20 მაისი, ორშაბათი, 2024

ალუდა ქეთელაური და ჯოყოლა (შედარებითი დახასიათება)

spot_img

ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში, სამართლიანადაა აღიარებული, რომ ვაჟას შემოქმედების პათოსი ყველაზე სწორად გამოხატავს პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთდაპირისპირებას. ხშირად  შემოქმედებაში პერსონაჟებით გამოიხატება, მწერლის დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის მიმართ. არის შემთხვევები, როცა ერთი ავტორის სხვადასხვა ნაწარმოებების პერსონაჟები ერთმანეთს ჰგვანან, საერთო მისწრაფებები და იდეები გააჩნიათ. ამ მხრივ გამორჩეულია ვაჟა-ფშაველას  ალუდა ქეთელაური (პოემიდან „ალუდა ქეთელაური“) და ჯოყოლა ალხასტაისძე (პოემიდან „სტუმარ-მასპინძელი).

ალუდა ქეთელაური თემში პატივსაცემი პიროვნებაა. ძლიერი მებრძოლი და მუდმივად გამარჯვების ჟინით გამსჭვალული. მის ვაჟკაცობას ავტორი გვიმტკიცებს მონაკვეთით:

„ალუდა ქეთელაური

კაცია დავლათიანი,

საფიხვნოს თავში დაჯდების,

სიტყვა მაუდის გზიანი;“

ალუდა ჩვეულებრივი მთიელია მანამდე, სანამ იგი არ დაიწყებს პიროვნულ განვითარებას. ქისტ მუცალთან ორთაბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ალუდაში ჩნდება პროტესტი თემის ადათ-წესების მიმართ. აქედან იწყება მასში  ტოლერანტული ფასეულობების ჩამოყალიბება და განვითარება. იგი ღიად გამოდის თემის წინააღმდეგ. მიუხედავად მუცალის სარწმუნოებისა ალუდა მას მაინც თვლის სიცოცხლის ღირსად. იგი იაზრებს, რომ ადამიანი ღვთის შვილია და მისთვის სიცოცხლის მოსპობის უფლება არავის აქვს.  მისი ასეთი ქმედება ალუდას მსხვერპლად  აქცევს. თემი ავლენს აპათიას ქეთელაურის მიმართ, და ამასთანავე, მას „დანაშაულის“ შესაბამის სასჯელს უწესებს.  ალუდას ოჯახთან ერთად თემიდან კვეთენ, რადგან მისი პიროვნული განვითარება, ლიბერალიზმი და ჰუმანიზმი საზოგადოებისთვის მიუღებელია. მიუხედავად ყვლაფრისა, ალუდა თემს ამაყად ტოვებს, რადგან იგი ინარჩუნებს პიროვნულ ფასეულობებსა და შეხედულებებს.

ჯოყოლა არხასტაიძე ქისტი ვაჟკაცია. მიუხედავად განსხვავებული სარწმუნოებისა, იგი ზვიადაურსაც ნამდვილ ვაჟკაცად აღიქვამს. ჯოყოლა იმდენად მიმნდობია ზვიადაურის მიმართ, რომ მას ძალიან უახლოვდება და ღამის გასათევად საკუთარ სახლში მიჰყავს. მან არ იცის, რომ ზვიადაური სწორედ ის მკვლელია, რომელსაც დაეძებს. მისი სტუმრად მიპატიჟების მიზანი სულაც არ ყოფილა დასჯა. თუმცა თემის იმ წევრებმა, რომლებიც მას იცნობდნენ, ხელიდან არ გაუშვეს ხევსურის შეპყრობის შესაძლებლობა. ჯოყოლა ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო. მისი მსგავსი საქციელი მიუთითებს სტუმარ-მასპინძლობის ადათის ერთგულებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა  ადათის პატივისცემისა, ჯოყოლაში ვლინდება ტოლერანტული ხედვები, იგი ზვიადაურის მიმართ ემპათიით იმსჭვალება. ნაწარმოებში გამოკვეთილია მნიშვნელოვანი ფრაზა: „დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“. ამ არგუმენტით უპირისპირდება ჯოყოლა თანათემელებს. იგი კიდევ ერთხელ ახსენებს მათ, რამდენად მნიშვნელოვანია სტუმრის პატივისცემა, მიუხედავად მისი შეცოდებებისა. ჯოყოლას ასეთი საქციელი თემს ანრსხებს. ამ განრისხების ფონზე ჯოყოლა თანათემელთა მსხვერპლის როლში გვევლინება. თემი მას ვერ პატიობს განდგომილობას. საზოგადოების აზრზე მნიშვნელოვანი ჯოყოლასთვის პიროვნული ინდივიდუალიზმი და ღირსებაა. ამას ცხადყოფს ისიც, რომ მან პირადი შეურაცხყოფის გამო ქისტი მოძმე ხანჯალზე ააგო. ეს ერთ-ერთი მსგავსებაა ჯოყოლსა და ალუდა ქეთელაურს შორის.

ზვიადაურის ასეთ სიკვდილს უპასუხოდ არ ტოვებენ ხევსურები. ისინი ქისტეთის დარბევას გადაწყვეტენ. ჯოყოლას საკუთარი ვაჟკაცობის დამტკიცების შანსი ეძლევა და იგი ამ შანსს იყენებს.

„კლდიდამ გადუხტა უეცრად

ქისტი ხმალ-მოღერებითა,

აკვირვებს ქისტის ლაშქარსა

მტრის ჯარის მოგერებითა.“

ლმობიერ, კეთილ და ღირსეულ ჯოყოლას მოცემულ მონაკვეთში სულ სხვა თვალით ვხედავთ. იგი ავლენს, როგორც ძლიერი ვაჟკაცის, ისე დაუნდობელი მებრძოლის თვისებებს. მიუხედავად ამისა, „ხევსურთ ჯოყოლა გაწირეს მკვდარი, კლდის თავსა, კეტამზე.“

ჯოყოლას სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. იგი, ვაჟას ბევრი სხვა პერსონაჟის მსგავსად, ჰუმანურობის უმაღლეს დონეს ავლენს. ჯოყოლას პიროვნული ღირებულებები ნაწარმოების სიუჟეტურ განვითარებასაც ჯაჭვურად გასდევს.

ვაჟას ორი პოემის „ალუდა ქეთელაური“ და „სტუმარ-მასპინძელი“ მთავარი პერსონაჟები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ორივე მათგანში იკვეთება, ვაჟას კალმისთვის დამახასიათებელი ჰუმანურობა, ლიბერალიზმი და ტოლერანტობა. ორივეს გააჩნია პირადი თავმოყვარეობის უაღრესად მაღალი შეგრძნება. ორივე ეწირება პიროვნული ინდივიდუალიზმის შენარჩუნებას.

მარიამ ჩაჩანიძესსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები