8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩოჩხა­თის სა­ჯა­რო სკო­ლა

spot_img

სოფ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს ხალ­ხუ­რი ლე­გენ­და. თქმუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სო­ფელ­ში ყვე­ლა­ზე მა­ღალ მთა­ზე იყო ეკ­ლე­სია, სა­დაც ეს­ვე­ნა ძვირ­ფა­სი ქვე­ბით და ოქ­რო­თი შემ­კუ­ლი ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტი. ეკ­ლე­სია ოს­მა­ლებს და­უნ­გ­რე­ვი­ათ, მო­სახ­ლე­ო­ბამ ხა­ტი სხვა ეკ­ლე­სი­ა­ში და­მა­ლა. შემ­დ­გო­მი ლაშ­ქ­რო­ბის დროს, ეს ეკ­ლე­სი­აც და­უნ­გ­რე­ვია მტერს. ხა­ტი ამ­ჯე­რა­დაც გა­და­მა­ლეს და, XIX სა­უ­კუ­ნის შუა წლე­ბამ­დე, თურ­მე, ღვე­დის ეკ­ლე­სი­ა­ში იყო, რო­მე­ლიც სიძ­ვე­ლის გა­მო და­ინ­გ­რა, ხა­ტი კი და­ი­კარ­გა. ხატ­სა და სო­ფელს მჩო­ჩა­ვი ხა­ტი უწო­დეს. სოფ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბამ ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და: მჩო­ჩა­ვი ხა­ტი –  ჩოჩხა­ტი – ჩოჩხა­თი.

ჩოჩხათ­ში დაწყე­ბი­თი სკო­ლა 1879 წელს გა­იხ­ს­ნა და ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა ხის პა­ტა­რა შე­ნო­ბა­ში და­იწყო. სკო­ლა­ში, 1879-1885 წლებ­ში, ას­წავ­ლი­და ქარ­თ­ვე­ლი მწე­რა­ლი ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლი. სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლია სოფ­ლის კან­ცე­ლა­რი­ის ნან­გ­რე­ვე­ბი, სა­დაც და­ტუ­სა­ღე­ბუ­ლი იყო ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლი. 1925 წელს ჩოჩხა­თის სკო­ლა 7-კლა­სი­ან სკო­ლად გა­და­კეთ­და, 1938 წლი­დან კი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა გახ­და, რო­მე­ლიც დღემ­დე წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს.

ჩოჩხა­თის სკო­ლის პრი­ო­რი­ტე­ტი ყო­ველ­თ­ვის იყო და არის მოს­წავ­ლის უპი­რა­ტე­სი ინ­ტე­რე­სე­ბი და პე­და­გოგ­თა მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. გა­ნათ­ლე­ბის მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბად ლან­დ­შაფ­ტ­ში, ჩოჩხა­თის სა­ჯა­რო სკო­ლა ინო­ვა­ცი­ი­სა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ეპი­ცენ­ტ­რ­ში დგას. თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ო­ბე­ბით, ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ში კრი­ტი­კუ­ლი და ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ამ­კ­ვიდ­რებს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც სცილ­დე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხის საზღ­ვ­რებს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თ­ვის მო­ვამ­ზა­დოთ, რომ­ლე­ბიც მათ  მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბად სამ­ყა­რო­ში ელო­დე­ბათ. ყო­ვე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა თუ პრო­ექ­ტი, სწავ­ლე­ბის უახ­ლე­სი მე­თო­დო­ლო­გი­ე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით სას­წავ­ლო გა­რე­მო­ე­ბამ­დე, ემ­სა­ხუ­რე­ბა პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცესს.

სკო­ლის 36 მას­წავ­ლებ­ლი­დან 18 წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის მქო­ნე პე­და­გო­გია, მათ შო­რის ერ­თს, მა­რი­ნა თა­ვარ­თ­ქი­ლა­ძეს, სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გის სტა­ტუ­სი აქვს, რო­მე­ლიც, ამა­ვე დროს, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის უცხო­უ­რი ენე­ბის საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტია. 2023 წელს, სკო­ლის ყო­ფილ დი­რექ­ტორს, ამ­ჟა­მად მა­თე­მა­ტი­კის მოქ­მედ პე­და­გოგ­სა და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მა­თე­მა­ტი­კის საგ­ნობ­რივ ექ­ს­პერტს, და­ლი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძეს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თ­ვის.

სკო­ლას 2014 წლი­დან ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ, ვარ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტი ლი­დე­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სკო­ლა­ში მა­ღალ დო­ნე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ფორ­მა­ცი­ულ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სწავ­ლე­ბა, რო­მელ­საც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს მო­რის გუმ­ბა­რი­ძე, ასე­ვე ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტი, ისტ-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

2020 წლი­დან, ჩოჩხა­თის სკო­ლი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის MAC Georgia თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ხორ­ცი­ელ­დე­ბა შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

  1. სა­შა­ბათ­კ­ვი­რო აკა­დე­მია, რომ­ლის მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­ებ­ში ლი­დე­რო­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა;
  2. სა­ზაფხუ­ლო აკა­დე­მია – კა­თედ­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა;
  3. სტუ­დენ­ტ­თა საგ­რან­ტო სის­ტე­მა – ორ­გა­ნი­ზა­ცია MAC Georgia, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, 100%-იანი გრან­ტით აფი­ნან­სებს ორ ან მეტ სტუ­დენტს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრო­ექ­ტის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს უზ­რუნ­ველ­ყოფს საცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თით და და­საქ­მე­ბის პერს­პექ­ტი­ვით. ამ­ჟა­მად, სსიპ ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩოჩხა­თის სა­ჯა­რო სკო­ლი­დან, პრო­ექ­ტის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია 7 სტუ­დენ­ტი;
  4. პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა – პე­და­გო­გე­ბი გა­დამ­ზად­ნენ შემ­დეგ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე: 1. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა; 2. კვლე­ვა, პრო­ექ­ტი; 3. კო­მუ­ნი­კა­ცია, პრე­ზენ­ტა­ცია, ფუნ­ქ­ცი­უ­რი წე­რა; 4.მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა; 5. მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა; 6. სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო აქ­ტე­ბი;
  5. დი­რექ­ტო­რი­სა და ლი­დე­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა;
  6. ინ­გ­ლი­სუ­რის კლუ­ბი, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ნი­ნო ხო­მა­სუ­რი­ძე, რომ­ლის თა­ოს­ნო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და არა­ერ­თი სო­ცი­ა­ლუ­რი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის, რომ კლუ­ბის წევ­რებ­მა ბან­გ­ლა­დე­შელ მოს­წავ­ლე­ებს გა­აც­ნეს ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი და სა­ჩუქ­რად გა­დას­ცეს მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რე­ბი.
  7. თე­ატ­რა­ლუ­რი და­სი, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – სო­ფიო გო­გუ­ა­ძე. მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ჩო­ხა­ტა­უ­რის სა­ხალ­ხო თე­ატ­რ­ში და­იდ­გა სპექ­ტაკ­ლი ნო­დარ დუმ­ბა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით – „სის­ხ­ლი“. მთა­ვა­რი რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბელ­მა, ლი­ზი შა­ნი­ძემ, მი­ი­ღო ტი­ტუ­ლი „წლის აღ­მო­ჩე­ნა“, და­ჯილ­დოვ­და სი­გე­ლით და ჭკვი­ა­ნი სა­ა­თით; ხო­ნის და ჩო­ხა­ტა­უ­რის სა­ხალ­ხო თე­ატ­რ­ში და­იდ­გა სპექ­ტაკ­ლი „ჩვენ მა­ხინ­ჯე­ბი ვართ?“, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე პრი­ზი და­იმ­სა­ხუ­რა: 1. სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა; 2. ქა­ლის მთა­ვა­რი რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თ­ვის პლან­შე­ტუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი გა­და­ე­ცათ ანა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე­სა და ნი­ნი მო­დე­ბა­ძეს;
  8. ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი წრე, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ნუგ­ზარ ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი.
  9. მკითხ­ველ­თა კლუ­ბი – პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან XI-XII კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნი­ხი­ლეს ჯორჯ ორუ­ე­ლის „1984“. გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია.

სკო­ლა­ში ამ­ჟა­მად წარ­მა­ტე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ექ­ტე­ბი:

  1. „დე­ბა­ტე­ბი უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“, რომ­ლის მხარ­დამ­ჭე­რია გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით. კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ია ღლონ­ტი;
  2. „კი­ნო სკო­ლა­ში“ – სსიპ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნია, კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის გზით, მო­ზარ­დებ­ში ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ლა­ლი გო­რო­ზია.
  3. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი წრე, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა­დას­ხ­ვა სას­კო­ლო თუ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. წრის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ხა­თუ­ნა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე.

სკო­ლა მოს­წავ­ლე­ებს მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს, რაც   კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა. წარ­მა­ტე­ბულ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვალს მო­ვი­ტან:

  1. ემ­ზარ ზე­ნა­იშ­ვი­ლი – საქ­არ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, რო­მე­ლიც 2023 წლის 21 ნო­ემ­ბერს ეწ­ვია სკო­ლას, ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძეს­თან და კა­რა­ტე­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ გო­გი­ტა არ­ქა­ნი­ას­თან ერ­თად.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა სკო­ლას გა­დას­ცა სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი, სე­ოკ-ის მი­ერ სპორ­ტულ და ოლიმ­პი­ურ თე­მა­ტი­კა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა;

  1. ალექ­სან­დ­რე სა­რიშ­ვი­ლი – ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი;
  2. გი­გა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე – ად­ვო­კა­ტი და „რა? სად? რო­დის?“ მო­აზ­როვ­ნე­თა გუნ­დის უც­ვ­ლე­ლი წევ­რი;
  3. რე­ვაზკვე­რენ­ჩხი­ლა­ძე – მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე;
  4. დი­მიტ­რი ტი­კა­რა­ძე – შპს „კლი­პარ­ტის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და შპს „Admixer.ge“-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი;
  5. ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე – ცნო­ბი­ლი მთამ­ს­ვ­ლე­ლი და „მთის ჯი­ქად“ წო­დე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო გი­დი ალ­პი­ნი­ა­და­ში;
  6. რე­ზო კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე – მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი;
  7. გე­ნა­დი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე – სა­ნი­ტა­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი;
  8. რო­მან კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე – პრო­ფე­სო­რი, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი;
  9. მა­მუ­კა გო­გე­ლია – ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის მარ­თ­ვი­სა და უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თ­ვის მე­ნე­ჯე­რი და ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის დოქ­ტო­რი…

წარ­მო­გიდ­გენთ ჩოჩხა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა ნა­აზ­რევს:

 

ან­ნა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე

XII კლა­სის მოს­წავ­ლე

ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, მხი­ა­რუ­ლი და შე­მეც­ნე­ბი­თი მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც ბო­ლო სამ წელს მო­ი­ცავს, MAC Georgia-ს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის ჩვენს სკო­ლა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მათ­თან მყარ­მა და აქ­ტი­ურ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ და­მაძ­ლე­ვი­ნა უამ­რა­ვი კომ­პ­ლექ­სი, მას­წავ­ლა სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა, და­მეხ­მა­რა ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში, გამ­ხა­და გა­ცი­ლე­ბით თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი, გა­მი­ფარ­თო­ვა ხედ­ვე­ბი, მომ­ცა მზა­ო­ბა ცხოვ­რე­ბის მომ­დევ­ნო ეტა­პებ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად. ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და მას­წავ­ლა ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია. მაქ­ცია ლი­დე­რად… ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ბე­ნე­ფი­ტი­დან სწო­რედ ამ ნა­წილს გა­მოვ­ყოფ­დი. ჩემს სამ­წ­ლი­ან ლი­დე­რო­ბას ჩოჩხა­თის სკო­ლა­ში ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად ვთვლი. და რა უნ­და იყოს იმა­ზე პრო­დუქ­ტი­უ­ლი, რო­ცა ახალ­გაზ­რ­დებ­ში არ­სე­ბულ პო­ტენ­ცი­ურ ენერ­გი­ას ათა­ვი­სუფ­ლებ, აძ­ლევ რე­სურსს პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, ზრდი აქ­ტი­ურ, გა­ნათ­ლე­ბულ და გან­ვი­თა­რე­ბულ თა­ო­ბას, ქმნი ქვეყ­ნის ნა­თელ მო­მა­ვალს აქ და ახ­ლა!

 

ანა ძი­მის­ტა­რიშ­ვი­ლი

XI კლა­სის მოს­წავ­ლე

 

მო­გე­სალ­მე­ბით, მე მინ­და გი­ამ­ბოთ ჩე­მი და ჩე­მი სკო­ლე­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ.

ახალ­გაზ­რ­დო­ბის ნო­მერ პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა, დღე­ვან­დელ სწრა­ფად ცვა­ლე­ბად გა­რე­მო­ში, არის იმ უნა­რე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემს და­იმ­კ­ვიდ­რო და იპო­ვო სა­კუ­თა­რი თა­ვი ამ გლო­ბა­ლურ სამ­ყა­რო­ში. ეს უნა­რე­ბია: გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, ემ­პა­თი­ი­სა და თა­ნა­გან­ც­დის, პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის შექ­მ­ნის და თა­ნა­ტო­ლებ­თან სწრა­ფი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის… დი­ახ, ამ უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ახალ­გაზ­რ­და შეძ­ლებს გა­უმ­კ­ლავ­დეს დღე­ვან­დელ გა­მოწ­ვე­ვებს და ღირ­სე­უ­ლად და­იმ­კ­ვიდ­როს თა­ვი ცხოვ­რე­ბა­ში. სწო­რედ ამ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რა ორ­გა­ნი­ზა­ცია მაკ ჯორ­ჯია. ის კი არა­და, მიძ­ნელ­დე­ბა ვი­სა­უბ­რო მაკ ჯორ­ჯი­ა­ზე, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე, ასე მგო­ნია, ის ჩე­მი მე­ო­რე ოჯა­ხია, იმი­ტომ რომ, რო­გორც ოჯა­ხი ეხ­მა­რე­ბა ჩვილს გა­დად­გას პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, ასე­ვე მაკ ჯორ­ჯია დაგ­ვეხ­მა­რა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს, ვინც კი მას­თან ერ­თად ვართ უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია, რომ ნა­ბი­ჯე­ბი აგ­ვეწყო სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნის გზა­ზე, უფ­რო ლა­ღი და ბედ­ნი­ე­რი გზე­ბით სა­ვალ­ზე, ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ზე… და მო­გიყ­ვე­ბით იმ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რა­მაც ჩემ­ზე უდი­დე­სი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. მაკ ჯორ­ჯი­ამ  და­ა­ფუძ­ნა ჩვენ­თან და მუ­შა­ობს ცეკ­ვის წრე, თე­ატ­რის წრე, ინ­გ­ლი­სუ­რის წრე, წიგ­ნის კლუ­ბე­ბი და არა მარ­ტო ქარ­თუ­ლად, არა­მედ ინ­გ­ლი­სუ­რა­დაც და ამ წრის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გახ­ლ­დათ უცხო­ე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი კრის­ტო­ფე­რი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ინ­გ­ლი­სუ­რად ახერ­ხებ­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. ამან ჩვენ­ზე ფას­და­უ­დე­ბე­ლი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა და ჩვენც ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე ვა­ხერ­ხებ­დით წა­კითხუ­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბას. გარ­და ად­გილ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სა, წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ახალ­გაზ­რ­და ლი­დერ­თა ეროვ­ნულ­მა კონ­ფე­რენ­ცი­ამ, სა­ზაფხუ­ლო ბა­ნაკ­მა. ეს იყო ად­გი­ლი, სა­დაც არც ერთ ჩვენ­განს არ ახ­ლ­და მშო­ბე­ლი და ოჯა­ხის წევ­რი, თუმ­ცა ყვე­ლა ვგრძნობ­დით თავს რო­გორც სა­კუ­თარ ოჯახ­ში, მე­გობ­რო­ბით, თა­ნა­გან­ც­დით, ემ­პა­თი­ით გა­რე­მო­ცულ ატ­მოს­ფე­რო­ში. ეს იყო უბედ­ნი­ე­რე­სი 1 კვი­რა ცეკ­ვის, თა­მა­შის, მხი­ა­რუ­ლი გან­წყო­ბის, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბის, სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნის, ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბის შექ­მ­ნის და, რაც მთა­ვა­რია, მად­ლი­ე­რე­ბის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ზრუ­ნავ­დ­ნენ ჩვენს უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე და ყო­ვე­ლი წა­მის გო­ნივ­რულ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. და ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, წერ­ტი­ლი არ დას­მუ­ლა, ჩვენ თვი­თონ — ლი­დე­რე­ბი ვაგ­რ­ძე­ლებთ ჩვენს სკო­ლა­ში ურ­თი­ერ­თო­ბის ამ კულ­ტუ­რის და­ნერ­გ­ვას, გან­ვი­თა­რე­ბას, რის­თ­ვი­საც, პე­რი­ო­დუ­ლად, ვა­ტა­რებთ აკა­დე­მი­ებს და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის ისე­თი­ვე სა­ხა­ლი­სოა, რო­გორც ჩვენ­თ­ვის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხის შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც ბა­ნაკ­ში და­იწყო, გრძელ­დე­ბა, გვე­ი­მე­დე­ბა, რომ სტუ­დენ­ტო­ბის დროს ჩვენ ისევ შევ­ხ­დე­ბით ერ­თ­მა­ნეთს, ისევ გაგ­რ­ძელ­დე­ბა ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა და მაკ ჯორ­ჯი­ას ხელ­დას­მუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი შევ­ძ­ლებთ, ვი­ყოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ღირ­სე­უ­ლი შვი­ლე­ბი და ერ­თად შევ­ძ­ლებთ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ, უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვის დაძ­ლე­ვას და გა­და­ლახ­ვას.

ია ღლონტი – ჩოჩხათის საჯარო სკოლის დირექტოტი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები