26 აპრილი, პარასკევი, 2024

რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბა სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის პე­და­გოგ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ

spot_img

ნა­თე­ლა მაღ­ლა­კე­ლი­ძე

გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლის მიწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რი

 

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­მა ჯერ კი­დევ 2016 წელს მი­ი­ღო კა­ნო­ნი „ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ და შე­ი­მუ­შა­ვა სპე­ცი­ა­ლუ­რი სტან­დარ­ტიც. თუმ­ცა, რო­გორც ჩემ­თ­ვის თქვე­ნი გა­ზე­თი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი (იხ. 2022 წლის 24 თე­ბერ­ვ­ლის ნო­მე­რი, ინ­ტერ­ვიუ ბ-ნ კ. ერა­ძეს­თან), ამ­დენ ხანს არა­ვის შე­უ­მოწ­მე­ბია, რო­გორ მოქ­მე­დებს (ან სა­ერ­თოდ მოქ­მე­დებს თუ არა) ეს სტან­დარ­ტი; არა­ვის უკ­ვ­ლე­ვია, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად ემ­სა­ხუ­რე­ბა იგი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­დას; არც ის ვი­ცით,  ვის ხელ­შია ჩვე­ნი სკო­ლამ­დე­ლე­ბის აღ­ზ­რ­და-გა­ნათ­ლე­ბა.

ჩვენ ამ­ჯე­რად სტან­დარ­ტის ავ-კარგს ვერ შე­ვე­ხე­ბით, გან­ვი­ხი­ლავთ მხო­ლოდ ერთ პუნქტს – ეს გახ­ლავთ სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ე­ბის ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან გა­მიჯ­ვ­ნა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის პე­და­გო­გის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა. ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტ­რ­მა, ბა­ტონ­მა გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს, არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სა­ბა­კალა­ვ­რო პროგ­რა­მა, რომ­ლე­ბიც მო­ამ­ზა­დებს პე­და­გო­გებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თო.

ბუ­ნებ­რი­ვია, პე­და­გო­გის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად და­ი­ნიშ­ნე­ბა გა­მოც­დე­ბი, მაგ­რამ არი­ან კი დღე­ვან­დე­ლი სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი და პე­და­გო­გე­ბი ამი­სათ­ვის მზად?

ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად დამ­ჭირ­დე­ბა არც თუ შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლი­დან გარ­კ­ვე­უ­ლი ფაქ­ტე­ბის მოხ­მო­ბა. 2005 წლამ­დე (გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მამ­დე) ეს ორი პრო­ფე­სია: სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის აღ­მ­ზ­რ­დე­ლი­სა და პე­და­გო­გი­სა – გა­მიჯ­ნუ­ლი გახ­ლ­დათ. სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის აღ­მ­ზ­რ­დე­ლებს სა­შუ­ა­ლო სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი­უ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ზა­დებ­და, პე­და­გო­გე­ბი კი უმაღ­ლე­სი პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის/უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ბა­ზა­ზე იღებ­დ­ნენ სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას (სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის პე­და­გო­გი­კა/ფსი­ქო­ლო­გია). ასე რომ, კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გი­უ­რი კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას ჩვე­ნი სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მა­შინ ნამ­დ­ვი­ლად არ გა­ნიც­დიდ­ნენ.

გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის დაწყე­ბი­სთ­ა­ნა­ვე გა­უქ­მ­და ეს სპე­ცი­ა­ლო­ბა უმაღ­ლეს პე­და­გო­გი­ურ სას­წავ­ლებ­ლებ­ში. მახ­სენ­დე­ბა – რე­ფორ­მის დაწყე­ბამ­დე, ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლით ად­რე, ჩვე­ნი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი შეხ­ვ­და გა­ნათ­ლე­ბის დარ­გის იმ­დ­რო­ინ­დელ ახალ­გაზ­რ­და რე­ფორ­მა­ტო­რებს. ჩვენს კითხ­ვა­ზე – რა ბე­დი ელო­და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს რე­ფორ­მის ფონ­ზე, მოკ­ლედ გვი­პა­სუ­ხეს: სკო­ლამ­დელ აღ­ზ­რ­და­სა და გა­ნათ­ლე­ბას რე­ფორ­მა სა­ერ­თოდ არ გა­ნი­ხი­ლავ­სო. ამ შეხ­ვედ­რის ან­გა­რი­ში მა­შინ გა­ზეთ „სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის“ ფურ­ც­ლებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნ­და და და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მი­სი მო­ძი­ე­ბაც შე­იძ­ლე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, დარ­გის მი­მართ სწო­რედ ამ­გ­ვარ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბა, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კი არას­პე­ცი­ა­ლის­ტ­თა მომ­რავ­ლე­ბა. ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც მე ვმუ­შა­ობ, რე­ფორ­მის პირ­ველ წლებ­ში სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წე­ლი კი­დევ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ე.წ. „მა­ი­ნორ“ (60-კრე­დი­ტი­ა­ნი) არ­ჩე­ვი­თი პროგ­რა­მის სა­ხით, მაგ­რამ დღეს უკ­ვე აქაც აღარ გვაქვს. რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თ­ვის არის ცნო­ბი­ლი, დღეს არც ერთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში არ მუ­შა­ობს ეს სა­ბაკ­ალავ­რო პროგ­რა­მა. ძა­ლი­ან კარ­გია და დრო­უ­ლი, რომ და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის აღ­დ­გე­ნი­თა და სა­თა­ნა­დო პე­და­გო­გი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბით.

ვინ­მემ იკ­ვ­ლია, ვინ მუ­შა­ობს დღეს სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი კერ­ძო სექ­ტორ­ში? რა გა­ნათ­ლე­ბა აქვთ მათ? აქვს ყვე­ლას ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი, რომ შეძ­ლოს მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლა და პე­და­გო­გის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა? არა მგო­ნია, ამის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი გვქონ­დეს.

კი­დევ ერ­თი სა­კითხი, რაც მჭიდ­როდ უკავ­შირ­დე­ბა ამ დარ­გის პე­და­გო­გის მომ­ზა­დე­ბას – ეს გახ­ლავთ სკო­ლამ­დე­ლი  გა­ნათ­ლე­ბის ელე­მენ­ტე­ბის შე­ტა­ნა კუ­რი­კუ­ლუმ­ში. ამ­ჯე­რად მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ბავ­შ­ვის მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა და მი­სი მომ­ზა­დე­ბა სკო­ლი­სათ­ვის. არა­ვის­თ­ვის არ არის სა­ი­დუმ­ლო, რომ ამ მი­მარ­თე­ბით მუ­შა­ო­ბა დღეს თით­ქ­მის არ­სად არ მიმ­დი­ნა­რე­ობს და სკო­ლა­ში მო­დის ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც თა­ვის მშობ­ლი­ურ ენა­ზე (ჩვენს შემ­თხ­ვე­ვა­ში ქარ­თულ ენა­ზე) ხში­რად უმარ­ტი­ვეს სა­მეტყ­ვე­ლო უნარ-ჩვე­ვებ­საც ვერ ფლობს: უჭირს ბგე­რათ­წარ­მოთ­ქ­მა, გაბ­მუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბა, ღა­რი­ბი აქვს ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი… კერ­ძო სექ­ტორ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­რავ­ლ­და ე.წ. ბი­ლინ­გ­ვუ­რი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბი, სა­დაც ერ­თ­მა­ნე­თის გვერ­დით თა­მა­შო­ბენ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი (უფ­რო ხში­რად რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ბავ­შ­ვე­ბი). აქ ყვე­ლა ბავშვს ერ­თად ას­წავ­ლი­ან ინ­გ­ლი­სურ ენას, ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ ამ პა­ტა­რებს ქარ­თულ ენა­ზე სა­მეტყ­ვე­ლო უნა­რე­ბი გა­ნუ­ვი­თა­რონ  და მარ­ტი­ვი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნა­რე­ბით შე­ა­ი­ა­რა­ღონ.

მოკ­ლედ, გა­სა­კე­თე­ბე­ლი ამ კუთხით ძა­ლი­ან ბევ­რია. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ დღე­ვან­დელ რე­ფორ­მა­ტო­რებს ამ დიდ საქ­მე­ში.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები