29 მარტი, პარასკევი, 2024

ჩვე­ნი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა შე­უ­პო­ვა­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბის წყა­ლო­ბით მო­ვი­და დღემ­დე

spot_img

ნა­ტა­ლი ბი­აშ­ვი­ლი

ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი

 

 

 

 

⇒ ნა­ტა­ლი, რა ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს და რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოდ გახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი?

სკო­ლის პე­რი­ო­დი ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სი­ახ­ლე­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი იყო. მოს­წავ­ლე­ო­ბისას მო­მი­წია რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ასე­ვე შვე­ი­ცა­რი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რე­ბა. ვის­წავ­ლე 7 სკო­ლა­ში ქარ­თულ, ინ­გ­ლი­სურ და ფრან­გულ ენებ­ზე. გა­ვე­ცა­ნი ერ­თ­მა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სას­კო­ლო სის­ტე­მებს და მი­ვეჩ­ვიე ახალ გა­რე­მოს­თან სწრა­ფად შე­გუ­ე­ბას. გარ­და ამი­სა, მყავ­და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი წარ­მო­შო­ბი­სა და კულ­ტუ­რის მქო­ნე კლა­სე­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ჩემ­თ­ვის.

⇒ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რა პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა გა­დაწყ­ვი­ტე და რო­მელ უნი­ვერ­სი­ტეტს მი­ა­ნი­ჭე უპი­რა­ტე­სო­ბა?

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტე, სწავ­ლა ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა, რად­გან ამ სფე­რომ ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა და ვთვლი, რომ პრო­ფე­სია სწო­რად ავირ­ჩიე.

ეს პრო­ფე­სია, აკა­დე­მი­ურ დო­ნე­ზე, სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, რაც ის­წავ­ლე­ბა, თუმ­ცა, ფსი­ქო­ლო­გი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში უფ­რო და უფ­რო ცნო­ბი­ლი და მოთხოვ­ნა­დი ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის შემ­დეგ. არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა აშშ, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი თუ შვე­ი­ცა­რია, ძა­ლი­ან გაზ­რ­დი­ლია მოთხოვ­ნა რო­გორც კლი­ნი­კურ, ისე სხვა დარ­გის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ ფსი­ქო­ლო­გებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, გაზ­რ­დი­ლია ამ პრო­ფე­სი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ველ­თა რიცხ­ვიც. აქ სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­ვე­ცა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­ის არა­ერთ ისეთ მი­მარ­თუ­ლე­ბას, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხე­ბაც კი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჯერ ცო­ტამ თუ იცის. რაც ძა­ლი­ან მომ­წონს ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, არის ის, რომ ფსი­ქო­ლო­გი­ას პრო­ფე­სო­რე­ბი უდ­გე­ბი­ან, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბას, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ტარ­დე­ბა უამ­რა­ვი კვლე­ვა, გვას­წავ­ლი­ან სტა­ტის­ტი­კას, ანა­ტო­მი­ას, ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბებსა და სხვა მსგავს საგ­ნებს, რა­თა ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი მიდ­გო­მა, ემ­პი­რი­უ­ლად დად­გე­ნი­ლი კვლე­ვე­ბი და შე­დე­გე­ბი ჩვენ­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი, გა­სა­გე­ბი და ად­ვი­ლად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი იყოს სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა უცხო­ეთ­ში, კერ­ძოდ კი ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გა­მო გა­დავ­წყ­ვი­ტე. პირ­ველ რიგ­ში, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა ამ ქა­ლაქ­ში სწავ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბამ. ჩემ­თ­ვის გა­რე­მო უკ­ვე ნაც­ნო­ბი იყო, ჟე­ნე­ვა კი გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბით, უსაფ­რ­თხო­ე­ბი­თა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო­თი. აგ­რეთ­ვე, ვარ­ჩიე ფრან­გულ ენა­ზე სწავ­ლა, რა­თა მო­მა­ვალ­ში არა მხო­ლოდ ქარ­თულ და ინ­გ­ლი­სურ, არა­მედ ფრან­გულ ენა­ზეც შემ­ძ­ლე­ბო­და პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მარ­თ­ვა. რაც მთა­ვა­რია, ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა მსოფ­ლი­ო­ში, აქვს ძა­ლი­ან კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და გან­ვი­თა­რე­ბის ფარ­თო სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­არ­სე­ბუ­ლია 1559 წელს, ჯონ კალ­ვი­ნის მი­ერ, დღეს­დღე­ო­ბით კი, 9 ფა­კულ­ტეტსა და 18000-მდე სტუ­დენტს მო­ი­ცავს. მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და სი­ახ­ლე­ე­ბის­კენ სწრაფ­ვა გა­ნა­პი­რო­ბებს სწავ­ლის­თ­ვის შექ­მ­ნილ სა­უ­კე­თე­სო გა­რე­მოსა და სწავ­ლე­ბის მა­ღალ ხა­რისხს.

⇒ რა წე­სით გა­მო­ი­ყო­ფა სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი და ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც, აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა სტი­პენ­დია სტუ­დენ­ტის მოთხოვ­ნებს?

ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ძა­ლი­ან ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია სხვა ამ დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან შე­და­რე­ბით. აქ სწავ­ლა, უმე­ტეს­წი­ლად, და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბის მი­ერ და სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი, წე­ლი­წად­ში, 1000 შვე­ი­ცა­რი­ულ ფრანკს შე­ად­გენს (რაც 3000 ლა­რამ­დეა). სტი­პენ­დი­ე­ბი­სა და გრან­ტე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ცე­მა, ძი­რი­თა­დად, არა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის, არა­მედ სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით.

⇒ რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა უცხო­ურ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­სა და ქარ­თულს შო­რის, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს უცხო­ე­თის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს, ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით. რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ძა­ლი­ან დი­დია რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი, ასე­ვე გა­რე­მოს კუთხით. ვი­ნა­ი­დან სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის უდი­დეს ნა­წილს სა­ხელ­მ­წი­ფო ფა­რავს, ამი­ტომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი აყე­ნებს ძა­ლი­ან მა­ღალ აკა­დე­მი­ურ მოთხოვ­ნებს, რის გა­მოც რთუ­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბა.

სტუ­დენ­ტებს გვაქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ვად გან­ვ­საზღ­ვ­როთ სწავ­ლის გან­რი­გი. ლექ­ცი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იწე­რე­ბა, ხო­ლო დას­წ­რე­ბა — თა­ვი­სუ­ფა­ლია. ეს გვაჩ­ვევს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და გვას­წავ­ლის დრო­ის სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბას. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­წი­ნა­ვე სტა­ტუსს, პრო­ფე­სუ­რის მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გარ­და, გან­საზღ­ვ­რავს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­სურ­სე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: წვდო­მა სას­წავ­ლო მა­სა­ლებ­ზე, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აუდი­ტო­რი­ე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და სხვა.

გარ­და ამი­სა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბევ­რი ფა­კულ­ტე­ტი ატა­რებს კვლე­ვებს, რომ­ლებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი აღ­მო­ჩე­ნე­ბია გა­კე­თე­ბუ­ლი. ამ კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია ისიც, რომ ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს, მკვლევ­რებ­სა და პრო­ფე­სო­რებს 10 ნო­ბე­ლის პრე­მია აქვთ მი­ღე­ბუ­ლი.

⇒ რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცე ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. რამ მო­ახ­დი­ნა ყვე­ლა­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შენ­ზე?

ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბე­ბი ჟე­ნე­ვის ცენ­ტ­რ­შია გან­ლა­გე­ბუ­ლი, თი­თო­ე­ულ მათ­განს კი ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი­სა და ის­ტო­რი­ის, ძა­ლი­ან მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვს. ეს ად­გი­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სწავ­ლის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­ფორ­ტია შექ­მ­ნი­ლი იმი­სათ­ვის, რომ მშვიდ და სა­მეც­ნი­ე­რო გა­რე­მო­ში შევ­ძ­ლოთ მუ­შა­ო­ბა.

⇒ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ნე­ბის­მი­ერ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში შეს­ვ­ლა მარ­ტი­ვი არ არის, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე, ძნე­ლია. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, რას ურ­ჩევ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ?

პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლას ვურ­ჩევ­დი, საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბამ­დე, სწო­რად გან­საზღ­ვ­როს თა­ვი­სი მიზ­ნე­ბი და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­სა თუ ქა­ლაქ­ში ერ­თ­მა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სწავ­ლი­სა და ცხოვ­რე­ბის სტი­ლია. მათ, ვინც საზღ­ვარ­გა­რეთ საცხოვ­რებ­ლად პირ­ვე­ლად მი­დის, ვურ­ჩევ­დი წი­ნას­წარ კარ­გად მო­ი­ძი­ონ ინ­ფორ­მა­ცია რო­გორც უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე, ასე­ვე მას­პინ­ძელ კულ­ტუ­რა­სა და ერ­ზე. უნი­ვერ­სი­ტე­ტი აირ­ჩი­ონ თა­ვი­ან­თი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და გა­რე­მოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. და­უ­კავ­შირ­დ­ნენ უფ­როს კო­ლე­გებს, გა­ი­ზი­ა­რონ მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის შეს­წავ­ლი­სა და გა­აზ­რე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღონ.

⇒ მი­ამ­ბე, რო­გო­რია ჟე­ნე­ვა­ში სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა, სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? გაგ­ვი­ზი­ა­რე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი…

თა­ვი­სუ­ფალ დროს, ხში­რად, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ პარ­კ­ში, კა­ფე­ში ან ბარ­ში. ჟე­ნე­ვა­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ქა­ლა­ქებ­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო კულ­ტუ­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბაა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. გარ­და ამი­სა, მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და ვცდი­ლობ, დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი ამი­სათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნო.

⇒ რა მოგ­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად შვე­ი­ცა­რი­ა­ში, რა არის ის, რაც აღ­გაფ­რ­თო­ვა­ნებს, გა­ო­ცებს თუ გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს შენ­ში და რა­საც შე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის ისურ­ვებ­დი?

საქ­მი­სად­მი მიდ­გო­მა და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა. შვე­ი­ცა­რი­ე­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან საქ­მეს, რი­სი შე­დე­გიც მათ გან­ვი­თა­რე­ბა­ში თვალ­სა­ჩი­ნოა.

⇒ რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას, რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, სა­მო­მავ­ლოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს? რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვს?

მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე სწავ­ლას ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გა­მო­ყე­ნე­ბი­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ვა­პი­რებ. გან­ვი­ხი­ლავ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­საც. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე, მინ­და, სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა და­ვაგ­რო­ვო. სა­ბო­ლო­ოდ, მინ­და სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ვახ­მა­რო. დი­დი იმე­დი მაქვს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მომ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, შვე­ი­ცა­რი­ის მა­გა­ლით­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა ქვეყ­ნი­დან გა­უს­ვ­ლე­ლად გა­ვუ­ზი­ა­რო კო­ლე­გებს, წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჟე­ნე­ვა სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია უსაფ­რ­თხო გა­რე­მო­დან კრი­ზის­ში მყო­ფი ქვეყ­ნე­ბის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­სა­წე­ვად.

საზღ­ვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი ბევრს ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. შო­რი­დან რო­გო­რია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა?

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა გა­მორ­ჩე­უ­ლია მსოფ­ლი­ო­ში. ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა ჩვე­ნი ენა, დამ­წერ­ლო­ბა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბის მიღ­წე­ვე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დი­დი ნა­წი­ლი. ვთვლი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლია ტუ­რის­ტე­ბის­თ­ვის, ჩვე­ნი სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბის, კუ­ლი­ნა­რი­ი­სა და ბუ­ნე­ბის გა­მო და დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, მე­ტი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნით. ამ საქ­მე­ში მცი­რე­დი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე შვე­ი­ცა­რი­ა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩის როლ­ში. ამ დროს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, და­მე­გეგ­მა სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­თა მი­ზა­ნი იყო უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა და მის მი­მართ ინ­ტე­რე­სის გაზ­რ­და.

გან­სა­ვი­თა­რე­ბე­ლი სფე­რო ძა­ლი­ან ბევ­რია, რის­თ­ვი­საც ბევ­რი შრო­მა მოგ­ვი­წევს, მაგ­რამ ვთვლი, რომ ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან დი­დი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

⇒ ნა­ტა­ლი, შენ ღირ­სე­უ­ლი წი­ნაპ­რის, ლეო ქი­ა­ჩე­ლის, შთა­მო­მა­ვა­ლი ხარ. რო­გორც ვი­ცი, შე­ნი დი­დი ბა­ბუ­აც იმ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და და იმ ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და, სა­დაც შენ ყო­ველ­დღე გი­წევს გავ­ლა… რა გან­ც­დაა, რო­ცა უცხო ქვე­ყა­ნა­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად, ღირ­სე­უ­ლი წი­ნაპ­რის ნაკ­ვა­ლევ­ზე და­დი­ხარ?

ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბით. ჩემ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვია, რომ იმა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­მე­ცა სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მელ­შიც ერ­თი სა­უ­კუ­ნით ად­რე სწავ­ლობ­და ლეო ქი­ა­ჩე­ლი, სა­მარ­თ­ლის ფა­კულ­ტეტ­ზე. ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ჩემ­თ­ვის, რო­დე­საც ვნა­ხე მი­სი წე­რი­ლე­ბი. ისი­ნი ინა­ხე­ბა ჩვენს ოჯახ­ში, სა­ი­და­ნაც და­ვად­გი­ნეთ მწერ­ლის ზუს­ტი მი­სა­მარ­თი. დი­დი იმე­დი მაქვს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, ჟე­ნე­ვა­ში, მო­ვა­ხერ­ხებ ამ გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლის მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფა გა­ვა­კე­თო.

⇒ ქარ­თ­ვე­ლი მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ლეო ქი­ა­ჩე­ლი აქ­ტი­უ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი იყო (მა­გა­ლი­თის­თ­ვის – შე­ი­ა­რა­ღე­ბულ რე­ვო­ლუ­ცი­ურ გა­მოს­ვ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის და­ა­პა­ტიმ­რეს კი­დეც. 1907 წელს, ქუ­თა­ი­სის სოციალ-დემოკრატიულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გვი­რა­ბი გაჰ­ყავს სა­პა­ტიმ­როს ქვეშ და ამ გზით ათა­ვი­სუფ­ლებს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებს. მწე­რალ­მა ეს ამ­ბა­ვი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­მანში „სის­ხ­ლ­ი“ აღ­წე­რა. სა­ინ­ტე­რე­სო მოთხ­რო­ბა „ბერი და ყო­რა­ნი“ იმის ხაზ­გას­მით იწყე­ბა, რომ არ­სე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა უსა­თუ­ოდ უნ­და შე­იც­ვა­ლოს, რა­ღაც ახ­ლით, უკე­თე­სით…), მას სურ­და ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი. რო­გორ აფა­სებ მის შე­უ­პოვ­რო­ბა­სა და შე­მარ­თე­ბას?

ვთვლი, რომ ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა სწო­რედ ასე­თი შე­უ­პო­ვა­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბის წყა­ლო­ბით მო­ვი­და დღემ­დე. სწო­რედ ასე­თი თავ­და­დე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გია ის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა თვით­მ­ყო­ფა­დო­ბა, რე­ლი­გია, კულ­ტუ­რა, ენა და ბო­ლომ­დე არ მო­ექ­ცა რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ. ჩვე­ნი, ახა­ლი თა­ო­ბე­ბის, ვა­ლია, მა­თი შრო­მა გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ და უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა და მი­სი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლა.

⇒ მწერ­ლის წე­რის სტი­ლი – ენა, სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა… პე­ი­ზა­ჟის აღ­წე­რა… რე­ა­ლურ, ობი­ექ­ტურ ამ­ბებს ასა­ხავს. იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ევ­რო­პუ­ლი მო­დერ­ნიზ­მის ნამ­დ­ვილ მა­გა­ლი­თებს წარ­მო­ა­ჩენს. ლეო ქი­ა­ჩელ­მა, თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით – რო­მა­ნე­ბით, მოთხ­რო­ბე­ბით, ნო­ვე­ლე­ბით, დი­დი და წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი გიყ­ვარს და მოგ­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად და რა­ტომ?

ლეო ქი­ა­ჩე­ლის ზო­გი ნა­წარ­მო­ე­ბი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლია და თარ­გ­მ­ნი­ლია უამ­რავ ენა­ზე, ამი­ტომ გა­ვიხ­სე­ნებ­დი მის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ მოთხ­რო­ბას, რო­მელ­საც „Lґescalade“ ჰქვია. მას­ში აღ­წე­რი­ლია ჟე­ნე­ვის დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც დღემ­დე აღი­ნიშ­ნე­ბა. ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ლე­ოს მი­ერ და­ნა­ხუ­ლი, სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი ჟე­ნე­ვა, ფან­ტას­ტი­კუ­რი შტრი­ხე­ბი და მი­სი სხვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სი.

⇒ რა არის შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ნივ­თი, რე­ლიკ­ვია, რო­მე­ლიც წი­ნაპ­რის­გან დაგ­რ­ჩა?

ჩემს ოჯახ­ში წი­ნაპ­რე­ბის არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თი, ხელ­ნა­წე­რი და წიგ­ნი ინა­ხე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ჩემ­თ­ვის ძვირ­ფა­სია, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ვარ­ჩევ­დი ლეო ქი­ა­ჩე­ლის­თ­ვის კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მი­ერ ნა­ჩუ­ქარ „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯ­ვე­ნას“ წარ­წე­რით. აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ამ წიგ­ნ­თან ყო­ველ­დღი­უ­რად მი­წევ­და შე­ხე­ბა და სწო­რედ ამან გა­ამ­ძაფ­რა ჩე­მი ამ წიგ­ნი­სად­მი ემო­ცი­ე­ბი. ასე­ვე გა­მო­ვარ­ჩევ­დი დი­დი ბე­ბი­ის (რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად 102 წლი­საა) დე­დის მი­ერ შექ­მ­ნილ რამ­დე­ნი­მე ნა­ქარგს, რო­მელ­საც დი­დი ბე­ბია დი­დი ზრუნ­ვი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ინა­ხავს.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები