1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

Kansas State University-ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცე, რა თქმა უნ­და, ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რიაა

spot_img

ქართველი სტუდენტები უცხოეთში

ლუ­კა დვა­ლა­ძე
აშშ-ის კან­ზას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (Kansas State University) სტუ­დენ­ტი

 

 

⇒ მო­გე­სალ­მე­ბი, ლუ­კა, გან­საზღ­ვ­რა თუ არა შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი სკო­ლამ?

⇒ პირ­ვე­ლი ექ­ვ­სი კლა­სი თბი­ლი­სის მე-9 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­ვა­ტა­რე, და­ნარ­ჩე­ნი კი ქა­ლაქ თბი­ლი­სის  ილია ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის №42 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. პრო­ფე­სი­ულ მო­მა­ვალ­ზე დი­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია სკო­ლამ, რად­გან ფი­ზი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სი სწო­რედ იქ გა­მიჩ­ნ­და. ფი­ზი­კის ტურ­ნი­რებ­სა და ოლიმ­პი­ა­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­და, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა კი­დეც პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი.

⇒ თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის სკო­ლის კურ­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლას, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით, სა­მა­გის­ტ­რო-სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ზე ამე­რი­კა­ში – Kansas State University-ში აგ­რ­ძე­ლებ, რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო 100 %-იანი გრან­ტის მო­პო­ვე­ბა და რა პრინ­ცი­პით მი­ა­ნი­ჭე უპი­რა­ტე­სო­ბა ამ უნი­ვერ­სი­ტეტს?

⇒ აპ­ლი­კა­ცია არა­ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მქონ­და გაგ­ზავ­ნი­ლი და აქე­დან 2-მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მი­მი­ღო. ერთ-ერ­თი, მათ შო­რის, იყო Kansas State University, რო­მელ­საც უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ვა­ნი­ჭე, რად­გან აქ ერთი ჩე­მი მე­გო­ბა­რი სწავ­ლობ­და. რო­დე­საც გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ასე შორს მი­დი­ხარ, გვერ­დით ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ლა ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ში გეხ­მა­რე­ბა.

⇒ რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი?

⇒ ვსწავ­ლობ ფი­ზი­კის PHD პროგ­რა­მა­ზე. ჩე­მი კერ­ძო კვლე­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბაა ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი ატო­მუ­რი, მო­ლე­კუ­ლუ­რი და ოპ­ტი­კუ­რი ფი­ზი­კა. რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩე­მი პირ­ვე­ლი წე­ლია, ახ­ლა ვიწყებ კვლე­ვის­თ­ვის სა­ჭი­რო ცოდ­ნი­სა და ბა­ზი­სე­ბის შე­ძე­ნას.

⇒ რა ასაკ­ში და კერ­ძოდ, რამ გა­ნა­პი­რო­ბა შე­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით? სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, ვფიქ­რობ, ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლია, შე­ნი აზ­რით, რა­ტომ?

⇒ სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან, ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მი­ზი­დავ­და ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი ფი­ზი­კა, რად­გან ხელ­შე­სა­ხე­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ნაკ­ლე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბის მი­ზე­ზი, შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, და­ნად­გა­რე­ბის და კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის არ­ქო­ნაა.

⇒ ფი­ზი­კის, რო­გორც სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბის, დარ­გე­ბი­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­მართ უამ­რა­ვი ამო­უხ­ს­ნე­ლი, პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი კითხ­ვა არ­სე­ბობს. რა არის შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ფუნ­და­მენ­ტუ­რი შე­კითხ­ვა?

⇒ რო­გორც კი კან­ზას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვიწყე სწავ­ლა, დი­დი ინ­ტე­რე­სი უფ­რო მო­ლე­კუ­ლურ-ატო­მუ­რი ფი­ზი­კის­კენ მივ­მარ­თე, რად­გან სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ტარ­დე­ბა ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვა ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. კითხ­ვე­ბი უამ­რა­ვია, ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­კითხ­ვის გა­მო­ყო­ფა ამ ეტაპ­ზე, ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

⇒ რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და რა წე­სით გა­მო­ი­ყო­ფა სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის? აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა სტი­პენ­დია სტუ­დენ­ტის მოთხოვ­ნებს და რამ­დე­ნად ათავ­სებ მუ­შა­ო­ბას სწავ­ლას­თან?

⇒ ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სტი­პენ­დი­ის მი­ღე­ბა ცო­ტა სხვაგ­ვა­რად ხდე­ბა. ეს არ არის, უბ­რა­ლოდ, სტუ­დენ­ტის ფუ­ლა­დი და­ფი­ნან­სე­ბა. უფ­რო ზუს­ტად რომ ვთქვათ, დოქ­ტო­რან­ტუ­რის სტუ­დენ­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ასაქ­მებს სხვა­დას­ხ­ვა მო­ვა­ლე­ო­ბე­ბით. ძი­რი­თა­დად, ეს არის – GTA (Graduate teaching assistant) ან GRA (Graduate research assistant). სწო­რედ ამ მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბით ხდე­ბა სტი­პენ­დი­ის მი­ღე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყვე­ლა PHD სტუ­დენტს ასაქ­მებს, შე­სა­ბა­მი­სი მო­ვა­ლე­ო­ბით, რი­თაც გა­მო­ვი­მუ­შა­ვებთ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ფი­ნან­სებს. სტი­პენ­დი­ის რა­ო­დე­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია შტატ­ზე და იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად ძვი­რია ამა თუ იმ შტატ­ში ცხოვ­რე­ბა. უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, სტი­პენ­დია საკ­მა­რი­სია სტუ­დენ­ტის ძი­რი­თა­დი მოთხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად.

პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რი და­საქ­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­გორც GTA, ახ­ლა კი GRA-ს პო­ზი­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობ.

⇒ რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს უცხო­ე­თის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით. რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა მსგავ­სე­ბა-გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა უცხო­ურ და ქარ­თულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს შო­რის?

⇒ ყვე­ლა­ზე დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა სწავ­ლის მე­თო­დებ­შია. პრო­ფე­სო­რე­ბი სწავ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს მი­მარ­თა­ვენ, რაც ბევ­რად ეფექ­ტურს ხდის სას­წავ­ლო პრო­ცესს. კან­ზას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სიაა, ხე­ლი შე­უწყოს ხა­რის­ხი­ან სწავ­ლე­ბას, კვლე­ვას და მომ­სა­ხუ­რე­ბას, რაც ხელს გიწყობს გან­ვი­თარ­დე და ჩა­მო­ყა­ლიბ­დე მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ და გა­ნათ­ლე­ბულ მო­ქა­ლა­ქედ. კან­ზას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, და­არ­სე­ბის დღი­დან (და­არ­ს­და 1863 წელს), უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, სა­დაც ხა­რის­ხი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბით სწავ­ლე­ბა რე­ა­გი­რებს სწრა­ფად ცვა­ლე­ბად სამ­ყა­რო­სა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მზარდ მის­წ­რა­ფე­ბებ­ზე.

⇒ რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცე კან­ზას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის?

⇒ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცეა, საკ­მა­ოდ ბევ­რი სტუ­დენ­ტი სარ­გებ­ლობს ბიბ­ლი­ო­თე­კით, რად­გან ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო რე­სურ­სის მო­პო­ვე­ბა შე­უძ­ლი­ათ. ბიბ­ლი­ო­თე­კა აღ­ჭურ­ვი­ლია სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო გან­ყო­ფი­ლე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა 3D პრინ­ტე­რე­ბის ოთა­ხი, სა­კონ­ფე­რენ­ციო სივ­რ­ცე, ვი­დეო/აუდიო სტუ­დია და სხვა. მაგ­რამ მე, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ზე მე­ტად, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცედ, რა თქმა უნ­და, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას გა­მო­ვარ­ჩევ­დი.

⇒გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის დღი­თი დღე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. რას ურ­ჩევ მათ, ვი­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ? რა დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი ელით საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის მსურ­ველ ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს?

⇒ ბევ­რი სირ­თუ­ლე ახ­ლავს უცხო­ეთ­ში სწავ­ლას. პირ­ველ რიგ­ში, ენის ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვაა სა­ჭი­რო ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ გქონ­დეს. აგ­რეთ­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ში გარ­კ­ვე­ვა. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, რომ ძა­ლი­ან ზუს­ტი ინ­ტე­რე­სი გქონ­დეს, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ცოდ­ნა აუცი­ლე­ბე­ლია. ამის შემ­დ­გომ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა გიხ­დე­ბა. ჩემ­თ­ვის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი სირ­თუ­ლე, ალ­ბათ ოჯა­ხის­გან და მე­გობ­რე­ბის­გან შორს ყოფ­ნაა.

⇒ რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ახალ­გაზ­რ­დე­ბი მან­ჰე­ტენ­ზე, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­გო­რია ამე­რი­კუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა, სად და რო­გორ ატა­რებთ თა­ვი­სუ­ფალ დროს?

⇒ დოქ­ტო­რან­ტუ­რის სტუ­დენ­ტებს თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ძა­ლი­ან ცო­ტა გვაქვს, რად­გან ჩვე­ნი კვლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბევრ შრო­მას და დროს მო­ითხოვს. გან­ტ­ვირ­თ­ვის­თ­ვის სპორ­ტულ კომ­პ­ლექსს გა­მოვ­ყოფ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს, უამ­რა­ვი სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბით დავ­კავ­დე. სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თ­ვით ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც უფ­რო სა­ხა­ლი­სოს, მრა­ვალ­ფე­რო­ვან­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის ამ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბას.

⇒ ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მოგ­წონს ამე­რი­კა­ში, რა აღ­გაფ­რ­თო­ვა­ნებს ან გაკ­ვირ­ვებს. რა არის ის, რა­საც შე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის ისურ­ვებ­დი?

⇒ რა თქმა უნ­და, მეც­ნი­ე­რუ­ლი რე­სურ­სე­ბი. ამ მხრივ, ამე­რი­კა ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და მსგავსს ვი­სურ­ვებ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის.

⇒ ლუ­კა, რო­გო­რია შე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, რამ­დე­ნად უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას?

⇒ ამ ეტაპ­ზე, კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა გა­მი­ჭირ­დე­ბა, რად­გან PHD პროგ­რა­მა, საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვია. სა­შუ­ა­ლოდ, 5-7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა დოქ­ტო­რის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა, მაგ­რამ ეს რიცხ­ვე­ბი იც­ვ­ლე­ბა და ბევრ რა­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩემ­თ­ვის, შემ­დე­გი რამ­დე­ნი­მე წლის გეგ­მა, კან­ზას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ცოდ­ნის მი­ღე­ბას და კვლე­ვის წარ­მო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

⇒ რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, სა­მო­მავ­ლოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს? რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვს?

⇒ ვფიქ­რობ, ამ კითხ­ვის პა­სუ­ხი არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა ძა­ლი­ან ბევრ სფე­რო­ში გა­მო­სა­დე­გია, მაგ­რამ ფი­ზი­კის ცოდ­ნის და აქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად, გარ­კ­ვე­უ­ლი კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა უპი­რო­ბოდ აუცი­ლე­ბე­ლია.

⇒ და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, მეტს ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე, საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს…

⇒ ამე­რი­კა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის. ბევრს უკითხავს ჩემ­თ­ვის ჩვე­ნი ქვეყ­ნის მდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. რო­ცა ახ­ლად შე­ძე­ნილ მე­გობ­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფო­ტო­ე­ბით ვაც­ნობ, გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლა­ვენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზი­თა და ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით. მათ­თ­ვის გა­საკ­ვი­რია, რომ ასე­თი უძ­ვე­ლე­სი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ აქამ­დე არა­ფე­რი სმე­ნი­ათ. რო­დე­საც ფო­ტო­ებს ვაჩ­ვე­ნებ და მათ აღ­ტა­ცე­ბას ვხე­დავ, ვხვდე­ბი, რომ ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზით სა­ქარ­თ­ვე­ლო მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ქვე­ყა­ნაა.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები