28 აპრილი, კვირა, 2024

პი­კა

spot_img

ხში­რად მშობ­ლე­ბი ღე­ლა­ვენ, რომ მა­თი შვი­ლე­ბი პირ­ში არა­საკ­ვებ ნივ­თი­ე­რე­ბებს იდე­ბენ. რო­ცა ბავ­შ­ვი არა­საკ­ვებ ნივ­თი­ე­რე­ბებს პირ­ში იდებს ან აგე­მოვ­ნებს, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ბავ­შ­ვის ასა­კი, მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პი, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და კულ­ტუ­რუ­ლი ფაქ­ტო­რი, რო­გორ გა­რე­მო­ში იზ­რ­დე­ბა.

და­ბა­დე­ბი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის სენ­სო­მო­ტო­რულ სტა­დი­ას გა­დი­ან, ანუ მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­გო­რი­ცაა საგ­ნე­ბის პირ­ში ჩა­დე­ბა/და­გე­მოვ­ნე­ბა, მათ­თ­ვის ხე­ლის მო­კი­დე­ბა, საგ­ნე­ბის და­კა­კუ­ნე­ბა და მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, ანუ, გარ­კ­ვე­ულ ასა­კამ­დე, ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, საგ­ნე­ბის პირ­ში ჩა­დე­ბა ბუ­ნებ­რი­ვია.

ასე­ვე არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ხში­რად ბავ­შ­ვებს, გარ­კ­ვე­უ­ლი სენ­სო­რუ­ლი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის დე­ფი­ცი­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სენ­სო­რუ­ლი შიმ­ში­ლი აქვთ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გუს­ტა­ტო­რუ­ლი სის­ტე­მის სენ­სო­რუ­ლი შიმ­ში­ლი ან ქვემ­გ­რ­ძ­ნო­ბე­ლო­ბა (ინ­ტენ­სი­უ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი) გა­ნა­პი­რო­ბებს საგ­ნე­ბის პირ­ში ჩა­დე­ბას და არა­საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბას. ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გა­ი­ა­როთ კონ­სულ­ტა­ცია სენ­სო­რულ თე­რა­პევ­ტ­თან, რა­თა გა­მო­ი­რიცხოს სენ­სო­რუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სირ­თუ­ლე.

მო­დი, გან­ვ­მარ­ტოთ რა არის პი­კა? პი­კა კვე­ბი­თი დარ­ღ­ვე­ვაა, რო­ცა ადა­მი­ა­ნი იკ­ვე­ბე­ბა არა­საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა: ცარ­ცი, ფე­კა­ლი­ე­ბი, ფან­ქ­რე­ბი, სი­გა­რე­ტის ფერ­ფ­ლი, ქა­ღალ­დი, ქვი­შა და ა.შ.

„პი­კა“ ლა­თი­ნუ­რი სიტყ­ვაა და ქარ­თუ­ლად „კაჭ­კაჭს“ ნიშ­ნავს. იცო­დით, თურ­მე, კაჭ­კაჭს ყვე­ლაფ­რის ჭა­მა შე­უძ­ლია?! სინ­დ­რო­მის სა­ხე­ლიც სწო­რედ აქე­დან მო­დის.

პი­კას გან­მარ­ტე­ბა გვხდე­ბა ჯერ კი­დევ მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში, ცნო­ბი­ლი ქი­რურ­გის, ამ­ბ­რუ­ა­ზა პა­რეს მი­ერ, რო­მე­ლიც სინ­დ­რომს გე­მოვ­ნე­ბის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბას უწო­დებს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი დის­ტან­ცი­რე­ბას ახ­დენს საკ­ვე­ბის­გან და არა­საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სად­მი ლტოლ­ვა უჩ­ნ­დე­ბა.

რა მი­ზე­ზე­ბი იწ­ვევს პი­კას გან­ვი­თა­რე­ბას?

♦ ორ­სუ­ლო­ბა;

♦ რკი­ნის, თუ­თი­­ის ან კალ­ცი­უ­მის ნაკ­ლე­ბო­ბა;

♦ გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბი ან ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა;

♦ კულ­ტუ­რუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი;

♦ გე­ნე­ტი­კუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბა;

♦ ორალ-სენ­სო­რუ­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბა.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რო­გორ ხდე­ბა პი­კას დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა:

  1. იმი­სათ­ვის, რომ ჯან­სა­ღი ეჭ­ვი მი­ვი­ტა­ნოთ პი­კას სინ­დ­რომ­ზე, არა­საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ჭა­მა, მი­ნი­მუმ, 1 თვე უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს.
  2. ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აუცი­ლე­ბე­ლია ვი­ზი­ტი ოჯა­ხის ექიმ­თან და სის­ხ­ლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა.
  3. პი­კას და­სად­გე­ნად, აუცი­ლე­ბე­ლია, ვი­ცო­დეთ ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პი.
  4. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო და (ორ­სუ­ლო­ბა, ანა­ლი­ზე­ბი) ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

ყუ­რადღე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვოთ პი­კას მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან ის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სხვა­დას­ხ­ვა პრობ­ლე­მის სა­წინ­და­რია, რო­გო­რი­ცაა: კუჭ-ნაწ­ლა­ვის, კბი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, ყაბ­ზო­ბა, მო­წამ­ვ­ლა ან სხვა­დას­ხ­ვა ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა და პა­რა­ზი­ტე­ბის მომ­რავ­ლე­ბა.

პი­კას სინ­დ­რო­მის დროს ჩა­რე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით: მე­დი­კა­მენ­ტუ­რი გზით და ქცე­ვი­თი თე­რა­პი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, ბავ­შ­ვებ­თან და მოზ­რ­დი­ლებ­თან. მულ­ტი­გუნ­დის მუ­შა­ო­ბით ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი შე­დე­გე­ბი მი­იღ­წე­ვა. მულ­ტი­გუნ­დ­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა: მშო­ბე­ლი, პე­დი­ატ­რი, კვე­ბის თე­რა­პევ­ტი, ქცე­ვი­თი თე­რა­პევ­ტი, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტი/სენ­სო­რუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ად­რე­უ­ლი ჩა­რე­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი; ხო­ლო სხვა გა­რე­მო­ში: სკო­ლის/ბა­ღის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი და სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი.

რეკომენდაციები:

  1. შე­ად­გი­ნეთ იმ ნივ­თე­ბის სია, რო­მელ­საც ბავ­შ­ვი ჭამს და გა­უ­ზი­ა­რეთ ის მულ­ტი­გუნდს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შ­ვ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი ერ­თი სტრა­ტე­გი­ით მუ­შა­ობ­დ­ნენ.
  2. შე­ად­გი­ნეთ სია, რო­მელ ად­გი­ლებ­ში გა­მო­ხა­ტავს არა­საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ჭა­მის სურ­ვილს და რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით.
  3. შე­ად­გი­ნეთ სია, რო­მე­ლი უსაფ­რ­თხო საგ­ნე­ბით ჩა­ა­ნაც­ვ­ლებთ. და­აკ­ვირ­დით რო­გო­რი ტექ­ს­ტუ­რის და სტრუქ­ტუ­რის საგ­ნე­ბი­სად­მი აქვს თქვენს პა­ტა­რას მოთხოვ­ნი­ლე­ბა და ჩა­ა­ნაც­ვ­ლეთ ის უსაფ­რ­თხო, მაგ­რამ იმა­ვე სტრუქ­ტუ­რის ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით.
  4. საკ­ვე­ბი და არა­საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბა – ხში­რად ბავ­შ­ვე­ბი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ახერ­ხე­ბენ საგ­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ას. ბავ­შ­ვ­თან და მოზ­რ­დილ­თან მუ­შა­ო­ბის დროს, ხა­ზი გა­უს­ვით, რო­მე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ჭა­მა შეგ­ვიძ­ლია, რომ­ლის – არა. გა­მო­ი­ყე­ნეთ ვი­ზუ­ა­ლუ­რი და­ფა, სა­დაც აჩ­ვე­ნებთ რა იჭ­მე­ვა, ხო­ლო რაც არ იჭ­მე­ვა, ხაზს გა­და­უს­ვამთ.

5. პო­ზი­ტი­უ­რი ქცე­ვის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა – ყო­ველ­თ­ვის გა­ნამ­ტ­კი­ცეთ ბავ­შ­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ქცე­ვა, რო­მე­ლიც არა­საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით ჩა­ნაც­ვ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს.

6. კვე­ბის გან­რი­გის შე­მუ­შა­ვე­ბა და ბავ­შ­ვის­თ­ვის გაც­ნო­ბა – გა­მო­ი­ყე­ნეთ ვი­ზუ­ა­ლუ­რი ცხრი­ლი, ანუ ვი­ზუ­ა­ლუ­რად აჩ­ვე­ნეთ ბავშვს რას მი­ირ­თ­მევს დი­ლას, შუ­ადღეს და სა­ღა­მოს.

7. არა­საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ყუ­თი– ოთახ­ში და­დეთ ყუ­თი, სა­დაც არა­საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის პირ­ში ჩა­დე­ბის შემ­დეგ, ბავ­შ­ვი, ნივ­თის გა­დაგ­დე­ბის მიზ­ნით, მო­ა­თავ­სებს. გა­ნამ­ტ­კი­ცეთ ბავ­შ­ვის ქცე­ვა პო­ზი­ტი­უ­რი შე­ძა­ხი­ლე­ბით.

 

 

 

 

მასალა მოამზადა ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვიზორმა და განათლების ფსიქოლოგმა, სოფიო მელაძემ  

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები