26 აპრილი, პარასკევი, 2024

„მე­ო­რეს­კო­ლე­ლე­ბი“ — სა­ა­მა­ყო ტი­ტუ­ლი, რო­მე­ლიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა

spot_img

„…კო­კის­პი­რუ­ლად წვიმს, ცა თით­ქოს არც ფიქ­რობს გახ­ს­ნას შუბ­ლი. სივ­რ­ცეს გას­ც­ქე­რის და ფიქრს მის­ცე­მია ქა­ლა­ქის თა­ვი.“ – დი­ახ, ხვალ ნი­კო ნი­კო­ლა­ძეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო დღე აქვს. „მო­შო­რე­ბით ლა­ზა­რე­ვის (ახ­ლან­დე­ლი ნი­ნო ჟვა­ნი­ას) და იმე­რე­თის ქუ­ჩის შე­სა­ყარ­ში ოთხ­ნი იდ­გ­ნენ: ნი­კო ნი­კო­ლა­ძე, გი­გო დი­დია, კონ­ს­ტან­ტი­ნე (კო­წია) მი­ქა­ბე­რი­ძე (ექი­მი), რ. კო­ნო­ვა­ლო­ვი (არ­ქი­ტექ­ტო­რი). ყვე­ლა ნი­კო ნი­კო­ლა­ძეს შეს­ც­ქე­რო­და, რო­მელ­მაც მდუ­მა­რე­ბა და­არ­ღ­ვია. – ხვალ სა­ძირ­კ­ვე­ლი ჩა­ეყ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რა­ლურ, ვაჟ­თა გიმ­ნა­ზი­ის შე­ნო­ბას, რო­მელ­მაც ფო­თე­ლი ჭა­ბუ­კე­ბის გულ­ში ცოდ­ნის ჩა­უქ­რო­ბე­ლი ლამ­პა­რი უნ­და და­ან­თოს. ნე­ტა, თუ გა­მო­ვა ხვალ ხალ­ხი და გულ­თან მი­ი­ტანს ამ საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მეს, რომ­ლის ნე­ბარ­თ­ვა ძლივს გა­მოვ­ს­ტა­ცეთ ხე­ლი­დან მე­ფის მთავ­რო­ბას! – ბა­ტო­ნო ნი­კო, გწამ­დეთ, რომ ფო­თე­ლე­ბი ძალ-ღო­ნეს არ და­ი­შუ­რე­ბენ გიმ­ნა­ზი­ის შე­ნო­ბის ასა­გე­ბად, რად­გან მათ კარ­გად იცი­ან ცოდ­ნის ფა­სი და თქვენ­და­მი ღრმა ნდო­ბით არი­ან გამ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი, – ერ­თხ­მად და­უ­დას­ტუ­რა სა­მი­ვემ.

ფიქ­რებს მი­ცე­მუ­ლი ქა­ლა­ქის თა­ვი ში­ნი­სა­კენ გა­უდ­გა გზას. ნი­კო ნი­კო­ლა­ძე ავი­და თა­ვის კოშ­კ­ში, სა­ვარ­ძელ­ში ფიქრს მი­ე­ცა. რო­გორც იქ­ნა გა­თენ­და. მის გა­ო­ცე­ბას და აღ­ტა­ცე­ბას საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და – მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ხალ­ხი მო­ჯა­რუ­ლი­ყო. აქ იყ­ვ­ნენ პარ­კის უბ­ნე­ლე­ბი, ნა­ბა­დე­ლე­ბი, კუნ­ძუ­ლი­სა და ახალ­სოფ­ლის მშრო­მე­ლე­ბი, მუ­შა­თა ჯგუ­ფე­ბი, ქა­ლა­ქის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის მო­წი­ნა­ვე პი­რე­ბი, კო­მერ­სან­ტე­ბი, მრეწ­ვე­ლე­ბი, სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ასე­თი სი­ხა­რუ­ლი ნი­კო ნი­კო­ლა­ძეს არა­სო­დეს გა­ნუც­დია. რო­ცა სა­ძირ­კ­ვე­ლის გათხ­რა დამ­თავ­რ­და ყვე­ლამ ჯი­ბი­დან ვერ­ცხ­ლი­სა და ოქ­როს მო­ნე­ტე­ბი ამო­ი­ღო და ღრმა თხრილ­ში ჩა­უშ­ვა, რო­გორც მო­მა­ვა­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის ნი­შა­ნი“ (სკოლის არქივიდან).

1905 წელს, დი­დი შრო­მა-ჯა­ფი­სა და წვა­ლე­ბის შე­დე­გად, შე­ნო­ბის აგე­ბა დამ­თავ­რ­და. ნი­კო ნი­კო­ლა­ძის დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვით, მთავ­რო­ბამ მშე­ნებ­ლო­ბის­თ­ვის  75383 მა­ნე­თი გა­ი­ღო, ხო­ლო 12000 მა­ნე­თი ქველ­მოქ­მე­დე­ბით შე­მო­წი­რუ­ლი თან­ხა იყო. საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: ექი­მი კო­წია მი­ქა­ბე­რი­ძე, პირ­ვე­ლი გილ­დი­ის ვა­ჭა­რი, ხე-ტყის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი გი­გო დი­დია, აგ­რეთ­ვე, კო­მერ­სან­ტე­ბი: პო­ლი­დი, რუ­ხა­ძე, თო­ფუ­რია, თურ­ქია, სი­ო­რი­ძე, თე­ლია და სხვე­ბი. მშე­ნებ­ლო­ბას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და არ­ქი­ტექ­ტო­რი რ. კო­ნო­ვა­ლო­ვი, ხო­ლო აშე­ნე­ბუ­ლი იქ­ნა ინ­ჟი­ნერ ვა­სი­ლე­ვი­ჩის მი­ერ, 1903-1906 წლებ­ში.

1906 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­იხ­ს­ნა 8-წლი­ა­ნი გიმ­ნა­ზია. გიმ­ნა­ზი­ის დი­რექ­ტო­რად, ნი­კო ნი­კო­ლა­ძის რჩე­ვით, თავ­და­დე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ალექ­სან­დ­რე იაგუ­ლო­ვი (იაგუ­ლაშ­ვი­ლი-მეს­ხი, კა­თო­ლი­კე) და­ი­ნიშ­ნა. პე­და­გოგ­თა კად­რე­ბის არ­ჩე­ვა­ში, ნი­კო ნი­კო­ლა­ძე­სა და იაგუ­ლოვ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი. გიმ­ნა­ზი­ა­ში, სხვა­დას­ხ­ვა წლებ­ში, სწავ­ლობ­დ­ნენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის უთ­ვალ­სა­ჩი­ნო­ე­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: პავ­ლე ინ­გო­როყ­ვა, შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი, ალექ­სან­დ­რე ბა­რა­მი­ძე, გი­ორ­გი ჩი­ტაია, ალიო მირ­ცხუ­ლა­ვა, ეგ­ნა­ტე ფი­ფია, მი­ხე­ილ კან­კა­ვა, კო­კი თე­ლია, ნი­კო­ლოზ ან­თე­ლა­ვა, სი­კო დო­ლი­ძე და მრა­ვა­ლი სხვა. სხვა­დას­ხ­ვა დროს ამ სა­ხე­ლო­ვა­ნი სას­წავ­ლებ­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ: სერ­გი და­ნე­ლია, ფი­ლი­მონ ნა­და­რე­იშ­ვი­ლი, ვა­ნო ფა­ცა­ცია, პორ­ფი­ლე ბა­რა­მი­ძე, პი­მენ ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი, შო­თა კა­კუ­ლია, მუ­რად კვიკ­ვი­ნია, მზი­სა­დარ ბახ­ტა­ძე. ნი­კო ნი­კო­ლა­ძი­სა და მი­სი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის მი­ერ სა­ფუძ­ველ ჩაყ­რი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რა, 116 წლის შემ­დე­გაც, ფო­თის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­ხე­ლით, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას აგ­რ­ძე­ლებს.

სკო­ლა­ში 722 მოს­წავ­ლეა. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცესს 43 პე­და­გო­გი ახორ­ცი­ე­ლებს, მათ შო­რის 12 წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გი, 28 უფ­რო­სი, 1 მა­ძი­ე­ბე­ლი და 2 მოწ­ვე­უ­ლი პე­და­გო­გია. სკო­ლა­ში ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს 2 სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი და 1 სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ასის­ტენ­ტი.

სკო­ლა აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს და რე­ფორ­მას უწყობს ფეხს. ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს 3 კლუ­ბი: მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვის „ფე­რა­დი სტრო­ფე­ბის სამ­ყა­რო“, ეკოკ­ლუ­ბი „ებე­სი“ და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბი „აიბე­რი“ , რო­მელ­თა მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი პა­სუ­ხობს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებს. სკო­ლა­ში არის თა­ნა­მედ­რო­ვედ აღ­ჭურ­ვი­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი  და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი.

სკო­ლა ამა­ყობს თა­ვი­სი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც აგ­რ­ძე­ლე­ბენ სკო­ლის ტრა­დი­ცი­ას უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­შიც და უნ­და აღი­ნიშ­ნოს მა­თი წარ­მა­ტე­ბე­ბი, რი­სი დას­ტუ­რიც სკო­ლის სა­ხელ­ზე მო­სუ­ლი მად­ლო­ბის სი­გე­ლე­ბია.

…და ნი­კო­ლა­ძის მი­ერ გაკ­ვა­ლულ გზას მი­ვუყ­ვე­ბით დღე­საც „მე­ო­რეს­კო­ლე­ლე­ბი“ და ეს სა­ა­მა­ყო ტი­ტუ­ლი თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა.

ეკა სა­მურ­კა­სო­ვი
ფო­თის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები