21 მაისი, სამშაბათი, 2024

ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ტა­ლი­ნუ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი

spot_img
ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ვა­კო გო­გუ­ა­ძე, ტა­ლი­ნის ერთ-ერთ სკო­ლა­ში ინ­გ­ლი­სუ­რ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლის. რთუ­ლი და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბით სავ­სე გზა, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ტა­ლი­ნამ­დე გა­ი­ა­რა, ეს­ტო­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბით გა­ამ­დიდ­რა და უკ­ვე 15-წლი­ა­ნი პე­და­გო­გი­უ­რი სტა­ჟის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­და, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ აანა­ლი­ზებს ქარ­თუ­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის ხარ­ვე­ზებს და ეს­ტო­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზებს, რო­მელ­მაც რი­გი­თი საბ­ჭო­უ­რი რეს­პუბ­ლი­კი­დან დღეს წამ­ყ­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მქო­ნე და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვეყ­ნად აქ­ცია.
საკ­მა­ოდ ვრცე­ლ ინ­ტერ­ვი­უ­ში შე­ვე­ცა­დეთ მკითხ­ველს მო­ვუყ­ვეთ, თუ რო­გო­რია ტა­ლი­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რუ­ლი გზა – რი­სი შეც­ვ­ლა მო­უხ­და, რომ ფე­ხი აეწყო  ეს­ტო­ნუ­რი სკო­ლის­თ­ვის და რა არის ის მთა­ვა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი შტრი­ხე­ბი, რო­მე­ლიც პი­ზის ბო­ლო კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ეს­ტო­ნე­თის მოს­წავ­ლე­ებს სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი­დან მე-7 ად­გილს აკუთ­ვ­ნებს. ემიგ­რან­ტი მას­წავ­ლებ­ლის ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლი კი იმის ნი­შა­ნია, რომ ახ­ლა „სამ­შობ­ლო­ში ღირ­სე­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის დრო დად­გა…“

☑️ ვა­კო, პირ­ველ რიგ­ში, მოგ­ვი­ყე­ვი რო­გორ მიხ­ვე­დი ამ ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო პრო­ფე­სი­ამ­დე…

მინ­და და­ვიწყო ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბით. დე­და­ჩე­მი მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და ვფიქ­რობ, სწავ­ლე­ბის უნა­რი მის­გან მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით მი­ვი­ღე. სკო­ლა­ში კარ­გი მოს­წავ­ლე არ ვი­ყა­ვი. და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ ქუ­ლებს ვი­ღებ­დი კლას­ში გა­და­სას­ვ­ლე­ლად. თუმ­ცა, უცხო ენე­ბის სწავ­ლა მიყ­ვარ­და – რუ­სუ­ლი და ფრან­გუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ ინ­გ­ლი­სუ­რი ენა არ ის­წავ­ლე­ბო­და. სკო­ლა­ში კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, რად­გან ვერ ვი­მახ­სოვ­რებ­დი ბუნ­დო­ვან და ფაქ­ტობ­რივ სა­კითხებს.

კითხ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც არ შე­მეძ­ლო მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და­მევ­ს­ვა, ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში გროვ­დე­ბო­და. მე და ჩემს კლა­სე­ლებს კითხ­ვე­ბის დას­მის გვე­ში­ნო­და, რად­გან თუ კითხ­ვე­ბი მას­წავ­ლე­ბელს არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, შე­იძ­ლე­ბა სიტყ­ვი­ე­რი შე­უ­რაცხყო­ფა მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. მახ­სოვს დრო, რო­ცა წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სადღაც სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც ერთ დღეს შე­ეძ­ლო ამ ყვე­ლაფ­რის შეც­ვ­ლა. ასე რომ, ჩემ­მა ბავ­შ­ვურ­მა ტრავ­მებ­მა მი­ბიძ­გა, გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი და ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­ქ­მ­ნე­ლი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში.

2002 წელს, სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხის­გან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა არ მქო­ნია, რად­გან მარ­ტო­ხე­ლა დე­და სამ შვილს გვზრდი­და ბე­ბი­ას­თან ერ­თად. ასე რომ, ერ­თი წე­ლი მქონ­და იმის­თ­ვის, რომ თვით­გა­ნათ­ლე­ბით რა­მის­თ­ვის მი­მეღ­წია. ბა­თუმ­ში გვაქვს სოფ­ლის სახ­ლი დი­დი ბა­ღით, სა­დაც ბევ­რი ბოს­ტ­ნე­უ­ლი და ხი­ლი მოგ­ვ­ყავ­და და ღია ბაზ­არ­ში ვყიდ­დით. სწო­რედ ამ დროს და­ვიწყე ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი წიგ­ნე­ბის ყიდ­ვა. ინ­გ­ლი­სუ­რის შეს­წავ­ლა ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და.

2003 წელს ჩა­ვა­ბა­რე ბა­თუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო პე­და­გო­გი­ურ კო­ლეჯ­ში – ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. ინ­გ­ლი­სუ­რ ენას შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლექ­ტო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი თეა ხვი­ჩია მას­წავ­ლი­და, რო­მელ­მაც მი­ბიძ­გა, რომ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. ის და სწავ­ლე­ბის მი­სე­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი დღემ­დე ჩე­მი ინ­ს­პი­რა­ცი­ის წყა­როა.

2005 წელს და­ვამ­თავ­რე კო­ლე­ჯი და პირ­ვე­ლი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით ჩა­ვი­რიცხე ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვე­რის­ტეტ­ში ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე. პროგ­რა­მა იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე აღ­მოჩ­ნ­და, რომ უფ­რო მე­ტად და­ვინ­ტე­რეს­დი ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის წლე­ბი სა­უ­კე­თე­სოდ გა­ვა­ტა­რე და ბევ­რი ახა­ლი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. მახ­სოვს უკ­ვე ვას­რუ­ლებ­დი 4-წლი­ან სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მას, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში დაგ­ვი­ბა­რეს სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რა­ზე; 2009 წელს ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტო­რის პროგ­რა­მას „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“, ამ შეხ­ვედ­რა­ზე სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ეს შეხ­ვედ­რა გახ­და ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ტი­ვა­ტო­რი, რომ ჩე­მი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია მას­წავ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა. პრე­ზენ­ტა­ცი­იდან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ შევ­სე­ბუ­ლი აპ­ლი­კა­ცია გა­ვაგ­ზავ­ნე. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ო­ნებ­ში კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბას. კონ­კურ­სის სა­მი ეტა­პი გა­ვი­ა­რე – ტეს­ტი­რე­ბა და 2 გა­სა­უბ­რე­ბა. ასე და­ვიწყე ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა წალ­კის მუ­ნი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ავ­რან­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და აგერ უკ­ვე 15 წე­ლია ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. 2 წე­ლი ვას­წავ­ლი­დი ამ სკო­ლა­ში, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე პრო­ფე­სი­უ­ლად და პი­როვ­ნუ­ლა­დაც. წალ­კი­დან შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნი­გა­ზე­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი იმავე პრო­ექ­ტით, რად­გან შუ­ა­ხე­ვი ბა­თუმ­თან უფ­რო ახ­ლოს იყო და ასე შევ­ძ­ლებ­დი ჩე­მი ოჯა­ხის მო­ნა­ხუ­ლე­ბას შა­ბათ-კვი­რას. „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ პრო­ექ­ტ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა სამ­მა სას­წავ­ლო წელ­მა უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ი­ა­რა – ჩე­მი 5 მოს­წავ­ლე ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და.

☑️ და რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ ეს­ტო­ნეთ­ში გა­გეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნათ მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რა და რა გა­მოც­დი­ლე­ბით წახ­ვე­დით ქვეყ­ნი­დან?

2012 წელს, სამ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, დავ­ბ­რუნ­დი ბა­თუმ­ში, ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში. დი­დი სურ­ვი­ლი მქონ­და, ბა­თუ­მის რო­მე­ლი­მე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­მეწყო ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბ­ლად მუ­შა­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, არც ერთ სკო­ლა­ში არ გა­მოჩ­ნ­და ჩემ­თ­ვის ად­გი­ლი, არც პრო­ტექ­ცი­ით მიც­დია სად­მე და­საქ­მე­ბა. დე­და­ქა­ლაქ­ში რამ­დე­ნი­მე სკო­ლას ჰქო­და ვა­კან­სია და ჩე­მი აპ­ლი­კა­ცია გა­ვაგ­ზავ­ნე. მახ­სოვს, 250 ლა­რი სეს­ხი ავი­ღე ლი­ბერ­თი ბან­კი­დან, რომ თბი­ლის­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი, ერ­თი თვე მა­ინც მეცხოვ­რა, რომ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მევ­ლო. გა­მი­მარ­თ­ლა და მუ­შა­ო­ბა, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და­ვიწყე – ჯერ იყო ოქ­ს­ფორ­დის ენე­ბის სკო­ლა, სა­დაც ვას­წავ­ლი­დი ინ­გ­ლი­სურს დიღ­მი­სა და ღრმა­ღე­ლის სკო­ლებ­ში. მე­რე იყო დღის ცენ­ტ­რი „ანი­კა“, სა­დაც შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს ვას­წავ­ლი­დი ინ­გ­ლი­სურს თბი­ლი­სის მე­რი­ის პროგ­რა­მით, 2012-2013 წლებ­ში. 2013 წელს გა­იხ­ს­ნა ნი­უ­ტო­ნის სკო­ლა და გა­დავ­წყ­ვი­ტე აპ­ლი­კა­ცია გა­მეგ­ზავ­ნა. ამ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა ჩემ­თ­ვის დი­დი მიღ­წე­ვა იყო, რად­გან გა­მორ­ჩე­უ­ლად კომ­პე­ტენ­ტურ პე­და­გო­გი­ურ კო­ლექ­ტივ­ში მოვ­ხ­ვ­დი. ნი­უ­ტო­ნის სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის დროს წა­ვი­კითხე გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლას უკავ­შირ­დე­ბო­და, კერ­ძოდ, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ერთ-ერთ ულა­მა­ზეს და ის­ტო­რი­ულ ქა­ლაქ­ში, ტა­ლინ­ში. გა­ვე­ცა­ნი პროგ­რა­მე­ბს, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი უნი­ვე­რსიტე­ტე­ბი გვთა­ვა­ზობ­დ­ნენ. იმ დღეს­ვე წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ტეს­ტი­რე­ბა. პროგ­რა­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტორს და­ვუ­ტო­ვე ჩე­მი დიპ­ლო­მე­ბის ას­ლე­ბი და ერ­თი თვის შემ­დეგ, სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი­სა და ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 100%-იანი გრან­ტით ჩა­ვი­რიცხე ტა­ლი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე – ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მარ­თ­ვის სპე­ცი­ა­ლო­ბით. 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­თ­ვი­უ­რად, ვი­ღებ­დი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს სტი­პენ­დი­ას 400 ევ­როს ოდე­ნო­ბით. ეს თან­ხა საკ­მა­რი­სი იყო, მეცხოვ­რა სტუდ­საცხოვ­რე­ბელ­ში და და­მე­ფა­რა ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი.

ასე და­იწყო ჩე­მი ტა­ლი­ნუ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი.

2014 წლის 28 აგ­ვის­ტოს ჩა­ვე­დი ტა­ლინ­ში. სწავ­ლა 1 სექ­ტემ­ბერს იწყე­ბო­და და რამ­დე­ნი­მე დღე მქონ­და, გავ­ც­ნო­ბო­დი ტა­ლი­ნურ ცხოვ­რე­ბას. მო­ვი­ა­რე ძვე­ლი ქა­ლა­ქი. ვი­ცო­დი, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბას ვერ დავ­თ­მობ­დი და და­ვიწყე სკო­ლე­ბის ძი­ე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ვა­კან­სია ვერ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, მაგ­რამ მა­ინც დავ­წე­რე ერ­თი სტან­დარ­ტუ­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მე­ი­ლი, სა­დაც ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რე და გა­ვუგ­ზავ­ნე რამ­დე­ნი­მე სკო­ლას. მე­ო­რე დღეს­ვე შე­მეხ­მი­ა­ნა სა­მი სკო­ლა. გა­ვი­ა­რე გა­სა­უბ­რე­ბა და 29 აგ­ვის­ტოს უკ­ვე მქონ­და მას­წავ­ლებ­ლის კონ­ტ­რაქ­ტი და სამ­სა­ხუ­რი. ასე და­ვიწყე სწავ­ლა და სწავ­ლე­ბაც. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ 24/7-ზე და­უ­ღა­ლა­ვად ვშრო­მობ­დი და წარ­მა­ტე­ბით ავი­ღე მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხი. 2016 წლი­დან დღემ­დე ვმუ­შა­ობ ეს­ტო­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლად და ასე­ვე ვარ სან დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი. ჩე­მი კვლე­ვის სა­გა­ნია ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაკ­ლავ­რი­ა­ტის დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე.

☑️ მო­დი, პა­რა­ლე­ლე­ბი გა­ვავ­ლოთ ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­სა და ევ­რო­პულს შო­რის, რა მსგავ­სე­ბა და რა კონ­ტ­რას­ტე­ბია?

ვფიქ­რობ, ეს­ტო­ნეთ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­რის ის­ტო­რი­უ­ლად ძა­ლი­ან ბევ­რი მსგავ­სე­ბაა. ორი­ვე ქვე­ყა­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო, დღემ­დე ებ­რ­ძ­ვის პოსტ-საბ­ჭო­ურ სის­ტე­მას. ჩე­მი შე­ხე­დუ­ლე­ბით ეს ის სის­ტე­მაა, რო­მე­ლიც კლავს ჯან­საღ აზ­როვ­ნე­ბას.

ეს­ტო­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი თან­ხ­მ­დე­ბი­ან, რომ ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნა არ ამ­ზა­დებს ახალ­გაზ­რ­დებს იმ უნა­რე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც სჭირ­დე­ბათ სკო­ლა­ში და სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დ­გომ. ამ უნა­რებს 21-ე სა­უ­კუ­ნის უნა­რე­ბი ეწო­დე­ბა – კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა, მოქ­ნი­ლო­ბა, ლი­დე­რო­ბა, ინი­ცი­ა­ტი­ვა, პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი.

გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ეს­ტო­ნე­თი ებ­რ­ძ­ვის ტრა­დი­ცი­ულ აკა­დე­მი­ურ მიდ­გო­მებს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ფაქ­ტობ­რივ ცოდ­ნას ით­ვალ­სი­წი­ნებს. ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბა­შია. აქ მას­წავ­ლე­ბე­ლი და მოს­წავ­ლე შე­მოქ­მე­დე­ბი­თად აზ­როვ­ნე­ბენ, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ იმი­ტომ, რომ ინო­ვა­ცია და ადაპ­ტი­რე­ბა სულ უფ­რო გა­დამ­წყ­ვე­ტი ხდე­ბა წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის, ამ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა აქ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რო­ლი მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­ურ თუ სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. ორი­ვე მხა­რეს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს, რომ სწავ­ლა და ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბა ადა­მი­ანს პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სჭირ­დე­ბა. და­ბო­ლოს, მას­წავ­ლე­ბელს ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის რო­ლი უფ­რო აკის­რია ვიდ­რე კლა­სის ლი­დე­რის. თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე, მი­უ­ხე­და­ვად რა­ო­დე­ნო­ბი­სა, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბი­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩარ­თუ­ლია სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში.

☑️ რი­სი შეც­ვ­ლა მო­გიხ­დათ, რომ ფე­ხი აგეწყოთ ეს­ტო­ნუ­რი სკო­ლის­თ­ვის?

ჩემ­თ­ვის პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და სწო­რედ ეს გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი, რომ შე­მეც­ვა­ლა. ვგუ­ლის­ხ­მობ მას­წავ­ლებ­ლის ავ­ტო­ნო­მი­ას და ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის აქ­ტი­ურ გა­მო­ყე­ნე­ბას გაკ­ვე­თილ­ზე. ეს­ტო­ნეთ­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სილია ას­წავ­ლოს ისე, რო­გორც თა­ვად თვლის სა­ჭი­როდ, რად­გან ის პე­და­გო­გია, გა­მოც­დი­ლია და ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის უნა­რე­ბი და მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი.

მას­წ­ვ­ლე­ბე­ლი იყე­ნებს უამ­რავ გა­რე რე­სურსს, რაც სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში არ არის. ის თა­ნამ­შ­რომ­ლოს ად­გი­ლობ­რივ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, ერაზ­მუს+ პროგ­რა­მე­ბის ჩათ­ვ­ლით. ყვე­ლა სას­კო­ლო ექ­ს­კურ­სი­ას სას­წავ­ლო დატ­ვირ­თ­ვა აქვს. ამის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლეს ამ­ზა­დებს და აც­ნობს კონ­კ­რე­ტულ თე­მას. აი მა­გა­ლი­თად, თუ სა­გაკ­ვე­თი­ლო თე­მაა ზღვის ცხო­ვე­ლე­ბი ან მცე­ნა­რე­ე­ბი, მას­წავ­ლე­ბე­ლი ექ­ს­კურ­სი­ას გეგ­მავს პლი­აჟ­ზე, სა­დაც ხდე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბა და სხვა­დას­ხ­ვა ცდის ჩა­ტა­რე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ქვი­შა, ლო­კო­კი­ნე­ბი და ა.შ.

☑️ სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია მას­წავ­ლებ­ლის და­საქ­მე­ბის გზა ეს­ტო­ნეთ­ში. თქვენს მა­გა­ლით­ზე რომ გვითხ­რათ – ეს­ტო­ნურ სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად რომ და­იწყო მუ­შა­ო­ბა რა არის სა­ჭი­რო, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ხდე­ბა კად­რის შერ­ჩე­ვა? რა არის ის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა ან პი­რო­ბე­ბი, რო­მელ­საც ეს­ტო­ნუ­რი სკო­ლა აყე­ნებს?

ეს­ტო­ნე­თის კა­ნო­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ითხოვს, მას­წავ­ლე­ბელს ჰქონ­დეს მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხი ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია და ეს­ტო­ნუ­რი ენის ცოდ­ნა, ენის აქ­ტით დად­გე­ნი­ლი მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. უცხო­ე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ეს­ტო­ნეთ­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შაო­ბის სურ­ვ­ილს გა­მოთ­ქ­ვამს, უნ­და ფლობ­დეს ეს­ტო­ნურ ენას B2 დო­ნე­ზე, ხო­ლო თუ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ან გამ­გეა, მა­შინ C1-C2 დო­ნეა სა­ჭი­რო. ასე­ვე, კონ­კურ­სის დროს, უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა ისეთ კადრს, რო­მელ­საც, მი­ნი­მუმ, ერთ წელ­ზე მე­ტი მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის გა­ოც­დი­ლე­ბა აქვს.

სკო­ლე­ბი ვა­კან­სი­ებს ად­გი­ლობ­რი­ვი დას­ქ­მე­ბის cv.ee და cvkeskus.ee -ზე აქ­ვეყ­ნე­ბენ. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი აგ­ზავ­ნის რე­ზი­უ­მეს და პირ­და­პირ მი­მარ­თავს სკო­ლას. სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნის პრო­ცე­დუ­რა, რო­გორც წე­სი, მო­ი­ცავს ინ­ტერ­ვი­უს, ანუ გა­სა­უბ­რე­ბას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რით შე­მო­ი­ფარ­გ­ლოს, შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბელს მოეთხო­ვე­ბა საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა სკო­ლა­ში.

☑️ რას მო­ითხოვს სა­ხელ­მ­წი­ფო სკო­ლის­გან – რა არის სკო­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი?

ეს­ტო­ნე­თის სკო­ლა მიზ­ნად ისა­ხავს, უზ­რუნ­ველ­ყოს ყვე­ლა მოს­წავ­ლე სა­უ­კე­თე­სო გა­ნათ­ლე­ბით, გა­ნურ­ჩევ­ლად მა­თი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა. სკო­ლის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი უწყ­ვე­ტი სწავ­ლის სტრა­ტე­გიაა ე.წ. „Life Long Leanring Strategy“, რო­მე­ლიც არას­დ­როს სრულ­დე­ბა. სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეფექ­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. სკო­ლებ­ში ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის და­ნერ­გ­ვამ და გა­მო­ყე­ნე­ბამ ხე­ლი შე­უწყო სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ეს­ტო­ნეთ­ში. ამის­თ­ვის სა­ჭი­როა, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბლის პრო­ფე­სი­უ­ლად გა­დამ­ზა­დე­ბა, რად­გან ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას სჭირ­დე­ბა ციფ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცია.

ასე­ვე და­ი­ნერ­გა რამ­დე­ნი­მე გრძელ­ვა­დი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლო თე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად, რაც გათ­ვ­ლი­ლია თი­თო­ე­ულ სკო­ლა­ზე. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი არი­ან ყვე­ლა მოს­წავ­ლის სწავ­ლი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ამავ­დ­რო­უ­ლად, გა­ნათ­ლე­ბის და კვლე­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ მხა­რი და­უ­ჭი­რა ეროვ­ნულ და რე­გი­ო­ნულ ასო­ცი­ა­ცი­ებს და ხე­ლი შე­უწყო ახა­ლი ქსე­ლე­ბის შექ­მ­ნას.

☑️ რო­გო­რია სას­წავ­ლო გა­რე­მო და რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ქარ­თუ­ლის­გან?

ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მას­წავ­ლე­ბე­ლი ისეთ სას­წავ­ლო გა­რე­მოს ქმნის, რომ იქ ყოფ­ნა სა­სი­ა­მოვ­ნო და ჰარ­მო­ნი­უ­ლია. სკო­ლე­ბი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლ ან ახალ აშე­ნე­ბულ შე­ნო­ბებ­შია, აღ­ჭურ­ვი­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურ­სით, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო, მა­გა­ლი­თად, კომ­პი­უ­ტე­რი, პრო­ექ­ტო­რი, სმარ­ტ­ბორ­დი, უფა­სო კვე­ბა, უფა­სო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტი და ბევ­რი სხვა ბე­ნე­ფი­ტი, რაც მოს­წავ­ლეს გა­ნაწყობს სწავ­ლი­სად­მი.

☑️ ქარ­თ­ველ მას­წავ­ლე­ბელს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუდ­მი­ვად უწევს მტკი­ცე­ბა, რომ სა­თა­ნა­დოდ ფლობს სა­განს და პე­და­გო­გი­ურ უნა­რებს, რომ ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, თუმ­ცა, ეს 60 ათა­სი პე­და­გო­გი­დან დღემ­დე ყვე­ლამ ვერ შეძ­ლო. რო­გო­რია ეს­ტო­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა?

მას­წავ­ლე­ბელს დრო აქვს ითა­ნამ­შ­რომ­ლოს სხვა მას­წავ­ლებ­ლებ­თან, იქ­ნე­ბა ეს საგ­ნობ­რი­ვი თუ ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი შეხ­ვ­დ­რე­ბი. სკო­ლებს ჰყავთ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი, მუ­შა­ობს მშო­ბელ­თა კავ­ში­რი. ისი­ნი ერ­თად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებს. ასე­ვე სკო­ლას აქვს ბი­უ­ჯე­ტი არა­სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის, ე.წ. „ჰო­ბი სკო­ლა“, სა­დაც გახ­ს­ნი­ლია სხვა­დას­ხ­ვა წრე­ე­ბი, სწავ­ლა კე­თე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბე­ლე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან სწავ­ლო­ბენ.

კო­ლა­ბა­რა­ცია, ანუ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი და­გეგ­მ­ვა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ამა­ში დიდ როლს ას­რუ­ლებს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი და „Life Long Learning“, ანუ „სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სწავ­ლის“ სტრა­ტე­გია. ამ სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ეს­ტო­ნე­თის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ჰქონ­დეს სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე სა­კუ­თა­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, რა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ი­ზარ­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ადა­მიან­თა ღირ­სე­უ­ლი თვი­თაქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია, თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში.

☑️ მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბის რო­გო­რი სის­ტე­მა მუ­შა­ობს სკო­ლებ­ში?

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით შე­ფა­სე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. სკო­ლე­ბი იყე­ნე­ბენ ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის რო­გორც გან­მა­ვი­თა­რე­ბელ, ისე შე­მა­ჯა­მე­ბელ შე­ფა­სე­ბას. შე­ფა­სე­ბი­სას მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლეს აძ­ლევს ზე­პირ ან წე­რი­ლო­ბით უკუ­კავ­შირს შე­დე­გებ­სა და ხარ­ვე­ზებ­ზე, ეხ­მა­რე­ბა მას­ში ენ­თუ­ზი­აზ­მის გაღ­ვი­ვე­ბას და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს მას შემ­დ­გომ სწავ­ლა­ში; ასე­ვე გეგ­მავს სა­მო­მა­ვლო სწავ­ლის მიზ­ნებ­სა და გზებს მშობ­ლებ­თან, დამ­ხ­მა­რე სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით.

მოს­წავ­ლის ცოდ­ნა და უნა­რე­ბი ფას­დე­ბა სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო და არ­ჩე­ვით სა­გან­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­ფა­სე­ბი­სას მოს­წავ­ლის ცოდ­ნა და უნა­რე­ბი შე­და­რე­ბუ­ლია მო­სა­ლოდ­ნელ სწავ­ლის შე­დე­გებ­სა და მიზ­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც შე­ტა­ნი­ლია სას­წავ­ლო გეგ­მა­ში და რაც ქმნის სწავ­ლის სა­ფუძ­ველს. მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია შე­ა­ფა­სოს საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი რო­გორც სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის დროს, ასე­ვე თე­მის შეს­წავ­ლის ბო­ლოს.

მოს­წავ­ლე­ე­ბის ცოდ­ნა, უნა­რე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა ფას­დე­ბა ხუთ­ბა­ლი­ა­ნი სკა­ლით, სა­დაც ნი­შა­ნი „5“ ნიშ­ნავს „ძა­ლი­ან კარ­გს“, „4“ ნიშ­ნავს „კარგს“, „3“ ნიშ­ნავს „და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებელს“, „2“- „ცუდს“ და „1“ – „სუსტს“.

☑️ თქვე­ნი აზ­რით, რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც ეს­ტო­ნე­თის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას გა­მო­არ­ჩევს?

ეს­ტო­ნე­თის სკო­ლე­ბი საკ­მა­ოდ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ავ­ტო­ნო­მი­ით სარ­გებ­ლო­ბენ. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა სკო­ლას უტო­ვებს სივ­რ­ცეს სა­კუ­თა­რი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის. ყვე­ლა სკო­ლას შე­უძ­ლია გა­მო­კ­ვე­თოს თა­ვი­სი მიზ­ნე­ბი და სწავ­ლის ფო­კუ­სი. დი­რექ­ტო­რებს შე­უძ­ლი­ათ, და­ი­ქი­რა­ონ და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გა­დაწყ­ვი­ტონ ბი­უ­ჯე­ტის გა­ნა­წი­ლე­ბა და შეაფასონ მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ირ­ჩე­ვენ შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს და სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს, რომ­ლე­ბიც სურთ, რომ გა­მო­ი­ყე­ნონ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე.

ასე­ვე თი­თო­ე­ულ სკო­ლა­ში დი­რექ­ტო­რე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ქმნი­ან გუნ­დებს ორ მენ­ტორ­თან ერ­თად. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ექ­ს­პერ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რით, სკო­ლის გუნ­დე­ბი იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას თე­მა­ზე, რო­მე­ლიც მათ აირ­ჩი­ეს, რა­თა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლა და, ამავ­დ­რო­უ­ლად, გა­ზარ­დონ სკო­ლის ლი­დე­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სკო­ლის კულ­ტუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბით. ეს გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა და სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის გან­საზღ­ვ­რა წარ­მო­ად­გენს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კულ­ტუ­რის შექ­მ­ნის ძი­რი­თად ფაქ­ტორს. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კულ­ტუ­რა შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს სტა­ბი­ლუ­რი გუნ­დის შედ­გე­ნით, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის რუ­ტი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბით, ყვე­ლა მხა­რეს შო­რის ღია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, მი­ზან­ზე თან­მიმ­დევ­რუ­ლი ფო­კუ­სი­რე­ბით და მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის ნდო­ბის დამ­ყა­რე­ბით.

☑️ რე­პე­ტი­ტო­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტი თუ მოქ­მე­დებს?

ეს კითხ­ვა ბევ­რ­ჯერ დავ­ს­ვი, რო­ცა ეს­ტო­ნეთ­ში ჩა­მო­ვე­დი, ად­გი­ლობ­რივ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა მითხ­რეს, რომ არა – რე­პე­ტი­ტო­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტი აქ არ არ­სე­ბობს. სკო­ლებს აქვთ შე­სა­ბა­მი­სი და­ფი­ნანსე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია იაროს რო­გორც ფა­სი­ან, ასე­ვე უფა­სო ე.წ. სკო­ლის წრე­ებ­ზე გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, რო­მელ­საც აქ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი „ჰო­ბი სკო­ლას“ უწო­დე­ბენ.

☑️ რო­გორ ფიქ­რობთ, რის ხარ­ჯ­ზე გა­ა­კე­თა ეს­ტო­ნურ­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ ასე­თი მკვეთ­რი ნახ­ტო­მი. თუნ­დაც პი­ზას ბო­ლო შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით რომ ვიმ­ს­ჯე­ლოთ – ეს­ტო­ნე­თი წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში მე-6 ად­გილს იკა­ვებს, მა­თე­მა­ტი­კა­ში – მე-7 ად­გილს. რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს ეს?

მი­უ­ხე­დავდ იმი­სა, რომ ეს­ტო­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ იგი­ვე წნე­ხი გა­ნი­ცა­და, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლომ 90-იან წლებ­ში, სულ იღ­ვწის პროგ­რე­სის­კენ. ეს ნათ­ლად გა­მოვ­ლინ­და „PISA“-ს რე­ი­ტინ­გის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით 2023 წელს. PISA – მოს­წავ­ლე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბის პროგ­რა­მაა. ეს­ტო­ნე­თი, 10 სა­უ­კე­თე­სო ქვე­ყა­ნას შო­რის, მე-7 ად­გილს იკა­ვებს. ეს შე­დე­გი ხაზს უს­ვამს ეს­ტო­ნეთ­ში ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას. ეს შე­დე­გი დი­დი შრო­მის შე­დე­გია, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კო­ლა­ბო­რა­ცი­ულ მუ­შა­ო­ბას­თან. მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუდ­მი­ვად ფიქ­რობ­ენ იმა­ზე, რომ რაც იცი­ან, არ არის საკ­მა­რი­სი და სჭირ­დე­ბათ სი­ახ­ლე. ამ სი­ახ­ლის ძი­ე­ბა კი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვგუ­ლის­ხ­მობ სას­კო­ლო წიგ­ნე­ბის მიღ­მა ცოდ­ნის მი­ღე­ბას.

☑️ ჩვენ­თან გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე რო­ცა იწყე­ბა სა­უ­ბა­რი, უამ­რა­ვი მი­ზე­ზი სა­ხელ­დე­ბა, რო­მე­ლიც უნ­და გა­მოს­წორ­დეს ან შე­იც­ვა­ლოს – მა­გა­ლი­თად, გა­დატ­ვირ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, მწი­რი რე­სურ­სე­ბი, პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და ა.შ. შემ­დეგ იწყე­ბა რე­ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბო­ლომ­დე ვერ მი­დის. შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მაც მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი რჩე­ბა. რას ფიქ­რობთ, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, ქარ­თუ­ლი სკო­ლის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა რა არის?

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და კრე­ა­ტი­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია. ვფიქ­რობ, ქარ­თუ­ლი სკო­ლის ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა არას­წო­რი სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბაა. სკო­ლებს არ აქვთ ავ­ტო­ნო­მია. სკო­ლა კონ­ტ­როლ­დე­ბა და ევა­ლე­ბა ისე­თი საქ­მის კე­თე­ბა, რაც ყო­ველ­გვარ ახ­ს­ნას მოკ­ლე­ბუ­ლია. მა­გა­ლი­თად 21-ე სა­უ­კუ­ნის სკო­ლა­ში არ უნ­და არ­სე­ბობ­დეს ქა­ღალ­დის ჟურ­ნა­ლი. ასე­ვე სკო­ლა ვერ ამ­კ­ვიდ­რებს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს, ანუ მიმ­ღებ­ლო­ბის პრობ­ლე­მაა. მიმ­ღებ­ლო­ბა და ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ქარ­თულ სკო­ლა­ში გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა ერ­თ­მა­ნე­თის დაკ­ნი­ნე­ბას ცდი­ლობს და ყო­ველ­თ­ვის დამ­ნა­შა­ვეს ეძე­ბენ. ამა­ში გა­დის წლე­ბი და არ ვკითხუ­ლობთ – ის, რაც ხდე­ბა თუ არ ხდე­ბა, იქ­ნებ, ჩვე­ნი ბრა­ლია. კრიტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და გან­სა­ხა­ვე­ბუ­ლი აზ­რი არა­ფერს ნიშ­ნა­ვას; სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში არ გვაქვს დი­ა­ლო­გის და პრობ­ლე­მე­ბის არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი გზე­ბით გა­დაჭ­რის მე­ქა­ნიზ­მე­ბი; მას­წავ­ლებ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით უჭირთ მოს­წავ­ლე­თა ქცე­ვის მარ­თ­ვა და ხში­რად უხე­შად მი­მარ­თა­ვენ მათ.

არ არ­სე­ბობს სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა და სკო­ლე­ბი ვერ სუფ­თავ­დე­ბა სა­თა­ნა­დოდ. მას­წავ­ლებ­ლე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი ატა­რებს მრა­ვალ­ფე­რო­ვან გაკ­ვე­თი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც გუ­ლის­ხ­მობს ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას. უმე­ტე­სად, გაკ­ვე­თი­ლე­ბი მო­ნო­ტო­ნუ­რია და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის უინ­ტე­რე­სო, რაც იწ­ვევს მათ დე­მო­ტი­ვა­ცი­ას; ასე­ვე მშობ­ლებს მა­სი­უ­რად უწევთ რე­პე­ტი­ტო­რე­ბის და­ქი­რა­ვე­ბა იმ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, რა­საც სკო­ლა უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს.

☑️ და­ბო­ლოს, ირ­ჩე­ვენ თუ არა ეს­ტო­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას და აქ­ვე გვითხა­რით, არის თუ არა პე­და­გო­გის ანაზღა­უ­რე­ბა მიმ­ზიდ­ვე­ლი?

ეს­ტო­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა, წა­ხა­ლი­სე­ბა და მო­ტი­ვი­რე­ბა სხვა­დას­ხა გზით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მა­გა­ლი­თად, სტი­პენ­დი­ე­ბის პროგ­რა­მა ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს. ეს­ტო­ნე­თის მთავ­რო­ბამ და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს სტი­პენ­დი­ის სხვა­დას­ხ­ვა სქე­მა, რა­თა მხა­რი და­უ­ჭი­რონ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტებ­საც, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი არი­ან ეს­ტო­ნეთ­ში სწავ­ლით.

რაც შე­ე­ხე­ბა პე­და­გო­გის ანაზღა­უ­რე­ბას, სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი ეს­ტო­ნეთ­ში ყო­ველ­თ­ვი­უ­რად 2048 ევ­როა, ხო­ლო მი­ნი­მა­ლუ­რი თვი­უ­რი ხელ­ფა­სი – 1798 ევ­რო.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

 „მშო­ბელ მი­წა­ში მიდ­გას ფეს­ვე­ბი“

ჩემს 15-წლი­ან კა­რი­ე­რა­ში იყო ბევ­რი და­ცე­მა, აღ­მავ­ლო­ბა, წარ­მა­ტე­ბა, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა და უპი­რო­ბო მი­ზა­ნი – ვყო­ფი­ლი­ყა­ვი კარ­გი პე­და­გო­გი… ახ­ლა ევ­რო­პის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სკო­ლა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. პა­რა­ლე­ლუ­რად, სან-დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რომ­ზე ვმუ­შა­ობ.

ემიგ­რა­ცი­ას, რაც არ უნ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, ახ­ლავს თა­ვი­სი სევ­და, უსამ­შობ­ლო­ბი­სა და შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ვერ ყოფ­ნის სევ­და… ჩე­მი მზი­ა­ნი ბა­თუ­მი­დან ცივ ტა­ლინ­ში გა­დაცხოვ­რე­ბის კონ­ტ­რას­ტი სულ ერთ აზ­რ­თან მაბ­რუ­ნებს – „არც რაი ყო­ფი­ლა სამ­შობ­ლო­ზე უტ­კ­ბი­ლე­სი“…

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტა­ლინ­ში ჩა­მოს­ვ­ლი­დან სამ დღე­ში დავ­საქ­მ­დი, სამ­შობ­ლოს ნოს­ტალ­გია სულს მიმ­ღ­ვ­რევ­და. შრო­მით მიგ­რა­ცი­ას­თან ადაპ­ტა­ცი­ის რთულ გზას ისევ ქარ­თულ კულ­ტუ­რას­თან ჩე­მე­ბუ­რი კავ­ში­რით ვი­ა­მებ­დი. ამ გან­ც­დით დატ­ვირ­თულ­მა, ქარ­თ­ველ და ეს­ტო­ნელ მე­გო­ბარ­თან ერ­თად, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ქარ­თუ­ლი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რი“ და­ვა­ფუძ­ნე. იდეა უცხო­ე­ლე­ბი­სათ­ვის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბის, ენის და სამ­ზა­რე­უ­ლოს გაც­ნო­ბა იყო, რის­თ­ვი­საც სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის საჩ­ვე­ნე­ბელ გაკ­ვე­თი­ლებს ვა­ტა­რებ­დით.

ასე­ვე, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე პრო­ექ­ტი – გა­ი­ცა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო „ხუ­თი გრძნო­ბით“. პრო­ექ­ტი ერ­თი კვი­რა გაგ­რ­ძელ­და და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. იგეგ­მე­ბა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებ, ქარ­თუ­ლი ენა და კულ­ტუ­რა კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის.

ამ ეტაპ­ზე ჩემ­თ­ვის დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ეს­ტო­ნურ-ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თ­ვის პროგ­რა­მა „ირ­ბა­ხით“ ქარ­თუ­ლის, რო­გორც უცხო ენის სწავ­ლე­ბა. ეს პრო­ცე­სი ისე­თი ენ­თუ­ზი­აზ­მით მავ­სებს, რომ გო­ნებ­რი­ვად სულ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გან­ც­და­ში ვარ. ემიგ­რა­ცი­ის 10-წლი­ან გზა­ზე ჩე­მი წი­ლი სამ­შობ­ლო ასე­თი რუ­დუ­ნე­ბით ვა­ტა­რე, რად­გან „ხის სი­მაღ­ლე მი­წის ზე­ვი­დან კი არ იზო­მე­ბა — ფეს­ვე­ბი­დან!“

ჩე­მი ფეს­ვე­ბი კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია!

იქ, სა­დაც უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლით შე­ვუ­დე­ქი ჩემს კა­რი­ე­რას. ჩე­მი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ო­ნებ­­ში, წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ავ­რან­ლო­სა და შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნი­გა­ზე­უ­ლში, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბულ სკო­ლებ­ში და­იწყო. მა­შინ, ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ოთხე კურსს ვხუ­რავ­დი და მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი რომ ეს სკო­ლე­ბი ბა­თუ­მი­დან საკ­მა­ოდ შორს იყო. თუმ­ცა, უარის თქმა არ მი­ფიქ­რია.

ჩე­მი მო­ტი­ვა­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, პრო­ექ­ტის სა­ხე­ლად ქცე­უ­ლი ორი სიტ­ვა — „ასწავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ იყო. კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ტა­რე­ბულ­მა სამ­მა წელ­მა სამ­შობ­ლო­სა და ჩე­მი პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რუ­ლი კი­დევ უფ­რო გა­მიმ­ძაფ­რა, ვგრძნობ­დი, რომ იქ ვი­ყა­ვი, სა­დაც სამ­შობ­ლოს ყვე­ლა­ზე მე­ტად ვჭირ­დე­ბო­დი და ნამ­დ­ვი­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ვას­წავ­ლი­დი… პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რის ლი­დე­რე­ბის პროგ­რა­მით „მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა ამე­რი­კა­ში“ სას­წავ­ლო კურ­ს­ზე მოვ­ხ­ვ­დი, ასე ახ­და ჩე­მი ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა…

რიგ­ში სხვა ოც­ნე­ბე­ბიც იდ­გ­ნენ…

მსურ­და, კა­რი­ე­რა მშობ­ლი­ურ ბა­თუმ­ში გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. ეს ოც­ნე­ბა იმ­თა­ვით­ვე გან­წი­რუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მას­წავ­ლებ­ლის სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­ს­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა, ჩე­მი ად­გი­ლი ასის­ტენტ-მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზეც კი არ­სად მო­ი­ძებ­ნა. ამ დროს გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩე­მი ქა­ლა­ქი­დან წავ­სუ­ლი­ყა­ვი. იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა გზის გაკ­ვ­ლე­ვა დე­და­ქა­ლაქ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე. თბი­ლის­ში სას­წავ­ლო ცენტრ „ანი­კა“-ს, ოქ­ს­ფორ­დის ენე­ბის სკო­ლის და ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი სკო­ლის პე­და­გო­გად ვი­მუ­შა­ვე. იქ გა­ტა­რე­ბულ­მა ხუთ­მა წელ­მა ახა­ლი მო­ტი­ვა­ცია გა­მი­ჩი­ნა. სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი გავ­ზარ­დე, გა­დავ­წყ­ვი­ტე მა­გის­ტ­რა­ტუ­რის ხა­რის­ხი ევ­რო­პა­ში მი­მე­ღო.

მჯე­რა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში შემ­თხ­ვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა…

მჯე­რა, რომ ტა­ლი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა, სტი­პენ­დია და ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც ამ ქვე­ყა­ნამ მომ­ცა, შემ­თხ­ვე­ვი­თი არ ყო­ფი­ლა…

მჯე­რა, რომ ჩე­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან წა­მოს­ვ­ლის დღე 28 აგ­ვის­ტო არის ღვთის­მ­შობ­ლის წილ­ხ­ვედრ ქვე­ყანა­ს­თან უწყ­ვე­ტი კავ­ში­რის ნი­შა­ნი, რომ დღემ­დე „მშო­ბელ მი­წა­ში მიდ­გას ფეს­ვე­ბი, რო­გორც წყალ­ში დგას წნო­რის ძი­რე­ბი“.

ახ­ლა მთა­ვა­რი ოც­ნე­ბის ჯე­რია…

დაბ­რუ­ნე­ბის!

სამ­შობ­ლო­ში ღირ­სე­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის დრო დად­გა

და მეს­მის სის­ხ­ლის ძა­ხი­ლი ჩე­მი სამ­შობ­ლოს იმ ბე­ბერ მი­წი­დან — „აჭა­რე­ლი ვი­ყავ გა­ნა“…

ძა­ხი­ლი ახა­ლი თა­ო­ბის, რო­მელ­საც მინ­და მთე­ლი ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო. სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სწავ­ლე­ბის ფი­ნურ მო­დელს  სა­უ­კე­თე­სოდ მი­ვიჩ­ნევ. ვი­სურ­ვებ­დი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სი­სტე­მა კი­დევ უფ­რო და­იხ­ვე­წოს და ამა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მეც მო­მე­ცეს. სა­მო­მავ­ლოდ, ალ­ბათ, სა­ქარ­თ­ველო­ში უფ­რო სა­ჭი­რო ვიქ­ნე­ბი.

ძა­ხი­ლი ჩე­მი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის, რომ­ლე­ბიც, ბო­ლო შეხ­ვედ­რა­ზე, თვალ­ც­რემ­ლი­ა­ნი დავ­ტო­ვე, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და და რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბა­ში პა­ტა­რა სი­კე­თის მარ­ც­ვა­ლი მეც ჩავ­დე…

ძა­ხი­ლი ჩე­მი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კო­ლე­გე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ცე­რე­მო­ნი­ა­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ყო­ველ­თ­ვის  მი­რე­კა­ვენ და მარ­წ­მუ­ნე­ბენ, რომ ჩე­მი ად­გი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია…

ძა­ხი­ლი ჩე­მი გა­მორ­ჩე­უ­ლი ლექ­ტო­რის — ბა­თუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო-პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლე­ჯი­დან ქალ­ბა­ტონ თეა ხვი­ჩი­ა­სი, რო­მე­ლიც ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი შთა­გო­ნე­ბის  წყა­როა და რომ­ლის სტან­დარ­ტე­ბი­თაც დღემ­დე ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ, რო­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­მაც შთა­მა­გო­ნა, რომ მას­წავ­ლებ­ლებს სამ­ყა­როს შეც­ვ­ლა შე­უძ­ლი­ათ. მან ჩე­მი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა.

ძა­ხი­ლი ინ­გ­ლი­სუ­რი ენის იმ პე­და­გო­გის, რო­მე­ლიც თვლი­და, რომ ჩე­მი ენის დო­ნით  მას­წავ­ლე­ბე­ლი ვე­რას­დ­როს გავ­ხ­დე­ბო­დი, რო­მე­ლიც არას­დ­როს და­ფიქ­რე­ბუ­ლა, ჩემს ფსი­ქოემო­ცი­ურ ფონ­ზე და იმ ფაქ­ტ­ზე, რომ, უმე­ტე­სად, ნათხო­ვა­რი წიგ­ნე­ბით ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, რად­გან ჩემს მარ­ტო­ხე­ლა დე­დას, სო­ფელ ფე­რი­ა­ში, მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და…

და­ბო­ლოს, მეს­მის უწყ­ვე­ტი ძა­ხი­ლი ჩე­მი მთა­ვა­რი გულ­შე­მატ­კივ­რის და ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე, უკ­ვე ხან­ში­შე­სუ­ლი დე­დის, რო­მელ­მაც მომ­ცა ძა­ლა მიზ­ნამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვი…

დი­ახ, დე­და! ჩვენ ეს შევ­ძე­ლით და გპირ­დე­ბი, რომ „მე დავ­ბ­რუნ­დე­ბი, ჰო, დავ­ბ­რუნ­დე­ბი, მე შე­ნი თმე­ბი და­მაბ­რუ­ნე­ბენ“.

ვა­კო გო­გუ­ა­ძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები