30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბოლ­შე­ვი­კუ­რი კონ­ცეფ­ცია და  ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კა 30-იანი წლე­ბის აფხა­ზეთ­ში

spot_img

5 აპ­რილს, სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ქარ­თულ და ინ­გ­ლი­სურ ენებ­ზე წიგ­ნად გა­მო­ცე­მუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის – „ენა­თა შერ­წყ­მის ბოლ­შე­ვი­კუ­რი კონ­ცეფ­ცია და ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კა 30-იანი წლე­ბის აფხა­ზეთ­ში“ – პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ნაშ­რო­მის წარ­დ­გე­ნას სსუ-ის აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი და მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. პრე­ზენ­ტა­ცია გახ­ს­ნა რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ზუ­რაბ ხო­ნე­ლი­ძემ, რო­მელ­მაც მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პროექტის ხელმძღვანელს, თე­ი­მუ­რაზ გვან­­ცე­ლა­ძე­სა და სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფა­კულ­ტეტს სა­ინ­ტე­რე­სო და მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­ნოგ­რა­ფი­ის წარ­დ­გე­ნის­თ­ვის.

პრო­ექ­ტი შო­თა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და და მი­სი მი­ზა­ნი იყო საკ­ვ­ლე­ვი პე­რი­ო­დის ობი­ექ­ტუ­რი ეთ­ნი­კურ-დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი და ენობ­რი­ვი ვი­თა­რე­ბის აღ­წე­რა, არ­ქი­ვებ­ში და­ცუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. რო­გორც პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში აღ­მოჩ­ნ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს არ­ქივ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის არ­ქივ­ში მო­სა­ლოდ­ნელ­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა და­ცუ­ლი 30-იანი წლე­ბის სა­ბუ­თე­ბი, რომ­ლებ­შიც ასა­ხუ­ლია: ვინ, რო­დის და სად გეგ­მავ­და აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 30-იან წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ეთ­ნი­კურ-დე­მოგ­რა­ფი­ულ და ენობ­რივ პო­ლი­ტი­კას; ვინ აფი­ნან­სებ­და და აკონ­ტ­რო­ლებ­და ამ პო­ლი­ტი­კას, რო­გო­რი იყო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­თა მი­ღე­ბის მე­ქა­ნიზ­მი; რა იერარ­ქი­ულ სა­ფე­ხუ­რებ­ზე ნა­წილ­დე­ბოდ­ნენ აქ­ცი­ა­თა ინი­ცი­ა­ტორ-დამ­გეგ­მავ­ნი, შემ­ს­რუ­ლე­ბელ­ნი და მა­კონ­ტ­რო­ლე­ბელ­ნი; ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და თუ არა ანა­ლო­გი­უ­რი პო­ლი­ტი­კა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კებ­სა და ავ­ტო­ნო­მი­ებ­ში; არ­სე­ბობს თუ არა თბი­ლი­სის თვით­ნე­ბო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა.

მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში პირ­ვე­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბა XX სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბის აფხა­ზეთ­ში კო­მუ­ნის­ტუ­რი ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კა ამ მხა­რე­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ენის მი­მართ. ავ­ტო­რე­ბი, სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, სხვა მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კებ­სა და ავ­ტო­ნო­მი­ებ­ში იმა­ვე პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე ენობ­რივ პრო­ცე­სებ­თან შე­და­რე­ბის გზით, აანა­ლი­ზე­ბენ აფხა­ზურ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ენას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს. წიგნს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლის ნა­წი­ლიც ერ­თ­ვის.

მო­ნოგ­რა­ფი­ის შე­სა­ვალ­ში ვკითხუ­ლობთ, რომ სა­მეც­ნი­ე­რო მი­მოქ­ცე­ვა­ში პირ­ვე­ლად შე­მო­ტა­ნილ სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, გა­მო­ყო­ფი­ლია ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის ორი ეტა­პი – 1935 წლის ჩათ­ვ­ლით და 1935 წლის მომ­დევ­ნო.

„პირ­ველ ეტაპ­ზე, უმ­ცი­რე­სო­ბა­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მო­ტი­ვით, რე­ა­ლუ­რად გა­ი­ზარ­და აფხა­ზუ­რი, ბერ­ძ­ნუ­ლი, სომ­ხუ­რი, ეს­ტო­ნუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი და თურ­ქუ­ლი ენე­ბის, აგ­რეთ­ვე ლა­ზუ­რი­სა და მეგ­რუ­ლის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის მას­შ­ტა­ბი (შე­იქ­მ­ნა ან შე­იც­ვა­ლა ზო­გი დამ­წერ­ლო­ბა, და­არ­ს­და დაწყე­ბი­თი სკო­ლე­ბი, გა­ზე­თე­ბი, თე­ატ­რა­ლუ­რი და­სე­ბი, გა­მო­ი­ცე­მო­და წიგ­ნე­ბი, იქ­მ­ნე­ბო­და ტერ­მი­ნო­ლო­გია…), მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად ფარ­თოვ­დე­ბო­და რუ­სუ­ლი ენის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის სფე­რო­ე­ბი. ამ ფონ­ზე, აფხა­ზუ­რი და ქარ­თუ­ლი ენე­ბი მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად რჩე­ბოდ­ნენ სა­ხელ­მ­წი­ფო ენე­ბად, თუმ­ცა აფხა­ზუ­რი სამ­წიგ­ნობ­რო ენის გან­ვი­თა­რე­ბას დიდ ყუ­რადღე­ბას უთ­მობ­და რე­ჟი­მი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – ახა­ლი ან­ბა­ნის სა­კავ­ში­რო ცენ­ტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტი; მე­ო­რე ეტაპ­ზე და­იწყო და­უ­ფა­რა­ვი, აგ­რე­სი­უ­ლი რუ­სი­ფი­კა­ცია, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყ­ვა აფხა­ზეთ­ში ზო­გი­ერ­თი ენის­თ­ვის ად­რე მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის შეკ­ვე­ცა. ამ ეტაპ­ზე, მცი­რედ გა­ი­ზარ­და ქარ­თუ­ლი ენის, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის უფ­ლე­ბე­ბი.

ნაშ­რომ­ში, სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, გა­ნი­ხი­ლე­ბა ენას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აფხა­ზურ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ანა­ლიზ­დე­ბა სხვა მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კებ­სა და ავ­ტო­ნო­მი­ებ­ში იმა­ვე პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე ენობ­რივ პრო­ცე­სებ­თან შე­და­რე­ბის გზით. ამ ახ­ლე­ბურ­მა რა­კურ­ს­მა ბევ­რი სა­კითხი სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად წარ­მო­ა­ჩი­ნა“ (რო­ბერტ მეს­ხი, გა­ზეთ „სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ რე­დაქ­ტო­რი).

პრო­ექ­ტ­ზე, სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ბა­ზა­ზე, იმუ­შა­ვეს: ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა თე­ი­მუ­რაზ გვან­ცე­ლა­ძემ (პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი), ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რებ­მა – სო­ფი­კო ჭა­ა­ვამ (პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი) და გვან­ცა გვან­ცე­ლა­ძემ, ფი­ლო­ლო­გი­ის მა­გის­ტ­რ­მა, დოქ­ტო­რან­ტ­მა მო­ნი­კა ხო­ბე­ლი­ამ, აფხა­ზუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტ­მა მა­რი­ამ ბოგ­ვე­რა­ძემ.

მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში ვკითხუ­ლობთ, რომ აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი ზუს­ტად იმე­ო­რებ­და სხვა ავ­ტო­ნო­მი­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, მიჰ­ყ­ვე­ბო­და, რო­გორც მა­შინ ამ­ბობ­დ­ნენ „საბ­ჭო­უ­რი პო­ლი­ტი­კის გე­ნე­რა­ლურ ხაზს“. ეს გე­ნე­რა­ლუ­რი ხა­ზი კი ემ­ყა­რე­ბო­და ლე­ნინ-სტა­ლი­ნის კონ­ცეფ­ცი­ას, მსოფ­ლი­ო­ში სო­ცი­ა­ლიზ­მის გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დ­გომ ენა­თა და ხალ­ხ­თა გარ­და­უ­ვა­ლი შერ­წყ­მა-გაქ­რო­ბი­სა და სა­ბო­ლო­ოდ ერ­თი, (ინ­გ­ლი­სუ­რი) ან ორი (ინ­გ­ლი­სუ­რი და რუ­სუ­ლი) ენის გავ­რ­ცე­ლე­ბის შე­სა­ხებ, ანუ ბოლ­შე­ვი­კე­ბი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში არ­სე­ბულ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ენას (გარ­და რუ­სუ­ლი­სა) გა­საქ­რო­ბად გან­წი­რუ­ლად მი­იჩ­ნევ­დ­ნენ. ამ კონ­ცეფ­ცი­ას ერ­გე­ბო­და ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა აქ­ტი, რაც გა­ნა­პი­რო­ბებ­და ენებ­ზე მა­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბის გა­ნუხ­რელ ზრდას 20-30-იან წლებ­ში… ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სულ სხვაგ­ვა­რად წარ­მო­ა­ჩენს აფხა­ზეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად ფარ­თო თვალ­თა­ხედ­ვით, ზო­გად საბ­ჭო­უ­რი პო­ლი­ტი­კის კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე პრო­ფე­სორ­მა თე­ი­მუ­რაზ გვან­ცე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ არ­ქი­ვებ­ში უამ­რა­ვი დო­კუ­მენ­ტი გა­მოვ­ლინ­და, რო­მე­ლიც აქამ­დე არც ის­ტო­რი­კო­სე­ბის­თ­ვის, არც მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლი არ იყო და ნა­თელს ჰფენს ყვე­ლა­ფერს. „მთე­ლი ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კა სრუ­ლე­ბით არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და იმ პო­ლი­ტი­კის­გან, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ახორ­ცი­ე­ლებ­და სხვა რეს­პუბ­ლი­კებ­სა და ავ­ტო­ნო­მი­ებ­ში. ჩვენ მი­ვე­დით იმ დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ აფხაზ­თა ბრალ­დე­ბე­ბი ქარ­თ­ვე­ლე­ბის მი­მართ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია.

ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბის­თ­ვის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ძა­ლი­ან მძი­მე იყო სის­ხ­ლი­ა­ნი და სა­ში­ნე­ლი 30-იანი წლე­ბის მა­სა­ლა­ზე მუ­შა­ო­ბა – იმ­დ­რო­ინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი სი­სას­ტი­კე და და­უნ­დობ­ლო­ბა, ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, დას­მე­ნე­ბი, დახ­ვ­რე­ტე­ბი, დე­მა­გო­გი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სლო­გა­ნე­ბი, სი­ყალ­ბე და ყოვ­ლად აუტა­ნე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მო სულს გვი­ხუ­თავ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ახალ­გაზ­რ­და მკვლე­ვარ­თა მონ­დო­მე­ბამ თა­ვი­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო.

ჩვენ ვე­ცა­დეთ, მო­ნოგ­რა­ფია არ გა­დაგ­ვექ­ცია „პო­ლე­მი­კუ­რი პინგ-პონ­გის“ ას­პა­რე­ზად და აკა­დე­მი­უ­რო­ბის ფარ­გ­ლებ­ში დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით. რო­ცა აფხა­ზი მეც­ნი­ე­რი რა­ღა­ცას და­წერს და ქარ­თ­ვე­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა, ამ ქარ­თ­ველს კვლავ აფხა­ზი პა­სუ­ხობს და ა.შ. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დეთ, თა­ვი შეგ­ვე­კა­ვე­ბი­ნა სა­პი­რის­პი­რო თვალ­საზ­რი­სის მქო­ნე კონ­კ­რე­ტულ ავ­ტო­რებ­თან პო­ლე­მი­კის­გან და არც სა­კითხის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მო­ხილ­ვა წარ­მო­ვად­გი­ნეთ. ჩვენ­თ­ვის მთა­ვა­რია არა კონ­კ­რე­ტულ მეც­ნი­ე­რებ­თან კა­მა­თი, არა­მედ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის კვლე­ვა, დო­კუ­მენ­ტებ­სა და ლო­გი­კურ მსჯე­ლო­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით. ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას აღ­მოჩ­ნ­და, რომ რაც იმ პე­რი­ოდ­ში ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით აფხა­ზეთ­ში ხდე­ბო­და, ზი­ა­რი იყო სსრკ-ის ყვე­ლა ენის­თ­ვის. ვგრძნობ­დით, რომ ასეც იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამ ფაქ­ტის დო­კუ­მენ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბამ მა­ინც დი­დი სტი­მუ­ლი შეგ­ვ­ძი­ნა. არ­ქივ­ში აღ­მოჩ­ნ­და დო­კუ­მენ­ტე­ბის მთე­ლი წყე­ბა, რი­სი და­მუ­შა­ვე­ბაც ვერ მო­ვას­წა­რით. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­ვე წარ­დ­გე­ნი­ლი გვაქვს ახა­ლი პრო­ექ­ტი“.

ავ­ტორ­თა ჯგუ­ფის აზ­რით, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო სო­ფი­კო ჭა­ა­ვას მი­ერ თბი­ლი­სის არ­ქი­ვებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მრა­ვა­ლი აქამ­დე უც­ნო­ბი დო­კუ­მენ­ტი რო­გორც აფხა­ზე­თის ასსრ-ს, ისე სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ-ს ენობ­რი­ვი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ: „მე აფხა­ზე­თი­დან ვარ, 12 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა აფხა­ზე­თი იძუ­ლე­ბით დავ­ტო­ვე. ჩე­მი მშობ­ლე­ბის­გან ვი­ცო­დი, რომ აფხა­ზებ­თან კარ­გი ჰარ­მო­ნი­უ­ლი, ნა­თე­სა­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, თუმ­ცა, რო­ცა სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში გი­წევს მუ­შა­ო­ბა, იქ ბევ­რი რამ სხვაგ­ვა­რა­დაა. ბრალ­დე­ბე­ბი ხში­რად მო­მის­მე­ნია აფხა­ზებ­თან სა­უბ­რი­სას, მაგ­რამ პირ­ვე­ლად გა­ვი­გე სა­მეც­ნი­ე­რო ბრალ­დე­ბე­ბი და პრე­ტენ­ზი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი ჩვენ გვე­და­ვე­ბი­ან, მათ შო­რის, 1939 წელს, აფხა­ზეთ­ში ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბას. ანუ მათ ჰგო­ნი­ათ, რომ ეს ქარ­თ­ვე­ლე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი იყო, რი­თაც ჩვენ, ვი­თომ და, ვცდი­ლობ­დით აფხა­ზე­ბის გა­ქარ­თ­ვე­ლე­ბას. ისი­ნი გვე­უბ­ნე­ბი­ან: „ამ ქმე­დე­ბით თქვენ შე­ლა­ხეთ ჩვე­ნი ენობ­რი­ვი და კულ­ტუ­რუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი. ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი, ბა­ბუ­ე­ბი მეცხ­რე კლა­სი­დან გა­მო­ვიდ­ნენ სკო­ლი­დან, რად­გან თქვენ აიძუ­ლეთ ქარ­თუ­ლად სწავ­ლა“. ჩვენ მი­ერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი თუ მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან დგინ­დე­ბა, რომ ეს არ იყო ქარ­თ­ვე­ლე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა, ეს იყო საბ­ჭო­თა ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის კონ­ტექ­ს­ტ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ფორ­მა, რო­მელ­შიც მოჰ­ყ­ვა აფხა­ზე­თიც, ანუ სა­ტი­ტუ­ლო ერის ენა­ზე გა­დაჰ­ყავ­დათ სწავ­ლე­ბა. რა თქმა უნ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ტი­ტუ­ლო ენა ქარ­თუ­ლი იყო, ამი­ტომ აფხა­ზეთ­შიც ქარ­თულ ენა­ზე გა­და­ვი­და სწავ­ლე­ბა. ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პირ­და­პირ შეგ­ვიძ­ლია აფხა­ზებს ვუთხ­რათ, რომ ეს ბრალ­დე­ბა და პრე­ტენ­ზია, რო­მე­ლიც ჩვენ მი­მართ აქვთ, უსა­ფუძ­ვ­ლოა,“ – ამ­ბობს სო­ფი­კო ჭა­ა­ვა.

შეხ­ვედ­რა­ზე აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, ის­ტო­რი­კოს­მა ჯე­მალ გა­მა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ აფხა­ზე­თის სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვერც ერ­თი მკვლე­ვა­რი ვერ აუვ­ლის გვერდს თე­ი­მუ­რაზ გვან­ცე­ლა­ძის ნაშ­რო­მებს: „ჩვენ მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს სსუ-სთან, ვა­ტა­რებთ ერ­თობ­ლივ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ებს და, დარ­წ­მუ­ნე­ბულ ვარ, ასეც გაგ­რ­ძელ­დე­ბა. მინ­და დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ თე­ი­მუ­რაზ­სა და მის გუნდს. მზად ვარ, ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­გიწყოთ ხე­ლი. მკითხ­ველს – ქარ­თ­ვე­ლებ­სა და აფხა­ზებს – სწო­რედ ასე­თი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი, დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­ლი ნაშ­რო­მე­ბი უნ­და შევ­თა­ვა­ზოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ეს წიგ­ნი რუ­სუ­ლა­დაც გა­მო­ი­ცე­მა, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე აფხა­ზეთ­ში, ძი­რი­თა­დად, სწო­რედ ამ ენა­ზე სა­უბ­რო­ბენ“.

ჩერ­ქე­ზუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, თსუ პრო­ფე­სორ­მა მე­რაბ ჩუ­ხუ­ამ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ავ­ტო­რო ჯგუფს, თე­ი­მუ­რაზ გვან­ცე­ლა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ნა­ყო­ფი­ე­რი შრო­მის­თ­ვის და სა­ინ­ტე­რე­სო, მე­ტად სა­ჭი­რო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­ნოგ­რა­ფი­ის­თ­ვის: „პო­ლი­ტი­კა პო­ლი­ტი­კაა, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა კი ის პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც სწო­რედ სა­მეც­ნი­ე­რო სივ­რ­ცე­ში უნ­და შეს­რულ­დეს. სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებს ეფუძ­ნე­ბა წი­ნამ­დე­ბა­რე სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი, რა­საც მი­ვე­სალ­მე­ბი. მინ­და გითხ­რათ, რომ აფხა­ზე­ბი ყვე­ლა­ფერს კითხუ­ლო­ბენ, გუ­ლის­ყუ­რით უს­მე­ნენ იმას, თუ რას ვიტყ­ვით აქ – სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლო­ბა ყო­ველ­თ­ვის ღია იყო იმის­თ­ვის, რომ აფხა­ზებს სა­კუ­თა­რი ენა გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნათ. ჩვენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­შიც კი გვი­წე­რია, რომ აფხა­ზუ­რი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო ენაა. ჩვენ სა­ტი­ტუ­ლო ერი ვართ, ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოა და ქარ­თ­ველ­მა უნ­და აიღოს მზრუნ­ვე­ლო­ბა სხვა ერის მი­ერ შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნილ აფხა­ზებ­ზე. ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლო­ბა ყო­ველ­თ­ვის იყო ღია იმის­თ­ვის, რომ აფხა­ზე­თი და ყვე­ლა­ფე­რი აფხა­ზუ­რი სრულ­ყო­ფი­ლად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. უნ­და გა­ი­მიჯ­ნოს ერ­თ­მა­ნე­თის­გან ის, რაც დღემ­დე აფხა­ზებ­სა და ქარ­თ­ვე­ლებს შო­რის გრძელ­დე­ბა. აფხა­ზე­ბი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს ერთ-ერ­თი მე­სა­ძირ­კ­ვ­ლე­ე­ბი არი­ან, რა თქმა უნ­და, ქარ­თ­ველ სა­ტი­ტუ­ლო ერ­თან ერ­თად, რო­მელ­მაც, ამ იმ­პე­რი­ულ სივ­რ­ცე­ში, აფხა­ზებს აფხა­ზო­ბა შე­უ­ნარ­ჩუ­ნა“.

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სიტყ­ვით გა­მო­ვიდ­ნენ პრო­ფე­სო­რე­ბი: მა­ნა­ნა ბუ­კია, მე­რაბ ნაჭყე­ბია, მაია მი­რე­საშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი პა­ა­ტა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი. გა­მომ­ს­ვ­ლე­ლებ­მა ახა­ლი გა­მო­ცე­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს, ქარ­თულ-აფხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ორი ერის და­ახ­ლო­ე­ბი­სა და შე­რი­გე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვებ­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­არ­ქი­ვო და სა­ი­ლუს­ტ­რა­ციო მა­სა­ლა დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს მკვლევ­რებს, სარ­გებ­ლო­ბას მო­უ­ტანს სტუ­დენ­ტებს, მეც­ნი­ე­რებს და სა­კითხით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვი­ნა­ი­დან ამ ნაშ­რო­მის დი­დი ნა­წი­ლი პირ­ვე­ლად შე­მო­დის სა­მეც­ნი­ე­რო მი­მოქ­ცე­ვა­ში.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები