ხმოვნებსა და თანხმოვნების ნაწილს ახლავს ტონი, თანხმოვანთა მეორე ნაწილს – არა. ტონით წარმოთქმული ბგერები მჟღერებია, უტონოები კი ყრუდ მოისმის და მათ ყრუ ბგერებს ეძახიან.
მჟღერი (ტონიანი) თანხმოვნებია: ბ, გ, დ, ვ, ზ, ლ, მ, ნ, ჟ, რ, ღ, ძ, ჯ.
ყრუ (უტონო) თანხმოვნებია: თ, კ, პ, ს, ტ, ფ, ქ, ყ, შ, ჩ, ც, წ, ჭ, ხ, ჰ.
ჩქამი მჟღერ ბგერებსაც ახლავს, მაგრამ ისე, რომ ზოგში ტონი სჭარბობს, ზოგში კი _ ჩქამი. ტონი სჭარბობს ხმოვნებში (ა, ე, ი, ო, უ), რამდენამდე აგრეთვე ნარნარა (რ, ლ) და ცხვირისმიერ თანხმოვნებშიც (მ, ნ). ჩქამი ახლავს ზოგ სხვა თანხმოვნსაც (ბ, დ, გ და სხვა).
სამეულები, წყვილეულები, ცალეულები
ხუთ მჟღერ თანხმოვანს წარმოების ადგილის მიხედვით ორ-ორი ყრუ შეეფერება: ერთი მკვეთრი და ერთ ფშვინვიერი. ამგვარად, მიღებულია ხუთი მწკრივი ქართულისთვის დამახასიათებელი სამეულებისა: ბ, ფ, პ; დ, თ,, ტ; ძ ც, წ; ჯ, ჩ, ჭ; გ, ქ, კ. სამსაგიეროდ, სამ მჟღერს თითო ყრუ შეეფერება; ესენია წყვილეული სპირანტები:
მჟღერი ზ, ჟ, ღ.
ყრუ ს, შ, ხ.
ზოგიერთ მჟღერს სრულებით არ მოეპოვება თავისი მწკრივის ყრუ და განმარტოებით დგას; ასეთია ცალეულები: ვ, მ, ნ, რ, ლ. ასევე, ზოგიერთ ყრუ თანხმოვანსაც აკლია სათანადო მჟღერი ესენია ჰ, ყ.
ზემოთ ნათქვამი სქემის სახით ასე გამოისახება:
თანხმოვნები წარმოთქმის ადგილის (ლოკაციის მიხედვით) | მჟღერი | ყრუ | მჟღერი | ყრუ | |
მკვეთრი | ფშინვიერი | ||||
ბაგისმიერი | ბ | პ | ფ | ||
კბილბაგისმიერი | დ | ტ | თ | ||
წინანუნისმიერი | ძ | წ | ც | ზ | ს |
უკანანუნისმიერი | ჯ | ჭ | ჩ | ჟ | შ |
სასისმიერი | გ | კ | ქ | ღ | ხ |
ხახისმიერი | – | ყ | – | ||
ხშული | ნაპრალოვანი |
განსაკუთრებულად საყურადღებოა თანხმოვანთა შეჯგუფების დროს ბგერის დაკარგვა. ხშირია ს-ს დაკარგვა, თუმცა, იკარგება/ემატება ან მოდიფიცირდება სხვა ბგერებიც.
ს-ს თ-ს წინ ვამბობთ და ვწერთ ბოლოხმოვნიან სიტყვებთან (დედასთან, მიწას-თან, ხეს-თან, წყაროს-თან) მაგრამ იკარგება ბოლოთანხმოვნიან სიტყვებთან ვაშლთან, ტელეფონთან, სახლ-თან, კაც-თან, სკამ-თან, საზღვარ-თან (და არა: ვაშლს-თან, ტელეფონს-თან, სახლს-თან, კაცს-თან, სკამს-თან, საზღვარს-თან) და სხვა. ანალოგიური შემთხვევა გვაქვს ზმნა-შემასმენლებთან: აქვს, უყვარს, ახსოვს, ესმის და მსგავს ფორმებში თ-ს დართვისას ს შეიძლება დაიკარგოს ხოლმე: აქვ(ს)თ, უყვარ(ს)თ, ახსოვ(ს)თ, ესმი(ს)თ და სხვა.
ზ, შ, ძ ბგერებთანაც იკარგება ს თანხმოვანი. ამ ბგერებთან ერთად ს-ს წარმოთქმა რთულია და ამიტომ ზე და ში თანდებულთა წინ მიცემითი ბრუნვის ნიშანი ს აღარსად შეგვრჩა: წყალს, ქვას, მიწას, ხეს, წყაროს, მაგრამ სახლ(ს)-ზე, ქვა(ს)-ში, მიწა(ს)-ში, ხე(ს)-ში, წყარო(ს)-ში. ამავე მიზეზით ს დაიკარგა ძეზე და შვილზე დამთავებულ გვარებში. მაგალითად: სააკაძე და გურამიშვილი წარმომდგარია ასეთი ფორმებისაგან: სააკას-ზე, გურამის-შვილი. იკარგება რ თანხმოვანთა თავმოყრის გამო შემდეგ შემთხვევაში: მთელი (მრთელი). ბუნებრივია, იკარგება/მოდიფიცირდება სხვა თანხმოვნებიცა და ხმოვნებიც: ნავი-სანა(ვ)ოსნო, თავი-მეთა(ვ)ური, მგელი-მგ(ე)ლური, ნიორი-ნივრის(ამ შემთხვევაში ო ხმოვანი მოდიფიცირდა და ვ თანხმოვნად იქცა). ვ თანხმოვანი მოულოდნელად ჩნდება ზოგჯერ სიტყვებში: რძე-მერძევე, ტყე-მეტყევე. ხშირად საუბრისას ბგერები ენაცვლება ერთმანეთს (უმეტესად ერთი წარმოშობის ლოკაციის ბგერები): ვაჟკაცი-ვაშკაცი, მსგავსი-მზგავსი, ღვთი-ხვთის, კბილი-კპილი, ვაპობ-ვაპოფ (ჩამონათვალში ყველა წყვილის ბოლო ცალი შეცდომად ითვლება).
გიორგი აბულაძე ქ. ქუთაისი 21 საჯარო სკოლა 11 გ კლასის მოსწავლე