30 აპრილი, სამშაბათი, 2024

აქ­ტი­ვო­ბე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის

spot_img

ეკა ღვინიაშვილი

სსიპ თბილისის №82 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი,
„კატოს სკოლის“ დამფუძნებელი

ხში­რად სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს არ გვაქვს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და მუდ­მი­ვად აქ­ტი­ვო­ბე­ბის ძი­ე­ბა­ში ვართ. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბა გა­გი­ზი­ა­როთ. ვი­მე­დოვ­ნებ, გა­მო­გად­გე­ბათ და ასე­ვე, იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

მო­დი, და­ვიწყოთ.

 

აქ­ტი­ვო­ბა 1. ტექ­ს­ტის და­მუ­შა­ვე­ბა

„რა და­ხა­ტა ბა­ქარ­მა“ – ვა­სო გუ­ლე­უ­რი

ხატ­ვას იწყებს ბა­ქა­რი

ხატ­ვას იწყებს ბა­ქა­რი,

მო­ი­მარ­ჯ­ვა ფან­ქა­რი.

და­ხა­ტა და წა­შა­ლა

დაკ­ლაკ­ნი­ლი გზა-შა­რა.

მე­რე – დი­დი სახ­ლი და

გზაც და­ხა­ტა ახ­ლი­დან.

გზას­თან – ღო­ბე­ე­ბია,

გზა­ზე მი­დის ბე­ბია.

სახ­ლის გვერ­დით ბა­ღია,

იქ­ვე ჭაა თავ­ღია.

ჭას­თან სხე­დან ქათ­მე­ბი,

ბაღ­ში მო­ჩანს ატ­მე­ბი.

ბაღ­თან ძრო­ხა აბია

და ბავ­შ­ვე­ბი დარ­ბი­ან.

და­აკ­ვირ­დით, აქ არის

თვი­თონ ჩვე­ნი ბა­ქა­რიც…

თურ­მე, იმას ხა­ტავ­და,

რაც გულ­ში აქვს ნატ­ვ­რა­და.

სო­ფე­ლი და ბე­ბია

რო­გორ მო­ნატ­რე­ბია.

 

1) წა­ი­კითხე ლექ­სი და გა­ხა­ზე/შე­მო­ხა­ზე უცხო სიტყ­ვე­ბი.

2) და­ხა­ტე ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით, რო­გო­რია ბა­ქა­რის სო­ფე­ლი.

3) შე­ავ­სე დი­აგ­რა­მა.

აქ­ვე გეტყ­ვით, რომ ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ა­კე­თოთ თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მე კი გა­გი­ზი­ა­რებთ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შე­ვარს.

აქ­ტი­ვო­ბა 2. ტექ­ს­ტის და­მუ­შა­ვე­ბა

„შეძ­ლებ გა­ი­მე­ო­რო?“

ვა­ლე­რი კას­ლან­ძია (თარ­გ­მა­ნი – რო­ბერტ მეს­ხის)

შეძ­ლებ გა­ი­მე­ო­რო?

აფ-აფ, აფ-აფ, – რა ყეფს? ძაღ­ლი,

კურ­დღე­ლი თუ მგე­ლი გარ­ბის

ტყის­კენ. მიაუ, — კნა­ვის კა­ტა,

ნა­ღებს ჭამს და თი­თებს ატანს.

კო-კო, კო-კო, ხე­დავ დე­დალს,

კვერ­ცხი და­დო დი­ლის მზე­და.

ჩუ­მად! გეს­მის? ბა­ნი მის­ცა:

ყიყ­ლი­ყოო, – მამ­ლა­ყინ­წამ.

მუუუუ, — ხბო ზმუ­ის, იქ­ნებ, სიზ­მ­რად,

მი­ა­კითხა დე­და­მის­მა.

ბეეეე, – კუნ­ტ­რუ­ში უყ­ვარს თი­კანს,

აქეთ მო­დი! იქ რა გინ­და?

ყვე­ლას სა­კუ­თა­რი ხმა აქვს:

აფ-აფ!

მიაუ!

მუუუუ!

კო-კო!

ბეეეე!

ჩა­გე­კე­ტათ შე­ღო­ბილ­ში, –

პატ­რონს ასე არი­გე­ბენ.

1) ამო­ი­წე­რე და და­აჯ­გუ­ფე ცხო­ვე­ლე­ბი, ცხრი­ლის მი­ხედ­ვით.

რო­მე­ლი უფ­რო მე­ტია? კი­დევ რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი იცი?

 

შინაური გარეული
   

 

2) და­ა­კავ­ში­რე რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი რო­გორ ხმას გა­მოს­ცემს და შენც გა­ი­მე­ო­რე

ძაღ­ლი                         კო-კო-კო

დე­და­ლი­                      მუუ

კა­ტა                            ბეე

თი­კა­ნი                        აფ-აფ

ხბო                              მიაუ

3) და­იხ­მა­რე ტექ­ს­ტი, შე­ნი ფან­ტა­ზია და ჩა­წე­რე რო­გო­რია კა­ტა, ძაღ­ლი, კურ­დღე­ლი.

აქ­ტი­ვო­ბა 3. კა­ტე­გო­რი­ზა­ცია

1) შე­ავ­სე ცხრი­ლი.

ვაშ­ლი, ბრინ­ჯი, შვრი­ის ფან­ტე­ლი, კომ­ბოს­ტო, ჭარ­ხა­ლი, ატა­მი, მა­ნა­ნის ბურ­ღუ­ლი, ბად­რი­ჯა­ნი, ფეტ­ვი, კიტ­რი, ანა­ნა­სი, ბრო­წე­უ­ლი, წი­წი­ბუ­რა, ბა­ლი, კარ­ტო­ფი­ლი.

ას­წავ­ლეთ, რომ გა­და­ხა­ზოს ის სიტყ­ვა, რო­მე­ლიც უკ­ვე გა­და­ი­ტა­ნა ცხრილ­ში.

ხილი ბოსტნეული ბურღულეული
     

 

2) შე­ავსე ცხრი­ლი

ვაშ­ლი, კომ­ბოს­ტო, ჭარ­ხა­ლი, ატა­მი, ბად­რი­ჯა­ნი, კიტ­რი, ანა­ნა­სი, ბრო­წე­უ­ლი, ბა­ლი, კარ­ტო­ფი­ლი.

ხილი ბოსტნეული
   

3) ამო­ი­წე­რე მხო­ლოდ ხი­ლი.

ვაშ­ლი, ბრინ­ჯი, კომ­ბოს­ტო, ატა­მი, ფეტ­ვი, ანა­ნა­სი, ბრო­წე­უ­ლი, წი­წი­ბუ­რა, ბა­ლი, კარ­ტო­ფი­ლი.

ხილი
 

 

აქ­ტი­ვო­ბა 4. იდე­ე­ბი „პინ­ტე­რეს­ტი­დან“

ეს სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი და­ე­ხმარე­ბა თქვენს მოს­წავ­ლე­ებს ნა­ტი­ფი მო­ტო­რი­კი­სა და ბი­ლა­ტე­რალუ­რი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის (ბი­ლა­ტე­რა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია/ბი­ლა­ტე­რა­ლუ­რი მო­ტო­რუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ცია — სხე­უ­ლის ორი­ვე მხა­რის შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბა) გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მსგა­ვ­სი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი თა­ვა­დაც შე­გიძ­ლი­ათ შექ­მ­ნათ word-ში ან ფურ­ცელ­ზე.

 

აქ­ტი­ვო­ბა 5. „შექ­მე­ნი თა­ვად“

ბევ­რი რე­სურ­სის ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა რო­ცა არაა, ჩვენ თვი­თონ ვქმნით მათ… მთი­სა და მუ­ჰა­მე­დის ამ­ბა­ვია რა…

დღეს ვა­კე­თებთ⇓

 

ნა­ბი­ჯი 1.

მო­ი­მა­რა­გეთ მუ­ყაო, მაკ­რა­ტე­ლი, სა­კან­ცე­ლა­რიო და­ნა, ფან­ქა­რი,  ფლო­მას­ტე­რე­ბი.

 

 

ნა­ბი­ჯი 2.

გა­ა­კე­თეთ მო­ნა­ხა­ზი. ჯერ ფან­ქ­რით, მე­რე გა­და­დით ფლო­მას­ტერ­ზე

 

 

 

ნა­ბი­ჯი 3.

ახ­ლა დაგ­ჭირ­დე­ბათ და­ნა ან მაკ­რა­ტე­ლი, ნახ­ვ­რე­ტე­ბი შე­გიძ­ლი­ათ ფან­ქ­რით გა­ა­კე­თოთ.

 

 

 

ნა­ბი­ჯი 4.

ცო­ტა გა­ვა­ლა­მა­ზოთ და ზო­ნა­რიც მო­ვარ­გოთ.

 

 

 

ამ­ჯე­რად სულ ეს იყო. გა­მი­ზი­ა­რეთ თქვე­ნი უკუ­კავ­ში­რი, გა­ვაგ­რ­ძე­ლო ასე­თი სტა­ტი­ე­ბის წე­რა?

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები