27 აპრილი, შაბათი, 2024

აქ­ცი­ეთ ოც­ნე­ბე­ბი მიზ­ნე­ბად, მი­ე­ცით სა­კუ­თარ თავს დრო გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის

spot_img

მა­რი­ამ კვა­რაცხე­ლია

კი­ო­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მე­ნეჯ­მენ­ტის მა­გის­ტ­რი

 

 

Ο მშობ­ლი­უ­რი სკო­ლა და მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი

სკო­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ვსწავ­ლობ­დი ქა­ლაქ წა­ლენ­ჯი­ხის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, კარ­გი თუ ცუ­დი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აისა­ხა ჩემს შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. რაც მთა­ვა­რია, სკო­ლა­ში ავით­ვი­სე სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ბევ­რი უნარ-ჩვე­ვა, შე­ვი­ძი­ნე მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე რჩე­ბი­ან ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად.

Ο გზა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან იაპო­ნი­ამ­დე – კი­ო­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი

საკ­მა­ოდ სპონ­ტა­ნუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო იაპო­ნი­ა­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, იაპო­ნია ყო­ველ­თ­ვის მომ­წონ­და, თუმ­ცა მი­სით შეპყ­რო­ბი­ლი არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ. ასე, ერთ მშვე­ნი­ერ სა­ღა­მოს, შემ­თხ­ვე­ვით, მოვ­კა­რი თვა­ლი იაპო­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (JICA) სტი­პენ­დი­ას, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობ­და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას იაპო­ნურ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში და იმ სა­ღა­მოს­ვე გა­დავ­წყ­ვი­ტე, მე­ცა­და ბე­დი.

კი­ო­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი სიძ­ვე­ლით მე­ო­რე და ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა იაპო­ნი­ა­ში. და­არ­ს­და 1897 წლის 18 ივ­ნისს და, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, და­იწყო სის­ტე­მუ­რი სა­მა­გის­ტ­რო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა. კი­ო­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებს არა­ერ­თი მსოფ­ლიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტი და აღ­მო­ჩე­ნა ეკუთ­ვ­ნით და არც არის გა­საკ­ვი­რი, რომ აზი­ურ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის კი­ო­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ლი­დე­რობს ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბით. ამის გა­მო, კი­ო­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი მიჩ­ნე­უ­ლია ერთ-ერთ წამ­ყ­ვან კვლე­ვით ინ­ს­ტი­ტუ­ტად.

გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, რო­გორც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, კი­ო­ტო საკ­რა­ლუ­რი ად­გი­ლიც კია, ვი­ნა­ი­დან კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ პირ­ვე­ლი გლო­ბა­ლუ­რი ძა­ლის­ხ­მე­ვა სწო­რედ კი­ო­ტოს პრო­ტო­კო­ლით იწყე­ბა. ამ ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, საკ­მა­რის­ზე მე­ტი მი­ზე­ზი და­მიგ­როვ­და კი­ო­ტოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად და მეც არ და­ვა­ყოვ­ნე.

Ο აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა, პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი

ზო­გა­დად, ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ქვეყ­ნის სტა­ტუსს, ვი­ნა­ი­დან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის უფ­რო მე­ტი სტი­პენ­დია და გრან­ტია გა­მო­ყო­ფი­ლი. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი სტი­პენ­დი­ე­ბის მო­პო­ვე­ბა მა­ღალ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს, კერ­ძოდ, ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ GPA-ის და სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა­საც. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტს სხვა­დას­ხ­ვა მოთხოვ­ნა და მი­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რა აქვს, თუმ­ცა იაპო­ნი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, იაპო­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სხვა ტი­პის გა­მოც­დას და გა­სა­უბ­რე­ბას გა­დი­ან. ნა­წი­ლობ­რივ, ეს იმი­თა­ცაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს, სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბის პრო­ცეს­ში, უკ­ვე გავ­ლი­ლი აქვთ რთუ­ლი შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პი. რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, იაპო­ნუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტიც მე­ტი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლობს ყვე­ლა შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე.

Ο მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა უცხო­ურ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­სა და ქარ­თულს შო­რის

და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით უცხო­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი უფ­რო მე­ტად პრო­ცეს­ზე და ამ პრო­ცე­სის გა­აზ­რე­ბა­ზე არიან კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლები. მა­გა­ლი­თად, თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­ზე­პი­რებთ რა მოხ­და, რო­დის მოხ­და და გა­მოც­დაც, შე­სა­ბა­მი­სად, ამოწ­მებს მხო­ლოდ მახ­სოვ­რო­ბის დო­ნეს, უცხო­ურ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ვსწავ­ლობთ იმა­ვე ფე­ნო­მე­ნის გან­ვი­თა­რე­ბას და მი­ზეზ-შე­დე­გობ­რივ კავ­ში­რებს, უფ­რო მარ­ტი­ვად რომ ვთქვა, ვპა­სუ­ხობთ შემ­დეგ კითხ­ვებს: რა მოხ­და? რო­გორ მოხ­და? რა­ტომ მოხ­და? სხვა რა პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­ეწ­ვია აღ­ნიშ­ნულ ფე­ნო­მენს? ასე­თი მიდ­გო­მა უფ­რო მე­ტად ავი­თა­რებს ანა­ლი­ტი­კურ აზ­როვ­ნე­ბას და მინ­და გითხ­რათ, რომ ასე­თი მე­თო­დით ბევ­რად მარ­ტი­ვად და, რაც მთა­ვა­რია, ეფექ­ტი­ა­ნად იმახ­სოვ­რებს ჩვე­ნი გო­ნე­ბა ამა თუ იმ სა­განს, ვიდ­რე და­ზუთხ­ვით.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მხრივ ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი იაპო­ნელ სტუ­დენ­ტებ­ზე ბევ­რად წინ არი­ან, რი­სი მი­ზე­ზიც შე­იძ­ლე­ბა სკო­ლა და იქ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა იყოს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზეც კი ვი­ღებთ ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას და ვეც­ნო­ბით მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, თუმ­ცა, უცხო­ურ სკო­ლებ­ში, ძი­რი­თა­დად, მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს სწავ­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა ამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი იყოს.

Ο გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მე­ნეჯ­მენ­ტის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა

დე­და­მი­წას ყვე­ლა­ზე დიდ საფ­რ­თხეს ადა­მი­ა­ნე­ბი უქ­მ­ნი­ან და ადა­მი­ა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა და მზარ­დი გლო­ბა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია სათ­ბუ­რის აირე­ბის რე­კორ­დუ­ლი კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ით ჩვენს ატ­მოს­ფე­რო­ში, ყვე­ლა ინ­დი­ვი­დი­სა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბას წარ­მო­ად­გენს.

სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რად დი­დია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რიცხ­ვი, რომ­ლე­ბიც არაფ­რად აგ­დე­ბენ აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ შეც­ვ­ლი­ლი კლი­მა­ტი დე­და­მი­წის ბუ­ნებ­რი­ვი ციკ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გვევ­ლი­ნე­ბი­ან გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რე­ბად, რაც იმას იწ­ვევს, რომ მი­ნი­მუ­მიც კი არ კეთ­დე­ბა ამ პრო­ცე­სის შე­სა­ჩე­რებ­ლად ან, სულ მცი­რე, შე­სა­ნე­ლებ­ლად.

სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ზედ­მე­ტია სა­უ­ბა­რი დე­და­მი­წის ბუ­ნებ­რივ ციკ­ლ­ზე, ვი­ნა­ი­დან სათ­ბუ­რის აირე­ბის (კერ­ძოდ, ნახ­ში­რორ­ჟან­გის) მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, კა­ცობ­რი­ო­ბის არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, არას­დ­როს ასუ­ლა დღე­ვან­დელ ნიშ­ნუ­ლამ­დე, რა­მაც უკ­ვე გა­მო­იწ­ვია ტემ­პე­რა­ტუ­რის უს­წ­რა­ფე­სი მა­ტე­ბა, ნა­ლე­ქე­ბის, ოკე­ა­ნუ­რი და ატ­მოს­ფე­რუ­ლი ცირ­კუ­ლა­ცი­ის სის­ტე­მე­ბის ცვლი­ლე­ბა, რაც მო­მა­ვალ­ში ცოცხა­ლი ინ­დი­ვი­დე­ბის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი გახ­დე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად, აუცი­ლე­ბე­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და კო­ლექ­ტი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და ვე­ცა­დოთ, მი­ვი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ (ისე­თი პლატ­ფორ­მე­ბი­დან, რო­გო­რი­ცაა: https://sustainability.ge/, https://www.climatebasics.info/) და შევ­ც­ვა­ლოთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სი, მა­გა­ლი­თად, შე­ვამ­ცი­როთ ერ­თ­ჯე­რა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი, ვი­ყი­დოთ მე­ო­რე­უ­ლი ტან­საც­მე­ლი, დავ­ზო­გოთ ენერ­გია, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტი და/ან ვე­ლო­სი­პე­დი და ა.შ.

თუმ­ცა, არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს ვინ არის პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­სა და სხვა გა­რე­მოს­დაც­ვით პრობ­ლე­მებ­ზე, ამი­ტომ რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ, ისე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დო­ნე­ზე უნ­და მოვ­თხო­ვოთ დიდ კორ­პო­რა­ცი­ებს, ინ­დუს­ტ­რი­ებ­სა და მთავ­რო­ბას, და­ნერ­გონ ყვე­ლა ის აუცი­ლე­ბე­ლი მე­თო­დი თუ ტექ­ნო­ლო­გია, რაც ჩვე­ნი გა­რე­მოს დეგ­რა­დი­რე­ბას შე­ამ­ცი­რებს. ამის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია მე­ტი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი და ჩარ­თუ­ლო­ბა ყვე­ლა დო­ნე­ზე – თუ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ შეც­ვა­ლონ სა­კუ­თა­რი ქუ­ჩა, მათ შე­უძ­ლი­ათ შეც­ვა­ლონ სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა.

Ο კი­ო­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის იაპო­ნუ­რი კა­ფე­ტე­რია

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ამავ­დ­რო­უ­ლად, სა­ჭი­რო სივ­რ­ცე კი­ო­ტოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კა­ფე­ტე­რიაა, რი­სი ფუ­ფუ­ნე­ბაც, სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და სკო­ლებს არ აქვთ.  ყო­ველ­გ­ვა­რი გაზ­ვი­ა­დე­ბის გა­რე­შე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწავ­ლა ძა­ლი­ან დამ­ღ­ლე­ლია. ერ­თა­დერ­თი ენერ­გი­ის წყა­რო, რო­მე­ლიც სა­სი­ცოცხ­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა სტუ­დენ­ტი­სა და მოს­წავ­ლის­თ­ვის, ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ებ­ში არ არ­სე­ბობს. იაპო­ნურ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში კი, გარ­და იმი­სა, რომ კა­ფე­ტე­რია ძა­ლი­ან იაფი ღირს, მე­ნიუ ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლად იც­ვ­ლე­ბა და რო­გორც წე­სი, ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გის მი­ერ იგეგ­მე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, არ მი­წევს იმა­ზე ფიქ­რი, თუ სად ვი­სა­დი­ლო. კა­ფე­ტე­რი­ა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლად მი­ი­ღო ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი და ნახ­შირ­წყ­ლე­ბი.

Ο გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა – მა­რი­ა­მის რჩე­ვე­ბი ახალ­გაზ­რ­დებს

ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­დას მინ­და ვუთხ­რა, რომ უცხო­უ­რი ენე­ბის შეს­წავ­ლა ყვე­ლა­ზე დი­დი ინ­ვეს­ტი­ციაა, რაც შე­იძ­ლე­ბა გრძელ­ვა­დი­ან გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ა­ბან­დონ. საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია ინ­გ­ლი­სუ­რი ენა და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე­ო­რე ან მე­სა­მე ენა, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, მხო­ლოდ გა­ამ­დიდ­რებს თქვენს რე­ზი­უ­მეს. მათ, ვი­საც იაპო­ნი­ა­ში სურთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, თუნ­დაც ინ­გ­ლი­სუ­რი პროგ­რა­მით, აუცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბათ იაპო­ნუ­რი ენა, სა­სა­უბ­რო დო­ნე­ზე მა­ინც, ვი­ნა­ი­დან, რამ­დე­ნად გა­საკ­ვი­რა­დაც უნ­და ჟღერ­დეს, იაპო­ნე­ლე­ბი თით­ქ­მის არ სა­უბ­რო­ბენ ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე.

მე­ო­რე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რი, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არის დრო და გა­მოც­დი­ლე­ბა. სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე ადა­მი­ან­მა უკ­ვე უნ­და იცო­დეს რი­სი სწავ­ლა უნ­და და რო­მელ სფე­რო­ში ხე­დავს სა­კუ­თარ თავს (სულ მცი­რე, რო­მელ სფე­რო­ში არ ხე­დავს მა­ინც). სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რა­ტომ­ღაც მო­და­შია, სა­ბა­კა­ლავ­როს დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მა­შინ­ვე სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, რაც მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან მცდა­რი პრაქ­ტი­კაა. აუცი­ლე­ბე­ლიც კია, სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე ჩა­ბა­რე­ბამ­დე, მუ­შა­ო­ბა და სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს­თან კავ­ში­რი, რაც არა მარ­ტო ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს სწო­რი აკა­დე­მი­უ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, არა­მედ და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა ამა თუ იმ სტი­პენ­დი­ის­თ­ვის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მებ­ზეც.

დაბ­რ­კო­ლე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, ყვე­ლა დაბ­რ­კო­ლე­ბა გა­მოც­დი­ლე­ბაა და და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა ჩვე­ნი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. საკ­მა­ოდ რთუ­ლია უცხო ქვე­ყა­ნა­ში (გან­სა­კუთ­რე­ბით აზი­ურ ქვეყ­ნებ­ში) დამ­კ­ვიდ­რე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა, რა­საც ენის ბა­რი­ე­რიც ემა­ტე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა ბევრს მო­ე­ნატ­როს ის კომ­ფორ­ტის ზო­ნა, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას ჰქონ­და, თუმ­ცა მინ­და ყვე­ლას ვუთხ­რა, რომ მსგავ­სი გან­ც­დე­ბის არ შე­ე­შინ­დეთ და მის­ცენ სა­კუ­თარ თავს დრო ადაპ­ტა­ცი­ის­თ­ვის. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა სწავ­ლობს და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას და იმა­საც, რომ კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში პროგ­რე­სი არ მი­იღ­წე­ვა. კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე ამ­ბობ­და: „თქვენ თუ ჩა­ვარ­დე­ბით ჩეჩ­მა­ში და თან გა­რეთ ზამ­თა­რია, იგ­რ­ძ­ნობთ, რომ იქ უფ­რო თბი­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, იქი­დან ამოს­ვ­ლა გარ­კ­ვე­ულ დის­კომ­ფორტს გა­მო­იწ­ვევს. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ აირ­ჩი­ოთ: მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იქ გა­ა­ტა­როთ ან ამოხ­ვი­დეთ. ამოს­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში იგ­რ­ძ­ნობთ სუსხს, გა­ცივ­დე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბაც და­გე­მარ­თოთ, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, თქვენ უკ­ვე იქი­დან ამო­სუ­ლი ხართ და გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ მეტ­ჯერ აღარ უნ­და ჩახ­ვი­დეთ. ეს არის ფა­სი, რო­მელ­საც თქვენ იხ­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის!“

ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, ხში­რად ეუფ­ლე­ბი­ან პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბებს, თუმ­ცა ხში­რია არა­მე­ინ­ს­ტ­რი­მუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის არ­ჩე­ვის მა­გა­ლი­თე­ბიც. დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვილს რაც შე­ე­ხე­ბა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ აქვთ სურ­ვი­ლი, ვი­ნა­ი­დან უფ­რო მეტ ფი­ნან­სურ და სო­ცი­ა­ლურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, აგ­რეთ­ვე, მრა­ვალ­ფე­რო­ვან შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ხე­და­ვენ სხვა ქვეყ­ნებ­ში.

Ο იაპო­ნუ­რი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა

თა­ვი­სუ­ფალ დროს, ძი­რი­თა­დად, სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ვა­ტა­რებ. იაპო­ნია ულა­მა­ზე­სი ქვე­ყა­ნაა, უმ­დიდ­რე­სი კულ­ტუ­რი­თა და ტრა­დი­ცი­ე­ბით, რო­მელ­თა შეს­წავ­ლი­სა და ნახ­ვის პრო­ცე­სი სა­სი­ა­მოვ­ნო და, ამავ­დ­რო­უ­ლად, სა­ინ­ტე­რე­სოა. საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის ერთ-ერ­თი და­დე­ბი­თი მხა­რეა ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა და სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნა, რა­საც მოჰ­ყ­ვე­ბა კულ­ტუ­რი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა და ბევ­რი სა­ერ­თო ტრა­დი­ცი­ის აღ­მო­ჩე­ნაც.

რაც შე­ე­ხე­ბა იაპო­ნელ ახალ­გაზ­რ­დებს, ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ენის ბა­რი­ე­რი (ხში­რად ვერ სა­უბ­რო­ბენ ინ­გ­ლი­სუ­რად და ჩვენ – იაპო­ნუ­რად) და მა­თი ჩა­კე­ტი­ლი ბუ­ნე­ბაა. გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის მსგავ­სად, იაპო­ნუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თ­ვის არ არის მარ­ტი­ვი უცხო­ელ ადა­მი­ა­ნებ­თან გახ­ს­ნი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

იაპო­ნუ­რი სა­მუ­შაო გა­რე­მო ძა­ლი­ან დამ­ღ­ლე­ლი, სტრე­სუ­ლი და ტოქ­სი­კუ­რიც კია, რის გა­მოც, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­ს­პორ­ტ­ში ხში­რად ნა­ხავთ გა­დაღ­ლილ და უბ­რა­ლოდ, ჩამ­ქ­რალ ახალ­გაზ­რ­დებს.

Ο გა­მორ­ჩე­უ­ლი იაპო­ნუ­რი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი…

მინ­და გითხ­რათ, რომ დღემ­დე ძა­ლი­ან ბევრ კულ­ტუ­რულ შოკს ვი­ღებ იაპო­ნი­ა­ში, რაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს. გარ­და იმი­სა, რომ კულ­ტუ­რით, ბუ­ნე­ბი­თა და სამ­ზა­რე­უ­ლო­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ქვე­ყა­ნაა, არის, აგ­რეთ­ვე, სუფ­თა და ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ენის ცოდ­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვიტყო­დი, რომ იაპო­ნია საცხოვ­რებ­ლად საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტუ­ლია.

მე­ო­რე მხრივ, იაპო­ნი­ა­საც აქვს უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი, რა­ზეც ხში­რად არა­ვინ სა­უბ­რობს. რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან ჩა­კე­ტი­ლი და ჰო­მო­გე­ნუ­რია, შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით გა­მორ­ჩე­ვა, იქ­ნე­ბა ეს გა­რეგ­ნო­ბა თუ ქცე­ვა, მი­ღე­ბუ­ლი არ არის. უცხო­ე­ლე­ბის მი­მარ­თაც ბევრს არ აქვს კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­ს­პორ­ტ­ში. ხში­რად შემ­ხ­ვედ­რი­ან უცხო­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ანი­მე­სა და მან­გას გა­მო ჩა­მო­სუ­ლან იაპო­ნი­ა­ში და იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში. ამი­ტომ, მინ­და ვთქვა, რომ იდე­ა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. ვფიქ­რობ, არც ერ­თი ქვე­ყა­ნა არ უნ­და გახ­დეს გა­ფე­ტი­შე­ბის სა­გა­ნი.

Ο მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა

სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ჯერ­ჯე­რო­ბით, სწორ­ხა­ზო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა ჩემს მო­მა­ვალ­ზე არ მაქვს. გრძელ­ვა­დი­ა­ნად დამ­კ­ვიდ­რე­ბას ნამ­დ­ვი­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვა­პი­რებ, თუმ­ცა, იქამ­დე, მსურს საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა და­ვაგ­რო­ვო, რა­თა სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ვი­ყე­ნო ჩე­მი რე­სურ­სე­ბი და ჩემს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით, პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი დავ­ნერ­გო. ვა­პი­რებ წა­ლენ­ჯი­ხით დაწყე­ბას! დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იაპო­ნი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად და­მეხ­მა­რე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში.

Ο გა­და­ფა­სე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი

ნელ-ნე­ლა ვი­აზ­რებ, რომ ძა­ლი­ან შორს ვარ, იაპო­ნია თით­ქ­მის დე­და­მი­წის მე­ო­რე კი­დე­შია, რაც კი­დევ უფ­რო მე­ტად ამ­ძაფ­რებს იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ად­გი­ლე­ბის მო­ნატ­რე­ბას, რომ­ლებ­მაც დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლეს ჩე­მი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. გარ­და ამი­სა, იაპო­ნი­ა­ში ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, და­ვა­ფა­სე და გა­და­ვა­ფა­სე ბევ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­თაც ად­რე მო­ცე­მუ­ლო­ბად აღ­ვი­ქვამ­დი.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა, ნელ-ნე­ლა, ჩე­მი იდენ­ტო­ბის კრი­ზი­სიც მძაფ­რ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან მუდ­მი­ვად სხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყოფ­ნა მა­უცხო­ებს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­გან, ამავ­დ­რო­უ­ლად, ვერც ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღ­ვიქ­ვამ სა­კუ­თარ თავს სრულ­ფა­სოვ­ნად. მაგ­რამ, ალ­ბათ, ეს არის იმ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფა­სი, რო­მელ­საც ვიხ­დით და მეც ვცდი­ლობ, მივ­ცე სა­კუ­თარ თავს დრო ადაპ­ტა­ცი­ის­თ­ვის.

და­ბო­ლოს, მინ­და ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­დას ვუთხ­რა – აქ­ცი­ონ ოც­ნე­ბე­ბი მიზ­ნე­ბად და მის­ცენ სა­კუ­თარ თავს დრო გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის!

დი­დი მად­ლო­ბა ინ­ტერ­ვი­უს­თ­ვის.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები