12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

რო­გორ წა­ვა­ხა­ლი­სოთ ბავ­შ­ვე­ბი, და­ე­უფ­ლონ წე­რის წი­ნა­რე უნა­რებს

spot_img

ხში­რად ფიქ­რო­ბენ, რომ წე­რის უნა­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ ბავ­შ­ვის ნა­ტიფ მო­ტო­რულ უნა­რებ­თან, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ეს რთუ­ლი და კომ­პ­ლექ­სუ­რი პრო­ცე­სია, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობს ბავ­შ­ვის კოგ­ნი­ტუ­რი და სენ­სო­მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბი. წე­რის და­საწყე­ბად, გარ­და იმი­სა, რომ ბავ­შ­ვ­მა ფან­ქ­რის და­ჭე­რა უნ­და შეძ­ლოს კარ­გად და და­ხატ­ვა, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ფორ­მე­ბის, ფე­რე­ბის აღ­ქ­მა და მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მუ­შა­ვე­ბა.

რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბის სხვა სფე­რო­ებ­ში კონ­კ­რე­ტუ­ლი უნა­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია წი­ნა­რე უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან, ასეა წე­რის უნა­რის შემ­თხ­ვე­ვა­შიც. სა­ჭი­როა წე­რის წი­ნა­რე უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და და­უფ­ლე­ბა. წე­რის წი­ნა­რე უნა­რე­ბი მო­ი­ცავს: ჯღაბ­ნის, ხა­ზე­ბის გას­მის, კო­პი­რე­ბის, გა­ფე­რა­დე­ბის, გა­და­ხატ­ვის და და­ხატ­ვის უნა­რებს.

მო­დი, ერ­თად გან­ვი­ხი­ლოთ, ასა­კობ­რი­ვად, წე­რის რო­მელ წი­ნა­რე უნა­რებს უნ­და ფლობ­დეს ბავ­შ­ვი:

  1. 1,5 წლის ასაკ­ში ბავ­შ­ვე­ბი იწყე­ბენ ჯღაბ­ნას. მათ მთე­ლი მტევ­ნით უჭი­რავთ კა­ლა­მი ან ფან­ქა­რი.
  2. 2 წლის ასაკ­ში ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ ვერ­ტი­კა­ლუ­რი ხა­ზე­ბის გავ­ლე­ბას.
  3. 2,6-3 წლამ­დე ასაკ­ში სწავ­ლო­ბენ ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ხა­ზე­ბის გავ­ლე­ბას (ამ პე­რი­ოდ­ში ისი­ნი უკ­ვე ფან­ქარს სა­მი თი­თის პრინ­ცი­პით იჭე­რენ).
  4. 3,6-4 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ ჯვრის ფორ­მის და­ხატ­ვას.
  5. 3-3,5 წლამ­დე ასაკ­ში სწავ­ლო­ბენ მრგვა­ლი ფი­გუ­რე­ბის ხატ­ვას.
  6. 4 წლის ასა­კის­თ­ვის კი მრუ­დე კუთხე­ე­ბის მქო­ნე ფი­გუ­რე­ბის ხატ­ვას, რო­გო­რი­ცაა ოთხ­კუთხე­დი, სამ­კუთხე­დი და ა.შ.

და­ვიწყოთ სულ თა­ვი­დან, რო­ცა ბავ­შ­ვი ჯერ კი­დევ ჯღაბ­ნის ეტაპ­ზეა. ხში­რად მშობ­ლე­ბი დარ­დო­ბენ, რომ მა­თი შვი­ლი, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, მხო­ლოდ ჯღაბ­ნის, მაგ­რამ არ და­გა­ვიწყ­დეთ, რომ ჯღაბ­ნა წე­რის წი­ნა­რე უნა­რია და მი­სი აკ­რ­ძალ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. ის ხელ­ჩა­სა­ჭი­დი უნა­რია, რო­მელ­ზეც შეგ­ვიძ­ლია და­ვა­შე­ნოთ წე­რის მომ­დევ­ნო უნა­რე­ბი.

ჯღაბ­ნის დროს, რო­ცა ბავ­შ­ვი ჯერ კი­დევ 2 წლამ­დე ასა­კი­საა, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ თი­თე­ბით ხატ­ვა. გა­მო­ი­ყე­ნეთ ხე­ლის სა­ღე­ბა­ვე­ბი, ფქვი­ლი­ა­ნი ლან­გა­რი, ქვი­შა, ქა­ფი და ეცა­დეთ, თი­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, და­ხა­ტოთ მრგვა­ლი ფი­გუ­რე­ბი. ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი სა­სარ­გებ­ლოა რო­გორც წე­რის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, ისე ბავ­შ­ვის სენ­სო­რუ­ლი და კოგ­ნი­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ბავ­შ­ვი ჯერ სხე­უ­ლებ­რი­ვად უნ­და აღიქ­ვამ­დეს ფორ­მებს, შემ­დეგ – კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­გო­რი­ცაა ფუნ­ჯი, მარ­კე­რი, ფან­ქა­რი და კა­ლა­მი.

ასე­ვე, ამ პე­რი­ოდ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვ­თან  ისე­თი სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს მას, სა­მი თი­თის კომ­ბი­ნა­ცი­ით, და­ი­კა­ვოს მარ­კე­რი ან ფან­ქა­რი. ამი­სათ­ვის შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ მო­ზა­ი­კა, წვრი­ლი საგ­ნე­ბის მა­გი­დის ზე­და­პი­რი­დან აღე­ბა, სა­რეცხის სარ­ჭე­ბი და ა.შ.

სა­ნამ ბავ­შ­ვი ფან­ქარს ან კა­ლამს გა­მო­ი­ყე­ნებს, უმ­ჯო­ბე­სია, ჯერ ფუნ­ჯე­ბით და მსხვი­ლი მარ­კე­რე­ბით და­ა­ხა­ტი­ნოთ. ბავ­შ­ვებს ბევ­რად უფ­რო გა­უ­მარ­ტივ­დე­ბათ ასე ხატ­ვა. შემ­დეგ კი, ეტა­პობ­რი­ვად, გა­და­დით ფლო­მას­ტერ­ზე, ფან­ქარ­სა და კა­ლამ­ზე. და­აკ­ვირ­დით, ხომ არ უჭირს ბავშვს წვრი­ლი ფან­ქ­რე­ბის ჭე­რა, შე­გიძ­ლი­ათ ფან­ქ­რებს გა­უმ­ს­ხ­ვი­ლოთ ზო­მა ან სქე­ლი ზო­მის ფან­ქ­რე­ბი შე­ი­ძი­ნოთ.

იტა­ლი­ელ­მა პე­და­გოგ­მა და ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა, მა­რია მონ­ტე­სორ­მა წე­რის წი­ნა­რე უნა­რე­ბის ცხრი­ლი შე­ად­გი­ნა, სა­დაც ასა­კობ­რი­ვა­დაა გა­წე­რი­ლი, კონ­კ­რე­ტულ ასაკ­ში რო­მე­ლი ფი­გუ­რის ხატ­ვის უნარ­ზე უნ­და ვი­მუ­შა­ოთ ბავ­შ­ვ­თან.

ახ­ლა კი გა­და­ვი­დეთ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე. სა­ნამ ბავ­შ­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლად ის­წავ­ლის კონ­კ­რე­ტუ­ლი ფი­გუ­რე­ბის ხატ­ვას, რო­გო­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი შეგ­ვიძ­ლია შევ­თა­ვა­ზოთ:

 

1. ხა­ზე­ბის კო­პი­რე­ბა

ამ აქ­ტი­ვო­ბის დროს, ბავ­შ­ვი ხა­ზებს უნ­და მიჰ­ყ­ვეს და მარ­კე­რი ან ფლო­მას­ტე­რი გა­და­ა­ტა­როს.

 

2. ხა­ზე­ბის შე­ერ­თე­ბა

ამ აქ­ტი­ვო­ბის დროს, ბავ­შ­ვ­მა კონ­კ­რე­ტუ­ლი ხა­ზე­ბი უნ­და შე­ა­ერ­თოს და მი­ი­ღოს მის­თ­ვის ნაც­ნო­ბი ფი­გუ­რა.

3. გა­ფე­რა­დე­ბა

გა­ფე­რა­დე­ბა გვეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ბავ­შ­ვ­მა და­იც­ვას ფორ­მე­ბი და გა­ნი­ვი­თა­როს ვი­ზუ­ა­ლურ-სივ­რ­ცი­თი უნა­რე­ბი, უკე­თე­სად აღიქ­ვას კონ­კ­რე­ტუ­ლი ფი­გუ­რის ფორ­მა.

4. გა­და­ხატ­ვა

გა­და­ხატ­ვის დროს, ბავ­შ­ვი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკ­ვე სწავ­ლობს ფი­გუ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლად ხატ­ვას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გა­და­ხატ­ვის დროს, ბავშვს წინ ჰქონ­დეს არ­სე­ბუ­ლი ფი­გუ­რა და ხე­დავ­დეს მას.

არ და­გა­ვიწყ­დეთ, რომ ბავ­შ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. და­ა­კავ­ში­რეთ ფორ­მე­ბი თქვენს ყო­ველ­დღი­ურ საგ­ნებ­თან, მა­გა­ლი­თად, რი­სი ფორ­მა აქვს სა­ა­ბა­ზა­ნო­ში თქვენს სარ­კეს, რო­გო­რი ფორ­მი­საა ტორ­ტი, რო­მე­ლი ფი­გუ­რე­ბის­გან შედ­გე­ბა სახ­ლე­ბი და ა.შ. ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას, და­ხა­ტეთ ჯო­ხით ტა­ლახ­ში, ფან­ჯ­რის და­ორ­თ­ქ­ლილ მი­ნა­ზე და დე­დი­კოს ფქვი­ლი­ან მა­გი­და­ზე – თი­თე­ბით.

სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გის, სო­ფიო მე­ლა­ძის მიერ

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები