8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

ვე­ლე­ვის სკო­ლა 150 წლი­საა

spot_img

ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი ვე­ლე­ვი რა­ჭის ქე­დის ჩრდი­ლო­ეთ კალ­თა­ზე, მდი­ნა­რე ვე­ლე­უ­ლის (რი­ო­ნის აუზი) მარ­ჯ­ვე­ნა მხა­რეს, ზღვის დო­ნი­დან 1200 მეტ­რ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში სო­ფე­ლი XVII სა­უ­კუ­ნი­დან მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. მის წარ­მო­შო­ბა­სა და სა­ხელ­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე გად­მო­ცე­მა არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც სო­ლო­მონ მე­ფის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ად­რე და­ობ­ლე­ბუ­ლი ტახ­ტის მემ­კ­ვიდ­რე, პა­ტა­რა სო­ლო­მო­ნი, ერ­თ­გულ ადა­მი­ა­ნებს მტრის­გან და­სა­ცა­ვად რა­ჭა­ში გად­მო­უ­ხიზ­ნავთ და, სა­წა­ლი­კეს მთის ძი­რას, მტრის­თ­ვის ხელ­მი­უწ­ვ­დო­მე­ლი ად­გი­ლის­თ­ვის შე­უ­ფა­რე­ბი­ათ. გა­უ­ჩე­ხავთ ტყე, აუგი­ათ სათ­ვალ­თ­ვა­ლო კოშ­კი, გა­უ­შე­ნე­ბი­ათ სო­ფე­ლი და აქ ზრდიდ­ნენ მო­მა­ვალ მე­ფეს. რო­ცა სო­ლო­მო­ნი წა­მო­ი­ზარ­და და მი­სი წას­ვ­ლის დრო დად­გა, და­ნა­ნე­ბია შეჩ­ვე­ულ კარ-მი­და­მოს­თან გან­შო­რე­ბა და სევ­და­მო­რე­ულს უთ­ქ­ვამს: „ვე­ლე­ვი, ამ ად­გილს ვე­ლე­ვიო“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სო­ლო­მონ მე­ფის პა­ტივ­სა­ცე­მად, სოფ­ლის­თ­ვის ვე­ლე­ვი და­ურ­ქ­მე­ვი­ათ. ერთ-ერ­თი გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად კი, რა­ჭა­ში გა­მო­ხიზ­ნულ და წუ­ლუ­კი­ძის სა­სახ­ლე­ში თავ­შე­ფა­რე­ბულ ჭა­ბუკ სო­ლო­მონ მე­ფეს გან­მარ­ტო­ე­ბა და ცხე­ნით სე­ირ­ნო­ბა უყ­ვარ­და. მდი­ნა­რის პი­რას უნა­ხავს ულა­მა­ზე­სი ვე­ლი, რო­მე­ლიც კარ­გი სა­ვარ­ჯი­შო ად­გი­ლი ყო­ფი­ლა, ჭა­ბუ­კი მე­ფე აქ, ხში­რად, თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად მო­დი­ო­და. რო­ცა დრო დად­გა რა­ჭი­დან გამ­გ­ზავ­რე­ბის, სი­ნა­ნუ­ლით უთ­ქ­ვამს: – „ვე­ლე­ვი ვე­ლევს“ და ეს ვე­ლი თა­ვი­სი ერ­თ­გუ­ლე­ბის­თ­ვის უჩუ­ქე­ბია. ისი­ნი ველ­ზე ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლან და, სო­ლო­მონ მე­ფის პა­ტივ­საცემად, სოფ­ლის­თ­ვის ვე­ლე­ვი და­ურ­ქ­მე­ვი­ათ.

სო­ფელ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია გვი­ა­ნი ფე­ო­და­ლუ­რი ხა­ნის სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ის ნაშ­თე­ბი, რომ­ლის რეს­ტავ­რა­ცი­აც უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს. სო­ფელ ვე­ლე­ვის ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას წარ­მო­ად­გენს ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა­გან სხვა­დას­ხ­ვა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბით დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი გა­ბუ­ნის კლდე, რო­მე­ლიც სო­ფელს ზე­მო­დან დაჰ­ყუ­რებს. კლდის ნა­წი­ლი უგუმ­ბა­თო ეკ­ლე­სი­ას ჰგავს, ნა­წი­ლი მზე­ზე მი­ფიცხე­ბულ, ჩა­მომ­ს­ხ­დარ მო­ხუ­ცებს მო­გა­გო­ნებთ, ერ­თიც – მშვი­დად მწო­ლი­ა­რე, ხა­ხა­და­ღე­ბულ ლომს. კლდის თავ­ზე, გო­რის წვერ­ში, გო­რის­ტე­ვის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცა­ვის უძ­ვე­ლე­სი ნაშ­თია, ის ვე­ლე­უ­ლას ხე­ო­ბის სოფ­ლე­ბის (კვი­რი­კეწ­მინ­და, ვე­ლე­ვი, ბეთ­ლე­ვი, შხი­ვა­ნა, წკა­დი­სი, სხარ­ტა­ლი) სა­ერ­თო სა­ლო­ცა­ვია.

სო­ფელ ვე­ლე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სკო­ლის და­არ­სე­ბის 150 წლის იუბი­ლე აღი­ნიშ­ნა. სკო­ლის პე­და­გო­გებს, მოს­წავ­ლე­ებს – ლი­ზი და ნი­კო­ლოზ გოგ­სა­ძე­ებს – ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი დღე ამ­ბ­რო­ლა­უ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა, მხა­რის სა­ხელ­მ­წი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ და სოფ­ლის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­უ­ლო­ცეს.

„ეს დღე წარ­სუ­ლი­სათ­ვის მი­ვიწყე­ბის ფერ­ფ­ლის შე­მოც­ლა, ღვაწ­ლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გახ­სე­ნე­ბის და ამა­გის და­ფა­სე­ბის იყო. შე­ვე­ცა­დეთ, სკო­ლა­ში სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბა სკო­ლის და­არ­სე­ბის 150 წლის­თა­ვის აღ­ნიშ­ვ­ნით გაგ­ვე­ლა­მა­ზე­ბი­ნა. იუბი­ლე მხო­ლოდ აღი­ნიშ­ნა, რად­გან სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა არც ბუ­ნე­ბი­სა­გან მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის გა­მო გვქონ­და და არც თემ­ში შექ­მ­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო.

მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა თა­ვის გზით მი­დის. ჩვენც მივ­ყ­ვე­ბით მძი­მე ტვირ­თი­თა და ტკი­ვი­ლით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა ვი­თარ­დე­ბა, სო­ფე­ლი სულ უფ­რო და უფ­რო კე­თილ­მოწყო­ბი­ლი ხდე­ბა, დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ინც რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა – დაც­ლი­ლი სოფ­ლე­ბი და 2 ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში!“ – ამ­ბობს ვე­ლე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის ღვაწ­ლ­მო­სი­ლი დი­რექ­ტო­რი ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძე.

ვე­ლე­ვის სკო­ლა 150 წლის წინ, 1873 წელს, გახ­ს­ნი­ლა. ზუს­ტი თა­რი­ღის დად­გე­ნა­ში სკო­ლის ყო­ფი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვე­ლე­ვის სკო­ლა­ში 1984-1989 წლებ­ში გა­ნათ­ლე­ბი­ს სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლად მოვ­ლი­ნე­ბუ­ლი, ამ­ჟა­მად კი ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ძეგ­ლ­თა დაც­ვის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის, გო­გი­ტა ჩი­ტა­ი­ას მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლა დაგ­ვეხ­მა­რა. გა­ზეთ „ივე­რი­ის“ 1887 წლის 166-ე ნომ­რის მი­ხედ­ვით, ერ­თ­კ­ლა­სი­ა­ნი სკო­ლე­ბი ყო­ფი­ლა რა­ჭის სოფ­ლებ­ში: ნი­კორ­წ­მინ­და­ში, ხო­ტევ­ში, ვე­ლევ­ში, ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში, სხვა­ვა­ში, აბარ­ში, ღებ­ში, წეს­ში, სად­მელ­ში, ზნაკ­ვა­ში, ბუ­გე­ულ­ში, ხვან­ჭ­კა­რა­სა და ბაჯ­ში.

არ შე­იძ­ლე­ბა და­ვიწყე­ბას მი­ე­ცეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რის წინ და კი­დევ უფ­რო ად­რე და­ი­ნა­ხა გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და იფიქ­რა თა­ვის კუთხე­ში ამ სი­კე­თის შე­მო­ტა­ნა­ზე. უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის გად­მო­ცე­მით, ამ საქ­მე­ში დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის ქრის­ტე­ფო­რე კვი­ტაშ­ვილს. მას ბევ­რი უშ­რო­მია, რომ ვე­ლევ­ში წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი სკო­ლა გახ­ს­ნი­ლი­ყო. მთავ­რო­ბა­ში საქ­მის მოგ­ვა­რე­ბის შემ­დეგ, რო­ცა სკო­ლის შე­ნო­ბი­სათ­ვის ად­გი­ლის გა­მო­ყო­ფა დამ­დ­გა­რა დღის წეს­რიგ­ში, თა­ვი­სი მი­წის ნაკ­ვე­თი, ტბე­ლა­უ­რი, მი­უ­ცია სოფ­ლის­თ­ვის და მი­სი­ვე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბას, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით, ხის დათ­ლი­ლი მო­რე­ბის­გან ორო­თა­ხი­ა­ნი შე­ნო­ბა აუგია. ამ სკო­ლას ძვე­ლად „ჯარ­გ­ვა­ლა სკო­ლის“ სა­ხე­ლით იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ. პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი პეტ­რე მეს­ხი ყო­ფი­ლა კვი­რი­კეწ­მინ­დი­დან, რო­მე­ლიც „პეტ­რე უჩი­ტე­ლის“ სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. გო­გი­ტა ჩი­ტა­ი­ას მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პეტ­რე მეს­ხ­ზე ად­რე, მას­წავ­ლებ­ლად იასონ კიკ­ვა­ძე ყო­ფი­ლა. „მას­წავ­ლე­ბელ იასონ კიკ­ვა­ძის ცნო­ბით, 1881 წლის 30 ნო­ემ­ბ­რი­სათ­ვის სო­ფელ ვე­ლე­ვის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და მხო­ლოდ ათი მოს­წავ­ლე, მათ­გან ღა­რი­ბი იყო ხუ­თი. იასონ კიკ­ვა­ძემ ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მდი­ვანს, გრი­გოლ ყიფ­ში­ძეს აც­ნო­ბა, რომ წიგ­ნე­ბი და სას­წავ­ლო ნივ­თე­ბი ღა­რი­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის უფა­სოდ და­სა­რი­გებ­ლად ერ­თხე­ლაც არ მი­უ­ღი­ათ“ (ქშწკ გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა, ტბი­ლი­სი, 2017). რო­გორც ჩანს სოფ­ლის უხუ­ცეს­თა მახ­სოვ­რო­ბა პეტ­რე მეს­ხის იქით არ მი­დის.

შვიდ­წ­ლი­ა­ნი სკო­ლის გახ­ს­ნა­ზეც ქრის­ტე­ფო­რე კვი­ტაშ­ვი­ლის შთა­მო­მა­ვალს, გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვილს უზ­რუ­ნია. კვი­ტაშ­ვი­ლე­ბის კუთ­ვ­ნი­ლი ად­გი­ლი, რო­მელ­საც სა­სახ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ ძვე­ლე­ბი, სოფ­ლი­სათ­ვის გა­და­უ­ცია. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დროს გახ­ს­ნი­ლა არას­რუ­ლი შვიდ­წ­ლი­ა­ნი სკო­ლა, კლა­სე­ბის ნა­წი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლ­ში გა­ნუ­თავ­სე­ბია, ნა­წი­ლი კი – შეძ­ლე­ბუ­ლი გლე­ხე­ბის ოჯა­ხებ­ში, ახა­ლი სას­კო­ლო შე­ნო­ბის აგე­ბამ­დე. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ქვის შე­ნო­ბა აგე­ბუ­ლა. მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ბერ­ძ­ნე­ბი მუ­შა­ობ­დ­ნენ, საკ­ვე­ბით, მო­რი­გე­ო­ბით, სო­ფე­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. სა­ხუ­რა­ვად სო­ფელ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის თუ­ნუ­ქის სა­ხუ­რა­ვი გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის სა­ხუ­რა­ვის ახ­დის სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მ­დე­გი ყო­ფი­ლა ეკ­ლე­სი­ის მახ­ლობ­ლად მცხოვ­რე­ბი ბე­სო გორ­გი­აშ­ვი­ლი. იგი თურ­მე თო­ფით და­რა­ჯობ­და სა­ლო­ცავს და მი­სი ში­შით ვე­რა­ვინ ბე­დავ­და ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის ხე­ლის ხლე­ბას, მაგ­რამ აქ­ტი­ვისტ კომ­კავ­შირ­ლებს, სოფ­ლის მა­შინ­დე­ლი მეს­ვე­უ­რე­ბის ხელ­შეწყო­ბით, მა­ინც მო­უ­ხერ­ხე­ბი­ათ გან­ზ­რახ­ვის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა: შენს სა­თი­ბებს ჯო­გი შე­სე­ვიაო სა­წა­ლი­კე­ზე და სა­თი­ბე­ბის მი­სა­ხე­დად გა­უტყუ­ე­ბი­ათ მთა­ში. იქ ასუ­ლი კი მიმ­ხ­ვ­და­რა ოინს და მა­შინ­ვე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, მაგ­რამ ეკ­ლე­სია უკ­ვე სა­ხუ­რა­ვახ­დი­ლი დახ­ვედ­რია. რა­ღას იზამ­და, მხო­ლოდ ეს უთ­ქ­ვამს: თუ თქვენ მაგ მა­სა­ლა გა­მო­გად­გეთ, მე ძაღ­ლი და­მი­კა­ლი­თო. მარ­თ­ლაც, რთუ­ლი გზა გან­ვ­ლო ვე­ლე­ვის სკო­ლამ. ერ­თხელ, დიდ­თოვ­ლო­ბი­სას, სა­ხუ­რა­ვი ჩან­გ­რე­უ­ლა, ორ­ჯერ კი დამ­წ­ვა­რა – პირ­ვე­ლად 30-იან წლებ­ში, სკო­ლის პირ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რი პან­ტე­ლე­ი­მონ მა­ცა­ბე­რი­ძე, ციმ­ბირ­ში გა­და­უ­სახ­ლე­ბი­ათ, მე­უღ­ლემ მუდ­მი­ვი ში­შის ქვეშ გა­ზარ­და 3 ბავ­შ­ვი; მე­ო­რედ – 1970 წელს, ხან­ძ­რის­გან ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლა, თუ­ნუ­ქი სულ დამ­დ­ნა­რა, ამ­ბობ­დ­ნენ – ახ­და ბე­სო გორ­გი­აშ­ვი­ლის ნათ­ქ­ვა­მიო. რო­ცა შე­ნო­ბა აღუდ­გე­ნი­ათ, შე­ნო­ბის­თ­ვის სარ­ტყე­ლი მო­უვ­ლი­ათ. რომ არა ეს სარ­ტყე­ლი, 1991 წლის 29 აპ­რილს მომ­ხ­და­რი მი­წის­ძ­ვ­რის დროს, ვე­რა­ვინ გა­მო­ას­წ­რებ­და შე­ნო­ბი­დან, რად­გან კე­დე­ლი ორ მხა­რეს ჩა­მო­ინ­გ­რა, სა­ხუ­რა­ვი კი სარ­ტყელ­ზე დარ­ჩა გა­კი­დე­ბუ­ლი. სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, სა­ლო­ცა­ვის მად­ლ­მა და­იც­ვა შთა­მო­მავ­ლო­ბა უბე­დუ­რე­ბი­სა­გა­ნო.

სკო­ლას, სხვა­დას­ხ­ვა დროს, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დ­ნენ: დი­სი­ონ ჭი­ჭი­ნა­ძე – თლუ­ღი­დან, ქრის­ტე­ფო­რე დოხ­ნა­ძე – ნი­კორ­წ­მინ­დი­დან, აგ­რა­ფი­ნა სი­რა­ძე – შხი­ვა­ნი­დან, გრი­გოლ კა­ცი­ტა­ძე – ხო­ტე­ვი­დან, ვა­სილ ენუ­ქი­ძე – წკა­დი­სი­დან, 1973 წლი­დან 1981 წლამ­დე – იოსებ გოგ­სა­ძე იყო დი­რექ­ტო­რი,1981 წლი­დან კი სკო­ლას ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს.

სკო­ლის და­არ­სე­ბი­დან 150 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბო­და ქრის­ტე­ფო­რე და გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, და­ვით კვი­ტაშ­ვი­ლი. მან წი­ნა­პარ­თა სუ­რა­თე­ბი უსახ­სოვ­რა სკო­ლას, აგ­რეთ­ვე პირ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რის ქა­ლიშ­ვი­ლი ცი­ცო მა­ცა­ბე­რი­ძე და სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი. გა­იხ­სე­ნეს ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ამა­გი დას­დო ვე­ლე­ვის სკო­ლას, ქრის­ტე­ფო­რე კვი­ტაშ­ვი­ლი­დან დაწყე­ბუ­ლი დღემ­დე. ქალ­ბა­ტო­ნი ეკა­ტე­რი­ნე სა­უ­ბარ­ში მად­ლი­ე­რე­ბით იხ­სე­ნებს გო­ჩა მა­ცა­ბე­რი­ძე­სა და იური ჩიხ­რა­ძეს, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს, ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყი­სში, სას­წავ­ლო ნივ­თე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, ასე­ვე, ქალ­ბა­ტონ ირი­ნა გო­ცი­რი­ძეს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის მი­წის­ძ­ვ­რის შე­დე­გად დან­გ­რე­უ­ლი სკო­ლის შე­ნო­ბის აღ­დ­გე­ნა­ში – ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, თა­ვად პენ­სი­ო­ნე­რი ქალ­ბა­ტო­ნი, სკო­ლას უგ­ზავ­ნი­და სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თებს, მოს­წავ­ლე­ებს – სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს. „მძი­მე 90-იანი წლე­ბი ამ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნეს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი მხარ­ში დგო­მით. არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვ­ნიშ­ნო, ასე­ვე, ბა­ტო­ნი თა­მაზ ვა­შა­ძე, მი­წის­ძ­ვ­რის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის სამ­შე­ნებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი რა­ჭა­ში, რომ­ლის მხარ­და­ჭე­რი­თა და სოფ­ლის მა­შინ­დე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, იოსებ გოგ­სა­ძი­სა და ჩე­მი მცდე­ლო­ბით, აგ­რეთ­ვე, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის პრე­ფექ­ტის, ბა­ტონ გო­ჩა ბი­ჭაშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რით, იმა­ვე წელს მო­ხერ­ხ­და ახალ შე­ნო­ბა­ში შე­მოს­ვ­ლა; ბა­ტონ­მა ალე­კო გო­ცი­რი­ძემ, რო­მე­ლიც სკო­ლის შე­ფი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იყო, მო­სუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, სკო­ლის სას­წავ­ლო-საც­დე­ლი ნაკ­ვე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ორო­თა­ხი­ა­ნი მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლი აგ­ვი­გო,“ – გვი­ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ეკა­ტე­რი­ნე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სკო­ლას მრა­ვა­ლი გა­მო­ჩე­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბა ჰყავს აღ­ზ­რ­დი­ლი: ექი­მი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი – ბი­ძი­ნა მა­ცა­ბე­რი­ძე; სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი – და­რი­კო ჩიხ­რა­ძე; სა­ქარ­თ­ვე­ლოს ორ­გ­ზის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი – იური ჩიხ­რა­ძე; ინ­ჟი­ნერ კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რი, სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ის პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი – თე­მურ მა­ცა­ბე­რი­ძე და სხვ.

ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძე ვე­ლე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლას 1981 წლი­დან უდ­გას სა­თა­ვე­ში. სკო­ლის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­ში, მიღ­წე­ვებ­ში, თა­ო­ბა­თა აღ­ზ­რ­დი­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი მი­უძღ­ვის ამაგ­დარ დი­რექ­ტორს, რო­მელ­საც სა­მარ­თ­ლი­ა­ნად უწო­დე­ბენ სკო­ლის ცოცხალ მა­ტი­ა­ნეს. ახ­ლა­ხან, გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლის­თ­ვის, ქალ­ბა­ტონ ეკა­ტე­რი­ნეს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. „42 წე­ლია სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვარ. ჩე­მი მებ­რ­ძო­ლი ხა­სი­ა­თით არ შე­მიძ­ლია მიღ­წე­უ­ლით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, სულ ახ­ლის ძი­ე­ბა­ში ვარ. სკო­ლის მარ­თ­ვა­ში ვით­ვა­ლის­წი­ნებ მარ­თ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებს, მას­წავ­ლებ­ლე­ბის უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას, ად­გი­ლობ­რივ კონ­ტექსტს, არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და საფ­რ­თხე­ებს, მოქ­მედ რე­გუ­ლა­ცი­ებ­სა და გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის პრინ­ცი­პებს, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ მხარ­და­ჭე­რას და მრა­ვალ სხვას.

ჩე­მი დი­რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი სიძ­ნე­ლის გა­და­ლახ­ვა მოგ­ვი­წია. საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო 1991 წლის მი­წის­ძ­ვ­რის შე­დე­გად დან­გ­რე­უ­ლი სკო­ლის შე­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის პრო­ცე­სი, მაგ­რამ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბი­თა და და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლით შევ­ძე­ლით, იმა­ვე წელს შე­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით 54 მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლი­ლი სკო­ლის ახალ შე­ნო­ბა­ში. გა­ვუ­ძე­ლით კუ­პო­ნე­ბის პე­რი­ოდს, ვე­ლევ­სა და ამ­ბ­რო­ლა­ურს შო­რის, ბურ­შე­ბის გზით, თით­ქ­მის ყო­ველ­კ­ვი­რა ფე­ხით სი­ა­რულს, ათას ტრე­ნინგს, არ ჩა­მოვ­რ­ჩე­ნილ­ვართ დრო­ის მოთხოვ­ნებს და ვფიქ­რობ, ვპა­სუ­ხობთ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის გა­მოწ­ვე­ვებს.

სკო­ლა მუდ­მი­ვად გა­ნიც­დი­და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის ნაკ­ლე­ბო­ბას, ხში­რი იყო კად­რე­ბის დე­ნა­დო­ბა, ჭირ­და მა­თი და­მაგ­რე­ბა მა­ღალ­მ­თი­ან სო­ფელ­ში. ნი­ჭი­ერ მოს­წავ­ლე­ებს შე­ვაყ­ვა­რეთ ეს პრო­ფე­სია და სხვა გზე­ბი­თაც შევ­ძე­ლით სკო­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბა. დღეს, სკო­ლის 8 პე­და­გო­გი­დან, 5 სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, მათ­გან ერ­თი – წამ­ყ­ვა­ნი და ექ­ს­პერ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სერ­ტი­ფი­კა­ტი არ აქვთ, სხვებ­საც არ მი­ვიჩ­ნევ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რად.

ვი­სურ­ვებ­დი: სა­ნამ მზე ივ­ლის ცის კა­მა­რა­ზე, მთვა­რე იქ­ნე­ბა ცის კა­ბა­დონ­ზე, ჩი­ტი ჩი­ო­რა სა­ძირ­კ­ველს გას­კ­ვ­ნის, ქა­რი იქ­ნე­ბა მიმ­ტა­ნი ამ­ბის, მა­ნამ­დე იყოს ვე­ლევ­ში სკო­ლა, მა­ნამ იცოცხ­ლოს ჩვენ­მა სო­ფელ­მა!“

ლა­ლი ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი, ვე­ლე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, 1991 წლი­დან დღემ­დე, ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობს. დამ­წყე­ბი პე­და­გო­გის­თ­ვის, თავ­და­პირ­ვე­ლად, რთუ­ლი იყო მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლის მკაცრ პი­რო­ბებ­თან შე­გუ­ე­ბა, თუმ­ცა სკო­ლის გა­რე­მო იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა, რომ 32 წე­ლია საყ­ვა­რელ საქ­მეს ერ­თ­გუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა. „ყო­ველ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დამ­წყე­ბი პე­და­გო­გის­თ­ვის, რო­გორ გა­რე­მო­ში მოხ­ვ­დე­ბი. ამ მხრივ, ნამ­დ­ვი­ლად გა­მი­მარ­თ­ლა, დამ­ხ­ვ­და თბი­ლი, ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრინ­ცი­პებ­ზე აგე­ბუ­ლი გა­რე­მო, სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ არ­სად წას­ვ­ლა­ზე აღარ მი­ფიქ­რია და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სო­ფელ­ში დავ­რ­ჩი. თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლის­თ­ვის. ჩვე­ნი სკო­ლა, პე­და­გო­გე­ბი, დი­რექ­ტო­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, წარ­მო­ვად­გენთ თე­მის ბირთვს.

ჩემ­თ­ვის სა­ა­მა­ყოა და, ამა­ვე დროს, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, გერ­ქ­ვას იმ სკო­ლის პე­და­გო­გი, რო­მელ­საც 150-წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს. არა გაქვს უფ­ლე­ბა, სკო­ლის ღვაწ­ლ­მო­სი­ლი პე­და­გო­გე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი არ გა­აგ­რ­ძე­ლო და თან არ პა­სუ­ხობ­დე თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს. ჩვენს სკო­ლას ვუ­სურ­ვებ­დი მხო­ლოდ ერთს და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს – მოს­წავ­ლე­თა სიმ­რავ­ლეს“.

ლი­ზი გოგ­სა­ძე, სო­ფელ ვე­ლე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის მე-7 კლა­სის მოს­წავ­ლეა. ის მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლა­ში მის ძმას­თან – ნი­კას­თან ერ­თად და­დის, ნი­კა მე­ხუ­თე კლას­შია. ყო­ველ დი­ლით სკო­ლის­კენ ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი მი­დი­ან. მას ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი აქვს, თუნ­დაც ერ­თი თა­ნაკ­ლა­სე­ლი ჰყავ­დეს. „სკო­ლის ჭიშ­კარს რომ შე­მო­ვა­ღებთ, ეზო­ში არა­ვი­ნაა. სკო­ლის კა­რი ჩვენ­თ­ვი­საა ღია, თით­ქოს ჩვენ გვე­ლო­დე­ბა მოწყე­ნი­ლი, და­დუ­მე­ბუ­ლი, რომ ავახ­მა­უ­როთ, გა­ვა­ხა­ლი­სოთ. რო­ცა ნი­კას გაკ­ვე­თი­ლე­ბი უმ­თავ­რ­დე­ბა, ვთხოვ, და­მე­ლო­დოს, არ მინ­და, სკო­ლა­ში სულ მარ­ტო დავ­რ­ჩე. თით­ქოს ნი­კას გა­რე­შე ირ­გ­ვ­ლივ უფ­რო მოწყე­ნი­ლი და სევ­დი­ა­ნია ყვე­ლა­ფე­რი: საკ­ლა­სო ოთა­ხი, მერ­ხე­ბი, დე­რე­ფა­ნი, ეზო… სულ ვნატ­რობ, ნე­ტავ, ერ­თი თა­ნაკ­ლა­სე­ლი მა­ინც მყავ­დეს. ნი­კაც ამას ნატ­რობს.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი სკო­ლა. აქ ვის­წავ­ლე წე­რა-კითხ­ვა, ვი­ძენ ცოდ­ნას, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, საგ­ნის გარ­და, მას­წავ­ლი­ან ერ­თ­გუ­ლე­ბას, სიყ­ვა­რულს, მე­გობ­რო­ბას… თუმ­ცა მე­გობ­რე­ბი ვერ შე­ვი­ძი­ნე, რა­ზეც ძა­ლი­ან მწყდე­ბა გუ­ლი. მხო­ლოდ ზაფხუ­ლის მე­გობ­რე­ბი მყავს და მთე­ლი წე­ლი ვე­ლო­დე­ბი მათ ჩა­მოს­ვ­ლას. ერ­თი სუ­ლი მაქვს, რო­დის და­იწყე­ბა ზაფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი, რომ მე­გობ­რებს შევ­ხ­ვ­დე. რას ვუ­სურ­ვებ ჩემს სკო­ლას? მინ­და, ბევ­რ­მა ბავ­შ­ვ­მა აახ­მა­უ­როს საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, ეზო… ვი­ცი, რომ ეს სურ­ვი­ლი ძნე­ლი ასას­რუ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ქვეყ­ნად შე­უძ­ლე­ბე­ლიც ხომ არა­ფე­რია? ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს… იმე­დი მაქვს, ჩვე­ნი ნატ­ვ­რაც ას­რულ­დე­ბა“.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები