26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბავშვის გადმოსახედიდან: „ფიქრობთ, ვერთობი?“

spot_img

✅ „ფიქრობთ, მსიამოვნებს, როდესაც ვიყურები სივრცეში და ზურგს გაქცევთ?“

„ფიქრობთ, მსიამოვნებს, როდესაც არ შემიძლია წყნარად ჯდომა, დავრბივარ ოთახის ირგვლივ და უგულებელვყოფ თქვენს დახმარებას?“ 

✅ „ფიქრობთ, მსიამოვნებს, როდესაც ემოციური შეტევა მაქვს საკლასო ოთახში, სხვა ბავშვების თანდასწრებით?“

✅ „ფიქრობთ, მსიამოვნებს, როდესაც ვყვირი, ვეცემი იატაკზე და მას მრავალჯერ, განმეორებით ვარტყამ თავს?“

✅ „ფიქრობთ, მსიამოვნებს, როდესაც მუშტით მრავალჯერ ვირტყამ სახეში, ვიდრე ემოციური შეტევა გამივლის?“

✅  „ფიქრობთ, მსიამოვნებს თქვენთვის წიხლების სროლა, დარტყმა, კბენა, როდესაც მიყვარხართ?“

✔️⁉️ „რატომ ფიქრობთ, რომ მსიამოვნებს არეულობის მოწყობა, სტრესის შექმნა საკუთარი თავისა და სხვების მიმართ? როგორ ფიქრობთ, ამას გავაკეთებდი, რომ მცოდნოდა პრობლემის მოგვარების უკეთესი საშუალებები? როდესაც შინაგან გრძნობებს გამოვხატავ გარეგნულად, თქვენი ყურადღების მოსაპოვებლად, თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ „ყურადღების მაძიებელი“. ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ „რატომ“ მჭირდება, პირველ რიგში, მუდმივი ყურადღება? რატომ ვმოქმედებ შეუფერებლად ყურადღების მოსაპოვებლად? იგნორირების ნაცვლად, შეეცადეთ მომისმინოთ და გამიგოთ, რატომ მაქვს ამგვარი მოქმედების „საჭიროება“. ამის აშკარა მიზეზი შესაძლოა იყოს ყურადღების მიქცევის მცდელობა, მაგრამ ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ მჭირდება ამდენი ყურადღება და რატომ ვიყენებ შეუსაბამო ქცევას მის მოსაპოვებლად. უბრალოდ, ნუ „მაიგნორებთ“. ამით ვერაფერს ვერ ვსწავლობ, მხოლოდ მაიძულებთ, თავი ვიგრძნო იზოლირებულად და არასასურველად.“ 

?? „თქვენ ამბობთ, რომ „ვმანიპულირებ“, რათა თავიდან ავიცილო ის, რაც არ მომწონს. გიკითხავთ საკუთარი თავისთვის:

✔️⁉️ „რატომ აქვს გაქცევის ან თავის არიდების შეგრძნება?“
✔️⁉️„რომელი მოთხოვნები უჩენს გაქცევის სურვილს?“ 
✔️⁉️ „თუკი ბავშვების უმეტესობა შეგნებულად ასრულებს თქვენს თხოვნას, მე რატომ გიწევთ ასე მტკიცედ წინააღმდეგობას? რადგან ჩემი გონება გადატვირთულია და არ შემიძლია ფიქრი ან თავის გართმევა.“
✔️⁉️„რატომ ფიქრობთ, რომ ჭარბი ხმებით, სანახაობებით დამეხმარებით? თუკი გონება გადამეტვირთება გამაღიზიანებლებით, როგორ შეიძლება ჩემგან გქონდეთ „გამკლავების“ მოლოდინი? ასეთ დროს სწავლება უშედეგოა, რადგან გონება არ მაძლევს სწავლის საშუალებას.“ 
✔️⁉️„თქვენ ფიქრობთ, რომ განზრახ ვაკეთებ არჩევანს შეუფერებელ ქმედებაზე და ნებაყოფლობით „ვერთობი“ ამ გზის არჩევით. შეხედეთ ჩემს სახეს! შეხედეთ ჩემს ქმედებებს! შეხედეთ ჩემს ემოციებს! ფიქრობთ, ამით ვხალისობ? მე არ მსიამოვნებს თქვენი გაბრაზება.“ 
✔️⁉️„გთხოვთ, როდესაც მხედავთ დაძაბულს, იფიქრეთ, რომ რაღაც მაწუხებს, თავს ვგრძნობ დაუცველად და ყველაზე მთავარი, იმ მომენტისთვის, ვარ „არაადეკვატური”. რაც უფრო ძლიერად მეწინააღმდეგებით, მით უფრო მეტად მიჩნდება მღელვარებისა და არაადეკვატურობის განცდა. შემდეგ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ მოლოდინები და მოთხოვნები იმისათვის, რომ უკეთესად მოერგოს ჩემს შესაძლებლობებს, როგორ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ჩემს მხარდასაჭერად და განმივითარეთ მოლოდინების შესაბამისი უნარ-ჩვევები. რაც ყველაზე მთავარია, გამძაფრებული მელთდაუნის დროს, იფიქრეთ „როგორ შემიძლია დავეხმარო მას, თავი იგრძნოს დაცულად, უსაფრთხოდ“, და არა „როგორ ვაკონტროლო იგი“. როდესაც ყველაფერი გადაივლის, დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ გარემოებები შემდეგ ჯერზე, რათა თავიდან აიცილოთ ჩემი მსგავსი მდგომარეობა. თქვენ ხართ ის, ვინც უნდა ისწავლოს შეცვლა. იყავით მხარდამჭერი და გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, რომ „ვერთობი” და უპირატესობას ვანიჭებ არასასურველ ქმედებას.“ 
✔️⁉️„გმადლობთ, რომ მომისმინეთ. გთხოვთ, უფრო ხშირად მომისმინეთ!“

 

ნინო კაპერსკი, თბილისის მე-200 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები