30 აპრილი, სამშაბათი, 2024

მას­წავ­ლებ­ლებს, სსსმ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებს და არა მარ­ტო…

spot_img

ინკლუზიური განათლება

თეონა ყაჭეიშვილი

პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი

 

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის არ იყო შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში. ამ პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვის­თ­ვის ა(ა)იპ „მშო­ბელ­თა ხიდ­მა“გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პრო­ექ­ტი „ახა­ლი გზავ­ნი­ლი“, რომ­ლის მი­ზა­ნია სსიპ ქა­ლაქ თბი­ლი­სის №198 სა­ჯა­რო სკო­ლის, რო­გორც რე­სურსსკო­ლის მი­ერ, სხვა სკო­ლებ­ში სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბი­სათ­ვის, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გა­ნ­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნა ახა­ლი პლატ­ფორ­მა: www.specialeducation.ge, რო­მელ­ზეც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი. ეს ციფ­რუ­ლი მა­სა­ლე­ბი – ოთხი დო­ნის ვი­ზუ­ა­ლუ­რი ალ­ბო­მი, მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და სსსმ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბის­თ­ვის, სა­მუ­შაო ფორ­მე­ბი, პოს­ტე­რე­ბი ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში – გან­კუთ­ვ­ნი­ლია იმ სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ან სენ­სო­რუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სა­ფუძ­ველ­ზე სწავ­ლო­ბენ ან ვი­საც, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო, ესა­ჭი­რო­ე­ბა უფ­რო მარ­ტი­ვი, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მა­სა­ლა. რე­სურ­სი მარ­ტი­ვი და მიმ­ზიდ­ვე­ლია, მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი უფ­რო სა­ხა­ლი­სო და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია!

პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რის (CTC) მხარ­და­ჭე­რით, პრო­ექ­ტის „სკო­ლა-ლა­ბის სკო­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის“ ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია ფონ­დის Bread for the World-ის (BfdW) მი­ერ.

აღ­ნიშ­ნულ ვებ­გ­ვერ­დ­ზე, გზამ­კ­ვ­ლე­ვებ­თან, მრა­ვალ­ნა­ირ სა­მუ­შაო ფორ­მებ­თან, პოს­ტე­რებ­თან ერ­თად, მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა­ცაა ატ­ვირ­თუ­ლი. დღეს გი­ზი­ა­რებთ იმ მა­სა­ლას, რომ­ლის გაც­ნო­ბის შემ­დ­გომ, უფ­რო ად­ვი­ლად გა­მო­ი­ყე­ნებთ სა­მუ­შაო ფორ­მებს და გაკ­ვე­თილ­საც უფ­რო ხა­ლი­სით ჩა­ა­ტა­რებთ. ეს არის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო იყოს ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის, მათ შო­რის სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ბავ­შ­ვებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, მშობ­ლებ­თან ან ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­თან (ბე­ბია, ბა­ბუა, და, ძმა) ერ­თად ეხა­ლი­სე­ბათ. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი გზაა, ას­წავ­ლოთ ბავშვს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და შეს­ძი­ნოთ ახა­ლი ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი. სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის, შე­საძ­ლოა, კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, თუნ­დაც მარ­ტი­ვი სენ­დ­ვი­ჩის მომ­ზა­დე­ბა, რთულ ამო­ცა­ნად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ ეს ასე არ არის! საჭ­მ­ლის კე­თე­ბის სწავ­ლე­ბა ბავ­შ­ვის­თ­ვის, მი­სი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის­თ­ვის ერთ-ერ­თი მომ­გე­ბი­ა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა. სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ხუ­თი გა­მოწ­ვე­ვის ცოდ­ნა არ­სე­ბით შე­დეგს მის­ცემს პე­და­გოგს, სპე­ცი­ა­ლიტს – ყვე­ლას, ვინც კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის დაწყე­ბას აპი­რებს.

ეს გა­მოწ­ვე­ვე­ბია:

  1. სენ­სო­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი;
  2. მო­ტო­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი;
  3. ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის დაც­ვა;
  4. შერ­ჩე­ვი­თი კვე­ბა;
  5. უსაფ­რ­თხო­ე­ბა.

♦ სენ­სო­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიშე­ხე­ბა და სუ­ნი

სსსმ მოს­წავ­ლე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვებს, საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას, ხში­რად აქვთ სენ­სო­რუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ ზიზღი ან მი­უ­ღებ­ლო­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ტექ­ს­ტუ­რე­ბის მი­მართ. ეს შე­იძ­ლე­ბა აღე­ნიშ­ნოთ ლორ­წო­ვა­ნი ტექ­ს­ტუ­რის, უმი ხორ­ცის ან გა­ხე­ხი­ლ მო­ხარ­შუ­ლ კვერ­ცხ­თან შე­ხე­ბი­სას. არა­სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის გა­და­სა­ლა­ხა­ვად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­მო­ი­ყე­ნოთ სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­თათ­მა­ნე­ბი, რად­გან ისი­ნი თხე­ლია და უფ­რო ნაკ­ლე­ბად უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სენ­სო­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუ დაწყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლეს­თან გვაქვს საქ­მე, შე­ე­ცა­დეთ ამ პრობ­ლე­მას რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბით გა­უმ­კ­ლავ­დეთ, სხვა­დას­ხ­ვა ტექ­ს­ტუ­რე­ბით, რო­გო­რი­ცაა ტაქ­ტი­ლუ­რი ქვი­შა ან ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სა­თა­მა­შო ლორ­წო, რა­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვი შე­ე­გუ­ოს მის­თ­ვის მი­უ­ღე­ბელ მგრძნო­ბე­ლო­ბებს. ზო­გი­ერ­თი სუ­ნი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის რთუ­ლად მი­სა­ღე­ბი, მა­გა­ლი­თად, ხახ­ვის. აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი ხში­რად უფ­რო მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან სუ­ნის მი­მართ. თუ ხახ­ვი პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, სცა­დეთ გა­მო­ი­ყე­ნოთ ე.წ. კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სათ­ვა­ლე, რო­მე­ლიც სა­ცუ­რაო სათ­ვა­ლე­ე­ბის მსგავ­სია, მაგ­რამ მა­თი დახ­მა­რე­ბით შე­სა­ნიშ­ნა­ვად ხე­დავთ – იცავს თვა­ლებს აორ­თ­ქ­ლე­ბის­გან და ამით ხახ­ვის არო­მა­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით წვის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, საგ­რ­ძ­ნობ­ლად იკ­ლებს.

♦ მო­ტო­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი

სსსმ მოს­წავ­ლეს შე­იძ­ლე­ბა არ ჰქონ­დეს აშ­კა­რად გა­მოვ­ლე­ნი­ლი მო­ტო­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ ნა­ტი­ფი მო­ტო­რი­კის უნა­რი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის­თ­ვის. ქვე­და კუნ­თე­ბის ტო­ნუ­სი გავ­ლე­ნას ახ­დენს წი­ნამ­ხ­რის სიძ­ლი­ე­რე­ზე, რაც სა­ჭი­როა ჭრის­თ­ვის. ცუ­დად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბი გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის მი­ერ ჭურ­ჭ­ლის სწო­რად და­ჭე­რა­ზე. ტო­ნუ­სის პრობ­ლე­მე­ბი გავ­ლე­ნას ახ­დენს იმა­ზეც, თუ რამ­დე­ნად დი­დი წნე­ვაა სა­ჭი­რო სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის, რო­გო­რი­ცაა პუ­რის, ყვე­ლის, პო­მიდ­ვ­რის დაჭ­რა. კო­ორ­დი­ნა­ცი­ის პრობ­ლე­მი­სას, რთუ­ლია ლი­მო­ნის და­ლა­გე­ბა, ყვე­ლის და­დე­ბა პურ­ზე, კა­რა­ქის წას­მა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ ვაშ­ლის გაფ­ც­ქ­ვ­ნა­ზე. ამ უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბას დრო და მოთ­მი­ნე­ბა სჭირ­დე­ბა. თუ აღ­ნიშ­ნულ ფუნ­ქ­ცი­ურ უნა­რებ­ზე სკო­ლა­ში ან დღის ცენ­ტ­რ­ში მუ­შა­ო­ბენ, მა­შინ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მშო­ბელ­მა სახ­ლ­ში, არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში, კუ­ლი­ნა­რი­ულ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი უნა­რე­ბის ტრან­ს­ფე­რი მო­ახ­დი­ნოს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მო­ტო­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­და­უ­ლა­ხა­ვი არ არის. ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბი­სას, ეფექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას:

⇒ პირ­ვე­ლი მე­თო­დი – პირ­ვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა არის ფი­ზი­კუ­რი დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა, მოს­წავ­ლის გვერ­დით და არა მის წინ, მა­გა­ლი­თად, ვი­ზუ­ა­ლუ­რი – ნა­ხა­ტე­ბით, ასე­ვე სიტყ­ვი­ე­რი მი­თი­თე­ბე­ბის ან მი­ნიშ­ნე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, თუ რო­გორ უნ­და შე­ას­რუ­ლოს და­ვა­ლე­ბა ფუნ­ქ­ცი­უ­რად.

⇒ მე­ო­რე მე­თო­დი – მე­ო­რე შე­თა­ვა­ზე­ბა არის ფი­ზი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა: ხე­ლის შეშ­ვე­ლე­ბით მკლა­ვის და­ჭე­რა და­გეხ­მა­რე­ბათ მოძ­რა­ო­ბი­სა და გრა­და­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. სცა­დეთ ერ­თი და იმა­ვე ჭურ­ჭ­ლის სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გან ზო­გი უფ­რო მარ­ტი­ვია და­სა­ჭე­რად, და­სა­მიზ­ნებ­ლად და ა.შ. სსსმ მოს­წავ­ლის პერ­სო­ნა­ლურ­მა ასის­ტენ­ტ­მა ან სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა, შე­საძ­ლოა, სსსმ მოს­წავ­ლეს და­უ­ჭი­როს ხე­ლი მის­თ­ვის სა­ჭი­რო პო­ზა­ში, მა­გა­ლი­თად, ხელ­ზე გა­და­დე­ბუ­ლი ხე­ლით, თუ ის კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნობს თავს, მი­სი მოძ­რა­ო­ბაც და­იხ­ვე­წე­ბა. სწო­რი პო­ზის, მი­მარ­თუ­ლე­ბის დად­გე­ნა­ში ფი­ზი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზაა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, კერ­ძოდ – ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტის.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კო­მენ­ტა­რი: სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად, სსსმ მოს­წავ­ლე­ებს პე­სი­მის­ტუ­რი მო­ლო­დი­ნი აქვთ, ახ­ლო წარ­სულ­ში სწავ­ლე­ბი­სას სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო. კარ­გი იქ­ნე­ბა, სწო­რი და­გეგ­მ­ვის მეშ­ვე­ო­ბით, უზ­რუნ­ველ­ყოთ სა­ჭი­რო მხარ­და­ჭე­რა. უმ­ჯო­ბე­სია, სსსმ მოს­წავ­ლემ აუჩ­ქა­რებ­ლად, მშვი­დად, ზუს­ტად  შე­ას­რუ­ლოს და­ვა­ლე­ბა, იმუ­შა­ოს მხო­ლოდ ერთ ცალ­კე­ულ მოქ­მე­დე­ბა­ზე, მა­გა­ლი­თად, ერ­თი ჭი­ქის წყლით ავ­სე­ბა­ზე, ორი კოვ­ზი შაქ­რის ჩაყ­რა­ზე და ა.შ., ვიდ­რე და­უშ­ვას შეც­დო­მა. სსსმ მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა ნამ­დ­ვი­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ ამა­ში.

♦ მიჰ­ყე­ვით მი­თი­თე­ბებს

ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა რთუ­ლია სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ამი­ტომ, რე­ცეპ­ტის ანო­ტა­ცი­ა­ში ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ქმე­დე­ბე­ბი/ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი მარ­ტივ ნა­წი­ლე­ბად უნ­და და­ი­ყოს:

⇒ პირ­ველ რიგ­ში, ჩა­მოთ­ვა­ლეთ სა­ჭი­რო მოწყო­ბი­ლო­ბე­ბი (ჭურ­ჭე­ლი, ელექ­ტ­რო­ხელ­საწყო, გაზ­ქუ­რა და სხვა);

⇒ შემ­დეგ ჩა­მოთ­ვა­ლეთ კერ­ძის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბი (სრუ­ლი სა­ხით, მა­გა­ლი­თად, იმის ნაც­ვ­ლად, რომ თქვათ კუ­ბე­ბად დაჭ­რი­ლი, გა­ხე­ხი­ლი, დაჭ­რი­ლი და ა.შ., უმ­ჯო­ბე­სია, თქვათ – ერ­თი სტა­ფი­ლო, ერ­თი ვაშ­ლი, 2 სუფ­რის კოვ­ზი თაფ­ლი და ა.შ.);

⇒ ახ­ლა მივ­ყ­ვეთ თან­მიმ­დევ­რო­ბით – ვი­ზუ­ა­ლუ­რად წარ­მო­ად­გი­ნეთ და გა­ა­ფორ­მეთ მომ­ზა­დე­ბის სრუ­ლი პრო­ცე­სი და, აღ­წე­რი­სას ან შემ­დ­გომ, და­ყა­ვით მარ­ტივ ბი­ჯე­ბად. დი­ახ, რე­ცეპ­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს 3-გვერ­დი­ა­ნი, მაგ­რამ ამ დროს დი­დია კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შან­სიც, რაც ყვე­ლა­ფერს გა­დას­წო­ნის და რაც არის სწო­რედ ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის მი­ზა­ნი – მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია მხო­ლოდ იმ ბი­ჯის ქმე­დე­ბა­ში ჩა­ერ­თოს, რო­მელ­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად ან სხვი­სი დახ­მა­რე­ბით გა­არ­თ­მევს თავს.

♦ შერ­ჩე­ვი­თი კვე­ბა

ხში­რად, სსსმ მოს­წავ­ლე­თა ნა­წილს ახა­სი­ა­თებს შერ­ჩე­ვი­თი კვე­ბა, მა­გა­ლი­თად, ჭამს მხო­ლოდ წი­წი­ბუ­რას, ან შემ­წ­ვარ კარ­ტო­ფილს, ან ხა­ჭა­პურს… სწო­რედ ამ დროს, სხვა­დას­ხ­ვა საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა ეხ­მა­რე­ბა ბავშვს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გა­ჩე­ნა­ში და ეს კარ­გად მუ­შა­ობს!

♦ უსაფ­რ­თხო­ე­ბა

კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სას უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ უსაფ­რ­თხო­ე­ბის ელე­მენ­ტა­რუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი. კარ­გად უნ­და ვიც­ნობ­დეთ სსსმ მოს­წავ­ლეს, მის ინ­ტე­რე­სებს, ფო­ბი­ებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და მავ­ნე ჩვე­ვებს.

⇒ ერი­დეთ ბას­რი ნივ­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, მა­გა­ლი­თად, დი­დი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი და­ნის;

⇒ ფრთხი­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ ელექ­ტ­რო­და­ნად­გა­რე­ბი: მიქ­სე­რი, ღუ­მე­ლი, ხორ­ცის სა­კე­პი მან­ქა­ნა, ბლენ­დე­რი და ა.შ.;

⇒ კერ­ძე­ბის სით­ბუ­რი და­მუ­შა­ვე­ბი­სას არ და­ტო­ვოთ ბავ­შ­ვე­ბი მარ­ტო!

⇒ ასე­ვე აკონ­ტ­რო­ლეთ ბუ­ნებ­რი­ვი აირი, გან­სა­კუთ­რე­ბით – გაზ­ქუ­რის მოხ­მა­რე­ბის შემ­დ­გომ;

⇒ ყუ­რადღე­ბა არ მო­ა­დუ­ნოთ, გა­ა­კონ­ტ­რო­ლეთ ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბის სი­სუფ­თა­ვე (ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა);

⇒ უმ­ჯო­ბე­სია, სა­მუ­შაო არე­ალ­ში არ იყოს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბის შემქმნელი ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, მო­წამ­ვ­ლის (შე­იძ­ლე­ბა და­ლი­ოს ან ჩა­ას­ხას სხვის საკ­ვებ­ში და ა.შ.) თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით!

საჭ­მ­ლის მომ­ზა­დე­ბის სწავ­ლა ის უნა­რია, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბოს უფ­რო მე­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და, შე­საძ­ლოა, მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­შიც ითა­მა­შოს გარ­კ­ვე­უ­ლი რო­ლი. ეს, ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა. საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვის, მა­გა­ლი­თად – ჩა­ის, სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია მა­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­კენ! საჭ­მ­ლის მომ­ზა­დე­ბა და გა­ზი­ა­რე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი გზაა სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის!

წარ­მა­ტე­ბე­ბი სსსმ მოს­წავ­ლე­ებს კუ­ლი­ნა­რი­ულ გზა­ზე!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები