9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

მოგ­ზა­უ­რო­ბა ზღაპ­რულ ინ­დო­ეთ­ში

spot_img

ნი­ნო ცარ­ცი­ძე
სსიპ ვიქ­ტორ ნო­ზა­ძის სა­ხე­ლო­ბის საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მოძ­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის და ააიპ წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის სა­ირ­ხის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი გიმ­ნა­ზი­ის სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ბავ­შ­ვო­ბა­ში, სა­ნამ ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მის ბედ­ნი­ე­რე­ბას ვე­ზი­ა­რე­ბო­დი, მხო­ლოდ ფილ­მებ­ში შე­მეძ­ლო მე­ნა­ხა თვალ­წარ­მ­ტა­ცი, ზღაპ­რუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მხიბ­ლავ­და თა­ვის ფე­რა­დოვ­ნე­ბით. მა­შინ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ შევ­ძ­ლებ­დი ინ­დო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და ფილ­მე­ბით გან­ც­დი­ლი ზღაპ­რის ნახ­ვას. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თ­მა ცნო­ბილ­მა ციფ­რულ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ჟი­რე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა IIU, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ციაა, მი­სი მი­ზა­ნია მსოფ­ლი­ო­ში ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტს თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ჰყავს მსოფ­ლი­ოს თით­ქ­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში და, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში, სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბით, ცდი­ლობს ხე­ლი შე­უწყოს, და­ეხ­მა­როს გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ჟი­რე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია ბა­ტო­ნი პე­ე­უშ პან­დი­ტი. IIU ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტის დი­რექ­ტო­რია ქალ­ბა­ტო­ნი ინ­გა ხარ­ჩი­ლა­ვა, რო­მე­ლიც სამ­შე­ნებ­ლო კო­ლეჯ „კონ­ს­ტ­რუქტ-2“-ის ლექ­ტო­რი, სსიპ ზა­ზა ფე­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შო­რაპ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის და სსიპ ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კვა­ლი­თის სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლია. ინ­გა ხარ­ჩი­ლა­ვას­თან ერ­თად სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ჟი­რე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნ­დ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან ქარ­თ­ვე­ლი პე­და­გო­გე­ბი: სსიპ წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვი­ტი­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტი, ბა­თუ­მის მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის ტრე­ნერ-კონ­სულ­ტან­ტი კა­ხა­ბერ ჩაკ­ვე­ტა­ძე; სსიპ ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ხე­ლოვ­ნე­ბის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­რი­ამ მა­მა­გუ­ლაშ­ვი­ლი; სსიპ ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხიდ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის და ისტ-ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს ონ­ლა­ინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი, ტრე­ნე­რი მზეო ბე­რა­ძე და სსიპ ვიქ­ტორ ნო­ზა­ძის სა­ხე­ლო­ბის საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მოძ­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის და ააიპ წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის სა­ირ­ხის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი გიმ­ნა­ზი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ნი­ნო ცარ­ცი­ძე. ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბი სრუ­ლი­ად უან­გა­როდ შრო­მო­ბენ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ციფ­რულ პლატ­ფორ­მა­ზე გეგ­მა­ვენ და ახორ­ციელებენ სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექტს (ვე­ბი­ნარს, კონ­ფე­რენ­ცი­ას), რო­მელ­შიც, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ლექ­ტო­რე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი. IIU პლატ­ფორ­მა­ზე, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ზი­ა­რე­ბა. ეს არის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის ურ­თი­ერ­თგა­ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­უ­კე­თე­სო მო­მავ­ლის­თ­ვის. ქარ­თუ­ლი გუნ­დის წევ­რებს, მსოფ­ლიო გა­ნათ­ლე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თ­ვის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ჟი­რე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის ელ­ჩე­ბის სტა­ტუ­სე­ბი მოგ­ვა­ნი­ჭა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ჟი­რე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, უკ­ვე მე­ო­რედ, გან­ხორ­ცი­ლე­და BIKEP-ის უდი­დე­სი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი ცოდ­ნის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც 2023 წლის 25 ივ­ლი­სი­დან 31 ივ­ლი­სამ­დე გრძელ­დე­ბო­და. BIKEP-2-ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ დე­ლე­გა­ტე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, აზარ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, რუ­მი­ნე­თი­დან, აშშ-დან, ლი­ბა­ნი­დან, ზიმ­ბაბ­ვე­დან, ინ­დო­ე­თი­დან.

პროგ­რა­მა მო­ი­ცავ­და:

♦ ცოდ­ნის გაც­ვ­ლის, გლო­ბა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­კულ­ტუ­რულ პროგ­რა­მას;

♦ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ინ­დო­ე­თის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის კლუ­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში „ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვ­თა ზრუნ­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“;

♦ დამ­ფუძ­ნებ­ლის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­სა და სა­პა­ტიო ჯილ­დო­ე­ბის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ას;

♦ ინ­დო­ე­თის ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ში ვი­ზი­ტებს;

♦ ინ­დო­ე­თის სოფ­ლის ცხოვ­რე­ბის კვლე­ვას, ფერ­მა­ში სტუმ­რო­ბას და შეხ­ვედ­რებს სოფ­ლის მაცხოვ­რებ­ლებ­თან;

♦ ვი­ზი­ტებს – მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლ ინოვაციურ მეტ­რო სო­ფელ­ში, ჯე­იმ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლაში, ასე­ვე, სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლასა და სა­ა­ვად­მ­ყო­ფოში.

პროგ­რა­მის და­საწყის­ში, ინ­დო­ე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში, და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ ინ­დო­ე­თის კა­რიბ­ჭე, ლო­ტო­სის ტა­ძა­რი და ის­ტო­რი­უ­ლი გურ­დ­ვა­რა­დან ტრან­კი­ლის ეკ­ლე­სია.

ლო­ტო­სის ტა­ძა­რი ნიუ-დე­ლი­ში მდე­ბა­რე­ობს. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც ბა­ჰა­ის სა­ლო­ცა­ვი სახ­ლი. ბა­ჰა­ის რე­ლი­გი­ის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბობს ღმერ­თის, რე­ლი­გი­ე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თო­ბა, მი­სი კა­რი ღიაა ყვე­ლა რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის. ლო­ტო­სის ტა­ძა­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას წარ­მო­ად­გენს, შე­ნო­ბა 27 მარ­მა­რი­ლოს ფოთ­ლის­გან შედ­გე­ბა, რაც მას ლო­ტო­სის ფორ­მას აძ­ლე­ვს.

ინ­დო­ე­თის კა­რიბ­ჭე – მო­ნუ­მენ­ტი აგე­ბუ­ლია პირ­ველ მსოფ­ლიო ომ­სა და ავ­ღა­ნე­თის ომ­ში და­ღუ­პუ­ლი ინ­დო­ე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ხსოვ­ნის­თ­ვის, მდე­ბა­რე­ობს რაჯ­პატ­ში, ნიუ-დე­ლი­ში. მო­ნუ­მენ­ტის კედ­ლებ­ზე და­ღუ­პულ ჯა­რის­კაც­თა სა­ხე­ლე­ბია ამოტ­ვიფ­რუ­ლი. წინ, უც­ნო­ბი ჯა­რის­კა­ცის საფ­ლავ­ზე, „უკვდა­ვი მე­ომ­რის ალი“ ან­თია.

დე­ლის გუ­რუდ­ვა­რა ბან­გ­ლა სა­ჰი­ბი სი­ქე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ლო­ცა­ვი ად­გი­ლია ინ­დო­ე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში. თეთ­რი მარ­მა­რი­ლოს გუ­რუდ­ვა­რა, თა­ვი­სი ოქ­როს გუმ­ბა­თე­ბით და დი­დი წმინ­და აუზით, მე-17 სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში და­არ­ს­და.

დე­ლი­ში ვეწ­ვი­ეთ ინ­დო­ე­თის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის კლუბს. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს ად­ვო­კა­ტე­ბი და სა­უბ­რობ­დ­ნენ ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე. დე­ლე­გა­ტე­ბი­სა და დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დ­გა ბა­ტო­ნი პე­ე­უშ პან­დი­ტი, რო­მე­ლიც, ასე­ვე, არის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს ად­ვო­კა­ტი. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მო­ვიდ­ნენ, აგ­რეთ­ვე, დე­ლე­გა­ტე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან, მათ შო­რის ქალ­ბა­ტო­ნი ინ­გა ხარ­ჩი­ლა­ვა, რო­მელ­მაც ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

შემ­დეგ გა­ვემ­გ­ზავ­რეთ ინოვაციურ მეტრო სო­ფელ­ში, სა­დაც სა­ზე­ი­მო დახ­ვედ­რა მოგ­ვიწყ­ვეს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სოფ­ლის, ჯე­იმ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა და მოს­წავ­ლე­ებ­მა. ჯე­იმ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა ბა­ტონ­მა პე­ე­უშ პან­დიტ­მა და­ა­არ­სა სო­ფელ კუნ­დას ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. სკო­ლის 350-მა მოს­წავ­ლემ, ყვა­ვი­ლე­ბით ხელ­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლი აარ­ტი, ლა­მა­ზი ინ­დუ­რი რი­ტუ­ა­ლი შე­ას­რუ­ლა. სა­ზე­ი­მო დახ­ვედ­რა იყო თბი­ლი და გულ­წ­რ­ფე­ლი.

ინ­დო­ე­ლებს აქვთ გა­მოთ­ქ­მა „სტუ­მა­რი ღმერ­თია“. მარ­თ­ლაც, ჩვენ აღ­მოვ­ჩ­ნ­დით არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე გა­რე­მო­ში. ეს იყო და­უ­ვიწყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­მელ­საც ერ­თ­ნა­ი­რად გან­ვიც­დი­დით პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­დო­ე­თის სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო BIKEP-ის დე­ლე­გა­ტე­ბის ბა­ნე­რე­ბი. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ჩვე­ნი ვი­ზი­ტი­სას, გვხვდე­ბოდ­ნენ ინ­დუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ით.

დღის ბო­ლოს, პროგ­რა­მის დე­ლე­გა­ტებ­მა ზიმ­ბაბ­ვე­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, რუ­მი­ნე­თი­დან, აშშ-დან, ლი­ბა­ნი­დან და ინ­დო­ე­თის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან, თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბი და ცეკ­ვე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.

27 ივ­ლისს გა­ი­მარ­თა დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბა­ტო­ნი პე­ე­უშ პან­დი­ტის და­ბა­დე­ბის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­დაც მოწ­ვეუ­ლი იყ­ვ­ნენ სტუმ­რე­ბი ინ­დო­ე­თის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან. ჯე­იმ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა დე­ლე­გა­ტებს წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს ინო­ვა­ცი­უ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­ას­რუ­ლეს. მოს­წავ­ლე­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ამ დე­ლე­გა­ტე­ბის და დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მოს­წავ­ლე­ებ­მა, აგ­რეთ­ვე, შე­ას­რუ­ლეს ტრა­დი­ცი­უ­ლი ინ­დუ­რი ცეკ­ვე­ბი და სიმ­ღე­რე­ბი. ბა­ტონ­მა პე­ე­უშ პან­დიტ­მა დე­ლე­გა­ტე­ბი სა­პა­ტიო ჯილ­დო­ე­ბით და სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბით დაგ­ვა­ჯილ­დო­ვა. ქარ­თ­ვე­ლი დე­ლე­გა­ტე­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბას ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სით და­ვეს­წა­რით, წარ­მა­ტე­ბით ვი­ას­პა­რე­ზეთ პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ა­ში. ბა­ტონ პე­ე­უშ პან­დიტ­თან ერ­თად, გა­ი­მარ­თა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, სა­დაც მოწ­ვე­უ­ლი იყ­ვ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

28 ივ­ლისს ვეწ­ვი­ეთ კუნ­დას კომ­პი­უ­ტე­რულ ინ­ს­ტი­ტუტს, სა­დაც 200-მდე სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. გა­ვე­ცა­ნით, რო­გორ ეუფ­ლე­ბი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­ნო­ლო­გი­ებს; ვეს­ტუმ­რეთ აშუ ოჟას სკო­ლას, მოს­წავ­ლე­ებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს ინ­დუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბი; მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო, სა­დაც შევ­ხ­ვ­დით პა­ცი­ენ­ტებ­სა და სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს პერ­სო­ნალს.

დღის ბო­ლოს ვი­ზი­ტი გვქონ­და ბჰაქ­ტი დამ მან­გარ­ჰის ცნო­ბილ ტა­ძარ­ში, რო­მე­ლიც 108 ფუ­ტის სი­მაღ­ლე­ზეა აშე­ნე­ბუ­ლი ვარ­დის­ფე­რი ქვი­შაქ­ვით, თეთ­რი მარ­მა­რი­ლო­თი და შა­ვი გრა­ნი­ტით.

სო­ფელ კუნ­და­დან ქა­ლაქ აგ­რა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რეთ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დღე იყო, რად­გან სა­ოც­ნე­ბო ტაჯ მა­ჰალს ვეს­ტუმ­რეთ. მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა რე­ა­ლუ­რად მე­ნა­ხა ტა­ძა­რი, სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ვირ­ტუ­ა­ლუ­რად, ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ­დი, ვუყ­ვე­ბო­დი მი­სი შექ­მ­ნის სა­ო­ცარ სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას, ვე­სა­უბ­რე­ბო­დი არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე, ახ­ლა კი სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, მი­სი ნახ­ვით გა­მოწ­ვე­ულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე ვე­სა­უბ­რო.

ტაჯ მა­ჰა­ლი ულა­მა­ზე­სი მავ­ზო­ლე­უ­მია, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რი, რო­მე­ლიც ინ­დო­ე­ლე­ბის სულ­თ­ნის, შაჰ ჯა­ჰა­ნის ბრძა­ნე­ბით ააგეს. შაჰ­მა ეს ნა­გე­ბო­ბა მე­უღ­ლის, მუმ­თაზ მა­ჰა­ლის, პა­ტივ­სა­ცე­მად ააგო. თურ­მე შაჰს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მე­უღ­ლე და რო­ცა ის გარ­და­იც­ვა­ლა, ქვე­ყა­ნა­ში გლო­ვა გა­მო­აცხა­და, ყვე­ლა­ნა­ი­რი ზე­ი­მი აკ­რ­ძა­ლა. ცო­ტა ხან­ში, ქა­ლაქ აგ­რა­ში, მუმ­თაზ მა­ჰა­ლის საფ­ლავ­ზე უზარ­მა­ზა­რი ტაძ­რის აგე­ბა და­აწყე­ბი­ნა. ამ ტაძ­რის ასა­გე­ბად 20.000-ზე მე­ტი მუ­შა მუ­შა­ობ­და, ბევ­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო მოწ­ვე­უ­ლი აზი­ის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან და მშენებ­ლო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 წლის შემ­დეგ დას­რულ­და. ტაჯ მა­ჰა­ლის კედ­ლე­ბი თეთ­რი მარ­მა­რი­ლო­სია, რო­მე­ლიც სა­ღა­მოს, მზის ჩას­ვ­ლი­სას, ოქ­როს­ფ­რად მო­ჩანს. თეთ­რი მარ­მა­რი­ლო ძვირ­ფა­სი თვლე­ბი­თაა მო­ჩუ­ქურ­თ­მე­ბუ­ლი. ტაჯ მა­ჰა­ლის აგე­ბი­სას 28 სა­ხე­ო­ბის ძვირ­ფა­სი და ნა­ხევ­რად­ძ­ვირ­ფა­სი ქვა გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ტაძ­რის სი­მაღ­ლე 58 მეტ­რია, სი­გა­ნე – 56 მეტ­რი. ეზო­ში ყვა­ვი­ლე­ბით სავ­სე თვა­ლუწ­ვ­დე­ნე­ლი მინ­დ­ვ­რე­ბია, ტაძ­რის წინ – აუზე­ბი და შად­რევ­ნე­ბი, იქ­ვე კვი­პა­რო­სე­ბია დარ­გუ­ლი. ტაჯ მა­ჰა­ლი იუნეს­კოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლ­თა სი­ა­შია შე­ტა­ნი­ლი.

პროგ­რა­მის და­სას­რულს გა­მო­სამ­შ­ვი­დო­ბე­ბე­ლი სიტყ­ვა წარ­მოთ­ქ­ვა ბა­ტონ­მა პე­ე­უშ პან­დიტ­მა – სა­უბ­რის თე­მა იყო „რა­ტომ ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი“. თა­ვი­სი გა­მოს­ვ­ლა მან და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი ცი­ტა­ტით და­ას­რუ­ლა: „მსოფ­ლი­ოს შეც­ვ­ლა ან რა­ი­მე ახ­ლის შექ­მ­ნა და­იწყე სა­კუ­თა­რი თა­ვით“, რი­თაც ხა­ზი გა­უს­ვა თვით­ზ­რუნ­ვის ძი­რი­თად სა­კითხებს: თვით­პა­ტი­ვის­ცე­მას, თვით­კ­მა­რო­ბას, თვით­გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, თვი­თი­ნო­ვა­ცი­ა­სა და თვით­შე­მეც­ნე­ბას, რო­გორც ეფექ­ტუ­რი ლი­დე­რო­ბის ქვა­კუთხედს. მი­სი აზ­რით, პი­როვ­ნე­ბამ უნ­და იტ­ვირ­თოს სა­კუ­თა­რი ბე­დის კა­პიტ­ნის რო­ლი, რა­ზეც, რა თქმა უნ­და, ზე­გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ მშობ­ლე­ბი, ოჯა­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ან თუნ­დაც ქვე­ყა­ნა. ბა­ტო­ნი პან­დი­ტის სიტყ­ვებ­მა გვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა, რომ გლო­ბა­ლუ­რი ოჯა­ხის ნა­წი­ლი ვართ, მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა. ეს იყო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მო­წო­დე­ბა კრე­ა­ტი­უ­ლო­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ის­კენ. დე­ლე­გა­ტებს გვირ­ჩია, ვა­ღი­ა­როთ ლა­ტენ­ტუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი და სა­კუ­თა­რი თავ­ში ახა­ლი უნა­რე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ. სე­სი­ის და­სას­რულს მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა გა­მოვ­ხა­ტეთ მსოფ­ლიო გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის მი­მართ — გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ყვე­ლას­თ­ვის, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო დე­ლე­გა­ტე­ბის­თ­ვის, გავ­ც­ნო­ბო­დით ინ­დო­ე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს, კულ­ტუ­რულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­სა და ის­ტო­რი­ას, ინ­ტე­რაქ­ტი­ულ რე­ჟიმ­ში გაგ­ვეც­ვა­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო ცოდ­ნის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აუცი­ლებ­ლად ჰპო­ვებს ასახ­ვას სან­ს­კ­რი­ტუ­ლი ფრა­ზა — „სამ­ყა­რო არის ოჯა­ხი“ („Vasudhaiva Kutumbakam“) — სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც ხაზს უს­ვამს გლო­ბა­ლურ პერ­ს­პექ­ტი­ვას, გლო­ბა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბი­სა და­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთი სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, რო­გო­რი­ცაა: კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა, მშვი­დო­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლის მი­მართ შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბა.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. International Internship University – IIU https://www.facebook.com/theiiuniversity
  2. BIKEP-Biggest Interactive Knowledge Exchange Program –https://www.facebook.com/profile.php?id=100092618853601
  3. Iiu Social-Media – https://www.facebook.com/profile.php?id=100074651303409

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები