27 აპრილი, შაბათი, 2024

სა­ხე­ლოვ­ნად გან­ვ­ლი­ლი სა­უ­კუ­ნე­-ნა­ხე­ვა­რი

spot_img

ქა­ლაქ საჩხე­რი­დან თხუთ­მე­ტი­ო­დე კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, ლა­მაზ მთა-გო­რი­ან, ბუ­ნე­ბის მშვე­ნი­ე­რე­ბით შემ­კულ მი­და­მო­ზე გაშ­ლი­ლია დი­დი ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის მქო­ნე სო­ფე­ლი კორ­ბო­უ­ლი. იგი ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი და­სახ­ლე­ბაა, რა­საც ადას­ტუ­რებს ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძვ.წ.VII-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დიდ­ძა­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა.

სო­ფელ კორ­ბო­უ­ლის მკვიდ­რ­თათ­ვის, მი­სი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ი­სა და მშრო­მელ­თათ­ვის უზო­მოდ სა­ა­მა­ყოა ის ფაქ­ტი, რომ ყო­ფილ შო­რაპ­ნის მაზ­რა­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და დღე­ვან­დე­ლი საჩხე­რის, ჭი­ა­თუ­რის, ზეს­ტა­ფო­ნის, ხა­რა­გა­უ­ლი­სა და თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებს, პირ­ვე­ლად (!), სა­ხელ­მ­წი­ფო დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის ერ­თ­კ­ლა­სი­ა­ნი სა­სოფ­ლო დაწყე­ბი­თი სკო­ლა სწო­რედ კორ­ბო­ულ­ში გა­იხ­ს­ნა, 1872 წელს. ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის მას­შ­ტა­ბი­თაც კი, ეს ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ადას­ტუ­რებს მრა­ვა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წყა­რო, რო­მელ­თა შო­რის უნ­და და­ვა­სა­ხე­ლოთ სხვა­დას­ხ­ვა წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი კავ­კა­სი­ის სას­წავ­ლო ოლ­ქის მზრუნ­ველ­თა ან­გა­რი­შე­ბი: „Отчеть Попечителя Кавказского Учебного Округа о состоянии учебныхь заведений за … годь“, რომ­ლებ­საც თით­ქ­მის პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მის ხა­სი­ა­თი ჰქონ­და.

ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი გვამ­ც­ნო­ბენ, რომ 1872 წლის შემ­დ­გომ, შო­რაპ­ნის მაზ­რა­ში, ბევ­რ­გან გახ­ს­ნი­ლა სკო­ლა, მაგ­რამ არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის: უსახ­ს­რო­ბის, არა­საკ­მა­რი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე პე­და­გო­გე­ბის, სა­თა­ნა­დო შე­ნო­ბის არარ­სე­ბო­ბი­სა თუ სხვა მი­ზეზ­თა გა­მო, ზო­გი­ერთ მათ­განს მა­ლე­ვე შე­უწყ­ვე­ტია არ­სე­ბო­ბა, მა­შინ რო­დე­საც კორ­ბო­უ­ლის პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, დღე­საც, 150 წლის შემ­დე­გაც რე­კავს ზა­რი და სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ეპა­ტი­ჟე­ბა მსურ­ველ­თა ახალ-ახალ თა­ო­ბებს.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომამ­დე და ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­შიც, კორ­ბო­უ­ლის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ის ერ­თა­დერ­თი სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, სა­დაც სიმ­წი­ფის ატეს­ტა­ტის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლოთ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბულ ბე­რე­თი­სის, უსა­ხე­ლოს, ნი­გო­ზე­თის, ჯა­ლა­ურ­თის, მოძ­ვის, გო­რი­სის, შო­მა­ხე­თის, ნიგ­ვ­ზა­რის, ჭალ­ვა­ნის, ლი­ჩი­სა და სხვა სოფ­ლე­ბის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებს (ამ სოფ­ლებ­ში მხო­ლოდ 4-წლი­ა­ნი და 8-წლი­ა­ნი სკო­ლე­ბი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და). კორ­ბო­უ­ლის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის ზა­რი სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე ერ­თი სა­ა­თით ად­რე იწყებ­და რეკ­ვას და 15-20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუწყ­ვეტ­ლივ რე­კავ­და. იგი ამ­ც­ნობ­და მოს­წავ­ლე­ებს, რომ ერთ სა­ათ­ში იწყე­ბო­და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა სკო­ლა­ში, მა­შინ ხომ ყვე­ლა ოჯახს არ ჰქონ­და სა­ა­თი!

1873 წელს, კორ­ბო­უ­ლის ერ­თ­კ­ლა­სი­ან სა­სოფ­ლო დაწყე­ბით სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად და­ი­ნიშ­ნა ქუ­თა­ი­სის 4-კლა­სი­ა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ილა­რი­ონ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი. 1878 წელს, იმე­რე­თის ეპის­კო­პოს­მა, მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ, გაბ­რი­ელ ქი­ქო­ძემ და­ათ­ვა­ლი­ე­რა სას­წავ­ლე­ბე­ლი სოფ. კორ­ბო­ულ­ში, სა­დაც ღა­მე გა­ა­თია. მე­ო­რე დღეს გა­მოს­ცა­და მო­წა­ფე­ე­ბი, კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა და და­ა­ჯილ­დო­ვა კი­დეც – ათი თუ­მა­ნი (100მ) ფუ­ლით, რომ­ლი­თაც მათ საც­ვ­ლე­ბი შე­უ­ძი­ნეს. ამან დი­დად წა­ა­ხა­ლი­სა მო­წა­ფე­ე­ბი უკეთ სწავ­ლის­თ­ვის, ხო­ლო მას­წავ­ლე­ბე­ლი ილა­რი­ონ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი მთა­ვა­რი დი­აკ­ვ­ნის ხა­რის­ხ­ში აკურ­თხა.

მომ­დევ­ნო წლებ­ში კორ­ბო­უ­ლის სკო­ლა­ში უარ­ღე­სად აქ­ტი­ურ და ნა­ყო­ფი­ერ მუ­შა­ო­ბას ეწე­ოდ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი: ტრი­ფონ ღამ­ბა­ში­ძე, გი­ორ­გი გუ­ჯე­ჯი­ა­ნი, ლავ­რენ­ტი ხარ­ში­ლა­ძე, სერ­გი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, სპი­რი­დონ აბუ­ლა­ძე და სხვე­ბი; ასე­ვე მზრუნ­ვე­ლე­ბი: სი­მონ ხი­თა­რიშ­ვი­ლი, ოქ­რო­პირ ხარ­ში­ლა­ძე.

1904 წლის 16 ნო­ემ­ბერს, ილა­რი­ონ მა­ჭა­რაშ­ვი­ლის ძა­ლის­ხ­მე­ვით, სკო­ლა 2-კლა­სი­ა­ნად გა­და­კეთ­და, 1922-23 წლებ­ში კი – უმაღ­ლეს დაწყე­ბით სას­წავ­ლებ­ლად, 1926 წელს – 7-წლი­ან შრო­მის სკო­ლად. 1936 წელს კი­დევ უფ­რო სა­სი­ხა­რუ­ლო მოვ­ლე­ნა მოხ­და: კორ­ბო­უ­ლის არას­რულ­მა სა­შუ­ა­ლო სკო­ლამ სა­შუ­ა­ლო სკო­ლის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო და აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უწყ­ვე­ტად და წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს დღეს უკ­ვე სა­ჯა­რო სკო­ლის სა­ხე­ლით.

სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ კე­რა­ზე მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ დი­დე­ბუ­ლი თა­ო­ბე­ბი პე­და­გო­გე­ბი­სა, ჭეშ­მა­რი­ტად სა­ხალ­ხო მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თა ღვ­ა­წ­­ლით, შრო­მი­თა და რუ­დუ­ნე­ბით აღი­ზარ­და არა­ერ­თი ღირ­სე­უ­ლი თა­ო­ბა. ყვე­ლა მათ­გა­ნის ჩა­მოთ­ვ­ლა არც ისე იოლი საქ­მეა (ვთხოვ მო­მი­ტე­ვონ), მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია არ და­ვა­სა­ხე­ლო პე­და­გო­გე­ბი: ლი­ზა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ისა­კი ტა­ბა­ტა­ძე, ბეგ­ლარ არ­ჯე­ვა­ნი­ძე, სი­მონ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ქე­თე­ვან მო­საშ­ვი­ლი, ჟუ­ჟუ­ნა კა­პა­ნა­ძე, არ­ჩილ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ალი­ო­შა ნო­ზა­ძე, მი­ხე­ილ ტა­ბა­ტა­ძე, ან­დ­რო მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძე, თა­მარ ხუ­როშ­ვი­ლი, ალი­ო­შა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ნა­ზი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ნა­თე­ლა ტა­ბა­ტა­ძე, პეტ­რე გო­გა­ტიშ­ვი­ლი, სა­შა დარ­ბა­ი­ძე, მა­რი­ამ კუ­ლი­ჯა­ნო­ვა, ნა­ნი ლო­მი­ძე, შალ­ვა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ჟო­რა (გი­ორ­გი) დარ­ბა­ი­ძე, აქ­ვ­სენ­ტი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ვა­ლო­დია მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, იაშა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, გე­რონ­ტი ტა­ლა­ხა­ძე, თე­დო მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი (ჟო­რა) არ­ჯე­ვა­ნი­ძე, გუ­ლან­კო კა­პა­ნა­ძე, ოთარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ილია კვი­ჟი­ნა­ძე, მა­რი­ამ ქე­მერ­ტე­ლი­ძე, ვა­ჟა კა­პა­ნა­ძე, ეთერ გორ­გო­ძე, გე­რონ­ტი ჩა­ჩა­ნი­ძე, ვა­რა კა­პა­ნა­ძე, თა­მარ ნო­ზა­ძე, ქი­ო­ნი­სა ტა­ბა­ტა­ძე, მა­დო­ნა ტა­ბა­ტა­ძე, პეტ­რე ლა­ბა­ძე, ბე­ჟან ტა­ბა­ტა­ძე, ბი­ძი­ნა შუ­ბი­თი­ძე, ვახ­ტანგ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ქე­თე­ვან ნო­ზა­ძე, დი­მიტ­რი (მი­ტუ­შა) კა­პა­ნა­ძე, შო­თა კა­პა­ნა­ძე, ნუ­ნუ შეყ­ლაშ­ვი­ლი, გუ­რამ ლო­მი­ძე, ჟუ­ჟუ­ნა არ­ჯე­ვა­ნი­ძე, ჟუ­ჟუ­ნა მენ­თე­შაშ­ვი­ლი, ნეს­ტან ლო­მი­ძე, ელ­ზა შუ­ბი­თი­ძე, ან­ზორ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

კორ­ბო­ულ­ში აღი­ზარ­დ­ნენ და ამ სკო­ლა­ში მი­ი­ღეს გა­ნათ­ლე­ბა შემ­დეგ­ში ცნო­ბილ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა, რომ­ლებ­მაც დი­დი სა­ხე­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტი შე­მა­ტეს სკო­ლა­საც და სო­ფელ­საც. მა­თი სა­ხე­ე­ბი მა­რად იბ­რ­წყი­ნებს კორ­ბო­უ­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ა­ში: კარ­ლო მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, კარ­პეზ კა­პა­ნა­ძე, ალექ­სან­დ­რე ნო­ზა­ძე, და­ვით მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ალექ­სან­დ­რე ციც­ვი­ძე, ლე­ვან მდი­ნა­რა­ძე, სი­მონ პა­პი­ძე, ბარ­ნაბ კა­პა­ნა­ძე, ბუ­ხუ­ტი კა­პა­ნა­ძე, შო­თა არ­სე­ნი­ძე, რე­ვაზ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ჯუმ­ბერ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ცე­ზარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, სერ­გო კა­პა­ნა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით, 1968-69 წლებ­ში, სკო­ლის სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი აშენ­და, თუმ­ცა, 1991 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მომ­ხ­დარ­მა ძლი­ერ­მა მი­წის­ძ­ვ­რამ იგი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა. 2009 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქველ­მოქ­მე­დე­ბით, ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და სკო­ლის ახა­ლი შე­ნო­ბა. ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის სა­ჯა­რო სკო­ლა ფარ­თო კო­რი­დო­რე­ბით, ნა­თე­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე სას­კო­ლო ავე­ჯით, კა­ბი­ნეტ-ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი­თა და მოს­წავ­ლე­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო კლუ­ბით, რაც საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი და­საყ­რ­დე­ნია სკო­ლის აღ­საზ­რ­დე­ლე­ბის, ერის მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის, მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

კორ­ბო­უ­ლის სკო­ლას შე­უძ­ლია იამა­ყოს, რომ ყო­ველ­თ­ვის უნა­რი­ა­ნი და საქ­მის მცოდ­ნე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი უდ­გ­ნენ სა­თა­ვე­ში, ალ­ბათ ამა­ში­ცაა 150 წლის მან­ძილ­ზე სკო­ლის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი სა­ი­დუმ­ლო. მათ შესახებ მეტ-ნაკლებად ზუსტი მონაცემები 1936 წლიდან მოგვეპოვება:

♦ კაპანაძე ერასტი ილიას ძე (1936-1939 წწ.)

♦ მაჭარაშვილი ზაქრო არტემის ძე (1939 წ.)

♦ გუჯაბიძე ალექსანდრე პოლიანტის ძე (1939-40 წწ.)

♦ მაჭარაშვილი ვასილ ბესარიონის ძე (1940-1941 წწ.)

♦ ზარანდია ნექტარიოზი (1941 წ.)

♦ ნოზაძე პავლე დავითის ძე (1942-1944 წწ.)

♦ შუბითიძე პეტრე არსენის ძე (1944-1947 წწ.)

♦ ჩოჩელი ივანე (1947-1948 წწ.)

♦ ტაბატაძე გიორგი მაკარის ძე (1948-1950 წწ.)

♦ ცარციძე ივანე ილარიონის ძე (1951-1953 წწ.)

♦ მაჭარაშვილი ანდრო ივანეს ძე (1953-1957 წწ.)

♦ კაპანაძე სერგო სერაპიონის ძე (1957-1959 წწ.)

♦ დარბაიძე ალექსანდრე (საშა) არჩილის ძე (1959-1963 წწ.)

♦ კაპანაძე სერგო სერაპიონის ძე (1963-73 წწ.)

♦ მაჭარაშვილი ანდრო სიმონის ძე (1973-1989 წწ.)

1989 წელს, ან­დ­რო სი­მო­ნის ძე მა­ჭა­რაშ­ვი­ლის პენ­სი­ა­ზე გას­ვ­ლის შემ­დეგ, დი­რექ­ტო­რად ამა­ვე სკო­ლის აღ­ზ­რ­დი­ლი ბეგ­ლარ გი­ორ­გის ძე არ­ჯე­ვა­ნი­ძე და­ი­ნიშ­ნა, ნამ­დ­ვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც უკ­ვე 33 წე­ლია ღირ­სე­უ­ლად აგ­რ­ძე­ლებს წი­ნა­მორ­ბედ­თა ტრა­დი­ცი­ებს. საკ­მა­რი­სია აღი­ნიშ­ნოს, რომ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზ­რ­და-გა­ნათ­ლე­ბის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი დი­დი წვლი­ლის­თ­ვის, ნა­ყო­ფი­ე­რი პე­და­გო­გი­უ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის, იგი ორ­ჯერ და­ჯილ­დოვ­და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით, 2001 და 2012 წლებ­ში, ხო­ლო 2021 წელს საჩხე­რის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა, რაც გან­ვ­ლი­ლი ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლის დი­რექ­ტო­რად უწყ­ვე­ტად და წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ო­ბის ერ­თ­გ­ვა­რი შე­ჯა­მე­ბა იყო.

2015 წელს გამოიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №1 საჯარო სკოლისათვის საქართველოს დამსახურებული პედაგოგის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, დიდი სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენის, ხალხთა მეგობრობის ორდენის, საპატიო ნიშნის ორდენის, ღირსების ორდენისა და მრავალი საბრძოლო მედლის მფლობელის, 1949 წლიდან ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებლის, თაობათა აღმზრდელის, ქრისტინე ხარშილაძის, სახელის მიენიჭების შესახებ, რასაც სკოლაში სპეციალური საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა. ამასთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი „ზნეობის გაკვეთილი“.

სკო­ლის და­არ­სე­ბის 150 წელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახ­ლა­ხან, გა­მო­ი­ცა ჩე­მი წიგ­ნი „შენ, ჩვე­ნო დი­დო იმე­დო“, სა­ი­და­ნაც დგინ­დე­ბა, თუ რო­გორ მოხ­და შო­რაპ­ნის მაზ­რის მას­შ­ტა­ბით სა­ხელ­მ­წი­ფო დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის პირ­ვე­ლი ერ­თ­კ­ლა­სი­ა­ნი სა­სოფ­ლო დაწყე­ბი­თი სკო­ლის გახ­ს­ნა მა­ინ­ც­და­მა­ინც კორ­ბო­ულ­ში, 1872 წელს. ამ წიგ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ბევ­რი ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი პირ­ვე­ლად იხი­ლავს მზის სი­ნათ­ლეს, რაც ვფიქ­რობ, დი­დად წა­ად­გე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის უძ­ვე­ლე­სი კე­რე­ბის ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკვლე­ვართ; მით უმე­ტეს, რომ წიგ­ნ­ში მო­ტა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მას­შ­ტა­ბუ­რია და ვრცელ­დე­ბა არა მხო­ლოდ კორ­ბო­უ­ლის, არა­მედ იმე­რე­თის მრა­ვა­ლი სოფ­ლის სკო­ლებ­ზეც.

გრძელ­დე­ბა კვა­ლი ნა­თე­ლი. ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სსიპ საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. კორ­ბო­უ­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თა და პე­და­გოგ­თა უძ­ლი­ე­რე­სი გუნ­დი კვლა­ვაც სა­ი­მე­დო და­საყ­რ­დე­ნია ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო მა­მუ­ლიშ­ვილ­თა ღირ­სე­უ­ლი აღ­ზ­რ­დის საქ­მე­ში. ვუ­სურ­ვოთ დღეგ­რ­ძე­ლო­ბა და წარ­მა­ტე­ბე­ბი დი­დე­ბუ­ლი წარ­სუ­ლის, ბრწყინ­ვა­ლე აწ­მ­ყო­სა და დი­ა­დი მო­მავ­ლის იუბი­ლარ სკო­ლას.

 

რე­ვაზ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი
ტექ­ნი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ორ­გ­ზის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი, მრა­ვა­ლი წიგ­ნის ავ­ტო­რი, პუბ­ლი­ცის­ტი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, ამა­ვე სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები