1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

spot_img

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 32 მუნიციპალიტეტის გაერთიანების ხელმძღვანელი ესწრებოდა.

შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა გაერთიანების წამომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებას და ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გაზრდას.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. თითოეული გაერთიანებას მიეცა შესაძლებლობა კოლეგებისთვის წარედგინა საკუთარი დაწესებულების შესახებ ინფორმაცია და წარმატებული პრაქტიკა.

ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა – ნინო ხითარიშვილმა, სამსახურის თანამშრომლებმა და ქვეპროგრამის სპეციალისტებმა მონაწილეებს გააცნეს საკანონმდებლო მარეგულირებელი დოკუმენტები, ავტორიზაციის სტანდარტები, სტანდარტების შეფასების სკალა და დამხმარე მეთოდოლოგიური დოკუმენტები. ჩატარდა ჯგუფური სამუშაოები, წარიმართა დისკუსია და კითხვა პასუხის სესიები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ბაღების ავტორიზაციის პროცესში დაწესებულებების ხელშეწყობის პროექტებს, შეხვედრებს, ტრენინგებს და სხვა აქტივობებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები