ დიდი გამოცდილება მომცა როგორც პროფესიულ, ისე ურთიერთობების მხრივ. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი აკადემიურ სფეროში და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი გამოწვევაც. ასევე გამოვყოფდი დამოუკიდებელი ცხოვრების თავისებურებას, რაც KIU-ში ვისწავლე და აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობის გამოცდილებას. დიდი წარმატებაა აქ მოპოვებული ურთიერთობებიც, გავიცანი ხალხი, რომლებთან ერთადაც მომავალში დიდ საქმეებს გავაკეთებ“.

ცოტნე მიქავა, ასევე, მკვლევარ ასისტენტია კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის მოწვეული პროფესორის, ჰელმუტ ზაიდლისა და ამავე სკოლის ასოცირებული პროფესორის, ბესიკ დუნდუას საგრანტო პროექტში – „ლოგიკა – როგორც პროგრამირების ენა“.

მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება ცოტნემ KIU- დახმარებით მიიღო2023 წლის ზაფხულში გერმანიაში გაიარა სტაჟირება, Forschungszentrum Jülich ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კვლევით ცენტრში, მანქანური სწავლების და deep learning-ის მიმართულებით.

☑️ რა არის KIU მისთვის?

KIU არის ადგილი, სადაც სტუდენტობის გამორჩეული წლები გავიარე და მივიღე დიდი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები