28 აპრილი, კვირა, 2024

რე­ფორ­მის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ხა­რის­ხის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა, მი­სი მო­ნი­ტო­რინ­გი და ხა­რის­ხის

spot_img
ინტერვიუ ნი­ნო ხი­თა­რიშ­ვი­ლთან
გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სთან

 

⇑⇓ ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, 2022 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი „ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში, რომ­ლი­თაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, თვი­სებ­რი­ვად ახა­ლი ეტა­პი და­იწყო სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ არის მიღ­წე­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი, რო­მელ­ზეც შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ?

⇒ ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იწყო ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სფე­რო­ში ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ჩარ­ჩოს გა­მარ­თ­ვას და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვას. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ფორ­მა უპ­რე­ცე­დენ­ტოა თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­თა და მას­შ­ტა­ბით. ში­ნა­არ­სით იმი­ტომ, რომ, პირ­ვე­ლად ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, ყა­ლიბ­დე­ბა ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მა ად­რე­ულ და სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში. მარ­თა­ლია, ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა და ამ სა­კითხ­ზე ზრუნ­ვა რე­ფორ­მამ­დეც იყო დაწყე­ბუ­ლი და გამ­ყა­რე­ბუ­ლი „ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნით, თუმ­ცა, პრაქ­ტი­კა­ში ხა­რის­ხის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა, მი­სი მო­ნი­ტო­რინ­გი და ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვა სწო­რედ ახ­ლა იწყე­ბა. რე­ფორ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ხაზს უს­ვამს მი­სი მას­შ­ტა­ბუ­რო­ბაც, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმით, რომ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი ყვე­ლა სა­ჯა­რო და კერ­ძო ბა­ღი.

2022 წლი­დან დღემ­დე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი იქ­ნა მიღ­წე­უ­ლი. რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ეტა­პი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის აღ­რიცხ­ვა იყო. რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი 2022 წელს და­იწყო და მიმ­დი­ნა­რე წლის 31 მარ­ტის ჩათ­ვ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რე­გის­ტ­რა­ცი­ის შე­დე­გად, ელექ­ტ­რო­ნულ ბა­ზა­ში აისა­ხა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი: მა­თი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ფორ­მის, სა­ჯა­რო/კერ­ძო სექ­ტო­რის მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბის, და­საქ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის სრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის და და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია რე­გი­ო­ნულ და რა­ი­ო­ნულ ჭრილ­ში, კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რის მი­ხედ­ვით. დღეს სის­ტე­მა­ში 2000-ზე მე­ტი სა­ჯა­რო და კერ­ძო ბა­ღი ფიქ­სირ­დე­ბა.

მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გი გახ­ლავთ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დრო­ე­ბი­თი წე­სი­სა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ღე­ბით, გა­ნი­საზღ­ვ­რა ორი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი: 1) დად­გინ­და მოთხოვ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ბა­ღი და 2) დად­გინ­და ამ მოთხოვ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა, ანუ ის წე­სე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი, რო­მელ­თა გავ­ლი­თაც ბა­ღი და­ა­დას­ტუ­რებს, რომ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მის მი­მართ დად­გე­ნილ მოთხოვ­ნებს. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბა რე­ფორ­მის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი სტან­დარ­ტით ქვე­ყა­ნა შე­თან­ხ­მ­და თუ რა არის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა ბაღ­ში. ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ზო­გა­დად, ხა­რის­ხის თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბა ყო­ველ­თ­ვის სუ­ბი­ექ­ტუ­რია და ხა­რის­ხის აღ­ქ­მა იც­ვ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ა­ნამ­დე და პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან პერ­ს­პექ­ტი­ვამ­დე. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო შე­თან­ხ­მე­ბის მიღ­წე­ვა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა იმ კონ­კ­რე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შიგ­ნით კონ­კ­რე­ტულ სა­კითხებ­ზე, რო­მე­ლიც შემ­დ­გომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და რო­გორც ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის სა­ზო­მი და რო­მე­ლიც იდენ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა მოქ­მე­დი ბა­ღის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ეს შე­თან­ხ­მე­ბა შედ­გა და სა­ხე­ზეა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის სა­ხით.

⇑⇓ რად­გან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტებს შე­ვე­ხეთ, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლია ეს ოთხი სტან­დარ­ტი და რა მი­მარ­თუ­ლე­ბებს ფა­რავს

⇒ რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნა ყვე­ლა ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბაც აუცი­ლე­ბე­ლია, რომ ბავ­შ­ვებ­მა მი­ი­ღონ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხე­ბი დაჯ­გუფ­და თე­მა­ტუ­რად და ჩა­მო­ყა­ლიბ­და 4 სტან­დარ­ტის სა­ხით.

პირ­ვე­ლი სტან­დარ­ტი – და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­სია და სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა – ეხე­ბა და აფა­სებს ბაღს, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან თუ ბა­ღი, რო­გორც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ არის ძლი­ე­რი და არ იდ­გე­ბა ფეხ­ზე მყა­რად, ის ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სწრა­ფად ცვა­ლე­ბად გა­რე­მო­ში, ამას­თან, ბა­ღის საქ­მი­ა­ნო­ბა საკ­მა­ოდ კომ­პ­ლექ­სუ­რია და ბევრ სფე­როს, ბევრ მი­მარ­თუ­ლე­ბას აერ­თი­ა­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სი­ცოცხ­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლია, რომ ბაღ­მა თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა სპონ­ტა­ნუ­რად კი არ წარ­მარ­თოს, არა­მედ წი­ნას­წარ ჰქონ­დეს და­გეგ­მი­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი რას, რო­დის და რო­გორ გა­ა­კე­თებს. მი­სი­ის და ხედ­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით, სტრა­ტე­გი­უ­ლი და სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბის გან­საზღ­ვ­რით, ბა­ღი წი­ნას­წარ აანა­ლი­ზებს ყვე­ლა იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და რისკს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა დად­გეს გა­რე­მო­ში და შე­სა­ბა­მი­სად, იყე­ნებს ყვე­ლა მე­ქა­ნიზმს, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გა­უშ­ვას ხე­ლი­დან, ასე­ვე, რის­კის რე­ა­ლი­ზე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, წი­ნას­წარ ჰქონ­დეს მო­ფიქ­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა. ამა­ვე პრო­ცეს­ში ბა­ღი ძა­ლი­ან კარ­გად იაზ­რებს სა­კუ­თარ ძლი­ერ და სუსტ მხა­რე­ებს და გეგ­მავს შე­სა­ბა­მის აქ­ტი­ვო­ბებს ამ სუს­ტი მხა­რე­ე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.

მე­ო­რე სტან­დარ­ტი – კუ­რი­კუ­ლუ­მი – ეხე­ბა და აფა­სებს ბაღ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენტს, ანუ იმ პროგ­რა­მას, იმ მე­თო­დო­ლო­გი­ას, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ. სტან­დარ­ტი აკე­თებს აქ­ცენტს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან რამ­დე­ნი­მე სა­კითხ­ზე, მათ შო­რის, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბავ­შ­ვი წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც ცენ­ტ­რა­ლუ­რი ფი­გუ­რა სა­კუ­თა­რი სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში; ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ბაღ­ში სწავ­ლე­ბა უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს თა­მაშ­ზე და­ფუძ­ნე­ბით; მოთხოვ­ნი­ლია, რომ ბაღს ჰქონ­დეს კუ­რი­კუ­ლუ­მის შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი, აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა იმა­ზეც, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას უნ­და იც­ნობ­დ­ნენ მშობ­ლე­ბი და რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა­ში ბავ­შ­ვებ­თან მო­მუ­შა­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პერ­სო­ნა­ლი ერ­თად უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი და სხვ.

მე­სა­მე სტან­დარ­ტი – ოჯა­ხის და თე­მის ჩარ­თუ­ლო­ბა – ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სტან­დარ­ტია. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტან­დარ­ტი ად­გენს, რომ ბაღს უნ­და ჰქონ­დეს მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია მშობ­ლებ­თან, რომ მშობ­ლე­ბი და თე­მი აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი ბა­ღის ცხოვ­რე­ბა­ში, ჰქონ­დეთ ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შ­ვის მიღ­წე­ვებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, ბა­ღი უნ­და ზრუ­ნავ­დეს მშობ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე და სხვ.

მე­ოთხე სტან­დარ­ტი – სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რა – აერ­თი­ა­ნებს ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებს, რო­გო­რი­ცაა: პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბი, კვე­ბის სა­კითხე­ბი, სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი, ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი, ბავ­შ­ვე­ბის ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბა.

⇑⇓ ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, რამ­დე­ნა­დაც ჩვენ­თ­ვის ცნო­ბი­ლია, ამ ეტაპ­ზე, მიმ­დი­ნა­რე­ობს თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი ბა­ღებ­ში. რო­გორ მი­დის ეს პრო­ცე­სი, რო­გორ ერ­თ­ვე­ბი­ან ბა­ღე­ბი და რა შე­დე­გე­ბია ამ დრო­ის­თ­ვის ცნო­ბი­ლი?

⇒ 2023 წე­ლი, ამ მხრივ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წე­ლია, რად­გან სწო­რედ ახ­ლა ხდე­ბა იმ რე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა, იმ მიღ­წე­ვე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის აღ­წე­რა, რაც ამ დრომ­დე დაგ­რო­ვე­ბუ­ლია ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი, თა­ვი­სი არ­სით, სხვა არა­ფე­რია, თუ არა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ბა­ღე­ბის მი­ერ სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ფა­სე­ბა და იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, სა­დაც უკ­ვე შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში არი­ან სტან­დარ­ტ­თან ან პი­რი­ქით, იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, სა­დაც ჯერ კი­დევ აქვთ გა­მოწ­ვე­ვე­ბი. თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი და­იწყო მა­ის­ში და, ამ ეტაპ­ზე, პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს 1007 ბაღს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ პრო­ცეს­ში ბა­ღე­ბი არ არი­ან მარ­ტო, მათ ეხ­მა­რე­ბი­ან ჩვენ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. მო­ნა­ცე­მე­ბი გროვ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად თვით­შე­ფა­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნის­თ­ვის შექ­მ­ნილ ელექ­ტ­რო­ნულ პლატ­ფორ­მა­ზე. პრო­ცე­სი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ბა­ღე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. თვით­შე­ფა­სე­ბის ანა­ლი­ზი ჯერ არ დაწყე­ბუ­ლა. ანა­ლი­ზის პრო­ცე­სი შემ­დ­გო­მი ეტა­პია, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც 2024 წელს და­იწყე­ბა.

⇑⇓ რე­ფორ­მა უკ­ვე აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია შე­სუ­ლი. რა არის ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც ბა­ღებს არ უნ­და გა­მორ­ჩეთ?

წელს გვაქვს ორი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი, რო­მე­ლიც ბა­ღებს არ უნ­და გა­მორ­ჩეთ.

პირ­ვე­ლია თვით­შე­ფა­სე­ბა. თვით­შე­ფა­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან 2024 წლის 1 იან­ვ­რი­დან მხო­ლოდ იმ ბა­ღებს ექ­ნე­ბათ ფუნქცი­ო­ნი­რე­ბის უფ­ლე­ბა, ვი­საც გავ­ლი­ლი ექ­ნე­ბა ეს პრო­ცე­სი.

მე­ო­რე სა­კითხი ეხე­ბა მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის ფორ­მით მოქ­მედ ბა­ღებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­ღე­ბის­თ­ვის კა­ნონ­მა და­უშ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ისი­ნი და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ რე­გის­ტ­რა­ცი­ის ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში და გა­ევ­ლოთ თვით­შე­ფა­სე­ბა, თუმ­ცა სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ გა­ნი­საზღ­ვ­რა, რომ ისი­ნი, 2023 წლის 31 დე­კემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით, უნ­და და­ფუძ­ნ­დ­ნენ იური­დი­უ­ლი პი­რის სა­ხით. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, 2024 წლის 1 იან­ვ­რი­დან, მათ აღარ ექ­ნე­ბათ ად­რე­უ­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ან/და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები