8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

­ბოდბის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რია

spot_img

გო­რო­ზად აზი­დულ ჭა­ღა­რა კავ­კა­სი­ონს თით­ქ­მის სი­მაღ­ლე­ში ეჯიბ­რე­ბა და ამა­ყად გა­დაჰ­ყუ­რებს ალაზ­ნის ველს სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერ­თი ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი ბოდ­ბე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი წელ­თაღ­რიცხ­ვის მე­ო­რე სა­უ­კუ­ნი­დან იწერს არ­სე­ბო­ბის სა­ო­ცარ ის­ტო­რი­ას.

სო­ფე­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა არა მარ­ტო ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზით და მა­ცოცხ­ლე­ბე­ლი ჰა­ე­რით, არა­მედ თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლი­თაც. 337 წელს აქ და­ი­დო ბი­ნა ქრის­ტი­ა­ნო­ბის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, კა­ბა­დო­კი­ელ­მა წმინ­და ნი­ნომ. აქ­ვე გარ­და­იც­ვა­ლა და და­იკ­რ­ძა­ლა ბოდ­ბის მო­ნას­ტერ­ში.

სო­ფე­ლი მთა­ზეა შე­ფე­ნი­ლი. ად­რე სახ­ნავ-სა­თე­სი ად­გი­ლე­ბი და კა­ლო­ე­ბი ვა­კე-ნა­ო­მარ­ში და ივ­რის ვე­ლებ­ზე ჰქონ­დათ. XXს-ის და­საწყის­ში მო­სახ­ლე­ო­ბის დი­დი ნა­წი­ლი საცხოვ­რებ­ლად მინ­დ­ვ­რე­ბის­კენ გა­და­ვი­და და წარ­მო­იშ­ვა ორი სო­ფე­ლი: ზე­მო ბოდ­ბე, ანუ ძირ­ძ­ვე­ლი ბოდ­ბე, და ქვე­მო ბოდ­ბე.

ზე­მო ბოდ­ბე, მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ხედ­ვით, მცი­რე­რიცხო­ვან სოფ­ლად იქ­ცა. ამ­ჟა­მად მას მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლის სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხე­ლი ბოდ­ბე ისევ და­უბ­რუნ­და. აქ 1929 წელს და­არ­ს­და ორ­წ­ლი­ა­ნი დაწყე­ბი­თი სწავ­ლე­ბის სკო­ლა, რო­მელ­საც „გორ­და­ანთ სკო­ლას“ ეძახ­დ­ნენ, გამ­ქი­რა­ვებ­ლის სა­ხე­ლის მი­ხედ­ვით. სკო­ლა­ში შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი სწავ­ლობ­დ­ნენ.

წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის მოთხოვ­ნით, ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის ად­გილ­ზე, აუშე­ნე­ბი­ათ ოთხ­კ­ლა­სი­ა­ნი სკო­ლის შე­ნო­ბა. მეორე მსო­ფ­ლიო ომის შემ­დეგ, 1946 წელს, სკო­ლა რვაწ­ლი­ა­ნად გა­და­კეთ­და. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ყო­ფი­ლა ილო ბახ­ტუ­რი­ძე. საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის სიმ­ცი­რის გა­მო, სწავ­ლე­ბა ორ ცვლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რვაკ­ლას­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლას  ტე­რი­ტო­რი­უ­ლად საკ­მა­ოდ მო­შო­რე­ბულ ნუკ­რი­ა­ნის, ბოდ­ბის­ხე­ვის და ქვე­მო ბოდ­ბის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ.

1961-1962 წლებ­ში სკო­ლამ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ახალ, ორ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა­ში და­იწყო, რო­მე­ლიც ახ­ლან­დე­ლი სკო­ლის ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობ­და. სწავ­ლე­ბა ისევ რვაწ­ლი­ა­ნი იყო. შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო სოფ­ლის კლუ­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კა, ამ­ბუ­ლა­ტო­რია, ფოს­ტა, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი. მე­ო­რე სარ­თულ­ზე რვაწ­ლი­ა­ნი სკო­ლა, ერ­თ­ც­ვ­ლი­ა­ნი სწავ­ლე­ბით. დი­რექ­ტო­რი იყო შალ­ვა მჭედ­ლიშ­ვი­ლი, სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე — ნი­ნა ლე­კი­აშ­ვი­ლი. მო­ზარ­დ­თა სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დას ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ ღვაწ­ლ­მო­სი­ლი პე­და­გო­გე­ბი: ნა­დია და ელე­ნე ქუ­სი­კაშ­ვი­ლე­ბი, თი­ნა­თინ გე­ლაშ­ვი­ლი, ქე­თე­ვან მარ­სა­გიშ­ვი­ლი, მარ­გო ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლი, ელე­ნე ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი, მა­რი­ამ კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი, იზოლ­და ქუ­სი­კაშ­ვი­ლი,  ზუ­რა ბუ­წაშ­ვი­ლი, რა­მა­ნა მჭედ­ლიშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ბე­ჟაშ­ვი­ლი, ბე­ჟან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი, გე­ნო კრა­წაშ­ვი­ლი, ფა­ტი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი.

დი­დი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, იმ­ჟა­მინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რის, მაყ­ვა­ლა მა­ჭა­რაშ­ვი­ლის თავ­და­უ­ზო­გა­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გად, 1987 წელს, რვაწ­ლი­ა­ნი სკო­ლა სა­შუ­ა­ლო სკო­ლად გა­და­კეთ­და და სოფ­ლის ახალ­გაზ­რ­დო­ბა­მაც ამო­ი­სუნ­თ­ქა, რად­გან აღარ სჭირ­დე­ბო­დათ ფე­ხით სი­ა­რუ­ლი მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბის სკო­ლებ­ში. სა­შუ­ა­ლო სკო­ლამ შე­დე­გად მო­ი­ტა­ნა ახალ­გაზ­რ­და, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­მოს­ვ­ლა და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლის და­ნერ­გ­ვა.

2020 წელს, ძვე­ლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის ად­გი­ლას, აშენ­და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის, ულა­მა­ზე­სი შე­ნო­ბა, რო­მელ­მაც სო­ფელს სულ სხვა­ნა­ი­რი ელ­ფე­რი შეს­ძი­ნა და სა­დაც, ძი­რი­თა­დად, უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. სკო­ლა წარ­მა­ტე­ბით არ­თ­მევ­და  და არ­თ­მევს თავს სას­კო­ლო, სა­სოფ­ლო თუ მუ­ნი­ცი­პა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. აღ­ზარ­და ბევ­რი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა.

სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე პე­და­გო­გე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩაბ­მუ­ლი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, მუდ­მი­ვად ეს­წ­რე­ბი­ან ტრე­ნინ­გებს, იმაღ­ლე­ბენ სტა­ტუ­სებს. ბოდ­ბის სა­ჯა­რო  სკო­ლამ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა ავ­ტო­რი­ზა­ცია. სკო­ლას აქვს სა­კუ­თა­რი ვებ­გ­ვერ­დი, ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დი, სა­დაც სა­ჯა­როვ­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ბოდ­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს მშობ­ლებ­თან, თემ­თან და ფეხს უწყობს თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ცვლი­ლე­ბებს და ცდი­ლობს ამ ცვლი­ლე­ბა­თა პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვას და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. სკო­ლის წარ­მა­ტე­ბად ისიც უნ­და ჩა­ით­ვა­ლოს, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი ხში­რად ჯილ­დოვ­დე­ბი­ან  ლეპ­ტო­პე­ბით, გვყავს ასე­ვე ოქ­როს და ვერ­ცხ­ლის მე­და­ლოს­ნე­ბი და გვაქვს 100%, 70% და 50%-იანი გრან­ტე­ბი ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე.

ბოდ­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა მო­წო­დე­ბუ­ლია, გა­აგ­რ­ძე­ლოს აქ­ტი­უ­რი სას­წავ­ლო ცხოვ­რე­ბა, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მიჰ­ყ­ვეს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებს, პატ­რი­ო­ტუ­ლი იდე­ე­ბით აღ­ზარ­დოს მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ სწავ­ლის, ბრძო­ლის, სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი და მო­ტი­ვა­ცია, ღირ­სე­უ­ლად გა­უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან XXI სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვებს.

თინათინ ლეკიაშვილი
ბოდ­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები