8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

თუ ერ­თი ბავ­შ­ვი მა­ინც შე­მოგ­ხე­დავს უსიყ­ვა­რუ­ლოდ, უხ­მა­უ­როდ უნ­და ად­გე და გა­მო­ი­ხუ­რო სკო­ლის კა­რი…

spot_img

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ოთო და­ნე­ლია, მარ­ტ­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ლე­ხა­ინ­დ­რა­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის და კერ­ძო სკო­ლა „სხი­ვის“ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

ვინ არის ოთო და­ნე­ლია?

ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა­შია. სხვებს რომ გა­ეც­ნო, ჯერ თა­ვად უნ­და იც­ნობ­დე სა­კუ­თარ თავს. მე ოთო და­ნე­ლია ვარ, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, დად­გეს იქ, სა­დაც სწო­რად სწავ­ლე­ბის ამინ­დი დგას.

ჯერ ისევ ვსწავ­ლობ, ვსწავ­ლობ ჩემ­სა და სხვის შეც­დო­მებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას, და­ცე­მის შემ­დეგ წა­მოდ­გო­მას, და­მარ­ცხე­ბას­თან დუ­ელს, გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ თა­ვის მაღ­ლა არ აწე­ვას, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე საკ­ლა­სო ოთა­ხის მოწყო­ბას, სი­ზარ­მა­ცის და­მარ­ცხე­ბას… ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ, უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლა…

პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი

მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩე­მი კო­ზი­რია. სა­კუ­თარ თავს თა­ვად და­ვუმ­ტ­კი­ცე, რომ ეს ჩე­მი მთა­ვა­რი სუნ­თ­ქ­ვაა. არ მგო­ნია, რომ კა­ცი მას­წავ­ლე­ბე­ლი „ტე­ხავს“, პი­რი­ქით, ეს ჩე­მი სწო­რი არ­ჩე­ვა­ნია.

რო­დის გა­დავ­წყ­ვი­ტე?

ალ­ბათ, სულ ცხოვ­რობ­და ჩემ­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი… ხო, ცხოვ­რობ­და და ერ­თხე­ლაც ფრთე­ბი გა­შა­ლა, გად­მო­ვი­და და ჩე­მი გეგ­მე­ბი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. ჟურ­ნა­ლის­ტის დიპ­ლო­მი მარ­ტი­ვად მი­ვი­ვიწყე და უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი შე­მო­ვი­სახ­ლე.

ასე და­იწყო ჩე­მი და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის ჯა­დოს­ნუ­რი ამ­ბე­ბი.

ვა­მა­ყობ ამით… მარ­თ­ლა ვა­მა­ყობ და სულ ვამ­ბობ, ღმერთს ვყვა­რე­ბი­ვარ, რად­გან აქ ვარ, ცოდ­ნის საყ­დარ­ში…

გახ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი…

სა­ჭი­როა სა­მი რამ — სიყ­ვა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი… უსიყ­ვა­რუ­ლოდ არა­ფე­რი გა­მო­ვა… და კი­დევ, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი უნ­და იყო.

ერ­თხელ მკითხეს, რა­ტომ მომ­წონ­და ჩე­მი საქ­მე და და­უ­ფიქ­რებ­ლად ვთქვი, აქ უპი­რო­ბოდ უნ­და იყო ადა­მი­ა­ნი და გა­ზარ­დო ადა­მი­ა­ნე­ბი… აქ იწე­რე­ბა ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ის­ტო­რი­ე­ბი, რად­გან პი­როვ­ნე­ბის სამ­ჭედ­ლოა სკო­ლა.

თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი

თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­გო­ბა­რია. მოს­წავ­ლე­ებს არ მოს­წონთ სი­მაღ­ლი­დან მო­სა­უბ­რე პერ­სო­ნა, მკაც­რი სა­ხი­თა და გა­მომ­ც­დე­ლი მზე­რით. მათ სჭირ­დე­ბათ თა­ნა­მო­აზ­რე, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი… თუ მოს­წავ­ლეს პრობ­ლე­მა აქვს, გა­და­დე შე­ნი საქ­მე­ე­ბი და „ჯი­ნი­ვით“ გაჩ­ნ­დი მის ცხოვ­რე­ბა­ში. მან უნ­და იგ­რ­ძ­ნოს, რომ შენ­თ­ვის ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ასე უნ­და მო­ექ­ცე ყვე­ლას, სა­თი­თა­ოდ ყვე­ლას. მას­წავ­ლე­ბე­ლი მოძღ­ვა­რია. თუ ერ­თი ბავ­შ­ვი მა­ინც შე­მოგ­ხე­დავს უსიყ­ვა­რუ­ლოდ, უხ­მა­უ­როდ უნ­და ად­გე და გა­მო­ი­ხუ­რო სკო­ლის კა­რი…

მას­წავ­ლე­ბელს თან უნ­და დაჰ­ყ­ვე­ბო­დეს უფ­ლის მად­ლი. ამის გა­რე­შე აზ­რი არ აქვს საკ­ლა­სო ოთახ­ში შეს­ვ­ლას. თუ ბავ­შ­ვებს უფ­ლის ნე­ბით არ ესა­უბ­რე­ბი, ის დრო ფუ­ჭად ჩავ­ლი­ლია და შე­დე­გიც ვერ დად­გე­ბა. სულ ვამ­ბობ, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელს უზარ­მა­ზა­რი მი­სია აკის­რია — მან ადა­მი­ა­ნის სუ­ლი უნ­და გა­ფილ­ტ­როს, დაწ­მინ­დოს, გა­ამ­სუ­ბუ­ქოს…

არას­ტან­დარ­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი

გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვი­სას სულ მე­ცი­ნე­ბა, რად­გან ზუს­ტად ვი­ცი, ბევრ რა­მეს შევ­ც­ვ­ლი, თავ­და­ყი­რა და­ვა­ყე­ნებ.

ერ­თხელ მე­ხუ­თე კლას­ში შევ­დი­ო­დი, „იავ­ნა­ნამ რა ჰქმნა?!“ უნ­და ამეხ­ს­ნა. თით­ქოს გეგ­მა მქონ­და. ვი­ცო­დი, რას ვიტყო­დი შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე და უცებ, კა­რებ­თან შევ­ც­ვა­ლე წი­ნა ღა­მით მო­ფიქ­რე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი. ხელ­ში წიგ­ნი და­ვი­ჭი­რე, მაგ­რამ უკუღ­მა და ბავ­შ­ვებს ვე­კითხე­ბი, რო­მე­ლი მწერ­ლის მოთხ­რო­ბა გა­გახ­სენ­დათ-მეთ­ქი. ისე­თი აქ­ტი­უ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია ამან, რომ ის დღე ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რად და­ვას­რუ­ლეთ. მთა­ვა­რი გეგ­მა გან­წყო­ბაა და ის ფრა­ზა, რომ­ლი­თაც კო­მუ­ნი­კა­ცი­ას იწყებ… აი, მე­რე ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით ლაგ­დე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბა — პრობ­ლე­მე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი

მას­წავ­ლებ­ლო­ბის სურ­ვი­ლი გაქ­რა… ახა­ლი მუხ­ტი და ენერ­გე­ტი­კა მო­უხ­დე­ბო­და სკო­ლას. უცებ, ეს პრობ­ლე­მა გა­მო­მეკ­ვე­თა, სხვებ­ზე მე­ტად… მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ოპ­ტი­მის­ტია და არ უხ­დე­ბა პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი…

ხო, მარ­თ­ლა, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ზე­პირ გა­მოც­დებს და­ნერ­გა­ვენ, აბი­ტუ­რი­ენ­ტის ეს უნა­რიც უნ­და მოწ­მ­დე­ბო­დეს.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი

სხვა­თა შო­რის, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი მომ­წონს. უფ­რო და უფ­რო იხ­ვე­წე­ბა. ერ­თი რა­მის ნოს­ტალ­გია მაქვს, ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ცალ-ცალ­კე ტარ­დე­ბო­და. არ იყო ცუ­დი, არც დღეს იქ­ნე­ბო­და ური­გო.

პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა

ვცდი­ლობ, გა­ვეც­ნო ყვე­ლა სი­ახ­ლეს, შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას. მას­წავ­ლე­ბელ­მა თუ სწავ­ლა შეწყ­ვი­ტა, იქ­ვე დას­რულ­დე­ბა… კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მიყ­ვარს. მომ­წონს აზ­რე­ბის შე­ჯე­რე­ბა. ჩე­მი პრო­ფე­სია ვერ იტანს უმოქ­მე­დო­ბას. რო­ცა ჩერ­დე­ბი, იყი­ნე­ბი… მოს­წავ­ლე­ებს კი მუდ­მი­ვი „დრა­ი­ვი“ სჭირ­დე­ბათ.

ინ­ტე­რე­სის სფე­რო

სიმ­ღე­რა… ზოგ­ჯერ, თა­ვი გა­მო­მი­ჭე­რია იმა­ში, რომ საკ­მა­ოდ ხმა­მაღ­ლა ვღი­ღი­ნებ, თუნ­დაც ქუ­ჩა­ში. სიმ­ღე­რა მეხ­მა­რე­ბა გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბა­ში. ეს კი ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია. გა­მო­დის, რომ ჰო­ბი პრო­ფე­სი­ას „ხა­რა­ჩოს მე­თო­დით“ შე­ე­ხი­და და აგუ­ლი­ა­ნებს…

„ფასს კარ­გავს ცოდ­ნა, თუ ადა­მი­ა­ნო­ბის სი­მაღ­ლე­ე­ბი და­უპყ­რო­ბე­ლია…“

მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვა­რი მი­სია ეს არის, რა­საც მოს­წავ­ლე­ებს სულ ვე­უბ­ნე­ბი — ფასს კარ­გავს ცოდ­ნა, თუ ადა­მი­ა­ნო­ბის სი­მაღ­ლე­ე­ბი და­უპყ­რო­ბე­ლია. მოს­წავ­ლემ თუ სა­კუ­თა­რი გან­ც­და არ გა­გი­ზი­ა­რა, ესე იგი, მის­თ­ვის არ ხარ ავ­ტო­რი­ტე­ტი, არც გენ­დო­ბა… ამ დროს უნ­და ჰკითხო სა­კუ­თარ თავს, ხარ თუ არა სა­ჭი­რო ად­გი­ლას. ჩავ­ხე­დოთ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს თვა­ლებ­ში, მა­თი თვა­ლე­ბი ამ­ბებს ჰყვე­ბი­ან…

მას­წავ­ლე­ბელ­თა მას­წავ­ლე­ბე­ლი

ჩე­მი მთა­ვა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა ჩე­მი მოს­წავ­ლეა… არ გა­გიკ­ვირ­დეთ, და­აკ­ვირ­დით და თქვენც აღ­მო­ა­ჩენთ ამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას!..

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები