27 აპრილი, შაბათი, 2024

ლე­გენ­და­რუ­ლი ფა­ლა­ვა­ნი

spot_img

ლევან თედიაშვილი

ცოტა ხნის წინ ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა – სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერ­თი უდი­დე­სი და ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ფა­ლა­ვა­ნი, ორ­გ­ზის ოლიმ­პი­უ­რი და მსოფ­ლი­ოს ხუთ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში, თუმ­ცა აქე­დან ერ­თი ოქ­რო სამ­ბო­ში მო­ი­პო­ვა. ლე­გენ­და­რუ­ლი ფა­ლა­ვა­ნი 1 თვე­ში 76 წლი­სა გახ­დე­ბო­და…

მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბით არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი, მსოფ­ლიო სპორ­ტის, მსოფ­ლიო ჭი­და­ო­ბის ერ­თი დი­დი ეპო­ქა დას­რულ­და. ვინ იცის, კი­დევ რო­დის გან­მე­ორ­დე­ბა ასე­თი ეპო­ქა… შე­საძ­ლოა, ტი­ტუ­ლე­ბი კი გან­მე­ორ­დეს, მაგ­რამ

⇑⇓ ლე­გენ­დო­ბას მხო­ლოდ მედ­ლე­ბი და ტი­ტუ­ლე­ბი არ გან­საზღ­ვ­რავს, პი­როვ­ნუ­ლი ქა­რიზ­მაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ეს კი ლე­ვან თე­დი­აშ­ვილს მო­ჭარ­ბე­ბუ­ლად ჰქონ­და. იგი ლი­დე­რო­ბის­თ­ვის იყო და­ბა­დე­ბუ­ლი – სპორ­ტ­შიც და ცხოვ­რე­ბა­შიც; ის იმ ადა­მი­ან­თა კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და, თუნ­დაც მცი­რე წა­გე­ბას, მე­ო­რე ნომ­რად ყოფ­ნას რომ ვერ ეგუ­ე­ბი­ან, მუდ­მი­ვად გა­მარ­ჯ­ვე­ბის­კენ ის­წ­რაფ­ვი­ან და მიზ­ნის მიღ­წე­ვამ­დე ვერ ის­ვე­ნე­ბენ.

ამ ყვე­ლა­ფერს მი­სი იუმო­რიც ემა­ტე­ბო­და, ამ თვი­სე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბამ აქ­ცია ის ავ­ტო­რი­ტე­ტად და ლე­გენ­დად: ქარ­თულ სა­ჭი­დაო სამ­ყა­რო­ში მის სიტყ­ვას აფა­სებ­დ­ნენ, ით­ვა­ლის­წი­ნებ­დ­ნენ, აზრს ეკითხე­ბოდ­ნენ და უმი­სოდ არც ერთ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხ­ზე დას­კ­ვ­ნას არ გა­მო­ი­ტან­დ­ნენ. მას ელო­დე­ბოდ­ნენ კი­დეც და თავ­ყ­რი­ლო­ბას არ იწყებ­დ­ნენ, ხში­რად კი ბო­ლო სიტყ­ვას სწო­რედ მას ან­დობ­დ­ნენ.

ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის ფე­ნო­მენ­ზე ისიც მი­უ­თი­თებს, რომ და­უ­ვიწყა­რი სა­ხე­ე­ბი შექ­მ­ნა კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა­ში და ჭი­და­ო­ბის მოყ­ვა­რულ­თა გარ­და, კი­ნო­მოყ­ვა­რულ­თა კერ­პა­დაც იქ­ცა. მან 3 ფილ­მ­ში ითა­მა­შა საკ­ვან­ძო რო­ლე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა პრეს­ტი­ჟულ უცხო­ურ კონ­კურ­სებ­ზე სამ­ჯერ და­ჯილ­დოვ­და მთა­ვა­რი პრი­ზით მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სოდ შეს­რუ­ლე­ბის­თ­ვის! უბად­ლო მა­ეს­ტ­როს – გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას რე­ჟი­სო­რო­ბით მან გო­გია კენ­კე­ბაშ­ვი­ლის და­უ­ვიწყა­რი სა­ხე შექ­მ­ნა „ხა­რე­ბა და გო­გი­ა­ში“ – ამ ფილ­მის ფრა­ზე­ბი სა­ხალ­ხო ფრა­ზე­ბად მო­ე­დო ქვე­ყა­ნას. დიდ­წი­ლად, სა­კუ­თა­რი „მეც“ ითა­მა­შა, იქ­ნებ ამი­ტო­მაც გა­მო­უ­ვი­და ასე უშუ­ა­ლო და ხა­ლა­სი, რი­თაც ად­ვი­ლად მო­ი­ნა­დი­რა კი­ნო­მოყ­ვა­რულ­თა გუ­ლე­ბი.

არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლი ამ სფე­რო­საც ძა­ლი­ან ად­ვი­ლად შე­ე­გუა. მან ასე­ვე ითა­მა­შა ფილმ „მე­ოთხე ბრა­ი­ტონ­ში“, რო­მე­ლიც ოს­კარ­ზეც იყო წარ­დ­გე­ნი­ლი, მი­სი რე­ჟი­სო­რი ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით იხ­სე­ნებ­და, თურ­მე თე­დი­აშ­ვი­ლი თა­ვი­დან­ვე შე­უ­თან­ხ­მ­და, ბევ­რი დუბ­ლი არ გვინ­დაო – ეტყო­ბა, ბო­ლომ­დე სჯე­რო­და სა­კუ­თა­რი თა­ვის. სხვა­თა შო­რის, „ხა­რე­ბა და გო­გი­ა­ში“ მთა­ვარ როლ­ში ქარ­თუ­ლი სპორ­ტის კი­დევ ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლია – ვე­ლომ­რ­ბო­ლე­ლი ომარ ფხა­კა­ძე.

ერთ დროს უბ­რა­ლო სა­გა­რე­ჯო­ე­ლი ბი­ჭის ჭი­და­ო­ბა­ში მოხ­ვედ­რა გა­საკ­ვი­რი არაა – კა­ხეთ­ში, ისე­ვე რო­გორც ქარ­თ­ლ­ში და ქვეყ­ნის უმე­ტეს რა­ი­ო­ნებ­ში, ად­რე, ყვე­ლა ჭი­და­ობ­და და ყველ­გან იმარ­თე­ბო­და შე­ჯიბ­რე­ბე­ბი ქარ­თულ ჭი­და­ო­ბა­ში. ასეთ­მა ნა­ხერ­ხ­მოყ­რილ­მა არე­ნამ ბევრ ბიჭს გა­უკ­ვა­ლა და და­უ­ლო­ცა გზა დი­დი სპორ­ტის და ოლიმ­პი­უ­რი მწვერ­ვა­ლე­ბის­კენ. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც თე­დი­აშ­ვი­ლი იყო, თუმ­ცა თვი­თონ ხუმ­რობ­და, ქათ­მის ხორ­ცის სიყ­ვა­რულ­მა მაქ­ცია მო­ჭი­და­ვე­დო. რო­გორც ამ­ბობ­და, ბავ­შ­ვო­ბა­ში სახ­ლ­ში, თურ­მე, რო­ცა ქა­თამს კლავ­დ­ნენ, სა­უ­კე­თე­სო ნაჭ­რე­ბი სტუმ­რებს ეკუთ­ვ­ნო­დათ, პა­ტა­რა ბავშვს კი ფრთებს და ამ­გ­ვარ ნაჭ­რებს გა­და­უ­დებ­დ­ნენ ხოლ­მე. ერ­თხე­ლაც, რო­ცა ჯერ კი­დევ პა­ტა­რა ბი­ჭი შეკ­რე­ბა­ზე წა­უყ­ვა­ნი­ათ, ლან­გ­რით მორ­თ­მე­ულ მრგვა­ლად მო­ხარ­შულ დე­დალს ისე გა­უ­ო­ცე­ბია, ვერ იჯე­რებ­და, რომ მთე­ლი ქა­თა­მი მი­სი იყო. ჰო­და, თუ ჩე­მია, მა­შინ აქე­დან ვერ გა­მაგ­დებ­თო, გა­უ­ფიქ­რე­ბია პა­ტა­რა ბიჭს და თა­მა­მად მი­უ­ჩო­ჩე­ბია თეფ­ში…

სა­ჭი­დაო მო­ნა­ცე­მე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რად დაჰ­ყ­ვა, რა­საც კო­ლო­სა­ლუ­რი, მარ­თ­ლაც ტი­ტა­ნუ­რი შრო­მა და­ა­მა­ტა და სა­ჭი­დაო მწვერ­ვა­ლებ­ზე თა­მა­მად ავი­და: მო­ი­გო 1972 წელს მი­უნ­ხე­ნი­ს და 4 წლის შემ­დეგ მონ­რე­ა­ლის ოლიმ­პი­ა­დე­ბი; მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე კი ოთხ­ჯერ გა­ი­მარ­ჯ­ვა თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში, ერ­თხელ – სამ­ბო­ში.

ეს ერ­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი იმი­თაა, რომ რამ­დე­ნი­მედღი­ან ინ­ტერ­ვალ­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი სამ­ბო­შიც გახ­და და – თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­შიც. ეს 1973 წელს თე­ი­რან­ში მოხ­და, სა­დაც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რებ­თან ერ­თად იყო ჩა­სუ­ლი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. თე­დი­აშ­ვილ­მა იქ უპ­რობ­ლე­მოდ გა­ი­მარ­ჯ­ვა, რაც მის­თ­ვის ამ რან­გის მე­ო­რე ტი­ტუ­ლი იყო. მი­სი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, იქ­ვე, სამ­ბო­ში იწყე­ბო­და მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბა, სა­დაც სა­კავ­ში­რო ნაკ­რე­ბიც გა­მო­დი­ო­და. მათ ერთ-ერ­თი მო­ნა­წი­ლე და­უ­შავ­დათ და მწვრთნე­ლებ­მა თე­დი­აშ­ვილს სთხო­ვეს ჭი­და­ო­ბა. ისიც და­თან­ხ­მ­და, რო­გორც არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და იქაც გა­ი­მარ­ჯ­ვა. ასე გახ­და, ზე­დი­ზედ ორ­ჯერ, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი და სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რია, რომ 1973 წელს თე­დი­აშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტ­ს­მე­ნად და­ა­სა­ხე­ლეს. იმ ქვე­ყა­ნა­ში არა­რუ­სის ასე­თი აღი­ა­რე­ბა ლა­მის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო.

⇑⇓ არ­სე­ბობს სა­ყო­ველ­თაო მო­საზ­რე­ბა, რომ მას მე­სა­მე ოლიმ­პი­უ­რი ოქ­რო წა­არ­თ­ვეს, რო­ცა 1982 წელს, მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­და­ზე, მის ნაც­ვ­ლად, ილია მა­ტე წა­იყ­ვა­ნეს. ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და, თუმ­ცა ჩვენ­ში ით­ვ­ლე­ბა, რომ თე­დი­აშ­ვი­ლიც გა­ი­მარ­ჯ­ვებ­და, რაც თა­მა­შე­ბის მე­სა­მე ოქ­რო იქ­ნე­ბო­და.

ლე­გენ­და­რულ ფა­ლა­ვანს არ უყ­ვარ­და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი და არ ამ­ბობ­და, რომ და­ჩაგ­რეს. ზე­მოთ მი­სი მედ­ლე­ბი ჩა­მოვ­თ­ვა­ლეთ, თუმ­ცა მხო­ლოდ ნა­წი­ლი, არა­ფე­რი გვით­ქ­ვამს მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­პო­ვე­ბულ სხვა სინ­ჯის მედ­ლებ­ზე, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა­დას­ხ­ვა პრეს­ტი­ჟულ ტურ­ნი­რებ­ზე. არა­და, ორ­ჯერ იყო ყო­ფი­ლი სსრკ-ს ჩემ­პი­ო­ნი, რაც ცო­ტა ნამ­დ­ვი­ლად არ იყო იმ ქვე­ყა­ნა­ში და მით უფ­რო – იმ მე­ტო­ქე­თა გა­რე­მოც­ვა­ში.

სა­ინ­ტე­რე­სოა ოლიმ­პი­ა­დებ­ზე მი­სი და ამე­რი­კე­ლი ძმე­ბის – ჯონ და ბენ­ჯა­მინ პე­ტერ­სო­ნე­ბის პა­ექ­რო­ბე­ბის ის­ტო­რია. 1972 წელს, მი­უნ­ხენ­ში, 82 კი­ლოგ­რა­მის ფი­ნალ­ში, თე­დი­აშ­ვილ­მა ჯო­ნი და­ა­მარ­ცხა, ბენ­ჯა­მი­ნი კი 90 კი­ლოგ­რამ­ში გახ­და ჩემ­პი­ო­ნი. 4 წლის შემ­დეგ, მონ­რე­ალ­ში, თე­დი­აშ­ვი­ლი უკ­ვე 90-ში გა­მო­ვი­და და ფი­ნალ­ში ბენ­ჯა­მინს მო­უ­გო, ჯო­ნიმ კი დრო იხელ­თა და 82-ში გა­ი­მარ­ჯ­ვა. მა­თი მე­ტო­ქე­ო­ბა მთე­ლი ათ­წ­ლე­უ­ლი გაგ­რ­ძელ­და, თუმ­ცა ბო­ლომ­დე დიდ მე­გობ­რე­ბად დარ­ჩ­ნენ.

თე­დი­აშ­ვი­ლი უნი­კა­ლუ­რი მო­ჭი­და­ვეა იმი­თაც, რომ კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 3 წო­ნა გა­მო­იც­ვა­ლა და სა­მი­ვე­გან ლი­დე­რი იყო, ყველ­გან იგებ­და ტი­ტუ­ლებს. მას­ზე არ მოქ­მე­დებ­და არც წო­ნის ცვლა, არც ახალ წო­ნას­თან თუ ახალ მე­ტო­ქე­ებ­თან ადაპ­ტა­ცია უჭირ­და, რაც ბევ­რის­თ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა და შე­გუ­ე­ბას გარ­კ­ვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა. ის ერ­თა­დერ­თი ფა­ლა­ვა­ნია, 3 წო­ნა­ში რომ მო­უ­გია ტი­ტუ­ლე­ბი.

მი­სი ცხოვ­რე­ბა მარ­თ­ლაც რომ ია-ვარ­დით იქ­ნე­ბო­და მო­ფე­ნი­ლი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბამ მა­საც ას­ვა მწა­რე ფი­ა­ლა: აფხა­ზე­თის ომ­ში უმ­ც­რო­სი შვი­ლი – ვახ­ტან­გი მო­უკ­ლეს. უფ­რო სწო­რად, შვი­ლი ხელ­ში ჩა­აკ­ვ­და, რო­ცა 1993 წლის 22 სექ­ტემ­ბერს, ბა­ბუ­შე­რას აერო­პორ­ტ­ში აფეთ­ქე­ბუ­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვი მოხ­ვ­და… რო­ცა ვახ­ტან­გ­მა ომ­ში წას­ვ­ლა მო­ი­სურ­ვა, მა­შინ თე­დი­აშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში ყო­ფი­ლა. შვილს გან­ზ­რახ­ვა არ და­უ­შა­ლა, მაგ­რამ სთხო­ვა, და­მე­ლო­დე, ჩემს ჩა­მოს­ვ­ლამ­დე არ წახ­ვი­დე და ერ­თად წა­ვი­დე­თო. მარ­თ­ლაც ასე მო­იქ­ცა, უკან კი შვი­ლის ცხე­დარ­თან ერ­თად დაბ­რუნ­და. თურ­მე სახ­ლ­ში ხელ­ში ატა­ტე­ბუ­ლი შე­ი­ტა­ნა შვი­ლის ცხე­და­რი… გა­რეგ­ნუ­ლად ამ დიდ სატ­კი­ვარს არ იმ­ჩ­ნევ­და, მაგ­რამ მის გულ­ში რა ხდე­ბო­და, ღმერ­თ­მა უწყის…

ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის კი­დევ ერთ სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად მი­სი იუმო­რი იქ­ცა, რაც კარ­გად ჩანს მის მი­ერ ნა­თა­მა­შებ რო­ლებ­ში. თუნ­დაც გო­გი­ას როლ­ში. ერ­თხელ გი­ორ­გი შენ­გე­ლაია ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­ზე სა­უბ­რობ­და და ლე­ვა­ნის შე­სა­ხე­ბაც ილა­პა­რა­კა. თურ­მე ერთ დღეს, შუა გა­და­ღე­ბი­სას, თე­დი­აშ­ვილს აუჩე­მე­ბია, თე­ლავ­ში უნ­და წა­ვი­დე, მე­დი­კო მეზ­ვ­რიშ­ვილ­თან საქ­მე მაქ­ვ­სო (მეზ­ვ­რიშ­ვი­ლი ამ დროს თე­ლა­ვის პირ­ველ პი­რად მუ­შა­ობ­და, ლე­ვა­ნი კი კარ­გად იც­ნობ­და სა­გა­რე­ჯო­დან). ვეხ­ვე­წე და ვე­მუ­და­რეო, შენ­გე­ლა­ი­ამ – და­ვამ­თავ­როთ გა­და­ღე­ბა და მე­რე წა­დიო, მაგ­რამ რომ იტყო­და, ვერ გა­და­ათ­ქ­მე­ვი­ნებ­დიო. ჰო­და, ვერც დიდ­მა რე­ჟი­სორ­მა გა­და­ათ­ქ­მე­ვი­ნა და წა­მო­ვი­და ისე ჩაც­მუ­ლი – ჩო­ხა-ახა­ლუ­ხით, ქა­მარ-ხან­ჯ­ლით და დამ­ბა­ჩით. ჩა­მო­ვი­და თე­ლავ­ში და მი­ად­გა მეზ­ვ­რიშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტს. ვერ გაჭ­რა მი­სი მდივ­ნის თხოვ­ნამ, სტუმ­რე­ბი ჰყავს და ვერ შე­გიშ­ვებ­თო – ამ­ხე­ლა მთა­კაც­მა იძ­რო თურ­მე ის დამ­ბა­ჩა, კარს წიხ­ლი ჰკრა და იმ ფილ­მი­დან მო­ა­რულ ფრა­ზად ქცე­უ­ლი „არ მე­ლო­დით, თქვე­ნი“ ღრი­ა­ლით შე­იჭ­რა კა­ბი­ნეტ­ში… ამ დროს თურ­მე მეზ­ვ­რიშ­ვილს მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­სუ­ლი 2 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გე­ნე­რა­ლი ჰყავს სტუმ­რად, რომ­ლებ­მაც ცის გახ­ს­ნად მი­იჩ­ნი­ეს კა­ბი­ნეტ­ში ღრი­ა­ლით შეჭ­რი­ლი, უც­ნა­უ­რად ჩაც­მუ­ლი ეს მთა-კა­ცი და მა­შინ­ვე მა­გი­დის ქვეშ დურ­თეს თა­ვი. ყვე­ლა­ფე­რი კი იმით დამ­თავ­რ­და, რომ მა­გი­დის გარ­შე­მო დარ­ბო­და ლე­ვა­ნი, უკან კი წყევ­ლა-კრულ­ვით დას­დევ­და მეზ­ვ­რიშ­ვი­ლი – შენ მა­მიკ­ვ­დი, ლე­ვან, ეს რა მი­ყავ, რო­გორ შე­მარ­ცხ­ვი­ნე სტუმ­რებ­თა­ნო…. მე­რე, გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან დაბ­რუ­ნე­ბულ თე­დი­აშ­ვილს უთ­ქ­ვამს, ის სტუმ­რე­ბიც ხომ შე­ი­რა­ღე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამო­ე­ღოთ ის იარა­ღი და ეს­რო­ლა­თო…

სპორ­ტი­დან წას­ვ­ლის შემ­დეგ თე­დი­აშ­ვი­ლი სა­გა­რე­ჯო­ში, მშობ­ლი­ურ კა­კა­ბეთ­ში კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ მუ­შა­ობ­და (ისე კი უამ­რა­ვი თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­მოს­ცა­და და პარ­ლა­მენ­ტა­რიც იყო), ამ დროს მე­დი­კო მეზ­ვ­რიშ­ვი­ლი სა­გა­რე­ჯოს რა­ი­კო­მის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი გახ­ლ­დათ. ერთ შე­მოდ­გო­მა­ზე, თურ­მე, კა­კა­ბე­თი რთვე­ლის გეგ­მას ძა­ლი­ან ჩა­მორ­ჩა და ყო­ველ თათ­ბირ­ზე მე­დი­კო ცეცხლს უნ­თებს ლე­ვანს და ზედ ნავთს ას­ხამს. ამა­საც ბევ­რი არ უფიქ­რია და თე­ლა­ვის „ინ­ტუ­რისტს“ 2 „იკა­რუ­სი“ მი­ა­ყე­ნა იქ ჩა­მო­სუ­ლი რუ­სი ტუ­რის­ტე­ბის რთველ­ში წა­მო­საყ­ვა­ნად. იმა­თაც, მწვა­დი­სა და ხა­ჭა­პუ­რის გა­გო­ნე­ბა­ზე, ბევ­რი არ უფიქ­რი­ათ და მყის­ვე გა­უვ­სი­ათ ავ­ტო­ბუ­სე­ბი, შე­სე­ვია სლავ ქალ­თა მოდ­გ­მა კა­კა­ბე­თის ვე­ნა­ხებს. ეს ამ­ბა­ვი მე­ზო­ბელ სოფ­ლებ­საც მყის­ვე მოს­დე­ბია და სლა­ვე­ბის გა­მო იქა­უ­რე­ბიც შე­სე­ვი­ან კა­კა­ბე­თის ზვრებს, რო­მე­ლიც თურ­მე ლა­მის ფოთ­ლე­ბი­ა­ნად გაკ­რი­ფეს. ბუ­ნებ­რი­ვია, გეგ­მაც შეს­რულ­და და თე­დი­აშ­ვი­ლიც კმა­ყო­ფი­ლე­ბით ხვდე­ბა ბი­უ­როს უახ­ლო­ეს სხდო­მას, სა­დაც შე­ქე­ბას ელო­და, მაგ­რამ ვაი, რომ „ეს სო­ფე­ლი გა­ა­ხა­რებს ვინ­მეს გა­ნა“: თურ­მე მეზ­ვ­რიშ­ვი­ლი ცეცხლს ჰყრის პი­რი­დან, გა­მოს­ვ­ლა კი და­ას­რუ­ლა მოთხოვ­ნით, რომ თე­დი­აშ­ვი­ლი პი­რად საქ­მე­ში საყ­ვე­დუ­რის შე­ტა­ნით და­ე­სა­ჯათ. „გა­მა­გე­ბი­ნეთ რა­ტომ – გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბით­ვი­ნა?“ – თა­ვი­სი უზარ­მა­ზა­რი სხე­უ­ლით წა­მო­ი­მარ­თა თურ­მე დარ­ბა­ზი­დან თე­დი­აშ­ვი­ლი. „არა – სოფ­ლი გარ­ყ­ვ­ნით­ვი­ნა“ – და­უქ­ნია თურ­მე ტრი­ბუ­ნი­დან თი­თი მეზ­ვ­რიშ­ვილ­მა.

აი, ასე­თი იყო ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი – დი­დი სპორ­ტ­ს­მე­ნი და დი­დი პი­როვ­ნე­ბა, იუმო­რით სავ­სე, რო­მე­ლიც ყვე­ლა ვი­თა­რე­ბი­დან იპო­ვი­და გა­მო­სა­ვალს. სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლე­ბიც ისე გა­ა­ტა­რა, რო­გორც მას სურ­და – თა­ვის დიდ ტკი­ვილ­თან და დი­დე­ბის შა­რა­ვან­დე­დით გა­რე­მო­ცულ­მა.

ვინ იცის, კი­დევ რო­დის გვე­ღირ­სე­ბა მსგავ­სი ლე­გენ­და!

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები