8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

მოს­წავ­ლე­თა სას­კო­ლო წა­ხა­ლი­სე­ბის შე­სა­ხებ

spot_img
თა­მაზ ცხა­და­ძე
სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის ექ­ს­პერ­ტი

 

ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში მოს­წავ­ლე­თა, სკო­ლი­სა და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თა მო­ტი­ვა­ცი­ის, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რ­დის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი წა­ხა­ლი­სე­ბა (კომ­პი­უ­ტე­რი, ოქ­რო­სა და ვერ­ცხ­ლის მე­და­ლი), რაც თა­ვის­თა­ვად მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. დრომ, პრაქ­ტი­კულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ და არ­სე­ბულ­მა რე­ა­ლო­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რომ წა­ხა­ლი­სე­ბის ეს ფორ­მა ამ­ჟა­მად სა­ჭი­რო­ებს გა­და­ხედ­ვას, დახ­ვე­წას, ში­ნა­არ­სობ­რივ ცვლი­ლე­ბას.

ზო­გა­დად, ბუ­ნებ­რი­ვია, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და, თუნ­დაც, მო­რა­ლუ­რი წა­ხა­ლი­სე­ბა, თუ მას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას თან არ ახ­ლავს დრო­ი­სა და გა­რე­მოს შე­სა­ბა­მი­სი მე­ქა­ნიზ­მი, ყო­ველ­თ­ვის იღებს უკე­თე­სის სა­სურ­ველ ხა­სი­ათს, რაც, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აისა­ხე­ბა არა­მარ­ტო სას­კო­ლო კლი­მატ­ზე. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ წა­ხა­ლი­სე­ბის­თ­ვის წარ­მოქ­მ­ნი­ლი თა­ნამ­დე­ვი პე­რი­პე­ტი­ე­ბი სკო­ლებ­ში თავს იჩენს არა რა­ღაც ლო­კა­ლურ დრო­ში, არა­მედ სას­წავ­ლო წლის და­საწყი­სი­დან­ვე და კულ­მი­ნა­ცი­ას დას­რუ­ლე­ბის დროს აღ­წევს. ამ პრო­ცეს­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, თა­ვი­დან­ვე ჩარ­თუ­ლია სკო­ლის დი­რექ­ცია, მე­ო­რე-მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი, წა­ხა­ლი­სე­ბის კან­დი­და­ტის მშო­ბე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით – კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, რად­გან მან უნ­და აკონ­ტ­რო­ლოს, მის კლას­ში შე­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ, კომ­პი­უ­ტე­რი­სა და მედ­ლის კან­დი­და­ტის­თ­ვის და­წე­რი­ლი ნიშ­ნე­ბი (წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვი­ღაც ნაკ­ლებ 10 ქუ­ლას მი­ი­ღებს ან, უნებ­ლი­ედ, შეც­დე­ბა ნიშ­ნის და­წე­რა­ში). უფ­რო მე­ტიც, სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის დე­ვალ­ვა­ცი­ა­საც იწ­ვევს ის, რომ წა­ხა­ლი­სე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის და­წე­რი­ლი, უმე­ტეს­წი­ლად, გაზ­რ­დი­ლი ქუ­ლე­ბი თა­ნამ­დე­ვია კლა­სის, სკო­ლის და­ნარ­ჩე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც. ეს ფაქ­ტი რომ ერ­თე­ულ სკო­ლებს ეხე­ბო­დეს, ამა­ზე სა­უ­ბარს ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სულ რამ­დე­ნი­მე სკო­ლი­დან მოყ­ვა­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბიც კი სა­კითხის გან­ს­ჯის­კენ გვი­ბიძ­გებს.

⇑⇓ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით:

⇒ ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, 2018-2019 ს/წ, მე­და­ლი 4 271 მოს­წავ­ლეს გა­და­ე­ცა, ამათ­გან 3 246 ოქ­როს, ხო­ლო 1 025 ვერ­ცხ­ლის მე­და­ლო­სა­ნია. აქე­დან კონ­კ­რე­ტუ­ლად წარ­მო­ვად­გი­ნოთ რამ­დე­ნი­მე სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მათ­ზე გა­ცე­მუ­ლი მედ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა:

თბი­ლი­სის №…. სა­ჯა­რო სკო­ლა, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა – 173, მე­და­ლო­სან­თა რა­ო­დე­ნო­ბა – 38;

თბი­ლი­სის №…. სა­ჯა­რო სკო­ლა, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა – 119, მე­და­ლო­სან­თა რა­ო­დე­ნო­ბა – 24;

ქუ­თა­ი­სის №…. სა­ჯა­რო სკო­ლა, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა – 124, მე­და­ლო­სან­თა რა­ო­დე­ნო­ბა – 22;

გო­რის №…. სა­ჯა­რო სკო­ლა, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა – 84, მე­და­ლო­სან­თა რა­ო­დე­ნო­ბა – 17;

ბორ­ჯო­მის №…. სა­ჯა­რო სკო­ლა, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა – 67, მე­და­ლო­სან­თა რა­ო­დე­ნო­ბა – 16.

აქ მო­ცე­მუ­ლი სკო­ლე­ბის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის, თით­ქ­მის, ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე მე­და­ლო­სა­ნია?!

⇒ რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, 2020-2021 ს/წ

თბი­ლი­სი – 1242 ოქ­რო, 457 ვერ­ცხ­ლი;

იმე­რე­თი – 669 ოქ­რო,161 ვერ­ცხ­ლი;

კა­ხე­თი – 289 ოქ­რო, 61 ვერ­ცხ­ლი.

ოქ­როს მე­და­ლი მე­ტია, ვიდ­რე ვერ­ცხ­ლის მე­და­ლი?!

მოს­წავ­ლე უნ­და წა­ხა­ლის­დეს, მით უმე­ტეს კომ­პი­უ­ტე­რით, დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში, მაგ­რამ არ­სე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი, ვფიქ­რობთ, აც­დე­ნი­ლია რე­ა­ლო­ბას (ამ სიტყ­ვე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­სა და ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე). მთლი­ა­ნო­ბა­ში, კე­თილ­მა გან­ზ­რახ­ვამ, და­დე­ბით­თან ერ­თად, მოს­წავ­ლე­თა წა­ხა­ლი­სე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის თან­და­თან სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბიც შე­ი­ძი­ნა, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც, ვფიქ­რობ, უფ­რო მიმ­ზიდ­ველ­სა და ეფექ­ტურს გახ­დის აღ­ნიშ­ნულ წა­ხა­ლი­სე­ბას:

♦ ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი მხო­ლოდ ნი­შან­ზე, სხვა ყვე­ლა, ფორ­მა­ლუ­რი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი, აქ­ტი­ვო­ბა თით­ქ­მის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფი­ლია.

♦ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მოს­წავ­ლემ, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ყო­ველ დღეს, შე­ფა­სე­ბის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტ­სა და ყვე­ლა სა­გან­ში, მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა უნ­და მი­ი­ღოს, რაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და სავ­სე­ბით გა­მო­რიცხავს ადა­მი­ა­ნურ ფაქ­ტო­რებს.

♦ პო­ტენ­ცი­უ­რი კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, უმე­ტე­სად, სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რის გა­მო, რად­გა­ნაც წა­ხა­ლი­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მი უამ­რა­ვი ამ­გ­ვა­რი ფაქ­ტო­რის დაშ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ვა.

♦ წა­ხა­ლი­სე­ბის არ­სე­ბულ­მა ფორ­მამ, რო­გორც ად­რე პოს­ტ­საბ­ჭო­თა დროს, ისევ გა­მო­ავ­ლი­ნა ნე­გა­ტი­უ­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი.

♦ სკო­ლის მცდე­ლო­ბა, ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ზარ­დოს მე­და­ლო­სან­თა და კომ­პი­უ­ტე­რის მიმ­ღებ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რო­გორც მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის ერთ-ერ­თი კრი­ტე­რი­უ­მი.

♦ სკო­ლა­ში, ყო­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის თუ ს/წ და­სას­რულს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სას­კო­ლო სა­მუ­შაო გა­რე­მოს ნაც­ვ­ლად, მი­ზანს აც­დე­ნი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ნიშ­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თუ­კი წა­ხა­ლი­სე­ბის მე­ქა­ნიზმს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით დავ­ხ­ვეწთ, რომ გა­მოვ­რიცხოთ სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რი, შე­საძ­ლოა, მან მე­ტად და­დე­ბითი რო­ლი ითა­მა­შოს მოს­წავ­ლი­სა და სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. გან­ვი­ხი­ლოთ ერთ-ერ­თი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზაც — რო­გორ მო­ვახ­დი­ნოთ წა­ხა­ლი­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მი­სა და ში­ნა­არ­სის გა­ფარ­თო­ე­ბა, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა:

1) წა­ხა­ლი­სე­ბის კან­დი­და­ტო­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მსურ­ველ­თა აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნის შე­ფა­სე­ბა, საგ­ნობ­რივ სტან­დარ­ტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. უნ­და დად­გინ­დეს შე­სატყ­ვი­სი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბა, ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი საგ­ნობ­რი­ვი ოლიმ­პი­ა­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს დაკ­ვე­თით ახორ­ცი­ე­ლებს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტ­რი, სკო­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, იმი­ტომ, რომ მას ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის გა­ცი­ლე­ბით მე­ტი რე­სურ­სი და ნდო­ბაც აქვს ამ მი­მარ­თე­ბით, ის მოქ­მე­დებს შე­ფა­სე­ბის ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტით მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით.

აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ მოს­წავ­ლე­თათ­ვის, სკო­ლე­ბი­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თათ­ვის საგ­ნობ­რი­ვი ოლიმ­პი­ა­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, რო­გორც სა­შუ­ა­ლე­ბა, უფ­რო გა­მარ­თუ­ლი სერ­ვი­სით მომ­სა­ხუ­რე­ბის­თ­ვის, რომ წარ­მა­ტე­ბულ მოს­წავ­ლე­თა საგ­ნობ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა დრო­ი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მი­ნი­მი­ზე­ბის ხარ­ჯ­ზე მოხ­დეს.

ოლიმ­პი­ა­დის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მედ­ლე­ბი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის მი­სა­ღე­ბად, ქუ­ლა­თა სა­შუ­ა­ლო, გო­ნივ­რუ­ლი ქვე­და ზღვა­რი უნ­და დად­გინ­დეს სკო­ლე­ბი­სა და წა­ხა­ლი­სე­ბის გამ­ცე­მი მხა­რის ერ­თობ­ლი­ვი შე­თან­ხ­მე­ბით.

მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გი:

♦ მკვეთ­რად შემ­ცირ­დე­ბა ნიშ­ნის გა­მოყ­ვა­ნის თა­ნამ­დე­ვი დამ­ღ­ლე­ლი  პე­რი­პე­ტი­ე­ბი;

♦ სკო­ლა გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ დროს უფ­რო მიზ­ნობ­რი­ვად გა­და­ა­ნა­წი­ლებს;

♦ სკო­ლა­ში შემ­ცირ­დე­ბა კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი;

♦ მი­ნი­მუ­მამ­დე და­ე­ცე­მა ნე­პო­ტიზ­მი, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი­სა და მედ­ლე­ბის გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

მოს­წავ­ლე­თათ­ვის­ მედ­ლი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის გა­ცე­მა-მი­ღე­ბა სკო­ლებს მეტ პრეს­ტიჟს შეს­ძენს.

2) ტექ­ნი­კუ­რად, ეს პრო­ცე­სი — შე­ფა­სე­ბე­ბის მიბ­მა ჩვე­უ­ლებ­რივ სას­კო­ლო საგ­ნობ­რი­ვი ოლიმ­პი­ა­დე­ბის შე­დე­გებ­ზე, არ სა­ჭი­რო­ებს არა­ვი­თარ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ, შე­უჩ­ვე­ველ, და­მა­ტე­ბით მე­ქა­ნიზ­მებ­სა თუ სახ­ს­რებს.

მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გი:

♦ სკო­ლე­ბი, ზედ­მე­ტი ხმა­უ­რის გა­რე­შე, ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯე­ბით, უფ­რო ობი­ექ­ტურ შე­ფა­სე­ბას მი­ი­ღე­ბენ, მოს­წავ­ლე­თა წა­ხა­ლი­სე­ბის­თ­ვის.

3) საგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლის შე­დე­გე­ბი­თაც – მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რის ბო­ლოს (კომ­პი­უ­ტე­რის­თ­ვის), მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის ბო­ლოს (მედ­ლის­თ­ვის) და სას­კო­ლო საგ­ნობ­რი­ვი ოლიმ­პი­ა­დის ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე გა­ნაცხადს გა­ა­კე­თებს წა­ხა­ლი­სე­ბის მი­სა­ღე­ბად – 1. სა­ხელ­მ­წი­ფო ენა; 2.ფი­ზი­კა ან მა­თე­მა­ტი­კა; 3. სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი; 4. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფი­დან ერ­თი სა­გა­ნი, მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით, სულ – ოთხი სა­გა­ნი.

მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გი:

♦ შემ­ცირ­დე­ბა საგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა (12-ის ნაც­ვ­ლად, 4), რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დენს წა­ხა­ლი­სე­ბის მი­ღე­ბა­ზე. მა­თი ერთ დო­ნე­ზე სწავ­ლა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზედ­მეტ დატ­ვირ­თ­ვას ახ­დენს მოს­წავ­ლე­ზე, მის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე, აფერ­ხებს, აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნის გარ­და, სხვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

4) კომ­პი­უ­ტე­რის (მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე) და მედ­ლის მი­სა­ღე­ბად (მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზე), ყო­ველ სას­წავ­ლო წელს, სას­კო­ლო საგ­ნობ­რი­ვი ოლიმ­პი­ა­დის ბო­ლო ეტაპ­ზე, მოს­წავ­ლეს უნ­და უფიქ­სირ­დე­ბო­დეს, მის მი­ერ­ვე არ­ჩე­უ­ლი, ოთხი­ვე საგ­ნის სა­ერ­თო ქუ­ლა: ოქ­როს მედ­ლის­თ­ვის – 8,5 ქუ­ლა, დამ­რ­გ­ვა­ლე­ბით; ვერ­ცხ­ლის მედ­ლის­თ­ვის – 8 ქუ­ლა, დამ­რ­გ­ვა­ლე­ბით (ნაც­ვ­ლად დღე­ვან­დე­ლი 10 და 9.8 ქუ­ლი­სა, და­უმ­რ­გ­ვა­ლებ­ლად); კომ­პი­უ­ტე­რის მსურ­ვე­ლებს – 8 ქუ­ლა, დამ­რ­გ­ვა­ლე­ბით.

მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გი:

♦ ვიხ­რე­ბით მოს­წავ­ლის­კენ, რად­გან თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლია, ან მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბის­თ­ვის, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა საგ­ნის დაძ­ლე­ვა და­უმ­რ­გ­ვა­ლე­ბელ 10 ქუ­ლა­ზე.

♦ ამ გათ­ვ­ლით, მოს­წავ­ლე არ ზა­რალ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე უზუს­ტო­ბის დაშ­ვე­ბის ან ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის გა­მო;

♦ ეძ­ლე­ვა არ­ჩევ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა;

♦ წა­ხა­ლი­სე­ბის­თ­ვის უფ­რო მეტ მოს­წავ­ლეს ეზ­რ­დე­ბა მო­ტი­ვა­ცია და მი­ზა­ნი უფ­რო შე­საძ­ლე­ბე­ლი, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ხდე­ბა.

5) საგ­ნობ­რივ ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მოვ­ლე­ნილ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას­თან ერ­თად, კომ­პი­უ­ტე­რი­სა და მედ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, მოს­წავ­ლემ სკო­ლას უნ­და წა­რუდ­გი­ნოს, სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით, ყო­ველ­წ­ლი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მი­ნი­მუმ – თი­თო, რო­გორც კლას­გა­რე­შე, ასე­ვე სკო­ლის გა­რე­შე, რო­მე­ლიც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მის პორ­ტ­ფო­ლი­ო­ში და ამ აქ­ტი­ვო­ბებს და­ა­დას­ტუ­რებს პე­და­გო­გი­უ­რი საბ­ჭო/სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია.

მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გი:

1) ნაც­ვ­ლად „მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვის აღი­ა­რე­ბი­სა“, შემ­დ­გომ­ში იქ­ნე­ბა „მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბის აღი­ა­რე­ბა“;

2) მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბი­სას, საყ­რ­დე­ნი ცენ­ტ­რი გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს, მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბი­დან, სხვა სა­სი­ცოცხ­ლოდ აუცი­ლე­ბელ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე;

3)  გა­იზ­რ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­სა თუ სხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში.

 

ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბის პრო­ექ­ტი

მუხ­ლი 37. მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის აღი­ა­რე­ბა.

  1. წარ­მა­ტე­ბის მა­ღა­ლი დო­ნე გუ­ლის­ხ­მობს სას­წავ­ლო წლის ან სა­ფე­ხუ­რის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის (ქუ­ლე­ბი 8-10-ის ჩათ­ვ­ლით) და სას­კო­ლო და სკო­ლის­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბით წარ­ჩი­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბას. წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის წესს, სურ­ვი­ლი­სა­მებრ, გან­საზღ­ვ­რავს სკო­ლა სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მით.
  2. მოს­წავ­ლე ოქ­როს მედ­ლი­თა და შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტით წა­ხა­ლის­დე­ბა:

2.1 თუ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­და­ზე საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი­დან ( 1) ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, ქარ­თუ­ლი ენა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, 2) მა­თე­მა­ტი­კა, 3) ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, ფი­ზი­კა 4) ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია) არ­ჩე­უ­ლი თი­თო საგ­ნის (სულ ოთხი) მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის სა­ერ­თო ქუ­ლა არის 8,5 და მე­ტი, დამ­რ­გ­ვა­ლე­ბით.

2.2 პე­და­გო­გი­უ­რი საბ­ჭოს/სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის მი­ერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, წე­ლი­წად­ში, მოს­წავ­ლის, სულ მცი­რე, თი­თო კლას­გა­რე­შე და სკო­ლის გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

კლას­გა­რე­შე და სკო­ლის­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებს მოს­წავ­ლე წლე­ბის მი­ხედ­ვით აფიქ­სი­რებს პორ­ტ­ფო­ლი­ო­ში და ამ აქ­ტი­ვო­ბებს, სა­ფე­ხუ­რის დამ­თავ­რე­ბი­სას, წა­რუდ­გენს პე­და­გო­გი­ურ საბ­ჭოს/სპე­ცი­ა­ლურ კო­მი­სი­ას. აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უმს შე­ი­მუ­შა­ვებს სკო­ლა.

  1. მოს­წავ­ლე ვერ­ცხ­ლის მედ­ლი­თა და შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტით წა­ხა­ლის­დე­ბა:

3.1 თუ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­და­ზე საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი­დან (1) ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, ქარ­თუ­ლი ენა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, 2) მა­თე­მა­ტი­კა, 3) ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, ფი­ზი­კა 4) ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია) არ­ჩე­უ­ლი თი­თო საგ­ნის (სულ ოთხი) ბო­ლო ეტა­პე­ბის სა­ერ­თო ქუ­ლა არის 8 და მე­ტი, დამ­რ­გ­ვა­ლე­ბით.

3.2 პე­და­გო­გი­უ­რი საბ­ჭოს/სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის მი­ერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია წე­ლი­წად­ში, მოს­წავ­ლის, სულ მცი­რე, თი­თო კლას­გა­რე­შე და სკო­ლის გა­რე­შე, აქ­ტი­ვო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

კლას­გა­რე­შე და სკო­ლის­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებს მოს­წავ­ლე წლე­ბის მი­ხედ­ვით აფიქ­სი­რებს პორ­ტ­ფო­ლი­ო­ში და ამ აქ­ტი­ვო­ბებს, სა­ფე­ხუ­რის დამ­თავ­რე­ბი­სას, წა­რუდ­გენს პე­და­გო­გი­ურ საბ­ჭოს/სპე­ცი­ა­ლურ კო­მი­სი­ას. აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უმს შე­ი­მუ­შა­ვებს სკო­ლა.

  1. მოს­წავ­ლე კომ­პი­უ­ტე­რით წა­ხა­ლის­დე­ბა:

4.1 თუ სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე, სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­და­ზე საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი­დან (1) ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, ქარ­თუ­ლი ენა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, 2) მა­თე­მა­ტი­კა, 3) ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, ფი­ზი­კა, 4) ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია) არ­ჩე­უ­ლი თი­თო საგ­ნის (სულ ოთხი) მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რის სა­ერ­თო ქუ­ლა არის 8 და მე­ტი, დამ­რ­გ­ვა­ლე­ბით.

4.2 პე­და­გო­გი­უ­რი საბ­ჭოს/სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის მი­ერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია წე­ლი­წად­ში, მოს­წავ­ლის, სულ მცი­რე, თი­თო კლას­გა­რე­შე და სკო­ლის გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

კლას­გა­რე­შე და სკო­ლის­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებს მოს­წავ­ლე წლე­ბის მი­ხედ­ვით აფიქ­სი­რებს პორ­ტ­ფო­ლი­ო­ში და, სა­ფე­ხუ­რის დამ­თავ­რე­ბი­სას, წა­რუდ­გენს პე­და­გო­გი­ურ საბ­ჭოს/სპე­ცი­ა­ლურ კო­მი­სი­ას. აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უმს შე­ი­მუ­შა­ვებს სკო­ლა.

  1. თუ პირ­მა წარ­ჩი­ნე­ბით დაძ­ლია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის კლა­სის/კლა­სე­ბის ან სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ცალ­კე­ულ კლას­ში შე­მა­ვა­ლი საგ­ნის/საგ­ნე­ბის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სას­წავ­ლო პროგ­რა­მა/პროგ­რა­მე­ბი ექ­ს­ტერ­ნა­ტის ფორ­მით, ამას­თა­ნა­ვე, და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მე-2 და მე-3 პუნ­ქ­ტე­ბის პი­რო­ბე­ბი, მას­ზე გა­ი­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი ოქ­რო­სა და ვერ­ცხ­ლის მე­და­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტით.

ამ მუხ­ლის მე-5 პუნ­ქ­ტის მოქ­მე­დე­ბა ვრცელ­დე­ბა იმ პი­რებ­ზე, რომ­ლებ­მაც „სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ცე­მუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის ნამ­დ­ვი­ლო­ბის და­დას­ტუ­რე­ბი­სა და უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის წე­სი­სა და სა­ფა­სუ­რე­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის 2010 წლის 1 ოქ­ტომ­ბ­რის  98/ნ ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უცხო­ეთ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნე­ბი, რომ­ლებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბაც არ იქ­ნა დად­გე­ნი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით, დაძ­ლი­ეს ექ­ს­ტერ­ნა­ტის ფორ­მით.

სკო­ლას შე­უძ­ლია, თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ, ამ მუხ­ლის 2, 3, 4 პუნ­ქ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ, წა­ხა­ლი­სე­ბის­თ­ვის მი­თი­თე­ბულ, საგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს სა­ა­თობ­რი­ვი ბა­დი­დან სხვა სა­გა­ნი და­ა­მა­ტოს, რო­მე­ლიც არ არის სას­კო­ლო ოლიმ­პია­დის საგ­ნობ­რი­ვი სი­ით გან­საზღ­ვ­რუ­ლი. და­მა­ტე­ბუ­ლი საგ­ნე­ბის­თ­ვის ჩა­ტა­რე­ბის წეს­სა და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს გან­საზღ­ვ­რავს სკო­ლა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები