9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დო საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენელთათვის

spot_img

„კარგ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია გა­ა­ჩი­ნოს იმე­დი, აღ­ძ­რას ფან­ტა­ზია და გა­ა­ჩი­ნოს სწავ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი.“  – ბრედ ჰენ­რი

 

რა აძ­ლი­ე­რებს მას­წავ­ლე­ბელს? რა გა­ნას­ხ­ვა­ვებს სა­უ­კე­თე­სოს და­ნარ­ჩე­ნის­გან? დღეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით იმარ­თე­ბა კონ­კურ­სე­ბი რო­გორც ეროვ­ნულ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. ნე­ბის­მი­ე­რი აღი­ა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბულს ხდის, ახალ­გაზ­რ­დებს კი პრო­ფე­სი­ა­ში შე­მოს­ვ­ლის­კენ უბიძ­გებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მო­ტი­ვა­ცია მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვი­საც ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. მიღ­წე­ვე­ბის და წვლი­ლის და­ნახ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მენ­ტია, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­გან აღი­ა­რე­ბა კი ხელს უწყობს მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რულ ზრდას. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მო­ში აღი­ა­რე­ბის კულ­ტუ­რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ამით სკო­ლებ­ში უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო გა­რე­მო იქ­მ­ნე­ბა.

2024 წლის 14 იან­ვარს, დუ­ბა­ი­ში, მე­ოთხე გლო­ბა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ტი გა­ი­მარ­თა, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო AKS Education Awards. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ჰყავს. გლო­ბა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ჯილ­დო­ე­ბის – AKS Education Awards-ის ინი­ცი­ა­ტი­ვაა ყო­ველ­წ­ლი­უ­რი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც აღი­ა­რებს გა­ნათ­ლე­ბის სრულ­ყო­ფი­ლე­ბას გლო­ბა­ლუ­რად.

გლო­ბა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის მი­ზა­ნი იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის აღი­ა­რე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რომ­ლებ­მაც გა­ნათ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბი აჩ­ვე­ნეს თა­ვი­ანთ მოს­წავ­ლე­ებ­სა და სტუ­დენ­ტებს. დუ­ბა­ი­ში, გა­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, მოწ­ვე­უ­ლი იყ­ვ­ნენ ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან. ნო­მი­ნა­ცია მო­ი­ცავ­და 7 ძი­რი­თად კა­ტე­გო­რი­ას და 106 ქვე­კა­ტე­გო­რი­ას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, 2024 წლის სა­მიტ­ზე, და­ჯილ­დოვ­და 8 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი:

  1. ინ­გა ხარ­ჩი­ლა­ვა – გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მრჩე­ვე­ლი 2023-24, სა­ქარ­თ­ვე­ლო – ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კა­ტე­გო­რია;
  2. კა­ხა­ბერ ჩაკ­ვე­ტა­ძე – გა­მორ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის ტრე­ნე­რი 2023-24, სა­ქარ­თ­ვე­ლო – ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კა­ტე­გო­რია;
  3. ნი­ნო ცარ­ცი­ძე – 2023-24 წლის ინო­ვა­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლო – ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კა­ტე­გო­რია;
  4. ნა­ნა კენ­ჭოშ­ვი­ლი – 2023-24 წლის შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლო – ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კა­ტე­გო­რია;
  5. მა­რი­ნე ტა­ბა­ტა­ძე – წლის გა­მორ­ჩე­უ­ლი Edu-ლი­დე­რი 2023-24, სა­ქარ­თ­ვე­ლო – ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კა­ტე­გო­რია;
  6. მაია ბარ­ბა­ქა­ძე – დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი ქა­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლო – ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კა­ტე­გო­რია;
  7. თა­მარ ზი­რა­ქაშ­ვი­ლი – 2023-24 წლის სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გი­უ­რი ლი­დე­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლო;
  8. ნა­ნა კვა­რაცხე­ლია – გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­მო­ტი­ვა­ციო სპი­კე­რი 2023-24, სა­ქარ­თ­ვე­ლო.

AKS Education Awards-ის გუნ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვაა, აღი­ა­როს ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე გა­ნათ­ლე­ბის ინ­დუს­ტ­რი­ა­ში, რაც სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბაა პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თ­ვის და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის­თ­ვის. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, AKS EDUCATION AWARDS გუნ­დი აჯილ­დო­ებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან. გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დო მიზ­ნად ისა­ხავს, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუთხი­დან გა­მო­ავ­ლი­ნოს და აღი­ა­როს გა­მორ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს პრო­ფე­სი­ა­ში. ეს ჯილ­დო მიზ­ნად ისა­ხავს იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, რომ­ლებ­მაც და­ნერ­გეს ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის სწავ­ლე­ბა­ში, შე­ი­ტა­ნეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სწავ­ლე­ბის გზით არა მარ­ტო საკ­ლა­სო ოთახ­ში, არა­მედ არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­შიც.

2024 წლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს ცე­რე­მო­ნია მო­ი­ცავ­და პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ებს, სა­უბ­რის სე­სი­ებს, ქსე­ლურ ლანჩს, გარ­თო­ბა­სა და ჯილ­დო­ე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას. სა­მიტ­ზე გა­მარ­თულ პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ა­ში, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს ეძღ­ვ­ნე­ბო­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნა კვა­რაცხე­ლია, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სოდ წარ­დ­გა და სა­ყო­ველ­თაო მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თეთ სა­მიტ­ზე გა­მარ­თულ სე­სი­ებ­სა და ჯგუ­ფურ მუ­შა­ო­ბა­ში, სა­დაც გან­ვი­ხი­ლეთ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მე­გობ­რე­ბა, და­ი­გეგ­მა მო­მა­ვა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­საც ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

გა­მორ­ჩე­უ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ AKS EDUCATION AWARDS და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ისი­ნი გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გო­გე­ბის გლო­ბა­ლურ გავ­ლე­ნას და მათ ინ­ტეგ­რა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

„სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინო­ვა­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დო“ დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, ამა­ვე დროს – დი­დი მო­ტი­ვა­ცია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მუდ­მი­ვად გან­ვა­ვი­თა­რო სწავ­ლე­ბის უნა­რე­ბი და და­ვამ­ყა­რო პრო­ფე­სი­უ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი, გლო­ბა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ტი ამის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო. ზო­გა­დად, გლო­ბა­ლი­ზა­ცია მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ქმნის იდე­ე­ბის გაც­ვ­ლის­თ­ვის, მა­ღა­ლი კლა­სის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის­თ­ვის და, ამ­გ­ვა­რად, ხელს უწყობს კა­ცობ­რი­ო­ბის წინ­ს­ვ­ლას. დღეს­დღე­ო­ბით, ამის­თ­ვის ფი­ზი­კუ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბაც აღარ არის აუცი­ლე­ბე­ლი, რაც გა­ცი­ლე­ბით აად­ვი­ლებს და აიაფებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის, იდე­ე­ბის გაც­ვ­ლის, სი­ახ­ლე­ე­ბის შექ­მ­ნი­სა და და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სებს. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სცდე­ბა ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნი­სა და მისი პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის ჩარ­ჩო­ებს. გა­ნათ­ლე­ბა ყო­ველ­თ­ვის წარ­მო­ად­გენ­და მოქ­მედ ინ­ს­ტ­რუ­მენტს აზ­როვ­ნე­ბი­სა და ქცე­ვის სტე­რე­ო­ტი­პე­ბის შე­საც­ვ­ლე­ლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ეკო­ნო­მი­კი­სა და მთლი­ა­ნად, სა­ხელ­მ­წი­ფოს მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის­თ­ვის. ამი­ტო­მაც გა­საკ­ვი­რი არაა, რომ დღე­საც გა­ნათ­ლე­ბას უმ­თავ­რე­სი რო­ლი აკის­რია იმ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია მდგრა­დი გან­ვით­არე­ბის მი­საღ­წე­ვად.

ნი­ნო ცარ­ცი­ძე
სსიპ ვიქ­ტორ ნო­ზა­ძის სა­ხ. საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მოძ­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის და ააიპ წმინ­და ნი­ნოს სა­ხ. სა­ირ­ხის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლის სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

Global Education Awards Dubai

https://aksawards.com/global-education-awards/?fbclid­=Iw­AR1Us­PhCeB­5Og-LB-AyOyX7oAoP3x9CacdEica1-y4IfvVxvJmj_lElhybs

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები