8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია ღია და თან­მიმ­დევ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია მშობ­ლებ­თან

spot_img
სიუზანნა აბელიანი
სსიპ ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ და­დე­შის სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ის და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მეცხ­რე კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი

 

 

 

♦ დამ­რი­გებ­ლის მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ცია

კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი არის მთა­ვა­რი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი და მას ევა­ლე­ბა კლა­სის მარ­თ­ვა, თა­ვის ჯგუფ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბა, ასე­ვე, სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის წარ­მო­ე­ბა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის და­წე­რა. დამ­რი­გე­ბე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, მჭიდ­რო კავ­შირ­ში უნ­და იყოს მოს­წავ­ლე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­თან, რომ გა­უ­მარ­ტივ­დეს ნე­ბის­მი­ერ გა­მოწ­ვე­ვას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა.

მახ­სოვს ჩემს მოს­წავ­ლეს ძა­ლი­ან უჭირ­და ქი­მია და ამა­ოდ ცდი­ლობ­და, და­წე­ო­და მა­სა­ლას. ერთ დღეს, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, მო­ვი­და და მითხ­რა, რომ აზ­რი არ ჰქონ­და მის მცდე­ლო­ბებს, არა­ნა­ი­რი იმე­დი აღარ ჰქონ­და, რომ ამ სა­განს წარ­მა­ტე­ბით ის­წავ­ლი­და. მე და­ვამ­შ­ვი­დე და ავუხ­სე­ნი, რომ ის სუ­ლაც არ იყო ისე­თი „ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი“, რო­გორც თვი­თონ ხე­დავ­და. ვუთხა­რი, რომ თუ გარ­კ­ვე­უ­ლი თე­მე­ბი უჭირ­და, ეს იმას არ ნიშ­ნავ­და, რომ ზო­გა­დად სა­განს ვერ ის­წავ­ლი­და. დავ­პირ­დი, ნა­წი­ლობ­რივ შეს­რუ­ლე­ბულ და­ვა­ლე­ბა­საც შე­ვუ­ფა­სებ­დი და კვი­რა­ში 2 დღე, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, და­მა­ტე­ბით ვა­მე­ცა­დი­ნებ­დი. შე­დე­გად, მან დაძ­ლია არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი და უმაღ­ლეს ქუ­ლა­ზე და­ხუ­რა სე­მეს­ტ­რი.

♦ მშო­ბელ­თა კრე­ბა

მშო­ბელ­თა კრე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­ე­ბის ოჯა­ხებ­თან წარ­მა­ტე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თ­ვის. მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბის დაც­ვა, უმ­ჯო­ბე­სია, თვე­ში ერ­თხელ იყოს ჩა­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა, რად­გან გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კითხე­ბი არ დაგ­როვ­დეს და დრო­უ­ლად მოგ­ვარ­დეს. კრე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას კო­ლე­გებ­მა უნ­და შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სიმ­შ­ვი­დე და, პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რი­სას, გა­მო­ი­ყე­ნონ შე­სა­ბა­მი­სი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ლექ­სი­კო­ნი, მა­თი სა­უბ­რის მი­ზა­ნი მხო­ლოდ გა­მოწ­ვე­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბა უნ­და იყოს.

ზო­გა­დად, მშობ­ლებ­თან ძა­ლი­ან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი მაქვს. კრე­ბე­ბის გარ­და, ვუ­რე­კავ კი­დეც მათ და ერ­თად ვაგ­ვა­რებთ ხოლ­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებს. მჯე­რა, რომ ასე­თი ღია და თან­მიმ­დევ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია მშობ­ლებ­თან/მე­ურ­ვე­ებ­თან აუცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის. ვა­ყა­ლი­ბებ რე­გუ­ლა­რულ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხებს, რო­გო­რი­ცაა ბი­უ­ლე­ტე­ნი, მშო­ბელ­თა კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, რა­თა ისი­ნი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ შვი­ლე­ბის პროგ­რე­სის ან პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ.

♦ თან­მ­დე­ვი პრობ­ლე­მე­ბი

ჩე­მი აზ­რით, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მწვა­ვედ დგას სკო­ლებ­ში, რის გა­მოც რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებს, ისე მოს­წავ­ლე­ებს სჭირ­დე­ბათ ფსი­ქო­ლო­გის ჩარ­თუ­ლო­ბა, რაც ბევ­რად უფ­რო ჯან­საღ გა­რე­მოს შექ­მ­ნის. ზო­გა­დად, ჩემ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა. მტკი­ცედ მჯე­რა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ძა­ლის, რომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. ვიწყებ მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლის სტი­ლის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი დო­ნის შე­ფა­სე­ბით. შემ­დეგ ვარ­გებ მე­თო­დებს, მა­სა­ლებს და შე­ფა­სე­ბებს იმის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლემ შეძ­ლოს სრულ­ფა­სოვ­ნად ჩარ­თ­ვა სას­წავ­ლო პრო­ცეს­შიც და არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­შიც.

ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, დამ­რი­გებ­ლის­თ­ვი­საც სა­ჭი­როა თვით­გან­ვი­თა­რე­ბა და ცოდ­ნი­სა და ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პე­რი­ო­დუ­ლად ამაღ­ლე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში – ფსი­ქო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. ამი­ტომ, მი­მაჩ­ნია, რომ დამ­რი­გე­ბე­ლი მუდ­მი­ვად უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს – ეს­წ­რე­ბო­დეს სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინგს, სე­მი­ნარს და იმაღ­ლებ­დეს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით სხვა­დას­ხ­ვა სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო ტრე­ნინ­გებ­საც ვეს­წ­რე­ბი, რაც ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ჩემ­თ­ვის; ბავ­შ­ვებს მუდ­მი­ვად ვე­სა­უბ­რე­ბი გუნ­დუ­რო­ბა­ზე და მის უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე. ასე­ვე, ხში­რად ვა­მუ­შა­ვებ გუნ­დუ­რად და კარ­გი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის ვა­ქებ და ვა­ხა­ლი­სებ მოს­წავ­ლე­ებს.

ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, დამ­რი­გე­ბე­ლი ყო­ველ­თ­ვის უნ­და იყოს მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი. უნ­და ეცა­დოს, ყო­ველ­თ­ვის სწო­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვა­ზე, მა­გა­ლი­თად, ბუ­ლინ­გის დროს.

ასე რომ, დამ­რი­გებ­ლო­ბა ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­სა და შრო­მას მო­ითხოვს, ამი­ტომ მი­ვე­სალ­მე­ბო­დი ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბას.

♦ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი საკ­ლა­სო გა­რე­მო

პო­ზი­ტი­უ­რი და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი საკ­ლა­სო გა­რე­მოს შექ­მ­ნა ჩემ­თ­ვის, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. დამ­რი­გე­ბელ­საც ერთ-ერ­თი საკ­ვან­ძო რო­ლი აქვს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ის მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და ეცა­დოს, რომ უსაფ­რ­თხო და ჯან­სა­ღი გა­რე­მო შე­უქ­მ­ნას ყვე­ლა მოს­წავ­ლეს და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მა­თი თა­ნა­ბა­რი ჩარ­თუ­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მუდ­მი­ვად ვუწყობ ხელს მოს­წავ­ლე­ებ­ში თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ღია დის­კუ­სი­ე­ბი­თა და სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით. გარ­და ამი­სა, მე ვამ­კ­ვიდ­რებ საკ­ლა­სო ნორ­მებს, რომ­ლე­ბიც აფა­სებს და პა­ტივს სცემს ყვე­ლას წვლილს, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლე თავს და­ცუ­ლად და და­ფა­სე­ბუ­ლად გრძნობ­დეს.

მრა­ვალ­ფე­რო­ვან სტრა­ტე­გი­ებს ვი­ყე­ნებ იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩავ­რ­თო სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხის შექ­მ­ნით ვა­ვი­თა­რებ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას, კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას და სწავ­ლის სიყ­ვა­რულს.

♦ ჩვენ ერ­თად ვართ

კლას­ში ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ვად­გენ წე­სებს და ვამ­ყა­რებ ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე დამ­ყა­რე­ბულ მო­ლო­დი­ნებს. მხო­ლოდ ერ­თობ­ლი­ვად, დის­კუ­სი­ით მივ­დი­ვართ სა­ერ­თო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ­დე და ასე ვთან­ხ­მ­დე­ბით, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი და პა­ტი­ვის­ცე­მის მქო­ნე კლა­სი. ჩვენ ერ­თად ვართ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები