8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში – პარაფრაზი

spot_img

შენს შვენებით სავსე, წმინდა, სიკეთით განსხივებულ სახეს  კრძალვითა და თაყვანისცემით ვუმზერ, ცრემლმორეული გემთხვევი ფეხთ!

მიხარია თუ ვწუხვარ, გიმზერ და ასე მზერა მსურს სიკვდილამდე. არ მინდა გამოფხიზლება,  რადგან არ ვიგრძნო ჩემი სამშობლოს სულით დაცემა!…

ყვავილოვანი წალკოტი ახლა შენი დიდების სხივმოკლებულია, აღარ შვენის, აღარ გვიბრწყინავს, რადგან  შავი დროის გამო,  ფერწახდენილა!

როგორც ტკბილ სიზმარს,  დიდებულად ჩასვენებულ მზეს, ისე ვიგონებთ შენს დროს, რათა გული გავიმაგროთ და  სულ არ წარვწყდეთ ცისგან შერისხულნი!

დაღლილი ხმით, დაღონებული მოვედი, მეფევ, შენთან თხოვნით: მიხედე ბედკრულ, შენს მამულს და ჯვრით  აკურთხე კვლავ, რომ დაცემული ერი აღდგეს ძლიერად და დადგეს სხვა ერებთან ერთად,  წმინდა საყდრით, მდიდარი ენით, სწავლის შუქით განათებული. ზნე ამაღლებით, ძლევის დიდებით, სამშობლოსა და მიწის სიყვარულით რომ გაგვიცოცხლდეს და კვლავ გვესმოდეს რუსთველის ქართული სიტყვა! გავიღვიძოთ და გაქრეს ბნელი უმეცრება!..

ცისკენ გაქვს თვალები მიპყრობილი და  ვეღარ მცნობ გულშემუსვრილს, დამცირებულს, დადუმებულს, ბედდაკარგულ ქართველს, ეჭვით აღვსილს, უიმედოდ დარჩენილს, გაუხარებელს!…

ვაჰ, თუ რაც დავკარგეთ, ვეღარ დავიბრუნოთ, ვეღარ აყვავდეს ახალი მშვენებით და რაც დაეცა, ის წაგვართვა შავმა ყორანმა, როგორც სუსტი მსხვერპლი!

ჰე, მატყუარა და დაუნდობელო ცხოვრებავ, სად არის შენში კეთილი ფერუცვლელად? ჩვენი ცად სხივმიმფენი დიდება ნუთუ ესღაა, რასაც ვხედავთ?

მიგდებულ, მიუვალ, უდაბურ ტყეში დაშლილ ტაძარს, სადაც დიდი მეფე თამარის სახე ჩანს ძველ კედელზე გამოხატული.

რეზო კეშელავა – სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის XI კლასი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები