27 აპრილი, შაბათი, 2024

მას­წავ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო პრო­ფე­სიაა

spot_img

ინ­გა კვი­ნი­კა­ძე
სსიპ ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბა­ზა­ლე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა რომ სა­ინ­ტე­რე­სოდ იქ­ცეს, ის იმ საქ­მეს უნ­და აკე­თებ­დეს, რაც აინ­ტე­რე­სებს და ახა­რებს. ჩემს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვი­ყე­ნებ და ვა­ვი­თა­რებ ისეთ უნა­რებს, რო­გო­რი­ცაა დაკ­ვირ­ვე­ბის, გან­ს­ჯის, მო­ფიქ­რე­ბის, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის, ანა­ლი­ზის. მიყ­ვარს ბავ­შ­ვე­ბი, ისი­ნი ჩე­მი უმ­ც­რო­სი მე­გობ­რე­ბი არი­ან. ზო­გი­ერთ მოს­წავ­ლე­ზე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ რა­ღა­ცით მე მგავს, ან ჩემს ბავ­შ­ვო­ბას მა­გო­ნებს. არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ჩემ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან.ზო­გა­დად კი, დრო დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ახალ თა­ო­ბა­ზე. თუ მოს­წავ­ლე ცელ­ქი ან ძნე­ლად აღ­საზ­რ­დე­ლია, ვიწყებ ფიქრს, რო­გორ მო­ვიქ­ცე, რა მო­ვი­ფიქ­რო, რომ ჩე­მი საგ­ნით და­ვა­ინ­ტე­რე­სო და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩავ­რ­თო, მი­სი საქ­ცი­ე­ლი შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი რომ არ იყოს, პი­რი­ქით, მი­სა­ბა­ძი გახ­დეს.

⇒ რა მეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­ულ წინ­ს­ვ­ლა­ში

რო­გორც ყვე­ლა საქ­მე­ში, მას­წავ­ლებ­ლო­ბა­შიც ბევ­რი ხელ­შემ­წყო­ბი პი­რო­ბაა დღეს­დღე­ო­ბით, რომ უკეთ და­ე­უფ­ლო შენს პრო­ფე­სი­ას, თუნ­დაც – სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, ინ­ტერ­ნეტ რე­სურ­სე­ბი… წლე­ბია, მას­წავ­ლებ­ლებს გვი­ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი, სა­ხელ­მ­წი­ფო ამ მხრივ ძა­ლის­ხ­მე­ვას არ იშუ­რებს.

კმა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოვ­თ­ქ­ვამ ახ­ლა­ხან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო სა­მი­ტის – qey consulting-ის გა­მო (მად­ლო­ბა მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს). სა­მი­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა თვალ­ნათ­ლივ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს, გა­ნათ­ლე­ბის კუთხით, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, გაგ­ვი­ზი­ა­რეს თა­ვი­ან­თი პრაქ­ტი­კა, რაც ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პი­რო­ბაა სა­კითხის უკეთ წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის. პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ყვე­ლა­ზე კარ­გი „მას­წავ­ლე­ბე­ლი“ კი ჩე­მი პრაქ­ტი­კაა. მა­გა­ლი­თად, ათი წლის წინ რომ მოს­წავ­ლე­ებს ინ­გ­ლი­სურ ან­ბანს ვას­წავ­ლი­დი, დღეს ამ საქ­მეს სხვაგ­ვა­რად, უფ­რო მარ­ტი­ვად ვარ­თ­მევ თავს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ შე­ვამ­ჩ­ნიე, რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლემ რა­ი­მე სა­კითხი ნაკ­ლე­ბად იცის და ეს არ­ცოდ­ნა მას წინ­ს­ვ­ლა­ში აფერ­ხებს, მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თილ­ზე ვით­ვა­ლის­წი­ნებ და სა­ჭი­რო აქ­ტი­ვო­ბას ვგეგ­მავ. ამას დღეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მ­სა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბას ვე­ძა­ხით. თუ­კი მოს­წავ­ლეს გაკ­ვე­თი­ლი გა­უც­და ან ცო­ტა ხნით გა­რეთ გას­ვ­ლა დას­ჭირ­და, ეს დრო მის­თ­ვის უნ­და ანაზღა­ურ­დეს.

⇒ რა მე­თო­დებს ვი­ყე­ნებ სწავ­ლე­ბა­ში

მიყ­ვარს აქ­ტი­ვო­ბა „აუხ­სე­ნი მე­გო­ბარს“. რო­ცა ერ­თი მოს­წავ­ლე სხვე­ბის­თ­ვის რა­ი­მეს გან­მარ­ტავს, ამით მოს­წავ­ლის ცოდ­ნას ვა­მოწ­მებ და ვუ­სა­ხავ ამო­ცა­ნას, რო­გორ შე­უძ­ლია, თა­ვი­სი ცოდ­ნა სხვებს გა­უ­ზი­ა­როს. ამ დროს, ის სწავ­ლობს დახ­მა­რე­ბას და თით­ქოს მას­წავ­ლებ­ლის როლს ირ­გებს, ბავ­შ­ვებს კი ეს ძა­ლი­ან მოს­წონთ, უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან.

თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა მი­მაჩ­ნია. სა­გან­საც გა­აჩ­ნია, უცხო ენა ძა­ლი­ან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­გა­ნია. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სტან­დარ­ტი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა თე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა შედ­გე­ნი­ლი. მა­გა­ლი­თად: ოჯა­ხი, სკო­ლა, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა და სხვა. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის თე­მა ქი­მი­ას­თან და ბი­ო­ლო­გი­ას­თა­ნაა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი; უცხო ენა­ში ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა კულ­ტუ­რა­თა დი­ა­ლო­გია, ამ მხრივ, ის ის­ტო­რი­ას­თან და გე­ოგ­რა­ფი­ას­თა­ნაა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი; მოს­წავ­ლე რომ თვლას სწავ­ლობს და რიცხ­ვებს იყე­ნებს, ეს მა­თე­მა­ტი­კაა; გაკ­ვე­თილს ხში­რად ვიწყებ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით, ვარ­ჯი­შით და ეს სპორ­ტია; სწავ­ლო­ბენ ლექ­სებს, სიმ­ღე­რებს, თუნ­დაც – ან­ბა­ნი, ეს კი მუ­სი­კაა; დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლე­ებს სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ხატ­ვით ვუხ­ს­ნი ან ვაძ­ლევ და­სა­ხატს, ამა თუ იმ თე­მის შე­სა­ბა­მი­სად, ეს კი ხე­ლოვ­ნე­ბაა; რო­ცა გაკ­ვე­თი­ლი გრა­მა­ტი­კულ სა­კითხებს ეხე­ბა, ყო­ველ­თ­ვის ვავ­ლებთ პა­რა­ლელს მშობ­ლი­ურ ენას­თან. მშობ­ლი­უ­რი ენი­სა და უცხო ენის სწავ­ლე­ბა­ში არის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა. ქარ­თულ­ში ენის ცოდ­ნა თე­მის შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბაა, უცხო ენა­ში კი პი­რი­ქით – თე­მა არის ენის შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა. მოს­წავ­ლე­ებს, ძი­რი­თა­დად, უჭირთ უცხო ენა­ზე სა­უ­ბა­რი, ესე­ე­ბის წე­რა. ეს ერთ დღე­ში არ მი­იღ­წე­ვა. ერთ დღე­ში მოს­წავ­ლემ, შე­იძ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა ის­წავ­ლოს, სიტყ­ვე­ბის მა­რა­გი კი სა­უბ­რის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია – სიტყ­ვე­ბის­გან ვად­გენთ წი­ნა­და­დე­ბებს, დი­ა­ლო­გებს… სის­ტე­მა­ტუ­რი ვარ­ჯი­შის შე­დე­გად, თან­და­თან, სა­ჭი­რო უნა­რე­ბიც ყა­ლიბ­დე­ბა. რო­ცა მოს­წავ­ლემ კარ­გად იცის უცხო ენა, მის­თ­ვის ის მშობ­ლი­უ­რი­ვი­თაა და უკ­ვე ენა ხდე­ბა თე­მის შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ბა­ზა­ლე­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში უცხო ენის სწავ­ლე­ბა კა­ბი­ნე­ტუ­რია. ამი­სათ­ვის მად­ლო­ბას ვუხ­დი სკო­ლის დი­რექ­ტორს, იზოლ­და ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილს.

სწავ­ლე­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ებს დო­ზი­რე­ბუ­ლად ვრთავ. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ახ­ლავს სა­ი­ტე­ბი, სა­დაც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია სხვა­დას­ხ­ვა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სი. ასე­ვე, მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სწავ­ლის ხელ­შემ­წყობ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. კე­თე­ბით სწავ­ლის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა მეხ­მა­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა თვალ­სა­ჩი­ნო რე­სურ­სის, პოს­ტე­რის დამ­ზა­დე­ბა­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ქმნი­ან თე­მა­ტურ ლექ­სი­კო­ნებს და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, იყე­ნე­ბენ კი­დეც.

ვფიქ­რობ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა სოფ­ლად და ქა­ლა­ქად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია.ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი, ალ­ბათ, ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ნაც­ნო­ბია, მაგ­რამ ის, რა­საც ადა­მი­ა­ნი 2, 3 ან 4 მოს­წავ­ლეს­თან შეძ­ლებს, ბევრ მოს­წავ­ლეს­თან ძნე­ლად სრულ­დე­ბა. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე. ახ­ლა­ხან წა­ვი­კითხე ერიხ-მა­რია რე­მარ­კის მოთხ­რო­ბა „ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი“. ამ მას­წავ­ლებ­ლის ცხოვ­რე­ბა ომ­მა შეც­ვა­ლა, იგი ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში გა­და­ვი­და და სოფ­ლის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და. მოთხ­რო­ბის მთა­ვა­რი გმი­რი სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტით გვი­ხა­ტავს გან­ვ­ლილ დღე­ებს, იხ­სე­ნებს წარ­სულს და აი, რას ამ­ბობს:

„სა­კუ­თარ თავს ყურს ვუგ­დებ და სუ­ლი­ერ ზრდას ვგრძნობ. კვლავ სი­ა­მოვ­ნე­ბით ვე­კი­დე­ბი პა­ტარ-პა­ტა­რა საქ­მე­ებს, რომ­ლებ­საც ად­რე ამ­პარ­ტავ­ნუ­ლად ვა­რი­დებ­დი თავს. აქ იმას ვპო­უ­ლობ, რის­კე­ნაც ად­რე ამა­ოდ მი­ვილ­ტ­ვო­დი – ღმერ­თ­თან ჰარ­მო­ნი­ას!

აქ, მარ­ტო­ო­ბა­ში, ისევ შე­მიძ­ლია დავ­ფიქ­რ­დე სა­კუ­თარ თავ­ზე. ყვე­ლა­ფე­რი ხომ თა­ვი­სე­ბუ­რად ლა­მა­ზია… ად­რე ჩემ­თ­ვის სა­მუ­შაო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­კირ­კი­ტო სა­მუ­შაო, ტან­ჯ­ვას წარ­მო­ად­გენ­და. ახ­ლა ვგრძნობ, რომ მუ­შა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა დღე­სას­წა­უ­ლი იყოს.

ჯერ კი მე­ნატ­რე­ბა ხალ­ხი და მჩქე­ფა­რე ცხოვ­რე­ბა, მსურს ჭა­ღე­ბით გა­ჩახ­ჩა­ხე­ბულ დარ­ბაზ­ში ჯდო­მა, სის­ხ­ლ­ში გამ­ჯ­და­რი მსუ­ბუ­ქი სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კის მოს­მე­ნა, მაგ­რამ რო­დე­საც ჩე­მი კლა­სის წინ ვდგა­ვარ და ამ, ჩემ­კენ მოპყ­რო­ბილ, ჩემ­და­მი რწმე­ნით სავ­სე, მიმ­ნ­დობ სა­ხე­ებს ვუ­ყუ­რებ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ვიწყ­დე­ბა და თა­ვი მთეს­ვე­ლი მგო­ნია, რო­მე­ლიც თა­ვის თესლს სე­რი­ო­ზუ­ლად და აუჩ­ქა­რებ­ლად აბ­ნევს ნი­ა­დაგ­ში. ცხოვ­რე­ბის მთეს­ვე­ლი! ლა­მა­ზი სა­ხე­ლია მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის.“

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები